პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - ცერემონიას გამყრელიძე ოჯახთან ერთად დაესწრო (ფოტოები)
პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - ცერემონიას გამყრელიძე ოჯახთან ერთად დაესწრო (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი წვლი­ლი­სათ­ვის, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის საქ­მე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სათ­ვის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე პი­რა­დად გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა.

"მინ­და, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა იმ საქ­მის მი­მართ, რო­მელ­საც თქვენ აკე­თებთ. სა­ა­მა­ყოა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მე­დი­ცი­ნა­ში, რად­გან ის მი­მარ­თუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის, იქ­ნე­ბო­და ეს პრე­ვენ­ცია თუ იმ და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მედ აწ­ვე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მათ­თან ბრძო­ლის ის პროგ­რე­სი კი, დიდ­წი­ლად თქვენ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მინ­და თქვენ მი­მართ ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბა და პო­ზი­ტი­ვი, რათა ვი­ცო­დეთ რა არის და­დე­ბი­თი, რა არის პროგ­რე­სი, რო­მე­ლიც უნდა და­ვა­ფა­სოთ, ხელი შე­ვუ­წყოთ და და­ვეხ­მა­როთ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­ზი­დენტს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოს­თვის:

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ჩემ­თვის დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა და დიდი პა­ტი­ვია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­გან ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი ჯილ­დოა ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი ზო­გა­დად ჯილ­დო­ე­ბის მი­ღე­ბას, მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვენ­გან, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო.

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია დღეს ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბა ჩემ­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო მი­უ­ახ­ლოვ­და თა­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სა­ოც­ნე­ბო მი­ზანს - ჩვენ თან­და­თან ვხდე­ბით ევ­რო­პის ნა­წი­ლი და უკვე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით ვართ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ბევ­რი და დიდი მუ­შა­ო­ბა გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ გავ­ხდეთ ევ­რო­პის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი, ამი­ტო­მაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლე ჩემი შვი­ლე­ბი და ჩემი შთა­მო­მავ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო დღეს ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბა­ზე, რათა მათ კარ­გად გა­ი­თა­ვი­სონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერ­თად გა­სავ­ლე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას.

მად­ლო­ბა იმის­თვის, რა­საც თქვენ აკე­თებთ, აკე­თებ­დით და გა­ა­კე­თებთ ამ დიდი გზა­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ყვე­ლა თა­ო­ბის სა­ოც­ნე­ბო მი­ზა­ნი გახ­ლავთ და იმე­დია, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იცხოვ­რე­ბენ ნამ­დვილ, ძლი­ერ, უსაფრ­თხო და ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მად­ლო­ბა ამის­თვის თქვენ!

ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, თუ გვე­ყო­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჯან­მრთე­ლი ერი. ჯან­მრთე­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ერი ყო­ველ­თვის შექ­მნის ცოდ­ნა­ზე დამ­ყა­რე­ბულ კე­თილ­დღე­ო­ბას და ეკო­ნო­მი­კას. ამი­ტომ ჩვენ ყო­ველ­თვის უნდა ვე­ცა­დოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლი იყოს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბით და მა­შინ უფრო გა­ად­ვილ­დე­ბა ყვე­ლა იმ მიზ­ნის მიღ­წე­ვა, რაც ჩვენ ძა­ლი­ან გვინ­და“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანა გამყრელიძე
1

კიდევ გავყიდი წამალს,

კიდევ გავაპრავებ ბევრს,

კიდევ შემოვიტან ახალს

და დავაკანონებ მას....

მე ვარ ბიჭი ამირანი მეტადონის მამა,

გინდა მეტადონი მოდი ჩემთან მარდად,

არ დაგიჭერს არვინ,პროგრამაში ზიხარ,

ცოტა მეტსაც მოგცემთ,წილში მეცა ვზივარ

@
1

გილოცავთ! ღირსეული შვილის ღირსეული მამა

ავტორი:

პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - ცერემონიას გამყრელიძე ოჯახთან ერთად დაესწრო (ფოტოები)

პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - ცერემონიას გამყრელიძე ოჯახთან ერთად დაესწრო (ფოტოები)

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.

ამირან გამყრელიძეს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე პირადად გადასცა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული.

მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის:

"თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო.

ასევე განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს - ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას.

მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდი გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ და იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ!

ჩვენ ძლიერები ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.