მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმატების 5 სასარგებლო უნარი
წარმატების 5 სასარგებლო უნარი

ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არ იბა­დე­ბი­ან, ისი­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­წევს მი­ზანს. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლებს აქვთ სა­ერ­თო ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მწვერ­ვალ­ზე აყ­ვა­ნა­ში და­ეხ­მა­რათ. სტა­ტი­ა­ში 5 მათ­განს გა­გაც­ნობთ.

სწო­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ მიზ­ნე­ბი

ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბამ­დე, და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი თუ რისი მიღ­წე­ვა გსურთ, გო­ნივ­რუ­ლად შექ­მე­ნით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მო­დე­ლი. სწო­რად და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი, იმის გა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევს, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა იმოძ­რაო. ის უნდა იყოს: გა­ზომ­ვა­დი, მიღ­წე­ვა­დი, დრო­ში გათ­ვლი­ლი, სპე­ცი­ფი­კუ­რი, შე­სა­ბა­მი­სი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ არი­ოთ მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი. ოც­ნე­ბე­ბი, რო­გორც წესი, აბ­სტრაქ­ტუ­ლია და არ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი ვადა. "მინ­და ვიყო მდი­და­რი" ოც­ნე­ბაა, "მინ­და ვი­შო­ვო 100 ათა­სი დო­ლა­რი 2024 წლის ბო­ლომ­დე" არის მი­ზა­ნი.

სწო­რად გან­სა­ზღვრეთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი

მო­ტი­ვა­ცი­უ­რი სპი­კე­რი ბრა­ი­ან ტრე­ი­სი წიგნ­ში „ჩვე­ვე­ბი მი­ლი­ონ დო­ლა­რად“, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრის კარგ უნარს მი­იჩ­ნევს. გა­მო­ი­ყე­ნეთ მისი ABCDE მე­თო­დი. პირ­ველ რიგ­ში, ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა, შემ­დეგ მი­ა­ნი­ჭეთ რე­ი­ტინ­გი A-დან E-მდე. A არის უმაღ­ლე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, ხოლო E -ზე მო­ა­თავ­სეთ ამო­ცა­ნე­ბი, რო­მელ­თა სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს მე­თო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ეფექ­ტუ­რად და­ა­ორ­გა­ნი­ზოთ სა­მუ­შაო და ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროთ.

გა­ნაგ­რძეთ სწავ­ლა

ტყუ­ი­ლად არ ამ­ბო­ბენ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად სწავ­ლო­ბენ, წა­რუ­მა­ტებ­ლებ­მა კი უკვე ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან. გან­ვი­თა­რე­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა, რად­გან შენს ირ­გვლივ სამ­ყა­როც იც­ვლე­ბა. ”თუ გა­აგ­რძე­ლებთ იმას, რაც უკვე გა­ა­კე­თეთ, სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებთ იმას, რა შე­დე­გიც ადრე მი­ი­ღეთ”, - თქვა ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა ბიზ­ნეს მწვრთნელ­მა ჯიმ რონ­მა. მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არა­ფე­რი დარ­ჩეთ, რად­გან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ცოდ­ნა უბ­რა­ლოდ არა­ვის გა­მო­ად­გე­ბა. წიგ­ნე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, ვე­ბი­ნა­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ეც­ნოთ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უახ­ლეს გზებს. დიახ, თქვენ მო­გი­წევთ ამა­ში ფუ­ლის გა­დახ­და, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცი­აა.

აკონ­ტრო­ლეთ ხარ­ჯე­ბი

ფუ­ლის გო­ნივ­რუ­ლად მარ­თვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი ჩვე­ვაა. ბო­ლოს და ბო­ლოს, მდი­და­რი ის კი არ არის ვინც ბევ­რს შო­უ­ლობს, არა­მედ ის, ვინც გო­ნივ­რუ­ლად ხარ­ჯავს. ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მვა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა და გო­ნივ­რუ­ლი და­ნა­ზო­გი და­გეხ­მა­რე­ბათ სწო­რად და­ხარ­ჯოთ. გირ­ჩევთ შე­ი­ნა­ხოთ შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი - ამას ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი აკე­თე­ბენ. პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­საზ­რე­ბის

მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი არ არი­ან მფლან­გვე­ლე­ბი. პი­რი­ქით, ფულს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ექ­ცე­ვი­ან. ტყუ­ი­ლად არ არის, რომ ბევრ ვარ­სკვლავს არ ერი­დე­ბა ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­სა და სა­რეკ­ლა­მო კო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­ზეც ისი­ნი ღიად სა­უბ­რო­ბენ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხარ­ჯებს აფა­სე­ბენ რე­სურ­სე­ბის მი­ხედ­ვით: ფული, დრო, სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია, ჯან­მრთე­ლო­ბა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რე­პუ­ტა­ცია და ა.შ.

გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი რე­სურ­სე­ბი გო­ნივ­რუ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით დრო

”ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სი, რაც გაგ­ვაჩ­ნია, არის დრო”, - თქვა სტივ ჯობსმა. შე­გიძ­ლი­ათ და­ზო­გოთ დრო სხვა­დას­ხვა გზით და სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, იყი­დეთ ახა­ლი გა­ჯე­ტი. ჩნდე­ბა კი­თხვა: რა ვუ­ყოთ ძველს? ვინც რე­სურ­სებს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად იყე­ნებს (დრო, ფული, ძა­ლის­ხმე­ვა და ა.შ.) იმის ნაც­ვლად, რომ თა­ვად გა­ყი­დოს, გა­მო­ი­ყე­ნებს Trade-in სერ­ვისს. ეს არის თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­ყიდ­ვის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და უსაფრ­თხო გზა თაღ­ლი­თე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად.

რო­გორ მუ­შა­ობს ეს ყვე­ლა­ფე­რი? ვთქვათ, გსურთ შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი iPhone-ი. აირ­ჩი­ეთ თქვენ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­სე­ლე­რი (მა­გა­ლი­თად:iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iStore, Silknet ), მო­ი­ტა­ნეთ ძვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა (Apple ან Android), კონ­სულ­ტან­ტი შე­ა­ფა­სებს თქვენს გა­ჯეტს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გე­ტყვით ფას­დაკ­ლე­ბის თან­ხას ნე­ბის­მი­ერ ახალ Apple-ის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, უსაფრ­თხო და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტია. სხვა­თა შო­რის, დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე ოფი­ცი­ა­ლურ რე­სე­ლე­რებს აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა - iPhone-ის პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლე­ბის შე­ძე­ნი­სას, ძვე­ლი სმარ­ტფო­ნის გა­მოს­ყიდ­ვის ფა­სის გარ­და შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ 270 ლა­რამ­დე ფას­დაკ­ლე­ბა. ამ გზით და­ზო­გავთ არა მხო­ლოდ დროს, არა­მედ ფულ­საც.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს 5 ჩვე­ვა წარ­მა­ტე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ. მთა­ვა­რია გჯე­რო­დეს, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­გორც ჰენ­რი ფორდმა თქვა: ”თუ ფიქ­რობ, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია, შენ მარ­თა­ლი ხარ, ხოლო თუ ფიქ­რობ, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ვერ შეძ­ლებ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც მარ­თა­ლი ხარ”.

R

თინიკო
13

წარმატება და სისულელე კი არა, დემოკრატიული, ადამიანური ღირებულებების ქვეყანა უნდა აშენდეს. მოიგონეს ახალი ზოდიაქოები და მკითხაობა. მაგალითად, ვისაც ახალი თავისუფალი მედიის შექმნა უნდა, აქ წარმატებული რანაირად გახდება?! მორჩით ზღაპრებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

წარმატების 5 სასარგებლო უნარი

წარმატების 5 სასარგებლო უნარი

ადამიანები წარმატებულები არ იბადებიან, ისინი წარმატებულები ხდებიან. თითოეული ადამიანი თავისებურად აღწევს მიზანს. თუმცა, ყველაზე წარმატებულებს აქვთ საერთო ჩვევები, რომლებიც მწვერვალზე აყვანაში დაეხმარათ. სტატიაში 5 მათგანს გაგაცნობთ.

სწორად ჩამოაყალიბეთ მიზნები

ნებისმიერი ბიზნესის დაწყებამდე, დაისახეთ მიზანი თუ რისი მიღწევა გსურთ, გონივრულად შექმენით სასურველი შედეგის მოდელი. სწორად დასახული მიზანი, იმის გაგების შესაძლებლობას გაძლევს, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაო. ის უნდა იყოს: გაზომვადი, მიღწევადი, დროში გათვლილი, სპეციფიკური, შესაბამისი და შინაარსიანი. მნიშვნელოვანია, რომ არ არიოთ მიზნები და ოცნებები. ოცნებები, როგორც წესი, აბსტრაქტულია და არ აქვთ კონკრეტული ვადა. "მინდა ვიყო მდიდარი" ოცნებაა, "მინდა ვიშოვო 100 ათასი დოლარი 2024 წლის ბოლომდე" არის მიზანი.

სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები

მოტივაციური სპიკერი ბრაიან ტრეისი წიგნში „ჩვევები მილიონ დოლარად“, წარმატების მისაღწევად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად პრიორიტეტების განსაზღვრის კარგ უნარს მიიჩნევს. გამოიყენეთ მისი ABCDE მეთოდი. პირველ რიგში, ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა დავალება, შემდეგ მიანიჭეთ რეიტინგი A-დან E-მდე. A არის უმაღლესი მნიშვნელობის ამოცანები, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განიხილებოდეს, ხოლო E -ზე მოათავსეთ ამოცანები, რომელთა სრული იგნორირება შესაძლებელია. ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ ეფექტურად დააორგანიზოთ სამუშაო და ყველაფერი მოასწროთ.

განაგრძეთ სწავლა

ტყუილად არ ამბობენ, რომ წარმატებული ადამიანები მუდმივად სწავლობენ, წარუმატებლებმა კი უკვე ყველაფერი იციან. განვითარება და გაუმჯობესება წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რადგან შენს ირგვლივ სამყაროც იცვლება. ”თუ გააგრძელებთ იმას, რაც უკვე გააკეთეთ, საბოლოოდ მიიღებთ იმას, რა შედეგიც ადრე მიიღეთ”, - თქვა ცნობილმა ამერიკელმა ბიზნეს მწვრთნელმა ჯიმ რონმა. მეტიც, შეიძლება საერთოდ არაფერი დარჩეთ, რადგან მოძველებული ცოდნა უბრალოდ არავის გამოადგება. წიგნები, ტრენინგები, ვებინარები, კონფერენციები - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გაეცნოთ პრობლემების გადაჭრის უახლეს გზებს. დიახ, თქვენ მოგიწევთ ამაში ფულის გადახდა, მაგრამ განათლებაზე დახარჯული თანხა ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა.

აკონტროლეთ ხარჯები

ფულის გონივრულად მართვა წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი ჩვევაა. ბოლოს და ბოლოს, მდიდარი ის კი არ არის ვინც ბევრს შოულობს, არამედ ის, ვინც გონივრულად ხარჯავს. ფინანსური დაგეგმვა, ძვირადღირებული შენაძენების საჭიროების რეალური შეფასება და გონივრული დანაზოგი დაგეხმარებათ სწორად დახარჯოთ. გირჩევთ შეინახოთ შემოსავლებისა და ხარჯების ჩანაწერები - ამას ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი აკეთებენ. პოპულარული მოსაზრების

მიუხედავად, ისინი არ არიან მფლანგველები. პირიქით, ფულს რაციონალურად ექცევიან. ტყუილად არ არის, რომ ბევრ ვარსკვლავს არ ერიდება ფასდაკლებებისა და სარეკლამო კოდების გამოყენება, რაზეც ისინი ღიად საუბრობენ. წარმატებული ადამიანები ხარჯებს აფასებენ რესურსების მიხედვით: ფული, დრო, სასიცოცხლო ენერგია, ჯანმრთელობა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, რეპუტაცია და ა.შ.

გამოიყენეთ თქვენი რესურსები გონივრულად, განსაკუთრებით დრო

”ყველაზე ღირებული რესურსი, რაც გაგვაჩნია, არის დრო”, - თქვა სტივ ჯობსმა. შეგიძლიათ დაზოგოთ დრო სხვადასხვა გზით და სხვადასხვა სიტუაციებში. მაგალითად, იყიდეთ ახალი გაჯეტი. ჩნდება კითხვა: რა ვუყოთ ძველს? ვინც რესურსებს რაციონალურად იყენებს (დრო, ფული, ძალისხმევა და ა.შ.) იმის ნაცვლად, რომ თავად გაყიდოს, გამოიყენებს Trade-in სერვისს. ეს არის თქვენი მოწყობილობის გაყიდვის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა თაღლითების თავიდან ასარიდებლად.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ვთქვათ, გსურთ შეიძინოთ ახალი iPhone-ი. აირჩიეთ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ოფიციალური რესელერი (მაგალითად:iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iStore, Silknet ), მოიტანეთ ძველი მოწყობილობა (Apple ან Android), კონსულტანტი შეაფასებს თქვენს გაჯეტს და დაუყოვნებლივ გეტყვით ფასდაკლების თანხას ნებისმიერ ახალ Apple-ის მოწყობილობაზე. ეს ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და მაქსიმალურად მოსახერხებელი ვარიანტია. სხვათა შორის, დეკემბრის ბოლომდე ოფიციალურ რესელერებს აქვთ სპეციალური შეთავაზება - iPhone-ის პოპულარული მოდელების შეძენისას, ძველი სმარტფონის გამოსყიდვის ფასის გარდა შეგიძლიათ მიიღოთ 270 ლარამდე ფასდაკლება. ამ გზით დაზოგავთ არა მხოლოდ დროს, არამედ ფულსაც.

ვიმედოვნებთ, რომ ეს 5 ჩვევა წარმატებამდე მიგიყვანთ. მთავარია გჯეროდეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ბოლოს და ბოლოს, როგორც ჰენრი ფორდმა თქვა: ”თუ ფიქრობ, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, შენ მართალი ხარ, ხოლო თუ ფიქრობ, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ შეძლებ, ამ შემთხვევაშიც მართალი ხარ”.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"