სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია, თითქოს "მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და გამოაძევებენ, სრული სიცრუეა" - შს მინისტრი
"ინფორმაცია, თითქოს "მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და გამოაძევებენ, სრული სიცრუეა" - შს მინისტრი

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ას­თან "მიგ­რა­ცი­ი­სა და მო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა.

  • რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ზა­ნი უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­აა.

"გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხელი მო­ე­წე­რა "მიგ­რა­ცი­ი­სა და მო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბას. შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს დე­ბუ­ლე­ბებს შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა, შრო­მი­თი ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­თან­ხმე­ბის კონ­ვერ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მხა­რე­ე­ბი მო­ახ­დე­ნენ უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ი­სა და მისი ხელ­შე­წყო­ბის, ადა­მი­ა­ნის ვაჭ­რო­ბის, ტრე­ფი­კინ­გის დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ვი­ზე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ას და მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. ასე­ვე, უნე­ბარ­თვოდ ცხოვ­რე­ბი­სა და რე­ად­მი­სი­ის პრო­ცეს­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბას. ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან მათ აქ­ტი­ურ დაც­ვა­ზე. ასე­ვე, სა­ჭი­როა, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მუ­შაო ძა­ლი­სა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ხე­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მიგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას. გერ­მა­ნულ შრო­მის ბა­ზარ­ზე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას. გა­მარ­ტივ­დე­ბა სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მაა, დღე­ი­დან შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და სხვა­ნა­ი­რად, თით­ქოს, დღე­ი­დან მოხ­დე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­მოყ­ვა­ნა, და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ მათ ქვე­ყა­ნას... ეს სიც­რუ­ეა! რე­ად­მი­სია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, დღე­ი­დან ხელი მო­ე­წე­რე­ბა თუ არა, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს გერ­მა­ნი­ას და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ და ქვეყ­ნი­დან გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ, სრუ­ლი სიც­რუ­ეა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ად­მი­სია ხორ­ცი­ელ­დე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

  • გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ მან გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ში­ნა­გან და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლურ მი­ნის­ტრ ნენ­სი ფე­ზერ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„ციფ­რე­ბი ზე­პი­რად არ მახ­სოვს, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში, რა თქმა უნდა, მო­ი­მა­ტა. სამ­წუ­ხა­როდ, გვინ­და თუ არ გვინ­და, ბოლო წლე­ბია, მო­ი­მა­ტა, ალ­ბათ, ბოლო ორი წე­ლი­წა­დია და­ახ­ლო­ე­ბით. თუმ­ცა რე­ად­მი­სი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ გვაქვს, პი­რი­ქით კო­ლე­გებ­თან ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღე­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ, ტყუ­ი­ლია და აღ­ნიშ­ნა, რომ გერ­მა­ნი­ას­თან „მიგ­რა­ცი­ი­სა და მო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უფრო მეტი კარი იხ­სნე­ბა.

„პი­რი­ქით, უფრო მეტი კარი იხ­სნე­ბა ჩვენ­თვის," - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
5

ჩვენ ის ვიკითხოთ,რომ 15-ში სტატუსი მოგვანიჭეს და 18-ში უკვე ბუდნდესტაგში განიხილეს. რუანდადან და განადან მიგრანტები თურმე ჩვენ და მოლდოვამ უნდა მივიღოთ. ევროპა შეწუხებულა უკვე. ჩვენი წასული ქართველების დაბრუნებაზე აღარაა ლაპარაკი.ნეტავ დაბრუნდნენ.

მანანა
7

საზღვარგარეთ წასული ახალგაზდების 80 პროცენტი იქ ან საქურდლად ან ნარკოტიკის საშოვნელად მიდის

ავტორი:

"ინფორმაცია, თითქოს "მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და გამოაძევებენ, სრული სიცრუეა" - შს მინისტრი

"ინფორმაცია, თითქოს "მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და გამოაძევებენ, სრული სიცრუეა" - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან "მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

  • როგორც გომელაურმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა.

"გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა "მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას... ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

  • გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ მან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით. თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, ტყუილია და აღნიშნა, რომ გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება.

„პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის," - აღნიშნა მინისტრმა.