მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო
რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე აან­თო. ან­თე­ბამ­დე კი სცე­ნა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე მი­იწ­ვია, რო­მელ­თაც შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თეს.

ჯერ კიდე 15 ნო­ემ­ბერს, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა, რომ წელს თბი­ლისს სა­ა­ხალ­წლოდ ახა­ლი ნაძ­ვის ხე ექ­ნე­ბო­და. რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე 15 დე­კემ­ბერს აინ­თე­ბო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, თბი­ლი­სის მე­რი­ამ, ნაძ­ვის ხის შე­სა­ძე­ნად სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 11 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო. შეს­ყიდ­ვის მი­წო­დე­ბის ბოლო ვა­დად კი გან­სა­ზღვრუ­ლი იყო 15 ნო­ემ­ბე­რი. სა­ტენ­დერო გა­ნა­ცხა­დის მი­ხედ­ვით, ნაძ­ვის ხის სი­მაღ­ლე 24 მეტ­რია. მას 365 ტოტი აქვს და 120 ცალი ფარ­და ანა­თებს. ნაძ­ვის ხე 100 აქ­სე­სუ­ა­რით არის მორ­თუ­ლი. მათ შო­რის არის: გრძი­ვად აწყო­ბი­ლი ბურ­თე­ბი, კონ­ტუ­რუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და ფიფ­ქე­ბი, კონ­ტუ­რუ­ლი მოგ­რძო ფორ­მის სა­თა­მა­შო­ე­ბი.

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ მიერ ახა­ლი ნაძ­ვის ხის შეს­ყიდ­ვა­ზე ტენ­დერ­ში წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 11 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო და 16 ოქ­ტომ­ბერს დას­რულ­და. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო 730 000 ლარი. "თბილ­სერ­ვის­მა" შე­თა­ვა­ზე­ბა მხო­ლოდ შპს "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის­გან" მი­ი­ღო. მან "თბილ­სერ­ვისს" შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე - 730 000 ლარ­ზე, 10 000 ლა­რით ნაკ­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორმ­და“, - ვკი­თხუ­ლობთ "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ყვე­ლამ უნდა ჩა­ვი­ფიქ­როთ სურ­ვი­ლე­ბი, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე იყოს კი­დევ უფრო უკე­თე­სი, გვქონ­დეს მშვი­დო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, წინსვლა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, დღეგ­რძე­ლო­ბა, რომ კე­თილ­დღე­ო­ბა იგ­რძნოს ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ­მა თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ", - მი­მარ­თა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს.

დღეს­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბით გა­ნათ­და.

ასე­ვე, ხვალ, 16 დე­კემ­ბერს ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე, მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე „სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“ გა­იხ­სნე­ბა.

ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი, ასე­ვე დე­და­ე­ნის ბაღ­ში მო­ე­წყო­ბა „სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“. დე­და­ე­ნის ბაღ­ში პა­ტა­რებს თოვ­ლის ბა­ბუ­ას სახ­ლი, ელ­ფე­ბის სა­ხე­ლოს­ნო და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კი დახ­ვდე­ბათ.

"სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“ 7 იან­ვარს, მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­თი და­ი­ხუ­რე­ბა.

რუს­თა­ველ­ზე კი ამ­ჟა­მად იტა­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სის სტე­ფა­ნო სი­ნი­ო­რი­ნის და მისი ბენ­დის კონ­ცერ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

რა დროს ნაძვისხეა, კახი , მეტრო თავზე გვენგრევა, ფასები გარბის კოსმოსში,გზებზე ვერ გადაადგილდება ხალხი

მადლობა კახი
0

ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ იყო ნაძვის ხის ანთება ნამდვილად არ მეგონა, ამისთვის ღირდა მთელი დღის საცობებში გატარება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო. ანთებამდე კი სცენაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიწვია, რომელთაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს.

ჯერ კიდე 15 ნოემბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნებოდა. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთებოდა. როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერიამ, ნაძვის ხის შესაძენად სატენდერო წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო. შესყიდვის მიწოდების ბოლო ვადად კი განსაზღვრული იყო 15 ნოემბერი. სატენდერო განაცხადის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრია. მას 365 ტოტი აქვს და 120 ცალი ფარდა ანათებს. ნაძვის ხე 100 აქსესუარით არის მორთული. მათ შორის არის: გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.

"თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 730 000 ლარი. "თბილსერვისმა" შეთავაზება მხოლოდ შპს "ღამის შოუს სტუდიისგან" მიიღო. მან "თბილსერვისს" შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე - 730 000 ლარზე, 10 000 ლარით ნაკლები შესთავაზა. ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა“, - ვკითხულობთ "თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ბედნიერება, დღეგრძელობა, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ", - მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე შეკრებილებს.

დღესვე, დედაქალაქის ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

ასევე, ხვალ, 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.

ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ.

"საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.

რუსთაველზე კი ამჟამად იტალიელი მუსიკოსის სტეფანო სინიორინის და მისი ბენდის კონცერტი მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: