სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება
"თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება

"თბი­ლი­სი - ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი“ - ამ სლო­გა­ნით დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს, 15 დე­კემ­ბრი­დან სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი და­ი­წყე­ბა და ამა­ვე დღეს, 20:00 სა­ათ­ზე, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე აინ­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სტუმ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა დახ­ვდე­ბათ.

"თბი­ლი­სი-ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი“ - ამ სლო­გა­ნით ჩვენს ულა­მა­ზეს დე­და­ქა­ლაქ­ში 15 დე­კემ­ბრი­დან სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი და­ი­წყე­ბა. 20:00 სა­ათ­ზე გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ. ყვე­ლას გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ავან­თოთ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე და ერ­თად ჩა­ვი­ფიქ­როთ სურ­ვი­ლე­ბი. მობ­რძან­დით თქვე­ნი შვი­ლე­ბი­თა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო გე­ლო­დე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის შემ­დეგ, 16 დე­კემ­ბრი­დან, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ და დე­და­ე­ნის ბაღ­ში "სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“ გა­იხ­სნე­ბა.

"16 დე­კემ­ბრი­დან 7 იან­ვრის ჩათ­ვლით იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს "სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“. სო­ფე­ლი გან­თავ­სდე­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე, ასე­ვე დე­და­ე­ნის ბაღ­ში, სა­დაც პა­ტა­რებს დახ­ვდე­ბათ თოვ­ლის ბა­ბუ­ას სახ­ლი, ელ­ფე­ბის სა­ხე­ლოს­ნო და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, "სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში“ მო­ე­წყო­ბა გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მარ­კე­ტი, სა­მე­წარ­მეო მარ­კე­ტი, "ცხე­ლი სას­მე­ლე­ბის ბარი“, "სა­შო­ბაო ბა­ზა­რი“, "სა­ა­ხალ­წლო ქა­ლა­ქის“ სა­ხე­ლოს­ნო და თე­ატ­რი, ფო­ტო­ზო­ნე­ბი, ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი; იქ­ნე­ბა თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბე­ბი, სა­ბავ­შვო ვორ­ქშო­ფი და ა.შ. "სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში“ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და­ეთ­მო­ბა სხვა­დას­ხვა ბენ­დე­ბი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 23 ჯა­დოს­ნუ­რი, მხი­ა­რუ­ლი, ახა­ლი წლის ემო­ცი­ე­ბით სავ­სე სა­ღა­მო გვე­ლო­დე­ბა. გიწ­ვევთ ოჯა­ხე­ბით, მე­გობ­რე­ბით, სტუმ­რე­ბით 15 და 16 დე­კემ­ბერს, რო­გორც ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ასე­ვე, "სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის“ გახ­სნა­ზე. გარ­წმუ­ნებთ, რომ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაღდი:-სლოგანი:-
0

რა (ევროპული)))))) საცობების,,,,,გადაჭედილი ტრანსპორტის,,,,ძაღლების,,,,ფასიანი (არ არსებული) სადგომების,,,,,ჯარიმების,,,,,ბეგარების,,,,,,და ბოლოს გარე ვ ა ჭ რ ე ბ ი ს (ქალაქი)------------------> აი,ეს სწორი სლოგანია

ავტორი:

"თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება

"თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება

"თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს, 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.

"თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში "საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.

"16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს "საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, "საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, "ცხელი სასმელების ბარი“, "საშობაო ბაზარი“, "საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. "საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე, "საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.