მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე?
მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე?

ვე­ნე­ცია იძი­რე­ბა, ასე­ვე რო­ტერ­და­მი, ბანგკო­კი და ნიუ-იორ­კი. მაგ­რამ არ­ცერ­თი ად­გი­ლი არ შე­ედ­რე­ბა ჯა­კარ­ტას - ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლაქს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2030 წლამ­დე აქვს, შემ­დეგ ჯა­ვის ზღვის შე­კა­ვე­ბა გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ჯა­კარ­ტა მი­წისძვრის ზო­ნა­ში, ჭა­ო­ბი­ან ად­გი­ლა­საა აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სარ­თავ­თან 13 მდი­ნა­რე ხვდე­ბა, ამი­ტომ ნი­ა­და­გი უფრო და­უც­ვე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და ცუდი ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა. ქა­ლაქს არ გა­აჩ­ნია სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მა.

PT Air Bersih Jakarta - ს მფლო­ბე­ლი, კუ ენ­ტო­ნი სა­ლი­მი ქა­ლაქ­ში წყლის მილ­სა­დე­ნებს გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რებს. ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს წვდო­მა სას­მელ წყალ­ზე, ნაც­ვლად ამი­სა, იყე­ნებს ათა­სო­ბით უკა­ნო­ნო ჭა­ბურ­ღილს - ჭა­ბურ­ღი­ლი კი ანად­გუ­რებს წყალ­სა­ტე­ვებს და ასუს­ტებს მი­წას.

ამ გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია და­ხარ­ჯავს და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბი­სა და მილ­სა­დე­ნე­ბის ასა­შე­ნებ­ლად.

„ჯა­კარ­ტას არ აქვს საკ­მა­რი­სი ფული წყლის სის­ტე­მის მარ­ტო მარ­თვის­თვის. ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა კერ­ძო პარტნი­ო­რი, არა მხო­ლოდ წყლის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის ოპე­რი­რე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, არა­მედ უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის“, - ამ­ბობს იუდი ირა­ვა­ნი, PAM Jaya-ს უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი.

ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბი ძი­რი­თა­დად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია კა­ნა­ლი­ზა­ცი­ით, ამი­ტომ ჯა­კარ­ტა სუფ­თა წყლის უმე­ტეს ნა­წილს სხვა ქა­ლა­ქე­ბის­გან ყი­დუ­ლობს. ის მუ­შავ­დე­ბა, შემ­დეგ ნა­წილ­დე­ბა მი­ლე­ბის ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 100 წელ­ზე მეტი ხნი­საა.

ჯა­კარ­ტას ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი მი­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში 11 ტრი­ლი­ო­ნი რუ­პი­ის ინ­ვეს­ტი­რე­ბას გეგ­მავ­და, მაგ­რამ ეს გეგ­მა პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ჩა­ი­შა­ლა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 28% -ით შემ­ცირ­და.

დღე­ის­თვის ჯა­კარ­ტას ზოგი რა­ი­ო­ნი ზღვის დო­ნი­დან 4 მეტ­რით დაბ­ლა მდე­ბა­რე­ობს, რაც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. სე­ზო­ნუ­რი წვი­მე­ბის დროს, ამ ტრო­პი­კულ ქვე­ყა­ნა­ში წყალ­დი­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად სი­ტუ­ა­ცია კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გახ­დე­ბა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვატო
8

ამათი პირობების შემხედვარე, ქართველები ამდენს უნდა წუწუნებდნენ? კიდევ რამდენი ქვეყანაა ასეთ სიღატაკესა და სიბინძურეში, იცით?

კნიაზ იმერეტინსკი
2

, მტრისას Თუ ᲩაიᲫირა და 273 მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე?

მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე?

ვენეცია იძირება, ასევე როტერდამი, ბანგკოკი და ნიუ-იორკი. მაგრამ არცერთი ადგილი არ შეედრება ჯაკარტას - ექსპერტები ამბობენ, რომ ქალაქს გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა 2030 წლამდე აქვს, შემდეგ ჯავის ზღვის შეკავება გვიანი იქნება.

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა მიწისძვრის ზონაში, ჭაობიან ადგილასაა აშენებული. ამ ტერიტორიაზე შესართავთან 13 მდინარე ხვდება, ამიტომ ნიადაგი უფრო დაუცველია. ამას ემატება მოსახლეობის დიდი რაოდენობა და ცუდი ურბანული დაგეგმარება. ქალაქს არ გააჩნია სასმელი წყლის სისტემა.

PT Air Bersih Jakarta - ს მფლობელი, კუ ენტონი სალიმი ქალაქში წყლის მილსადენებს გაფართოებას აპირებს. ამ დროისთვის, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს წვდომა სასმელ წყალზე, ნაცვლად ამისა, იყენებს ათასობით უკანონო ჭაბურღილს - ჭაბურღილი კი ანადგურებს წყალსატევებს და ასუსტებს მიწას.

ამ გარიგების თანახმად, კომპანია დახარჯავს დაახლოებით 1,7 მილიარდ აშშ დოლარს გამწმენდი ნაგებობისა და მილსადენების ასაშენებლად.

„ჯაკარტას არ აქვს საკმარისი ფული წყლის სისტემის მარტო მართვისთვის. ქალაქს სჭირდება კერძო პარტნიორი, არა მხოლოდ წყლის გამწმენდი ნაგებობების ოპერირებაში დასახმარებლად, არამედ უფრო მეტი ინვესტიციისთვის“, - ამბობს იუდი ირავანი, PAM Jaya-ს უფროსი მენეჯერი.

ზედაპირული წყლები ძირითადად დაბინძურებულია კანალიზაციით, ამიტომ ჯაკარტა სუფთა წყლის უმეტეს ნაწილს სხვა ქალაქებისგან ყიდულობს. ის მუშავდება, შემდეგ ნაწილდება მილების ქსელის მეშვეობით, რომელთაგან ზოგიერთი 100 წელზე მეტი ხნისაა.

ჯაკარტას ქალაქის მთავრობა წყლის გამანაწილებელი მილების მშენებლობაში 11 ტრილიონი რუპიის ინვესტირებას გეგმავდა, მაგრამ ეს გეგმა პანდემიის დასაწყისში ჩაიშალა, როდესაც ქალაქის ბიუჯეტი 28% -ით შემცირდა.

დღეისთვის ჯაკარტას ზოგი რაიონი ზღვის დონიდან 4 მეტრით დაბლა მდებარეობს, რაც მილიონობით ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. სეზონური წვიმების დროს, ამ ტროპიკულ ქვეყანაში წყალდიდობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგად სიტუაცია კატასტროფული გახდება.

წყარო