პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ხშირად რამდენ ხანში"კვდებიან" იმპერიები - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
ყველაზე ხშირად რამდენ ხანში"კვდებიან" იმპერიები - რა დაადგინეს მეცნიერებმა?

გვალ­ვამ, სხვა ბუ­ნებ­რივ­მა თუ ან­თრო­პო­გე­ნურ­მა კა­ტას­ტრო­ფებ­მა შე­საძ­ლოა ხელი შე­უ­წყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი­სა თუ ქვეყ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის და­სას­რულს, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო ის მი­ზე­ზია, რაც ამ და­სას­რულს აჩ­ქა­რებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასაკ­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა უა­რეს­დე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მის სიკ­ვდილს იწ­ვევს. მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფი ვა­გე­ნინ­გე­ნის (ნი­დერ­ლან­დე­ბი), კემ­ბრი­ჯის, ექ­სე­ტე­რის (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) და ვა­შინგტო­ნის (აშშ) უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დე­ბის, არა­მედ მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც", - წერს PNAS.

ამ­რი­გად, მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის "სა­ში­ში ასა­კი", რო­დე­საც ისი­ნი მსოფ­ლიო რუ­კი­დან გაქ­რო­ბის რის­კის ქვეშ არი­ან. რა­ტომ წარ­მო­იქ­მნე­ბა ძლი­ე­რი იმ­პე­რი­ე­ბი და შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იშ­ლე­ბა? რო­გო­რია იმ­პე­რი­ე­ბის ან ცალ­კე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის დაშ­ლის მა­გა­ლი­თე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლი ხდე­ბი­ან კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის მი­მართ?

მეც­ნი­ე­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამის­თვის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს - გვალ­ვე­ბი­თა და მი­წისძვრე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ხან­გრძლივ ომე­ბამ­დე, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ის­ტო­რი­კო­სებს. ხან­და­ხან ჩანს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს და­სას­რუ­ლის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი არ არ­სე­ბობს.

”ჩვენ ხში­რად ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას გარე ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ბუ­ნებ­რი­ვი ან ადა­მი­ა­ნუ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბი. მათ შე­უძ­ლი­ათ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის და­სას­რულ­ზე, მაგ­რამ ხში­რად ისი­ნი,უბ­რა­ლოდ, მოქ­მე­დე­ბენ. რო­გორც გა­მომ­წვე­ვი და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი”, - აღ­ნიშ­ნა კვლე­ვის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ტიმ კო­ლერ­მა.

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს 324 უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რია ხუთი ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც წესი, ეს მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლის რის­კის შე­სას­წავ­ლად, მაგ­რამ, მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, აქამ­დე არა­ვის უც­დია კონ­კრე­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიკ­ვდი­ლის ალ­ბა­თო­ბის კვლე­ვა. დად­გინ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის, მით უფრო იმ­პე­რე­ბის სიკ­ვდი­ლის რის­კი მკვეთ­რად იზ­რდე­ბა მათი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან პირ­ვე­ლი ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ იკ­ლებს, რაც ზო­გი­ერთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს იარ­სე­ბოს ბევ­რად უფრო დიდ­ხანს, ვიდ­რე - სხვებ­მა.

ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ახა­სი­ა­თებს მთელ მსოფ­ლი­ოს - თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი­დან, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კის ად­რე­ულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბამ­დე, ასე­ვე ჩი­ნე­თის დი­ნას­ტი­ე­ბამ­დე. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თის უძ­ვე­ლე­სი დი­ნას­ტი­ე­ბი გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით 300 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან უძ­ვე­ლე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­გან, მკვლევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ისი­ნი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან იმ მე­ქა­ნიზ­მებს, რომ­ლებ­მაც მი­იყ­ვა­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი რო­გორც ზრდამ­დე, ისე და­ცე­მამ­დე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - იგი­ვე პრო­ცე­სებ­მა, რა­მაც ძველ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია, რო­გო­რიც არის: სო­ცი­ა­ლუ­რი უსა­მარ­თლო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ექ­სტრე­მა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, დღე­საც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ძა­ლა­დო­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე იმ­პე­რი­ე­ბის დამ­ხო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედიბოლოსკვდება
2

ე.წ. ღორისტანის იმპერია ეს თათარ მონღოლთა იმპერიაა თავისი არსით და მართვის მეთოდებით. ამ სამასი წლის მონობით იმპერიაში შემავალ ხალხებს სტოკჰოლმის სინდრომი განუვითარდათ. 😪

032
1

რუსეთის იმპერიამ უკვე იარსება 299წელი და11თვე ესეიგი საშობაოდ დაასტუკებს.

ავტორი:

ყველაზე ხშირად რამდენ ხანში"კვდებიან" იმპერიები - რა დაადგინეს მეცნიერებმა?

ყველაზე ხშირად რამდენ ხანში"კვდებიან" იმპერიები - რა დაადგინეს მეცნიერებმა?

გვალვამ, სხვა ბუნებრივმა თუ ანთროპოგენურმა კატასტროფებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებებისა თუ ქვეყნების არსებობის დასასრულს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო ის მიზეზია, რაც ამ დასასრულს აჩქარებს.

"მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობა უარესდება, რაც საბოლოო ჯამში, მის სიკვდილს იწვევს. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ვაგენინგენის (ნიდერლანდები), კემბრიჯის, ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) და ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტებიდან მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ მთელ საზოგადოებების შემთხვევაშიც", - წერს PNAS.

ამრიგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სახელმწიფოებისთვის "საშიში ასაკი", როდესაც ისინი მსოფლიო რუკიდან გაქრობის რისკის ქვეშ არიან. რატომ წარმოიქმნება ძლიერი იმპერიები და შემდეგ მოულოდნელად იშლება? როგორია იმპერიების ან ცალკეული საზოგადოებების დაშლის მაგალითები, როდესაც ისინი განსაკუთრებით დაუცველი ხდებიან კატაკლიზმების მიმართ?

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს - გვალვებითა და მიწისძვრებით დაწყებული, ხანგრძლივ ომებამდე, მაგრამ ყველა მათგანი არ აკმაყოფილებს ისტორიკოსებს. ხანდახან ჩანს, რომ სახელმწიფოს დასასრულის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.

”ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას გარე ფაქტორებზე, როგორიცაა ბუნებრივი ან ადამიანური კატასტროფები. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებებისა და ქვეყნების დასასრულზე, მაგრამ ხშირად ისინი,უბრალოდ, მოქმედებენ. როგორც გამომწვევი და წამახალისებელი ფაქტორები”, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმ კოლერმა.

მეცნიერებმა გააანალიზეს 324 უძველესი სახელმწიფოს ისტორია ხუთი ათასი წლის განმავლობაში. როგორც წესი, ეს მიდგომა გამოიყენება ადამიანების სიკვდილის რისკის შესასწავლად, მაგრამ, მეცნიერთა აზრით, აქამდე არავის უცდია კონკრეტული საზოგადოების სიკვდილის ალბათობის კვლევა. დადგინდა, რომ სახელმწიფოების, მით უფრო იმპერების სიკვდილის რისკი მკვეთრად იზრდება მათი ჩამოყალიბებიდან პირველი ორი საუკუნის განმავლობაში და შემდეგ იკლებს, რაც ზოგიერთ საზოგადოებას საშუალებას აძლევს იარსებოს ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე - სხვებმა.

ეს კანონზომიერება ახასიათებს მთელ მსოფლიოს - თანამედროვე ეპოქის ევროპული საზოგადოებებიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ადრეულ ცივილიზაციებამდე, ასევე ჩინეთის დინასტიებამდე. მაგალითად, ჩინეთის უძველესი დინასტიები გაგრძელდა დაახლოებით 300 წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებები ძალიან განსხვავდებიან უძველესი საზოგადოებებისგან, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი არ ექვემდებარებიან იმ მექანიზმებს, რომლებმაც მიიყვანა სახელმწიფოები როგორც ზრდამდე, ისე დაცემამდე საუკუნეების განმავლობაში - იგივე პროცესებმა, რამაც ძველ საზოგადოებებში დესტაბილიზაცია გამოიწვია, როგორიც არის: სოციალური უსამართლობა, მოსახლეობის შემცირება, ექსტრემალური კლიმატური გამოწვევები, დღესაც შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილება და ძალადობა და თანამედროვე იმპერიების დამხობა.