"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, სადაც "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი" იმართება, ხალხმრავლობაა. იქ იმყოფებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრები. ისინი ფესტივალს ოჯახებით, ბავშვებთან ერთად სტუმრობენ. ხალხმრავლობაა ყველა სტენდთან. განსაკუთრებული მოთხოვნაა ჟირაფ "ჟოზეზე".
მომხმარებლებმა ადგილზე შეკრება დილიდან დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი 11:00 საათზე გაიხსნა, "ექსპო ჯორჯიასთან" ხალხის რიგი 09:00 საათიდან იყო. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე განსაკუთრებული ფასდაკლებები დახვდათ.
ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე იყო დაგეგმილი, თუმცა მომხმარებელთა თხოვნით, ღონისძიება 22:00 საათამდე გაგრძელდება.
მასშტაბური ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთავაზებებს შორის კი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს „პალიტრა L-ის“ საოცარი ფასდაკლებები. სწორედ ამიტომ საჩუქრების შესაძენად საჭირო აღარ არის დეკემბრის მიწურულს დაელოდოთ.
ფასდაკლების გარდა ფესტივალზე მისულ სტუმრებს გამომცემლობისგან უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელოდება. საოცარი გარემო კი ნამდვილ საახალწლო განწყობას შეგიქმნით. ულამაზესი დეკორაციის ფონზე მშვენიერ საახალწლო ფოტოებს გადაიღებთ და ტკბილ მოგონებებს შეიქმნით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძენთ წიგნებს დიდი ფასდაკლებით და მთავარი საახალწლო საზრუნავი უკვე მოგვარებული გექნებათ.
რომ კითხოთ ხალხს ფული არა აქვს:)
ურიგოდ და უპრობლემოდ, გლოვოზე შევიძინე და სახლშიც მომიტანეს