პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში კი..." - რას აცხადებს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი
"კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში კი..." - რას აცხადებს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი

სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ეტა­პის­თვის უმაღ­ლე­სი შე­დე­გია. მი­ხე­ილ კა­ლან­დია ახლა უკვე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ელო­დე­ბა ნა­ბი­ჯებს, - ამის შე­სა­ხებ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან 2024 წლის 14 თე­ბერ­ვლამ­დე შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­და­დე­ბა მი­ე­ცა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენტს უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს და ის გან­ხილ­ვის ეტაპ­ზეა.

"ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, ერ­თა­დერ­თი მო­პა­სუ­ხე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფოა, მას ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო წარ­მო­ად­გენს. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­დან წე­რი­ლი უკვე მი­ღე­ბუ­ლია. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­მუ­შა­ვე­ბა, გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­ხე­ილ კა­ლან­დია მზად არის, ამ სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

კა­ლან­დია უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს, და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­სა­უბ­როთ. ამის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს 14 თე­ბერ­ვლამ­დე აქვს ვადა. მი­ხე­ილ კა­ლან­დია ახლა სა­ხელ­მწი­ფოს­გან რე­ა­გი­რე­ბას ელო­დე­ბა, რა ში­ნა­არ­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა ში­ნა­არ­სის მო­რი­გე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, ეს სა­ხელ­მწი­ფოს­გან უნდა გა­ვი­გოთ. შემ­დეგ, მხა­რე­ებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე მოხ­და, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ვაც­ნო­ბოთ. მო­რი­გე­ბის მი­უღ­წევ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­და­პირ წე­რია, რომ საქ­მე გან­ხილ­ვის მე­სა­მე ეტაპ­ზე გა­და­დის, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფოს მო­უ­წევს, სამ გა­რე­მო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხი გას­ცეს. პირ­ვე­ლი, იყო თუ არა კა­ლან­დია სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ამის და­სა­ბუ­თე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ. მე­ო­რე, როცა კა­ლან­დია მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მიმ­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვას ითხოვ­და, მი­ე­ცა თუ არა მას ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე­სა­მე, იყო თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და“, - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, "კა­ლან­დია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დაც­ვის მხა­რეს 22 ნო­ემ­ბერს ჩა­ბარ­და. ზუ­რაბ თო­დუ­ას გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­და­დე­ბა 2024 წლის 14 თე­ბერ­ვლამ­დე მი­ე­ცა, ხოლო თუ დათ­ქმულ ვა­და­ში მხა­რე­ე­ბი ვერ მო­რიგ­დე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლო მე-3 ეტაპ­ზე გა­და­დის, რა დრო­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ რიგ კი­თხვებს პა­სუ­ხე­ბი უნდა გას­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
1

მოუნდა მზე და შოკოლადები

ლევანი
1

ვააა, თან უპირობო თავისუფლება. ეს ისეთი თავხედი გამოდგა ,მგონი უფალსაც პირობებს წაუყენებს. 

ავტორი:

"კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში კი..." - რას აცხადებს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი

"კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში კი..." - რას აცხადებს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი

სტრასბურგის გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის უმაღლესი შედეგია. მიხეილ კალანდია ახლა უკვე სახელმწიფოს მხრიდან ელოდება ნაბიჯებს, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს უკვე მიღებული აქვს და ის განხილვის ეტაპზეა.

"ასეთ შემთხვევებში, ერთადერთი მოპასუხე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სახელმწიფოა, მას ყველა შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სტრასბურგის სასამართლოდან წერილი უკვე მიღებულია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი დამუშავება, განხილვა მიმდინარეობს. მიხეილ კალანდია მზად არის, ამ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობა მიიღოს.

კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ამისთვის სახელმწიფოს 14 თებერვლამდე აქვს ვადა. მიხეილ კალანდია ახლა სახელმწიფოსგან რეაგირებას ელოდება, რა შინაარსის გადაწყვეტილებას, რა შინაარსის მორიგებას გვთავაზობენ, ეს სახელმწიფოსგან უნდა გავიგოთ. შემდეგ, მხარეებს ვალდებულება გვაქვს, რაც ამ ურთიერთობის მანძილზე მოხდა, სტრასბურგის სასამართლოს ვაცნობოთ. მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, პირდაპირ წერია, რომ საქმე განხილვის მესამე ეტაპზე გადადის, სადაც სახელმწიფოს მოუწევს, სამ გარემოებაზე პასუხი გასცეს. პირველი, იყო თუ არა კალანდია სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილი, ამის დასაბუთება ძალიან გაუჭირდებათ. მეორე, როცა კალანდია მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანების დაკითხვას ითხოვდა, მიეცა თუ არა მას ამის შესაძლებლობა. მესამე, იყო თუ არა სამართლიანი და ობიექტური დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის გადაწყვეტილებაც სასამართლო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, "კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს 22 ნოემბერს ჩაბარდა. ზურაბ თოდუას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება 2024 წლის 14 თებერვლამდე მიეცა, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო მე-3 ეტაპზე გადადის, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.