პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან ძალიან გავუბრაზდი ბავშვს, შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი... ვიდეო არ უნდა გასაჯაროებულიყო" - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?
"თავიდან ძალიან გავუბრაზდი ბავშვს, შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი... ვიდეო არ უნდა გასაჯაროებულიყო" - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა ბიჭს, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლებს ყი­დის, გამ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ეხ­მა­რე­ბა. ვი­დე­ო­ში ქალი პა­ტა­რას რამ­დე­ნი­მე ლა­რის კუ­პი­უ­რას აძ­ლევს და ბო­ლოს - დო­ლარს. ბავ­შვი ტი­რილს იწყებს, ამ­ბობს, რომ გრი­პი აქვს და წამ­ლის­თვის თან­ხა სჭირ­დე­ბა. ვი­დეო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. მათი დიდი ნა­წი­ლი უც­ნობ ქალს აქებ­და, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წე­რენ, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის ვი­დე­ოს ამ სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ლალი ბე­რი­ნაშ­ვი­ლი გი­ორ­გის დე­დაა, ქალ­მა პირ­ვე­ლად შვი­ლის ვი­დეო ოქ­ტომ­ბერ­ში ნახა. ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ მა­შინ უნდა მო­ე­თხო­ვა დაბ­ლოკ­ვა, რად­გან ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით მისი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ლა­ხა.

ლალი ბე­რი­ნაშ­ვი­ლი:

- სამი შვი­ლი მყავს, უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია, ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, ეს ვი­დეო რომ ნახა. კი­დევ მყავს ორი ბიჭი, გი­ორ­გი, ვინც ვი­დე­ო­ში ჩანს, უმ­ცრო­სია. გუ­შინ, შუ­ა­დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა ეს ვი­დეო, თა­მარ ღლონ­ტის პრო­ფილ­ზე, ბავ­შვს ვინც ფულს აძ­ლევს, სტო­მა­ტო­ლო­გი ყო­ფი­ლა, ზიზი ჰქვია. ეს ვი­დეო შარ­შან­დე­ლია, ამ გო­გოს შე­მოდ­გო­მით ჰქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ცოტა ნახ­ვა ჰქონ­და. გუ­შინ, რაც ამ თა­მარ ღლონტმა დადო, აფეთ­ქდა მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი.

ყვე­ლა მე­გო­ბარ­მა და ნა­თე­სავ­მა და­მი­რე­კა. მიგ­ზავ­ნიდ­ნენ პი­რად­ში ვი­დე­ოს, ლალი, ეს შენი გიოა? - ნამ­დვი­ლად სი­კე­თე გა­მო­ი­ჩი­ნა, რომ და­ეხ­მა­რა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო, რომ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. იქ­ნებ არ მინ­და და არ მსი­ა­მოვ­ნებს. გვი­წერ­დნენ სა­ლან­ძღავ კო­მენ­ტა­რებს, ყვე­ლას ვერც ვუ­პა­სუ­ხე.

- რა მოხ­და იმ დღეს, რო­დე­საც გი­ორ­გის ფული აჩუ­ქეს და შინ დაბ­რუნ­და?

- მო­მიყ­ვა, დედა, გზა­ზე ვი­ჯე­ქი და ყვა­ვი­ლებს ვყიდ­დი, უცებ მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა, შემ­დეგ უკან წა­მო­ვი­და და ფული მა­ჩუ­ქაო. არ უთ­ქვამს არა­ფე­რი, რაც მანდ ის­მის. უბ­რა­ლოდ, მკი­თხა, რა­ტომ ყიდი და ვუ­პა­სუ­ხე, რა ვი­ციო. არა­ნა­ი­რი გრი­პი, არა­ფე­რი არ უთ­ქვამს, ის რა­საც ვი­დე­ო­ში იძა­ხის.

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­ვუბ­რაზ­დი გი­ორ­გის. შე­მე­შინ­და, და­ვი­ბე­ნი, ვინ­მეს ხომ არ მო­პა­რა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მე­უბ­ნე­ბო­და არ მო­მი­პა­რავ­სო. ვუ­თხა­რი, რა­ტომ არ გა­მო­არ­თვი ნო­მე­რი, და­ვუ­რე­კავ­დი ამ ქალ­ბა­ტონს და მად­ლო­ბას მა­ინც გა­და­ვუხ­დი­დით­ქო.

- ვი­დეო პირ­ვე­ლად რო­დის ნა­ხეთ?

- ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ტიკ-ტოკ­ზე, ჩემ­მა გო­გო­ნამ ნახა. მე მა­შინ მოვ­ტყუვ­დი, რომ არ და­ვაბ­ლო­კი­ნე, მაგ­რამ ასე არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, გუ­შინ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ხალ­ხის მრცხვე­ნია, ზოგი კარ­გად სა­უბ­რობს ჩემ­თან სო­ფელ­ში, მაგ­რამ ზო­გის­გან აგ­რე­სი­უ­ლი სა­უბ­რე­ბიც წა­მო­ვი­და.

- თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ, მე მცხე­თა­ში, ოჯახ­ში დი­ა­სახ­ლი­სად ვარ, სო­ფელ გა­ლავ­ნი­დან ვართ. ვშრო­მობთ ოჯა­ხი, არც გრი­პი ჰქო­ნია გი­ორ­გის მა­შინ, პირ­ვე­ლად იმ დღეს გა­ვი­და ყვა­ვი­ლე­ბის გა­სა­ყი­დად. ან სა­ი­დან მო­ი­ფიქ­რა. სარ­ვა­მარ­ტოდ მე­ზობ­ლე­ბი ტყე­ში დავ­დი­ვართ-ხოლ­მე, ყო­ჩი­ვარ­დებს ვკრეფთ და ვყი­დით, შრო­მა სირ­ცხვი­ლი არ არის. მტკივ­ნე­უ­ლი და სამ­წუ­ხა­როა, თით­ქოს ნა­ხევ­რად გა­ა­კე­თა სი­კე­თე, აი, მა­ქე­და­ნაც წა­მო­ვი­და ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი, დო­ლა­რი არ უნდა მი­ე­ცა, მას­ხა­რად აიგ­დოო ბავ­შვი, რო­დე­საც ჰკი­თხა, დო­ლა­რი არ გი­ნა­ხავ­სო. მინ­და, რომ აი­ღონ ეს ვი­დეო, მაგ­რამ ისე მო­ე­დო ფე­ის­ბუქს, რომ აზრი აღარ აქვს. ტე­ლე­ვი­ზორ­შიც გა­უშ­ვი­ათ.

- ბავ­შვს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მისი ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა?

- გუ­შინ ექ­სკურ­სი­ა­ზე იყო სკო­ლი­დან წა­სუ­ლი. რო­დე­საც დაბ­რუნ­და, ათი სა­ა­თი იყო ღა­მის, ვკი­თხე, ახა­ლი ამ­ბე­ბი არ გა­ი­გე-თქო, ნამ­ტი­რა­ლე­ვი ვი­ყა­ვი. მი­თხრა, კარ­გი რა დედა, მა­გა­ზე ტი­რი­ხა­რო? ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ პი­როვ­ნე­ბის რომ და­ეხ­მა­რა, მაგ­რამ არ უნდა გა­ე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა.

- ეს თან­ხა სახ­ლში მო­ი­ტა­ნა?

- დიახ, ტე­ლე­ფო­ნი იყი­და თა­ვის­თვის და სახ­ლის­თვი­საც პრო­დუქ­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 167 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

ეს ამბავი ისევ გამოკიდეთ? შეგრცხვეთ

ზეინაბი
0

რა მოხდა ,თუ გასაჯაროვდა. ამით არაფერი დაშავდა,პირიქით, იქნებ სხვა ,უფრო მდიდარმა და ფულიანმა ხალხმა ,იფიქრონ და დაეხმარონ გაჭივებულ ადამიანებს. ხომ არიან მასეთი მდიდრებიც რომ არ იციან ფული სად დახარჯონ. ასე რომ ვისაც სიკეთის გაკეთება გინდათ დაეხმარეთ გაჭირვებულებს .

ავტორი:

"თავიდან ძალიან გავუბრაზდი ბავშვს, შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი... ვიდეო არ უნდა გასაჯაროებულიყო" - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

"თავიდან ძალიან გავუბრაზდი ბავშვს, შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი... ვიდეო არ უნდა გასაჯაროებულიყო" - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს - დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათი დიდი ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვანის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია.

ლალი ბერინაშვილი გიორგის დედაა, ქალმა პირველად შვილის ვიდეო ოქტომბერში ნახა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეთხოვა დაბლოკვა, რადგან ვიდეოს გამოქვეყნებით მისი შვილის უფლებები შეილახა.

ლალი ბერინაშვილი:

- სამი შვილი მყავს, უფროსი გოგონა მეორე კურსის სტუდენტია, ძალიან განიცადა, ეს ვიდეო რომ ნახა. კიდევ მყავს ორი ბიჭი, გიორგი, ვინც ვიდეოში ჩანს, უმცროსია. გუშინ, შუადღეს გამოქვეყნდა ეს ვიდეო, თამარ ღლონტის პროფილზე, ბავშვს ვინც ფულს აძლევს, სტომატოლოგი ყოფილა, ზიზი ჰქვია. ეს ვიდეო შარშანდელია, ამ გოგოს შემოდგომით ჰქონდა გამოქვეყნებული, მაგრამ ცოტა ნახვა ჰქონდა. გუშინ, რაც ამ თამარ ღლონტმა დადო, აფეთქდა მთელი სოციალური ქსელი.

ყველა მეგობარმა და ნათესავმა დამირეკა. მიგზავნიდნენ პირადში ვიდეოს, ლალი, ეს შენი გიოა? - ნამდვილად სიკეთე გამოიჩინა, რომ დაეხმარა, მაგრამ აუცილებელი არ იყო, რომ გამოექვეყნებინა. იქნებ არ მინდა და არ მსიამოვნებს. გვიწერდნენ სალანძღავ კომენტარებს, ყველას ვერც ვუპასუხე.

- რა მოხდა იმ დღეს, როდესაც გიორგის ფული აჩუქეს და შინ დაბრუნდა?

- მომიყვა, დედა, გზაზე ვიჯექი და ყვავილებს ვყიდდი, უცებ მანქანამ გაიარა, შემდეგ უკან წამოვიდა და ფული მაჩუქაო. არ უთქვამს არაფერი, რაც მანდ ისმის. უბრალოდ, მკითხა, რატომ ყიდი და ვუპასუხე, რა ვიციო. არანაირი გრიპი, არაფერი არ უთქვამს, ის რასაც ვიდეოში იძახის.

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ძალიან გავუბრაზდი გიორგის. შემეშინდა, დავიბენი, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი. ძალიან განვიცადე, მეუბნებოდა არ მომიპარავსო. ვუთხარი, რატომ არ გამოართვი ნომერი, დავურეკავდი ამ ქალბატონს და მადლობას მაინც გადავუხდიდითქო.

- ვიდეო პირველად როდის ნახეთ?

- ოქტომბერში გამოქვეყნდა ტიკ-ტოკზე, ჩემმა გოგონამ ნახა. მე მაშინ მოვტყუვდი, რომ არ დავაბლოკინე, მაგრამ ასე არ გავრცელებულა. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, გუშინ ძალიან განვიცადე, ხალხის მრცხვენია, ზოგი კარგად საუბრობს ჩემთან სოფელში, მაგრამ ზოგისგან აგრესიული საუბრებიც წამოვიდა.

- თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...

- სოციალურად დაუცველები ვართ, მე მცხეთაში, ოჯახში დიასახლისად ვარ, სოფელ გალავნიდან ვართ. ვშრომობთ ოჯახი, არც გრიპი ჰქონია გიორგის მაშინ, პირველად იმ დღეს გავიდა ყვავილების გასაყიდად. ან საიდან მოიფიქრა. სარვამარტოდ მეზობლები ტყეში დავდივართ-ხოლმე, ყოჩივარდებს ვკრეფთ და ვყიდით, შრომა სირცხვილი არ არის. მტკივნეული და სამწუხაროა, თითქოს ნახევრად გააკეთა სიკეთე, აი, მაქედანაც წამოვიდა ცუდი კომენტარები, დოლარი არ უნდა მიეცა, მასხარად აიგდოო ბავშვი, როდესაც ჰკითხა, დოლარი არ გინახავსო. მინდა, რომ აიღონ ეს ვიდეო, მაგრამ ისე მოედო ფეისბუქს, რომ აზრი აღარ აქვს. ტელევიზორშიც გაუშვიათ.

- ბავშვს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მისი ვიდეო გამოქვეყნდა?

- გუშინ ექსკურსიაზე იყო სკოლიდან წასული. როდესაც დაბრუნდა, ათი საათი იყო ღამის, ვკითხე, ახალი ამბები არ გაიგე-თქო, ნამტირალევი ვიყავი. მითხრა, კარგი რა დედა, მაგაზე ტირიხარო? ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ პიროვნების რომ დაეხმარა, მაგრამ არ უნდა გაესაჯაროვებინა.

- ეს თანხა სახლში მოიტანა?

- დიახ, ტელეფონი იყიდა თავისთვის და სახლისთვისაც პროდუქტები.