პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სწრაფად ტარება იმდენად მიყვარს, ამის გამო, სულ ჯარიმას მიწერენ... ვხუმრობ, ბიუჯეტს მარტო მე ვეყოფი ჩემი ჯარიმებით-მეთქი"- ეკა ჩხეიძის მოუსვენარი ბავშვობა და სილამაზის საიდუმლო
"სწრაფად ტარება იმდენად მიყვარს, ამის გამო, სულ ჯარიმას მიწერენ... ვხუმრობ, ბიუჯეტს მარტო მე ვეყოფი ჩემი ჯარიმებით-მეთქი"- ეკა ჩხეიძის მოუსვენარი ბავშვობა და სილამაზის საიდუმლო

უკვე წლე­ბია, რაც მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე ქარ­თულ სცე­ნას ამ­შვე­ნებს. მას ნამ­დვი­ლად აქვს ცნო­ბი­ლი ბე­ბი­ის - მე­დეა ჩა­ხა­ვას გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი და მა­მის - თე­მურ ჩხე­ი­ძის ელე­გან­ტუ­რო­ბა...

- ალ­ბათ მკი­თხავთ, მინ­დო­და თუ არა ბავ­შვო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა და მეც გი­პა­სუ­ხებთ - არა! ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ეს სურ­ვი­ლი ვერ ავის­რუ­ლე. ხელი იმან შე­მი­შა­ლა, რომ ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის სწავ­ლა არ მომ­წონ­და. აი, ასე ვთქვი უარი ექი­მო­ბა­ზე. მერე თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ვა­ბა­რე და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი - სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ სცე­ნა და მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა ავირ­ჩიე.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყო პა­ტა­რა ეკა ჩხე­ი­ძე - ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი თუ პი­რი­ქით, მშვი­დი და დამ­ჯე­რი?

- ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, სახ­ლში შე­მოს­ვლა არ მინ­დო­და და ხან ხი­დან გად­მოვ­ვარ­დი, ხან მო­ტო­ციკ­ლის ტა­რე­ბი­სას და­ვი­ლე­წე... სულ ვცელ­ქობ­დი, ბი­ჭებ­თან ერ­თად ბურთს ვთა­მა­შობ­დი და ჩემი საქ­ცი­ე­ლით გო­გოს სა­ერ­თოდ არ ვგავ­დი. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რას გა­ნიც­დი­და დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც 7 წლი­დან მარ­ტო მზრდი­და? მამა ჩემს აღ­ზრდა­ში არ ერე­ო­და და ჩემს ცელ­ქო­ბა­საც ვერ ხე­დავ­და. არ იფიქ­როთ, რომ რა­ღა­ცას სე­რი­ო­ზულს ვა­შა­ვებ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხუ­ლი­გა­ნი ბავ­შვი კი ვი­ყა­ვი. (იცი­ნის)

- ახლა რაში ვლინ­დე­ბა თქვე­ნი მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თი?

- იცით, ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ხუ­ლიგ­ნებ­დი, მაგ­რამ მე­რი­დე­ბა: უკვე დედა ვარ და პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ხომ ვერ მო­ვიქ­ცე­ვი? იცით, რაში ვლინ­დე­ბა ჩემი ხა­სი­ა­თის ეს თვი­სე­ბა? - ძა­ლი­ან მიყ­ვარს მან­ქა­ნე­ბი და სწრა­ფი ტა­რე­ბა. სა­ჭეს­თან ჯდო­მა ჩემი სტი­ქი­აა და სა­შინ­ლად არ მომ­წონს, როცა მძღო­ლი სხვაა და მე მის გვერ­დით ვზი­ვარ. კარ­გი მძღო­ლი ვარ, მაგ­რამ სწრა­ფად ტა­რე­ბა იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ ამის გამო, სულ ჯა­რი­მას მი­წე­რენ. ხში­რად ვხუმ­რობ, ბი­უ­ჯეტს მარ­ტო მე ვე­ყო­ფი ჩემი ჯა­რი­მე­ბით-მეთ­ქი.

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო და რომ­ლის დრო­საც მიხ­ვდით, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა თქვე­ნი ბე­დის­წე­რა იყო?

- პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი როლი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მიერ დად­გმულ "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მარ­ში" შე­ვას­რუ­ლე. ეს სა­ო­ცა­რი სპექ­ტაკ­ლი თუ­მა­ნიშ­ვილ­მა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში დად­გა და სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა კარგ რე­ჟი­სორ­თან და კარგ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, კარგ პი­ე­სა­ზე მუ­შა­ო­ბა. ალ­ბათ, ეს იყო გა­დამ­წყვე­ტი სპექ­ტაკ­ლი, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ სცე­ნა­ზე დგო­მა ჩემი ნამ­დვი­ლი მო­წო­დე­ბა იყო. ის, რომ მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი გახ­ლდით და მას­თან მუ­შა­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და, ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემ­გან ექი­მი არ გა­მო­ვა და სხვა რა გზა მაქვს? - თე­ატ­რში უნდა დავ­რჩე და სცე­ნის მტვე­რი ვი­სუნ­თქო.

- თქვენ­თვის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა თუ კი­ნო­ში?

- ვფიქ­რობ, რომ ეს ორი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. კინო იმით არის კარ­გი, რომ ის­ტო­რი­ას რჩე­ბა, შე­მო­სა­ვა­ლიც მეტი მო­აქვს და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბი, რად­გან გა­ცი­ლე­ბით მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი გხე­დავს. როცა ეკ­რა­ნებ­ზე ჩან­ხარ, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გცნობს. ეს ჩემს თავ­ზეც გა­მოვ­ცა­დე: არც კი ვიცი, რამ­დე­ნი როლი მქონ­და თე­ატ­რში ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რუ­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით" გავ­ხდი. ერთი სე­რი­ის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რებ­დნენ, მე­სალ­მე­ბოდ­ნენ და უკვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი. ვერ გე­ტყვით, სე­რი­ა­ლე­ბი უფრო მეტს უყ­ვარს თუ მეტი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ცნო­ბა­დო­ბა სწო­რედ ამ გზით მო­დის. თე­ატ­რი და კინო ორი სხვა­დას­ხვა სფე­როა, სა­დაც მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თე­ატ­რში, მა­ყუ­რე­ბელ­თან ცო­ცხა­ლი კონ­ტაქ­ტი სულ სხვაა და კა­მე­რე­ბის წინ თა­მა­ში - სულ სხვა.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია მსა­ხი­ო­ბის­თვის ოჯა­ხის და შვი­ლე­ბის მოვ­ლა და­ძა­ბულ რე­ჟიმს შე­უ­თავ­სოს?

- თუ ვინ­მე გეხ­მა­რე­ბა, უფრო ად­ვი­ლია, მაგ­რამ თუ ასე არ არის, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, დრო მოჰ­პა­რო სა­კუ­თარ თავს და შენს ოჯახს. როცა მთე­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ, ოჯახ­ში ყოფ­ნა­საც ვერ ახერ­ხებ, ვერც სახ­ლის საქ­მე­ებს ას­წრებ, დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა გი­ჭირს და 24 სა­ა­თი არ გყოფ­ნის, რომ ყვე­ლა­ფერს გას­წვდე - ოჯახს, შვი­ლებს, სამ­სა­ხურს და შენს საქ­მეს. ამი­ტომ, დამ­ხმა­რის გა­რე­შე ყვე­ლაფ­რის მოს­წრე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!

- თქვენს ოჯახ­ში რო­გორ ახერ­ხებთ საქ­მის და დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბას?

- ჩემი მე­უღ­ლე თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია - დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე შინ არ არის და კარ­გად იცის, რა დიდი დრო და ენერ­გია მი­აქვს საქ­მეს, რო­მელ­საც გუ­ლით აკე­თებ. ის პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია და იცის, რომ საქ­მეს მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო, ენერ­გია თუ არ და­უთ­მე, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს და კონ­ფლიქ­ტი ამის თა­ო­ბა­ზე არას­დროს გვქო­ნია. ერ­თმა­ნეთს არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ებს და აკ­რძალ­ვებს არ ვუ­წე­სებთ, ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ეს ტრა­დი­ცია ჩვენს ოჯახ­ში დღემ­დე გრძელ­დე­ბა: ყვე­ლას თა­ვი­სი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა აქვს და ვისი აზ­რიც იმ წუ­თებ­ში ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი და გო­ნივ­რუ­ლია, ის იმარ­ჯვებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეჟისორი
0

ადამიანი ''ნაიგრიში''.

nმ
1

რა საოცრად შტერი ქალია ეს

ავტორი:

"სწრაფად ტარება იმდენად მიყვარს, ამის გამო, სულ ჯარიმას მიწერენ... ვხუმრობ, ბიუჯეტს მარტო მე ვეყოფი ჩემი ჯარიმებით-მეთქი"- ეკა ჩხეიძის მოუსვენარი ბავშვობა და სილამაზის საიდუმლო

"სწრაფად ტარება იმდენად მიყვარს, ამის გამო, სულ ჯარიმას მიწერენ... ვხუმრობ, ბიუჯეტს მარტო მე ვეყოფი ჩემი ჯარიმებით-მეთქი"- ეკა ჩხეიძის მოუსვენარი ბავშვობა და სილამაზის საიდუმლო

უკვე წლებია, რაც მსახიობი ეკა ჩხეიძე ქართულ სცენას ამშვენებს. მას ნამდვილად აქვს ცნობილი ბებიის - მედეა ჩახავას განუმეორებელი ხიბლი და მამის - თემურ ჩხეიძის ელეგანტურობა...

- ალბათ მკითხავთ, მინდოდა თუ არა ბავშვობაში მსახიობობა და მეც გიპასუხებთ - არა! ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. ხელი იმან შემიშალა, რომ ქიმია-ბიოლოგიის სწავლა არ მომწონდა. აი, ასე ვთქვი უარი ექიმობაზე. მერე თეატრალურში ჩავაბარე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი - სწორედ ამან განაპირობა, რომ საბოლოოდ სცენა და მსახიობის კარიერა ავირჩიე.

- როგორი ბავშვი იყო პატარა ეკა ჩხეიძე - ცელქი და მოუსვენარი თუ პირიქით, მშვიდი და დამჯერი?

- ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სახლში შემოსვლა არ მინდოდა და ხან ხიდან გადმოვვარდი, ხან მოტოციკლის ტარებისას დავილეწე... სულ ვცელქობდი, ბიჭებთან ერთად ბურთს ვთამაშობდი და ჩემი საქციელით გოგოს საერთოდ არ ვგავდი. ხომ წარმოგიდგენიათ, რას განიცდიდა დედაჩემი, რომელიც 7 წლიდან მარტო მზრდიდა? მამა ჩემს აღზრდაში არ ერეოდა და ჩემს ცელქობასაც ვერ ხედავდა. არ იფიქროთ, რომ რაღაცას სერიოზულს ვაშავებდი, მაგრამ ძალიან ხულიგანი ბავშვი კი ვიყავი. (იცინის)

- ახლა რაში ვლინდება თქვენი მოუსვენარი ხასიათი?

- იცით, ახლაც სიამოვნებით ვიხულიგნებდი, მაგრამ მერიდება: უკვე დედა ვარ და პატარა ბავშვივით ხომ ვერ მოვიქცევი? იცით, რაში ვლინდება ჩემი ხასიათის ეს თვისება? - ძალიან მიყვარს მანქანები და სწრაფი ტარება. საჭესთან ჯდომა ჩემი სტიქიაა და საშინლად არ მომწონს, როცა მძღოლი სხვაა და მე მის გვერდით ვზივარ. კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ სწრაფად ტარება იმდენად მიყვარს, რომ ამის გამო, სულ ჯარიმას მიწერენ. ხშირად ვხუმრობ, ბიუჯეტს მარტო მე ვეყოფი ჩემი ჯარიმებით-მეთქი.

- როგორ გახსენდებათ პირველი სპექტაკლი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი იყო და რომლის დროსაც მიხვდით, რომ მსახიობობა თქვენი ბედისწერა იყო?

- პირველი, ყველაზე ემოციური როლი მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ "ზაფხულის ღამის სიზმარში" შევასრულე. ეს საოცარი სპექტაკლი თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრში დადგა და სწორედ მაშინ მივხვდი, რა დიდი სიამოვნებაა კარგ რეჟისორთან და კარგ პარტნიორებთან ერთად, კარგ პიესაზე მუშაობა. ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი სპექტაკლი, როდესაც მივხვდი, რომ სცენაზე დგომა ჩემი ნამდვილი მოწოდება იყო. ის, რომ მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი გახლდით და მასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა, ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემგან ექიმი არ გამოვა და სხვა რა გზა მაქვს? - თეატრში უნდა დავრჩე და სცენის მტვერი ვისუნთქო.

- თქვენთვის თეატრში მუშაობა უფრო მიმზიდველი და საინტერესოა თუ კინოში?

- ვფიქრობ, რომ ეს ორი, სრულიად განსხვავებული მოვლენაა. კინო იმით არის კარგი, რომ ისტორიას რჩება, შემოსავალიც მეტი მოაქვს და უფრო პოპულარული ხდები, რადგან გაცილებით მეტი მაყურებელი გხედავს. როცა ეკრანებზე ჩანხარ, უფრო მეტი ადამიანი გცნობს. ეს ჩემს თავზეც გამოვცადე: არც კი ვიცი, რამდენი როლი მქონდა თეატრში ნათამაშები, მაგრამ პოპულარული "ჩემი ცოლის დაქალებით" გავხდი. ერთი სერიის შემდეგ ქუჩაში მაჩერებდნენ, მესალმებოდნენ და უკვე ყურადღების ცენტრში ვიყავი. ვერ გეტყვით, სერიალები უფრო მეტს უყვარს თუ მეტი ადამიანი უყურებს, მაგრამ ფაქტია, ცნობადობა სწორედ ამ გზით მოდის. თეატრი და კინო ორი სხვადასხვა სფეროა, სადაც მუშაობის სპეციფიკაც განსხვავებულია. თეატრში, მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტი სულ სხვაა და კამერების წინ თამაში - სულ სხვა.

- რამდენად რთულია მსახიობისთვის ოჯახის და შვილების მოვლა დაძაბულ რეჟიმს შეუთავსოს?

- თუ ვინმე გეხმარება, უფრო ადვილია, მაგრამ თუ ასე არ არის, იძულებული ხარ, დრო მოჰპარო საკუთარ თავს და შენს ოჯახს. როცა მთელი დატვირთვით მუშაობ, ოჯახში ყოფნასაც ვერ ახერხებ, ვერც სახლის საქმეებს ასწრებ, დროის განაწილება გიჭირს და 24 საათი არ გყოფნის, რომ ყველაფერს გასწვდე - ოჯახს, შვილებს, სამსახურს და შენს საქმეს. ამიტომ, დამხმარის გარეშე ყველაფრის მოსწრება წარმოუდგენელია!

- თქვენს ოჯახში როგორ ახერხებთ საქმის და დროის განაწილებას?

- ჩემი მეუღლე თვითონაც ძალიან დაკავებულია - დილიდან საღამომდე შინ არ არის და კარგად იცის, რა დიდი დრო და ენერგია მიაქვს საქმეს, რომელსაც გულით აკეთებ. ის პროფესიით არქიტექტორია და იცის, რომ საქმეს მაქსიმალური დრო, ენერგია თუ არ დაუთმე, არაფერი გამოგივა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ოჯახი გვაქვს და კონფლიქტი ამის თაობაზე არასდროს გვქონია. ერთმანეთს არანაირ ჩარჩოებს და აკრძალვებს არ ვუწესებთ, ყოველთვის თავისუფალი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახში დღემდე გრძელდება: ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს და ვისი აზრიც იმ წუთებში ყველაზე მისაღები და გონივრულია, ის იმარჯვებს...წაიკითხეთ სრულად

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"