პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სვანიძე: "რომ არა პატრიარქის კურთხევა, ასეთ მოკლე დროში საქართველოს ამხელა მიღწევა არ ექნებოდა" - როგორც აღნიშნეს ზეთისხილის საერთაშორისო დღე საქართველოში?
გიორგი სვანიძე: "რომ არა პატრიარქის კურთხევა, ასეთ მოკლე დროში საქართველოს ამხელა მიღწევა არ ექნებოდა" - როგორც აღნიშნეს ზეთისხილის საერთაშორისო დღე საქართველოში?

„ზე­თის­ხი­ლის მსოფ­ლიო დღე“ 26 ნო­ემ­ბერს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. ეს დღე ბუ­ნებ­რი­ვია გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ნიშ­ნეს. ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი სვა­ნი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო 2019 წელს შე­უ­ერ­თდა ზე­თის­ხი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს, რო­მე­ლიც ზე­თის­ხი­ლის მწარ­მო­ე­ბელ 48 ქვე­ყა­ნას აერ­თი­ა­ნებს, რაც მსოფ­ლი­ოს ბაზ­რის 97%-ია. მის­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ ისე­თი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რომ 2019-2021 წლებ­ში გი­ორ­გი სვა­ნი­ძე საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტად ორგზის აირ­ჩი­ეს. სწო­რედ საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და­ამ­კვიდ­რა მან "ზე­თის­ხი­ლის მსოფ­ლიო დღე~. დღეს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი სვა­ნი­ძე სა­პა­ტიო ელ­ჩის წო­დე­ბით აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის წარ­დგე­ნას საბ­ჭო­ში.

22-23 ნო­ემ­ბერს მად­რიდ­ში ზე­თის­ხი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს მიერ რი­გით 61-ე სხდო­მა და 118-ე პლე­ნა­რუ­ლი სე­სია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და ზე­თის­ხი­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კერ­ძო სექ­ტო­რი­დან. მად­რიდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ბა­ტო­ნი გი­ორ­გი სვა­ნი­ძე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზე­თის­ხი­ლის მწარ­მო­ებ­ლებს წარ­მო­ად­გენს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და და საბ­ჭოს წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­თის­ხი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­აც­ნო.

გი­ორ­გი სვა­ნი­ძემ მი­უ­ლო­ცა ზე­თის­ხი­ლის მსოფ­ლიო დღე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სამ­თავ­რო­ბო წარ­მო­მად­გენ­ლებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, მი­ნის­ტრებ­სა და სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ზე­თის­ხი­ლის სექ­ტო­რის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე იმ­სჯე­ლეს და და­გეგ­მეს სა­მო­მავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გი­ორ­გი სვა­ნი­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერ­გი­ლი ზე­თის­ხი­ლის კულ­ტუ­რა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს ზე­თის­ხი­ლის კულ­ტუ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა­სა და და­ნერგვა­ში. ზე­თის­ხი­ლით პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ზე­თი­სა და მა­რი­ნა­დის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის გარ­და, ამ უდი­დე­სი წა­მო­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის ხელ­შე­წყო­ბა, რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო.

„სვა­ნი­ძის ზე­თის­ხი­ლის“ წარ­მო­ე­ბა მო­ი­ცავს 100%-ით ბუ­ნებ­რივ, ექ­სტრა ვირ­ჯინ ზე­თის­ხი­ლის ზეთს და მა­რი­ნა­დებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი ზე­თის­ხი­ლის მო­სავ­ლი­დან იწარ­მო­ე­ბა. ზე­თის­ხი­ლის პრო­დუქ­ცია „სვა­ნი­ძის“ ბრენ­დი­რე­ბი­თაა ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, პრო­დუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში: აგ­რო­ჰა­ბი, კარ­ფუ­რი, ფრეს­კო­სა და სმარ­ტში. გი­ორ­გი სვა­ნი­ძის მიერ ქარ­თუ­ლი ზე­თის­ხი­ლის პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა, ექ­სპორ­ტი და ქსე­ლე­ბის მას­შტა­ბუ­რად ათ­ვი­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია.

რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ზე­თის­ხი­ლის კულ­ტუ­რა, რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა მათი პრო­დუქ­ცია, რა გეგ­მე­ბი აქვთ, ამ და ბევრ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი სვა­ნი­ძე:

_მსოფ­ლიო სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­თის­ხი­ლის დღეს მი­ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ზე­თის­ხი­ლის მწარ­მო­ე­ბელს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო იყო ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, სწო­რედ ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს იუ­ნეს­კოს­თან შე­თან­ხმე­ბით და­არ­სდა "მსოფ­ლიო სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­თის­ხი­ლის დღე~ და ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ. გუ­შინ ჩა­მოვფრინ­დი მად­რი­დი­დან. გა­ე­როს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც 48 ქვე­ყა­ნა შე­დის, ყვე­ლამ ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ ეს დღე. გი­ორ­გო­ბას, 23 ნო­ემ­ბერს მო­ე­წე­რა ხელი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ და­წე­სე­ბუ­ლი­ყო ზე­თის­ხი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია და შეხ­ვედ­რა­ზე ზე­თის­ხი­ლის დე­ფი­ცი­ტის სა­კი­თხი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. თქვენ იცით, რომ ზე­თის­ხი­ლის ფას­მა ორ­ჯერ მო­ი­მა­ტა ბა­ზარ­ზე, რად­გან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის გამო მო­სა­ვა­ლი შემ­ცირ­და. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყდა, რომ და­მა­ტე­ბით 100 მი­ლი­ო­ნამ­დე ხე და­ირ­გოს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, რათა პრო­დუქ­ცია უფრო მეტი იყოს ბა­ზარ­ზე. მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და ზე­თის­ხი­ლის, რად­გან ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტია და ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ვფიქ­რობ აქვთ კი­დე­ვაც მო­ქა­ლა­ქე­ებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ პრო­დუქ­ცი­ის მო­სავ­ლის კი­დევ მე­ტად გაზ­რდა, ამი­ტომ მეტი პლან­ტა­ცი­ე­ბი უნდა გა­შენ­დეს, რომ მეტი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს მსოფ­ლი­ომ. მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში არის სხვა­დას­ხვა ჯი­შე­ბი ზე­თის­ხი­ლის და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ბიზ­ნე­სის კი­დევ მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ფა­სე­ბი ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი­ვე ფასი და­ვი­ჭი­როთ და არ გა­ვაძ­ვი­როთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია. რომ ნა­ხოთ სვა­ნი­ძის ზეთი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ნა­ხავთ რომ ფასი არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი.

_ ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თქვენ ხართ ნო­ვა­ტო­რი ამ ბიზ­ნეს­ში, თქვენ და­ი­წყეთ პირ­ვე­ლად ზე­თის­ხი­ლის დარ­გვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ გაჩ­ნდა ეს იდეა და რამ­დე­ნად ხართ კმა­ყო­ფი­ლი მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით?

_ სა­ქარ­თველ­ში სულ ამ­ბობ­დნენ, რომ ზე­თის­ხი­ლი გა­ი­ხა­რებ­და. ჩემი ვაჟი მა­შინ სწავ­ლობ­და, ის­რა­ე­ლის ელჩი, იტა­ლი­ის კონ­სუ­ლი, პი­რად შეხ­ვედ­რე­ბის დროს სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ზე­თის­ხი­ლი გა­ი­ხა­რებ­და. მეც ვფიქ­რობ­დი ამა­ზე, მაგ­რამ ერთ დღეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს უწ­მინ­დეს­თან, ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რამ გა­და­წყვი­ტა. ჩვენს პატ­რი­არ­ქს ვეწ­ვიე და მან თა­ვის ბაღ­ში მაჩ­ვე­ნა ზე­თის­ხი­ლის ხე, რო­მელ­საც 2 ცალი ზე­თის­ხი­ლი ესხა. პატ­რი­არ­ქმა მა­შინ მი­თხრა, ეს ზე­თის­ხი­ლი გა­ი­ხა­რებ­სო და სწო­რედ პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვა იყო, რომ ეს გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მარ­თლა სა­ო­ცა­რია ძალა აქვს მის კურ­თხე­ვას, რომ არა მისი კურ­თხე­ვა, რო­გორ მოვ­ხვდე­ბო­დით 10 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­თის­ხი­ლის საბ­ჭო­ში, უფრო მე­ტიც, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გავ­ხდი და ნამ­დვი­ლად ეს უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვამ მო­ი­ტა­ნა.

_ პირ­ვე­ლი ნერ­გე­ბი რო­მელ წლებ­ში დარ­გეთ?

_ სულ თა­ვი­დან ამა­ზე ფიქ­რი და­ვი­წყეთ 2007-2008 წლებ­ში, შემ­დგომ თურ­ქე­თი­დან შე­მო­ვი­ტა­ნეთ ნერ­გე­ბი. ბევ­რს ჰქონ­და სურ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ზე­თის­ხი­ლის დარ­გი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ნამ პატ­რი­ა­ქის კურ­თხე­ვა არ მი­ვი­ღეთ ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე, მა­ნამ­დე ეს დარ­გი არ გან­ვი­თარ­და. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ჩვენს პატ­რი­არ­ქს სწო­რი რჩე­ვის­თვის, კურ­თხე­ვის­თვის და დღეს ეს დარ­გი არა­მარ­ტო შე­მო­ვი­და და ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მალე ზე­თის­ხი­ლის ზეთი თხილ­საც, ნუშ­საც, კა­კალ­საც და ვაზ­საც და­ე­წე­ვა და გა­უ­თა­ნაბრდე­ბა მისი მას­შტა­ბე­ბით და იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით.

_ პირ­ვე­ლი პლან­ტა­ცია სად გქონ­დათ?

_ პირ­ვე­ლი ნერ­გე­ბი კა­ხეთ­ში, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მაშ­ნა­არ­ში, ჩემ­თან სო­ფელ­ში დავრგე. მა­შინ 8 ჰექ­ტარ­ზე გა­ვა­შე­ნეთ, ჩემს ეზო­ში და სოფ­ლის თავ­ში. მშრა­ლი კლი­მა­ტი შე­ირ­ჩა და ძა­ლი­ან მო­უხ­და კა­ხე­თის კლი­მა­ტი, 5 წე­ლი­წად­ში გვქონ­და პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი და მას შემ­დეგ ვვი­თარ­დე­ბით და ვა­შე­ნებთ ახალ-ახალ ბა­ღებს.

_სხვა ფერ­მე­რე­ბი თუ შე­მო­გი­ერ­თნენ და რამ­დე­ნად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ სხვებ­მაც გა­ნა­ვი­თა­რონ ეს ბიზ­ნე­სი?

_ ბედ­ნი­ე­რე­სი კაცი ვარ. დი­ლი­დან, 6 სა­ა­თი­დან იწყე­ბა ჩვენს ქარ­ხა­ნა­ში ზე­თის­ხი­ლის ჩა­ბა­რე­ბა. რო­გორც ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბა ხდე­ბა, აქაც ასე მო­დი­ან და გვა­ბა­რე­ბენ. ზოგი 700 კი­ლოგ­რამს, ზოგი 5 ტო­ნას, ზოგი 12 ტო­ნას და ა.შ. რაც მთა­ვა­რია ხალ­ხმა შე­იყ­ვა­რა ეს კულ­ტუ­რა და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. ყვე­ლა­ნი გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ისე­თი კულ­ტუ­რაა შვილ­თა შვი­ლე­ბი კი არა, მათი მრა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბიც მო­იმ­კი­ან ამ დარ­გულ ნერ­გზე მო­სა­ვალს.

_ იქ­ნებ უთხრათ ჩვენს მკი­თხველს, რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თქვე­ნი წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია?

_ ქარ­თუ­ლი ზე­თის­ხი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა სვა­ნა­ძის ზე­თის­ხი­ლი და ზეთი. 100%-ით ნა­ტუ­რა­ლუ­რია. გვი­ხა­რია, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ზე­თად აღი­ა­რეს და 4 ქვე­ყა­ნას შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო. ისეთ ქვეყ­ნებს შო­რის მოვ­ხვდით, რო­გო­რიც არის იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი და ეს­პა­ნე­თი. ეს ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ზე­თის­ხი­ლის ხე უამ­რა­ვი წელი ხა­რობს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა ჯან­მრთე­ლი გე­ნე­ტი­კაა შიგ­ნით. ვინც ზე­თის­ხი­ლის ზეთს მო­იხ­მარს, ის და­ცუ­ლია ინ­ფაქ­ტის­გან, ინ­სულ­ტის­გან, ქო­ლეს­ტე­რი­ნის­გან, ძა­ლი­ან აწეს­რი­გებს კუჭ­ნაწ­ლავს. ძა­ლი­ან კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. თით­ქმის ყვე­ლა ვი­ტა­მი­ნია მას­ში და ყვე­ლას ვურ­ჩევ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­საც, რომ მხო­ლოდ სა­ლა­თებ­ზე უნდა მო­ას­ხან ეს ზეთი, ეს არ არის სწო­რი. ეს მდგრა­დი ზე­თია. მის­გან ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა დამ­ზა­დებს. შე­გიძ­ლი­ათ შეწ­ვათ, და­ამ­ზა­დოთ რაც გინ­დათ. სა­ლა­თებ­ზე მო­ას­ხათ და ისე მი­ირ­თვათ. ყვე­ლაფ­რის­თვის იდე­ა­ლუ­რია. ალ­ბათ დი­ე­ტო­ლო­გე­ბის რჩე­ვაც მო­გის­მე­ნი­ათ, ისი­ნი გვირ­ჩე­ვენ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე ნოყი­ე­რი და გემ­რი­ე­ლი საჭ­მლის ჭა­მის და­წყე­ბამ­დე შევ­ჭა­მოთ რამ­დე­ნი­მე ცალი ზე­თის­ხი­ლი, რად­გან ეს ნა­ყო­ფი აუმ­ჯო­ბე­სებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცესს და ხელს უწყობს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა­საც.

ზე­თის­ხი­ლი და მისი ზეთი არა მარ­ტო დე­ლი­კა­ტე­სია, არა­მედ ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაც. მა­გა­ლი­თად, კურ­კი­ან ზე­თის­ხილს აქვს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა, სა­სარ­გებ­ლოა ას­თმის დროს. რე­გუ­ლა­რუ­ლად ზე­თის­ხი­ლის ნა­ყო­ფის ან მისი ზე­თის მი­ღე­ბა ამ­ცი­რებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. ზე­თის­ხი­ლის ზეთი (ცივი გა­მოხ­დის) მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბით - კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით, ფოს­ფო­რი­თა და უჯე­რო ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სი­ცხე­ში ქო­ლეს­ტე­რი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ამ­ცი­რე­ბენ. ზე­თის­ხი­ლის ზეთი აფერ­ხებს თრომ­ბის წარ­მოქ­მნას და ხელს უწყობს ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან კენ­ჭე­ბის გა­მო­დევ­ნას. ეს ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ხსნის თირკმლე­ბი­სა და ღვიძ­ლის ჭვალს.

იმი­სათ­ვის, რომ მი­ვი­ღოთ 100%-ით ნა­ტუ­რა­ლუ­რი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია, ზე­თის­ხი­ლი გა­დის და­მუ­შა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტაპს - და­ხა­რის­ხე­ბას, და­კა­ლიბ­რე­ბას, მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა ცივი გა­მოხ­დის მე­თო­დით სპე­ცი­ა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს გე­მოვ­ნუ­რი და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

- თქვენ გაქვთ ასე­ვე სხვა­დას­ხვა და­ნა­მა­ტე­ბი­თაც ზე­თე­ბი?

_ დიახ, ჩვენ ვუ­კე­თებთ და­ნა­მა­ტებ­საც. კო­წა­ხუ­რი, წი­წა­კა ემა­ტე­ბა და სხვა­დას­ხვა არო­მა­ტებს ვა­მა­ტებთ. ამ არო­მა­ტე­ბით რომ წა­ვი­ღეთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია მად­რიდ­ში, ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ლე­ბი დარ­ჩნენ. მომ­ხმა­რებ­ლებს მო­ვუ­წო­დებთ, რომ მი­ი­ღონ ეს ჯან­მრთე­ლი პრო­დუქ­ტი. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის და­გე­მოვ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გაგ­ვიჩ­ნდა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და როცა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­დი­ოდ­ნენ, კი­თხუ­ლობ­დნენ სად შე­ვი­ძი­ნოთ სვა­ნი­ძის ზე­თიო. ხალ­ხმა მო­ნათ­ლა ასე, სვა­ნი­ძის ზეთი მათი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლია. მერე მე­ნე­ჯე­რებ­მა მოგ­ვცეს რჩე­ვა, ხალ­ხი თით­ქმის სულ თქვენს ზეთს კი­თხუ­ლობს და მო­დით, პირ­და­პირ და­ა­წე­რეთ სვა­ნი­ძის ზე­თიო. ჩვენც ასე და­ვა­წე­რეთ. ერთხელ ვინც გა­სინ­ჯავს ჩვენს ზეთს, მერე სხვა ზეთს არც გა­სინ­ჯავს. რო­გორც კარგ ღვი­ნოს რომ და­ლევს ადა­მი­ა­ნი და მერე სხვას არ მი­ე­კა­რე­ბა, ასეა ესეც, ვინც იცის ჩვე­ნი ზეთი, იცის მისი შე­მად­გენ­ლო­ბაც და რომ ის ძა­ლი­ან კარ­გია.

- თქვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც გვი­ამ­ბეთ

_ გვინ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­ზარ­დოთ წარ­მო­ე­ბა. დავრგოთ უფრო მეტი ნერ­გი და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­წი­ოთ ამ პრო­დუქ­ცი­ას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რომ სხვებ­მაც მეტი ნერ­გი დარ­გონ. ადრე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ. ხალ­ხმა შე­დე­გი რომ ნახა, ახლა უკვე აი­ტა­ცა ეს ბიზ­ნე­სი და ჩემი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დეს. ჩვენ ასეთ მოკ­ლე დრო­ში მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ავიყ­ვა­ნეთ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე და დღეს ყვე­ლა იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ზე­თის­ხი­ლის მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნას. ჩვენ ქარ­ხა­ნა გვაქვს კა­ხეთ­ში და რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, მხო­ლოდ ცივი და­წურ­ვის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა ჩვენ­თან. ასე­ვე მზად­დე­ბა მა­რი­ნა­დე­ბი, შავი ზე­თის­ხი­ლი, მწვა­ნე ზე­თის­ხი­ლი. ცივი და­წურ­ვის ზეთი უნი­კა­ლუ­რია. მარ­კე­ტებ­ში ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია დღეს მისი შე­ძე­ნა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ვინც ერთხელ გა­სინ­ჯავს ამ პრო­დუქტს, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ამის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ვა­პი­რებთ ასე­ვე ქარ­ხნის გაძ­ლი­ე­რე­ბას, და­მა­ტე­ბი­თი პრო­დუქ­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბას, სხვა­დას­ხვა სა­ხის ხე­ლის კრე­მე­ბის, სა­პო­ნის და ა.შ. დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს და კი­დევ მეტ ახალ პრო­დუქ­ცი­ას შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს.

R

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

ჰო, მარგალიტებად ეფინება თურმე ბოლშევიკების კურთხევა....

მარტინ ლუთერი
2

ხინკლის საერთაშორისო დღე როდის ვიზეიმოთ?

 

ავტორი:

გიორგი სვანიძე: "რომ არა პატრიარქის კურთხევა, ასეთ მოკლე დროში საქართველოს ამხელა მიღწევა არ ექნებოდა" - როგორც აღნიშნეს ზეთისხილის საერთაშორისო დღე საქართველოში?

გიორგი სვანიძე: "რომ არა პატრიარქის კურთხევა, ასეთ მოკლე დროში საქართველოს ამხელა მიღწევა არ ექნებოდა" - როგორც აღნიშნეს ზეთისხილის საერთაშორისო დღე საქართველოში?

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ 26 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ეს დღე ბუნებრივია გუშინ საქართველოშიც აღნიშნეს. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წელს შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. მისმა აქტიურობამ ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ 2019-2021 წლებში გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტად ორგზის აირჩიეს. სწორედ საბჭოს პრეზიდენტობის დროს დაამკვიდრა მან `ზეთისხილის მსოფლიო დღე~. დღეს ბატონი გიორგი სვანიძე საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.

22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. მადრიდში იმყოფებოდა ბატონი გიორგი სვანიძე, რომელიც საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.

„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში: აგროჰაბი, კარფური, ფრესკოსა და სმარტში. გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.

როგორია საქართველოში ზეთისხილის კულტურა, რამდენად სასარგებლოა მათი პროდუქცია, რა გეგმები აქვთ, ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება ბიზნესმენი გიორგი სვანიძე:

_მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღეს მივულოცავ ყველა ზეთისხილის მწარმოებელს. როდესაც საქართველო იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს იუნესკოსთან შეთანხმებით დაარსდა `მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღე~ და ძალიან მოხარულები ვართ. გუშინ ჩამოვფრინდი მადრიდიდან. გაეროს ორგანიზაციაში, რომელშიც 48 ქვეყანა შედის, ყველამ ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. გიორგობას, 23 ნოემბერს მოეწერა ხელი გადაწყვეტილებას, რომ დაწესებულიყო ზეთისხილის საერთაშორისო დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და შეხვედრაზე ზეთისხილის დეფიციტის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ ზეთისხილის ფასმა ორჯერ მოიმატა ბაზარზე, რადგან კლიმატის ცვლილებების გამო მოსავალი შემცირდა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ დამატებით 100 მილიონამდე ხე დაირგოს მსოფლიო მასშტაბით, რათა პროდუქცია უფრო მეტი იყოს ბაზარზე. მოთხოვნა გაიზარდა ზეთისხილის, რადგან ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამაზე ინფორმაცია ვფიქრობ აქვთ კიდევაც მოქალაქეებს. აუცილებელია ამ პროდუქციის მოსავლის კიდევ მეტად გაზრდა, ამიტომ მეტი პლანტაციები უნდა გაშენდეს, რომ მეტი მოსავალი მიიღოს მსოფლიომ. მსოფლიოში და საქართველოში არის სხვადასხვა ჯიშები ზეთისხილის და მაქსიმალურად შევეცდებით საქართველოში ამ ბიზნესის კიდევ მეტად განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფასები ძალიან გაიზარდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოში იგივე ფასი დავიჭიროთ და არ გავაძვიროთ ჩვენი პროდუქცია. რომ ნახოთ სვანიძის ზეთი სუპერმარკეტებში, ნახავთ რომ ფასი არის რეგულირებული.

_ ბატონო გიორგი, თქვენ ხართ ნოვატორი ამ ბიზნესში, თქვენ დაიწყეთ პირველად ზეთისხილის დარგვა საქართველოში, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რამდენად ხართ კმაყოფილი მიღწეული შედეგით?

_ საქართველში სულ ამბობდნენ, რომ ზეთისხილი გაიხარებდა. ჩემი ვაჟი მაშინ სწავლობდა, ისრაელის ელჩი, იტალიის კონსული, პირად შეხვედრების დროს სულ მეუბნებოდნენ, რომ ზეთისხილი გაიხარებდა. მეც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ჩვენს უწმინდესთან, ილია მეორესთან შეხვედრამ გადაწყვიტა. ჩვენს პატრიარქს ვეწვიე და მან თავის ბაღში მაჩვენა ზეთისხილის ხე, რომელსაც 2 ცალი ზეთისხილი ესხა. პატრიარქმა მაშინ მითხრა, ეს ზეთისხილი გაიხარებსო და სწორედ პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა. მართლა საოცარია ძალა აქვს მის კურთხევას, რომ არა მისი კურთხევა, როგორ მოვხვდებოდით 10 წელიწადში საქართველო მსოფლიოს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოში, უფრო მეტიც, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გავხდი და ნამდვილად ეს უწმინდესის კურთხევამ მოიტანა.

_ პირველი ნერგები რომელ წლებში დარგეთ?

_ სულ თავიდან ამაზე ფიქრი დავიწყეთ 2007-2008 წლებში, შემდგომ თურქეთიდან შემოვიტანეთ ნერგები. ბევრს ჰქონდა სურვილი საქართველოშიც ზეთისხილის დარგი განვითარებულიყო, მაგრამ სანამ პატრიაქის კურთხევა არ მივიღეთ ამ კონკრეტულ საკითხზე, მანამდე ეს დარგი არ განვითარდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს სწორი რჩევისთვის, კურთხევისთვის და დღეს ეს დარგი არამარტო შემოვიდა და ვითარდება საქართველოში, დარწმუნებული ვარ მალე ზეთისხილის ზეთი თხილსაც, ნუშსაც, კაკალსაც და ვაზსაც დაეწევა და გაუთანაბრდება მისი მასშტაბებით და იქ დასაქმებული ადამიანებით.

_ პირველი პლანტაცია სად გქონდათ?

_ პირველი ნერგები კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში, ჩემთან სოფელში დავრგე. მაშინ 8 ჰექტარზე გავაშენეთ, ჩემს ეზოში და სოფლის თავში. მშრალი კლიმატი შეირჩა და ძალიან მოუხდა კახეთის კლიმატი, 5 წელიწადში გვქონდა პირველი მოსავალი და მას შემდეგ ვვითარდებით და ვაშენებთ ახალ-ახალ ბაღებს.

_სხვა ფერმერები თუ შემოგიერთნენ და რამდენად არის დაინტერესება, რომ სხვებმაც განავითარონ ეს ბიზნესი?

_ ბედნიერესი კაცი ვარ. დილიდან, 6 საათიდან იწყება ჩვენს ქარხანაში ზეთისხილის ჩაბარება. როგორც ყურძნის ჩაბარება ხდება, აქაც ასე მოდიან და გვაბარებენ. ზოგი 700 კილოგრამს, ზოგი 5 ტონას, ზოგი 12 ტონას და ა.შ. რაც მთავარია ხალხმა შეიყვარა ეს კულტურა და ძალიან გვიხარია. ყველანი გახარებულები ვართ. ისეთი კულტურაა შვილთა შვილები კი არა, მათი მრავალი თაობებიც მოიმკიან ამ დარგულ ნერგზე მოსავალს.

_ იქნებ უთხრათ ჩვენს მკითხველს, რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი წარმოებული პროდუქცია?

_ ქართული ზეთისხილი განსაკუთრებულია და დღეს განსაკუთრებით გამოირჩევა სვანაძის ზეთისხილი და ზეთი. 100%-ით ნატურალურია. გვიხარია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ზეთად აღიარეს და 4 ქვეყანას შორის არის საქართველო. ისეთ ქვეყნებს შორის მოვხვდით, როგორიც არის იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ზეთისხილის ხე უამრავი წელი ხარობს, წარმოიდგინეთ რა ჯანმრთელი გენეტიკაა შიგნით. ვინც ზეთისხილის ზეთს მოიხმარს, ის დაცულია ინფაქტისგან, ინსულტისგან, ქოლესტერინისგან, ძალიან აწესრიგებს კუჭნაწლავს. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. თითქმის ყველა ვიტამინია მასში და ყველას ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ. ხშირად საუბრობენ იმასაც, რომ მხოლოდ სალათებზე უნდა მოასხან ეს ზეთი, ეს არ არის სწორი. ეს მდგრადი ზეთია. მისგან ყველაფერი შეიძლება დამზადებს. შეგიძლიათ შეწვათ, დაამზადოთ რაც გინდათ. სალათებზე მოასხათ და ისე მიირთვათ. ყველაფრისთვის იდეალურია. ალბათ დიეტოლოგების რჩევაც მოგისმენიათ, ისინი გვირჩევენ, სადღესასწაულო სუფრაზე ნოყიერი და გემრიელი საჭმლის ჭამის დაწყებამდე შევჭამოთ რამდენიმე ცალი ზეთისხილი, რადგან ეს ნაყოფი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.

ზეთისხილი და მისი ზეთი არა მარტო დელიკატესია, არამედ ბევრი დაავადების სამკურნალო საშუალებაც. მაგალითად, კურკიან ზეთისხილს აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, სასარგებლოა ასთმის დროს. რეგულარულად ზეთისხილის ნაყოფის ან მისი ზეთის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ზეთისხილის ზეთი (ცივი გამოხდის) მდიდარია ვიტამინებით და მინერალური მარილებით - კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და უჯერო ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სიცხეში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებენ. ზეთისხილის ზეთი აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას. ეს ბუნებრივი საშუალება ხსნის თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალს.

იმისათვის, რომ მივიღოთ 100%-ით ნატურალური, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ზეთისხილი გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს - დახარისხებას, დაკალიბრებას, მისი გადამუშავება ხდება ცივი გამოხდის მეთოდით სპეციალურ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს გემოვნური და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას.

- თქვენ გაქვთ ასევე სხვადასხვა დანამატებითაც ზეთები?

_ დიახ, ჩვენ ვუკეთებთ დანამატებსაც. კოწახური, წიწაკა ემატება და სხვადასხვა არომატებს ვამატებთ. ამ არომატებით რომ წავიღეთ ჩვენი პროდუქცია მადრიდში, ძალიან აღფრთოვანელები დარჩნენ. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ მიიღონ ეს ჯანმრთელი პროდუქტი. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი პროდუქციის დაგემოვნებისთანავე გაგვიჩნდა მომხმარებლები და როცა სუპერმარკეტებში შედიოდნენ, კითხულობდნენ სად შევიძინოთ სვანიძის ზეთიო. ხალხმა მონათლა ასე, სვანიძის ზეთი მათი შერქმეული სახელია. მერე მენეჯერებმა მოგვცეს რჩევა, ხალხი თითქმის სულ თქვენს ზეთს კითხულობს და მოდით, პირდაპირ დააწერეთ სვანიძის ზეთიო. ჩვენც ასე დავაწერეთ. ერთხელ ვინც გასინჯავს ჩვენს ზეთს, მერე სხვა ზეთს არც გასინჯავს. როგორც კარგ ღვინოს რომ დალევს ადამიანი და მერე სხვას არ მიეკარება, ასეა ესეც, ვინც იცის ჩვენი ზეთი, იცის მისი შემადგენლობაც და რომ ის ძალიან კარგია.

- თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ

_ გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ წარმოება. დავრგოთ უფრო მეტი ნერგი და მაქსიმალურად გავუწიოთ ამ პროდუქციას პოპულარიზაცია, რომ სხვებმაც მეტი ნერგი დარგონ. ადრე სკეპტიკურად უყურებდნენ. ხალხმა შედეგი რომ ნახა, ახლა უკვე აიტაცა ეს ბიზნესი და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად განვითარდეს. ჩვენ ასეთ მოკლე დროში მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო ავიყვანეთ მსოფლიო ასპარეზზე და დღეს ყველა იცნობს საქართველოს, როგორც ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანას. ჩვენ ქარხანა გვაქვს კახეთში და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ ცივი დაწურვის წარმოება ხდება ჩვენთან. ასევე მზადდება მარინადები, შავი ზეთისხილი, მწვანე ზეთისხილი. ცივი დაწურვის ზეთი უნიკალურია. მარკეტებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღეს მისი შეძენა.

დარწმუნებული ვარ ვინც ერთხელ გასინჯავს ამ პროდუქტს, აუცილებლად იქნება ამის მომხმარებელი. ვაპირებთ ასევე ქარხნის გაძლიერებას, დამატებითი პროდუქციების გამოშვებას, სხვადასხვა სახის ხელის კრემების, საპონის და ა.შ. დიდი გეგმები გვაქვს და კიდევ მეტ ახალ პროდუქციას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

R