პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვულკანის ამოფრქვევამდე სულ ცოტა დარჩა: ხალხისა და წყლის გარეშე დარჩენილი ქალაქი ისლანდიაში - რა ვითარებაა ადგილზე (ფოტოები)
ვულკანის ამოფრქვევამდე სულ ცოტა დარჩა: ხალხისა და წყლის გარეშე დარჩენილი ქალაქი ისლანდიაში - რა ვითარებაა ადგილზე (ფოტოები)

ის­ლან­დი­ა­ში, მე­თევ­ზე­თა ქა­ლაქ გრინ­და­ვიკ­ში ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის ალ­ბა­თო­ბა დღი­თი­დღე მცირ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს. ქა­ლა­ქის 3000-ზე მეტი მცხოვ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­სულ თვეს გან­ხორ­ცი­ელ­და.

მო­სახ­ლე­ო­ბას უფ­ლე­ბა აქვს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში დაბ­რუნ­დეს ქო­ნე­ბი­სა და ნივ­თე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, მაგ­რამ სა­ნამ ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის ალ­ბა­თო­ბა იარ­სე­ბებს, ხალ­ხს სახ­ლში მუდ­მი­ვად დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა.

ის­ლან­დი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა ჯონ თორ ვიგ­ლუნდსონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სე­ის­მურ­მა აქ­ტი­ვო­ბამ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, ქა­ლაქს ასე­ვე არ მი­ე­წო­დე­ბა წყა­ლი. მი­სი­ვე თქმით, "ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა დი­დია და გავ­ლე­ნას ახ­დენს ქა­ლა­ქის უმე­ტეს ნა­წილ­ზე“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი თვის ბო­ლო­დან ათი­ა­თა­სო­ბით მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და ის­ლან­დი­ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე რე­ი­კი­ა­ნე­სის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და სამ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს კი - 100. ქვეყ­ნის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, შემ­ცირ­და მი­წისძვრე­ბის მაგ­ნი­ტუ­დაც. თუ ასე გაგ­რძელ­და, ვულ­კა­ნის გარ­და­უ­ვა­ლი ამოფრქვე­ვის ალ­ბა­თო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­დე­ბა.

ის­ლან­დი­ას სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს. მისი ვულ­კა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა აქ­ტი­უ­რია. ქვე­ყა­ნა ორ ტექ­ტო­ნი­კურ ფირ­ფი­ტა­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2010 წელს, ის­ლან­დი­ა­ში, ვულ­კან Eyjafjallajökull-ზე დიდი ამოფრქვე­ვე­ბის სე­რი­ამ წარ­მოქ­მნა ფერ­ფლის უზარ­მა­ზა­რი ღრუ­ბე­ლი, რო­მელ­მაც და­ფა­რა ლა­მის მთე­ლი ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რია, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ფერ­ხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
1

ჯერჯერობით ღმერთს მადლობა რომ სხვა ადგილებშიც არ ხდება. რაც შეეხება სრულ გააქტიურებას შეიძლება მოჰყვეს კლიმატის სერიოზული ცვლილებები. 

თამაზი
6

საცოდაობაა, ასე ლამაზი ქალაქი რომ ვულკანმა გაანადგუროს.

ავტორი:

ვულკანის ამოფრქვევამდე სულ ცოტა დარჩა: ხალხისა და წყლის გარეშე დარჩენილი ქალაქი ისლანდიაში - რა ვითარებაა ადგილზე (ფოტოები)

ვულკანის ამოფრქვევამდე სულ ცოტა დარჩა: ხალხისა და წყლის გარეშე დარჩენილი ქალაქი ისლანდიაში - რა ვითარებაა ადგილზე (ფოტოები)

ისლანდიაში, მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკში ვულკანის ამოფრქვევის ალბათობა დღითიდღე მცირდება - ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ქალაქის 3000-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია გასულ თვეს განხორციელდა.

მოსახლეობას უფლება აქვს დღის განმავლობაში სახლში დაბრუნდეს ქონებისა და ნივთების შესამოწმებლად, მაგრამ სანამ ვულკანის ამოფრქვევის ალბათობა იარსებებს, ხალხს სახლში მუდმივად დაბრუნების უფლება არ ექნება.

ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ თორ ვიგლუნდსონმა განაცხადა, რომ სეისმურმა აქტივობამ საკანალიზაციო სისტემის დაზიანება გამოიწვია, ქალაქს ასევე არ მიეწოდება წყალი. მისივე თქმით, "ინფრასტრუქტურის დაზიანება დიდია და გავლენას ახდენს ქალაქის უმეტეს ნაწილზე“.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოდან ათიათასობით მიწისძვრა დაფიქსირდა ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე. დაახლოებით 300 მიწისძვრა დაფიქსირდა სამშაბათს, ოთხშაბათს კი - 100. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, შემცირდა მიწისძვრების მაგნიტუდაც. თუ ასე გაგრძელდა, ვულკანის გარდაუვალი ამოფრქვევის ალბათობა დროთა განმავლობაში შემცირდება.

ისლანდიას სეისმური აქტივობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი ვულკანების უმეტესობა აქტიურია. ქვეყანა ორ ტექტონიკურ ფირფიტაზეა გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, ისლანდიაში, ვულკან Eyjafjallajökull-ზე დიდი ამოფრქვევების სერიამ წარმოქმნა ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, რომელმაც დაფარა ლამის მთელი ევროპის ტერიტორია, რამაც გამოიწვია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვანი შეფერხება.