პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ არ სჯერათ პოლიტიკური საზღვრების, მათ სურთ მთლიანი რასა გაანადგურონ" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის შვილი დაჯგუფების წინააღმდეგ
"მათ არ სჯერათ პოლიტიკური საზღვრების, მათ სურთ მთლიანი რასა გაანადგურონ" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის შვილი დაჯგუფების წინააღმდეგ

"ჰა­მა­სის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, შეიხ ჰა­სან იო­სე­ფის ვაჟ­მა, მო­საბ ჰა­სან იო­სეფ­მა გა­ე­რო­ში ისა­უბ­რა ის­რა­ელ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ. მო­სა­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში. ის დიდი ხა­ნია "ჰა­მა­სის" ოპო­ნენ­ტია.

20 ნო­ემ­ბერს გა­ე­რო­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის, "7 ოქ­ტომ­ბრის ხოც­ვა-ჟლე­ტის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის" ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და მო­საბ ჰა­სან იო­სე­ფი.

მისი თქმით,"ჰა­მასს“ არ სჯე­რა "პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზღვრე­ბის" და ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი ბავ­შვე­ბის ინ­დოქ­ტრი­ნა­ცი­აა, რომ­ლებ­საც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ას­წავ­ლი­ან ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნად­გუ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"დღეს მე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბით, რო­მე­ლიც პა­ლეს­ტი­ნა­ში გა­ი­ზარ­და. ჰა­მას­ზე სა­უბ­რი­სას, ვსა­უბ­რობთ რე­ლი­გი­ურ ჯგუფ­ზე, რო­მელ­საც არ სჯე­რა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზღვრებს და სურს, გა­ა­ნად­გუ­როს მთე­ლი რასა, რათა აა­შე­ნოს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო. არ ვიცი, სხვა რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამა­ზე და არ ვიცი, რა­ტომ არ არის ეს ყვე­ლას­თვის აშ­კა­რა".

მუ­საბ ჰა­სან იო­სე­ფი 1978 წელს და­ი­ბა­და. ის შეიხ ჰა­სან იო­სე­ფის ოჯახ­ში უფ­რო­სი ვაჟი იყო და მის მთა­ვარ მემ­კვიდ­რედ ით­ვლე­ბო­და. მა­მის ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და­ი­წყო. 10 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლად და­ა­კა­ვეს - ებ­რა­ე­ლებს ქვებს ეს­რო­და.

იო­სეფ­მა რამ­დე­ნი­მე წელი გა­ა­ტა­რა ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ში. 1996 წელს იგი ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ტო­რი გახ­და. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და კო­დუ­რი სა­ხე­ლით "მწვა­ნე პრინ­ცი".

მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­ლო­ბით, სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ათო­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა და და­ა­კა­ვეს "ჰა­მა­სის“ მრა­ვა­ლი ლი­დე­რი.

2007 წელს იო­სეფ­მა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი და­ტო­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მი­ი­ღო - ის ახლა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა.

მო­საბ ჰა­სან იო­სე­ფის მამა, შეიხ ჰა­სან იო­სე­ფი, ჰა­მა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წევ­რია და ჯგუ­ფის ერთ-ერთ სუ­ლი­ერ ლი­დე­რად ით­ვლე­ბა. ის ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვა. ჯამ­ში მან ცი­ხე­ში 20 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ
33

ჰამასი და კონფლიქტი ცალკე თემაა, მაგრამ რა სიმპათია უნდა გქონდეს იმ ადამიანის მიმართ რომელიც საკუთარი ერის განადგურებას ასე გულგრილად ხვდება. ღმერთმა ქნას მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და უბრალო ისრაელელებმა და პალესტინელებმა მშვიდობიანი თანაცხოვრებაშესძლონ!

თამაზი
3

ვააააააააააა, ამას ნაღდად კოსმონავტის გული აქვს. მაგარი უშიშარი ყოფილა, ამის თქმას რომ ბედავს. ჰამასი უკვე გამოაცხადებდა ნადირობას და მამამისიც დასტურს მისცემდა.

ავტორი:

"მათ არ სჯერათ პოლიტიკური საზღვრების, მათ სურთ მთლიანი რასა გაანადგურონ" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის შვილი დაჯგუფების წინააღმდეგ

"მათ არ სჯერათ პოლიტიკური საზღვრების, მათ სურთ მთლიანი რასა გაანადგურონ" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის შვილი დაჯგუფების წინააღმდეგ

"ჰამასის" თანადამფუძნებლის, შეიხ ჰასან იოსეფის ვაჟმა, მოსაბ ჰასან იოსეფმა გაეროში ისაუბრა ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ. მოსაბი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ისრაელის დაზვერვის სამსახურში. ის დიდი ხანია "ჰამასის" ოპონენტია.

20 ნოემბერს გაეროში დოკუმენტური ფილმის, "7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულების" ჩვენება გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მოსაბ ჰასან იოსეფი.

მისი თქმით,"ჰამასს“ არ სჯერა "პოლიტიკური საზღვრების" და ტერორისტული დაჯგუფების მთავარი დანაშაული ბავშვების ინდოქტრინაციაა, რომლებსაც ადრეული ასაკიდან ასწავლიან ისრაელის სახელმწიფოს განადგურების აუცილებლობას.

"დღეს მე შემიძლია ვისაუბრო საკუთარი გამოცდილებით, იმ ადამიანის გამოცდილებით, რომელიც პალესტინაში გაიზარდა. ჰამასზე საუბრისას, ვსაუბრობთ რელიგიურ ჯგუფზე, რომელსაც არ სჯერა პოლიტიკური საზღვრებს და სურს, გაანადგუროს მთელი რასა, რათა ააშენოს ისლამური სახელმწიფო. არ ვიცი, სხვა რა შეიძლება ითქვას ამაზე და არ ვიცი, რატომ არ არის ეს ყველასთვის აშკარა".

მუსაბ ჰასან იოსეფი 1978 წელს დაიბადა. ის შეიხ ჰასან იოსეფის ოჯახში უფროსი ვაჟი იყო და მის მთავარ მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის ბრძანებების შესრულება მოზარდობის ასაკში დაიწყო. 10 წლის იყო, როცა პირველად დააკავეს - ებრაელებს ქვებს ესროდა.

იოსეფმა რამდენიმე წელი გაატარა ისრაელის ციხეში. 1996 წელს იგი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმატორი გახდა. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კოდური სახელით "მწვანე პრინცი".

მისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით, სადაზვერვო სამსახურებმა თავიდან აიცილეს ათობით ტერორისტული თავდასხმა და დააკავეს "ჰამასის“ მრავალი ლიდერი.

2007 წელს იოსეფმა ახლო აღმოსავლეთი დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში მიიღო - ის ახლა ამერიკის მოქალაქეა.

მოსაბ ჰასან იოსეფის მამა, შეიხ ჰასან იოსეფი, ჰამასის ხელმძღვანელობის წევრია და ჯგუფის ერთ-ერთ სულიერ ლიდერად ითვლება. ის ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ დააკავა. ჯამში მან ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა.