პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ ერთადერთი გონიერი ნაბიჯია მისი პრემიერობის კანდიდატად გამოცხადება" - თინა ხიდაშელი
"სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ  ერთადერთი გონიერი ნაბიჯია მისი პრემიერობის კანდიდატად გამოცხადება" - თინა ხიდაშელი

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­ზე ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტინ­ქტის მა­ტა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან სწო­რად მოქ­მე­დებს.

"მე მას ხმას არ ვაძ­ლევ, პა­ტივს არ ვცემ, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის უბე­დუ­რე­ბად და ბო­რო­ტე­ბად მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ ის არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ინ­სტინ­ქტე­ბის პო­ლი­ტი­კო­სი ამ მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნის­თვის ძა­ლი­ან სწო­რად მოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უშეც­დო­მოდ მოქ­მე­დებს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უშეც­დო­მოდ მოქ­მე­დებს იმის მი­უ­ხე­და­ვად, მე რას ვფიქ­რობ. ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­და, რომ­ლის სარ­ჩევ­ნო ხედ­ვე­ბი, ნა­ბი­ჯე­ბი უკვე სა­ხე­ზეა. მან კო­ა­ლი­ცია გა­ა­კე­თა. არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა? მან შე­მო­ი­ერ­თა სხვა პარ­ტია და თქვა: აგერ ბა­ტო­ნო, ჩემი კარი ღიაა, და­ვი­წყეთ კო­ა­ლი­ცი­ის შე­ნე­ბა და ვი­საც გინ­დათ მობ­რძან­დით“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თქმით, აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ 23 ნო­ემ­ბერს რამ­დე­ნი­მე ამ­ბავს შე­ი­ტყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­უ­ლი თუ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

"რო­გორც ჩანს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ვი­გებთ, პარ­ტია იყო­ფა კი­დევ ერთხელ თუ არა. ასე­ვე მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ლი­დერს გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ. არ ვიცი, და­არ­ქმე­ვენ თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს, მაგ­რამ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­არ­ჩევ­ნო ლი­დერ­საც გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­და, თუ სხვა ვინ­მეს გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად, ეს "მათი მხრი­დან ძა­ლი­ან უგუ­ნუ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა“.

"რო­დე­საც ვამ­ბობ იმას, რომ ძა­ლი­ან სწორ და ჭკვი­ა­ნურ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის­თვის, ერ­თა­დერ­თი სწო­რი და გო­ნი­ე­რი ნა­ბი­ჯი მათი მხრი­დან არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა იმი­ტომ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ვინც შერ­ჩა ამომ­რჩევ­ლად, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლია, ხა­ბე­იშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლი არ არის. ეს მგო­ნი, ყვე­ლამ იცის“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ პო­ზი­ტი­უ­რია სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ის არის შე­ზღუ­დუ­ლი. არ აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა­ი­მე ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი. ამი­ტომ, ახლა მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ პარ­ტი­ა­ში მო­რი­გი გახ­ლე­ჩა, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ მოხ­დეს და მათი ამომ­რჩევ­ლის თუნ­დაც მცი­რე ნა­წი­ლის დაბ­ნე­უ­ლო­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ონ“,- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტია "ლე­ლოს“ აძ­ლევს ხმას.

"ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­თორ­მე­ტე წე­ლია მუდ­მი­ვად იმის მტკი­ცე­ბა­ში არი­ან, ვის უფრო დიდი რქე­ბი აქვს. ამა­სო­ბა­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სუ­პერ დიდი რქე­ბი თან­და­თან და­პა­ტა­რავ­და იმ ფონ­ზე, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ახერ­ხებს და სჩა­დის ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უჩა
0

 ისეა გასუქებული, ქ-ნი, არა მგონია ინდოეთში ნაჩუქარი სარი მოერგოს!

თომა
1

საწყალი, გაგიჟებულა.

ავტორი:

"სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ ერთადერთი გონიერი ნაბიჯია მისი პრემიერობის კანდიდატად გამოცხადება" - თინა ხიდაშელი

"სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ  ერთადერთი გონიერი ნაბიჯია მისი პრემიერობის კანდიდატად გამოცხადება" - თინა ხიდაშელი

დღეს საქართველოში ყველზე ძლიერი პოლიტიკური ინსტინქტის მატარებელი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური ამოცანის შესრულებისთვის ძალიან სწორად მოქმედებს.

"მე მას ხმას არ ვაძლევ, პატივს არ ვცემ, როგორც პოლიტიკოსს, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უბედურებად და ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ ის არის ერთადერთი სწორი ინსტინქტების პოლიტიკოსი ამ მდგომარეობით, როგორც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. თავისი პოლიტიკური ამოცანისთვის ძალიან სწორად მოქმედებს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი შეფასებით, ჯერჯერობით, "ნაციონალური მოძრაობა“ უშეცდომოდ მოქმედებს.

"ჯერჯერობით, "ნაციონალური მოძრაობა“ უშეცდომოდ მოქმედებს იმის მიუხედავად, მე რას ვფიქრობ. ამ წუთის მდგომარეობით, "ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლების გარდა, რომლის სარჩევნო ხედვები, ნაბიჯები უკვე სახეზეა. მან კოალიცია გააკეთა. არის საზოგადოებაში კოალიციაზე მოთხოვნა? მან შემოიერთა სხვა პარტია და თქვა: აგერ ბატონო, ჩემი კარი ღიაა, დავიწყეთ კოალიციის შენება და ვისაც გინდათ მობრძანდით“, - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ 23 ნოემბერს რამდენიმე ამბავს შეიტყობს საზოგადოება "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული თუ საარჩევნო სუბიექტის სტრუქტურის შესახებ.

"როგორც ჩანს, ერთხელ და სამუდამოდ გავიგებთ, პარტია იყოფა კიდევ ერთხელ თუ არა. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ლიდერს გამოაცხადებენ. არ ვიცი, დაარქმევენ თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო ლიდერსაც გამოუცხადებენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილის გარდა, თუ სხვა ვინმეს გამოაცხადებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს "მათი მხრიდან ძალიან უგუნური ნაბიჯი იქნება“.

"როდესაც ვამბობ იმას, რომ ძალიან სწორ და ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამენ თავიანთი პოლიტიკური ამოცანებისთვის, ერთადერთი სწორი და გონიერი ნაბიჯი მათი მხრიდან არის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამოცხადება იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც შერჩა ამომრჩევლად, ის სააკაშვილის ამომრჩეველია, ხაბეიშვილის ამომრჩეველი არ არის. ეს მგონი, ყველამ იცის“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შესაძლებლობები ლიმიტირებულია, მაგრამ პოზიტიურია საარჩევნო ბარიერის თვალსაზრისით.

"ნაციონალური მოძრაობა შემდეგ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, მაგრამ ის არის შეზღუდული. არ აქვს განსაკუთრებულად რაიმე ზრდის პოტენციალი. ამიტომ, ახლა მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პარტიაში მორიგი გახლეჩა, განხეთქილება არ მოხდეს და მათი ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილის დაბნეულობა არ გამოიწვიონ“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებზე პარტია "ლელოს“ აძლევს ხმას.

"ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება მეთორმეტე წელია მუდმივად იმის მტკიცებაში არიან, ვის უფრო დიდი რქები აქვს. ამასობაში, "ნაციონალური მოძრაობის“ სუპერ დიდი რქები თანდათან დაპატარავდა იმ ფონზე, რასაც "ქართული ოცნება“ ახერხებს და სჩადის ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ხიდაშელმა.