სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები" - პრეზიდენტი
"ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები" - პრეზიდენტი

ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვე­შაა, რას შე­იძ­ლე­ბა ცდი­ლობ­დეს რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, უკ­რა­ი­ნა­ში მარ­ცხის და­სა­კომ­პენ­სი­რებ­ლად - ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ასე­თი პერ­სპექ­ტი­ვის მი­მართ შე­საძ­ლოა, შიშს გრძნობ­დეს, მაგ­რამ მე ამას არ ვი­ზი­ა­რებ - ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო თავ­დაც­ვა ევ­რო­კავ­ში­რის სო­ლი­და­რო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა France 24-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ეპყრო­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პუ­ტინს ზედ­მე­ტი პა­ტი­ვის­ცე­მით და რო­გორ აკე­თებს ამას.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სე­თი­სათ­ვის წი­თე­ლი ხაზი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს ხა­ზია.

„მე ამას თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბას და­ვარ­ქმევ­დი და ეს შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის შემ­დგო­მი შე­დე­გი იყოს, რომ ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვე­შაა, რას შე­იძ­ლე­ბა ცდი­ლობ­დეს რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მარ­ცხის და­სა­კომ­პენ­სი­რებ­ლად. ასე რომ, ვფიქ­რობ, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ასე­თი პერ­სპექ­ტი­ვის მი­მართ შე­საძ­ლოა, შიშს გრძნობ­დეს, მაგ­რამ მე ამას არ ვი­ზი­ა­რებ. ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო თავ­დაც­ვა ევ­რო­კავ­ში­რის სო­ლი­და­რო­ბაა. სა­უ­კე­თე­სო თავ­დაც­ვა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ჩვენს ოჯახ­თან ყოფ­ნაა. რა­საც ვხე­დავთ ისაა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რუ­სე­თი­სათ­ვის წი­თე­ლი ხაზი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს ხა­ზია. სწო­რედ ეს უნდა ჩემს ქვე­ყა­ნას, ეს უნდა მო­სახ­ლე­ო­ბას. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვა, სა­დაც ჩანს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი 80%-დან 86%-მდე გა­ი­ზარ­და და ნა­ტო­სად­მი მხარ­და­ჭე­რა 72%-დან - 76%-მდე“,- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, აქვს თუ არა კო­მუ­ნი­კა­ცია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ ქვეყ­ნის გა­რეთ პრე­მი­ერს სა­ჯა­როდ არ გა­აკ­რი­ტი­კებს, რად­გან „ქვეყ­ნის დე­პო­ლა­რი­ზა­ცია მო­მავ­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

„ქარ­თველ ხალ­ხს მივ­მარ­თავ, და­ე­თან­ხმოს იმ პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბი - ვიცი, რომ ეს ის პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მიჰ­ყვე­ბა. რა მი­ზე­ზი შთა­ა­გო­ნებს პრე­მი­ერს, ვფიქ­რობ, ეს მას უნდა ჰკი­თხოთ. მე არ ვარ აქ იმის­თვის, რომ მისი სი­ტყვე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნო, ან ქვეყ­ნის გა­რეთ ის [პრე­მი­ე­რი] სა­ჯა­როდ გა­ვაკ­რი­ტი­კო, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­პო­ლა­რი­ზა­ცია მო­მავ­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქარ­თვე­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბას წარ­მო­ვად­გენ, რომ მათ ევ­რო­პა­ში ყოფ­ნა სურთ. ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე­მონ­სტრა­ცი­ას აწყობ­და.. დე­მონ­სტრა­ცია სწო­რი სი­ტყვა არაა - [ხალ­ხი], რო­მე­ლიც უერ­თდე­ბო­და ჩემი სა­სახ­ლის წინ სი­ხა­რულს. ჩვენ ჯერ კი­დევ ვაგ­რო­ვებთ ასო­ბით, ათა­სო­ბით ხელ­მო­წე­რას, რომ კო­მი­სი­ის ეს რე­კო­მენ­და­ცია უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გა­ვამ­ყა­როთ“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუ!
1

და ქალბატონო, რო არ დაგეთანხმოთ, სი ძინ პენივით დაგვაპატიმრებთ????

Qeto
1

გადაგვითარგმნოთ იქნებ ვინმემ,რაო რა მინდაო ?...

ავტორი:

"ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები" - პრეზიდენტი

"ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები" - პრეზიდენტი

ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ აკეთებს ამას.

პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია.

„მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან - 76%-მდე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის გარეთ პრემიერს საჯაროდ არ გააკრიტიკებს, რადგან „ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები - ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.. დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა - [ხალხი], რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.