პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება" - რას ამბობს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია?
"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება" - რას ამბობს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ოლი­გარ­ქია.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, le monde-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ივა­ნიშ­ვი­ლი მათ რი­გებ­შია, "ვინც ვერ წარ­მო­იდ­გენს, რომ რუ­სე­თი და­მარ­ცხდე­ბა".

"ის ოლი­გარ­ქია, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა. ასე რომ, მენ­ტა­ლი­ტეტ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს ის, რაც მან წარ­სულ­ში გა­მო­ცა­და. დღეს მსოფ­ლიო ორად იყო­ფა. ის მათ რი­გებ­შია, ვინც ვერ წარ­მო­იდ­გენს, რომ რუ­სე­თი და­მარ­ცხდე­ბა, ამი­ტო­მაც ცდი­ლობს წი­ნას­წარ მო­ერ­გოს რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იყოს. მისი გავ­ლე­ნით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი, ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ სი­სუს­ტე­სა და მა­ა­მებ­ლურ პო­ზი­ცი­ას რუ­სე­თის მი­მართ. ეს ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის ცუდი აღ­ქმაა.

მე­ო­რე ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბი, ფიქ­რო­ბენ, რომ რუ­სე­თი ვე­ღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა ის, რაც ადრე იყო. ის მრა­ვა­ლი კუ­თხით უკვე და­მარ­ცხდა - სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით და პრეს­ტი­ჟის მხრი­ვაც: მან ფი­ნე­თი­სა და შვე­დე­თის ნატო-ში შეს­ვლა მო­ახ­დი­ნა და მალე და­აჩ­ქა­რებს უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის „წყა­ლო­ბით“ მოხ­დე­ბა, რად­გან ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათ­ვლი­ლი. ამ რუ­სეთ­მა წა­ა­გო“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რო­გორ ეს­მის ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცია "დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე", სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დღეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და, სხვა ოლი­გარ­ქი არ არის და "პა­სუ­ხი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­შია“.

"მე არ ვიცი, რო­გო­რია მისი რე­ა­ლუ­რი ჩა­რე­ვა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაა გამჭვირ­ვა­ლე. ცხა­დია, მას დო­მი­ნან­ტუ­რი გავ­ლე­ნა აქვს არ­სე­ბულ მმარ­თვე­ლებ­ზე. დღეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და, სხვა ოლი­გარ­ქი არ არის.

პა­სუ­ხი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე, ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­შია. ოც­და­ა­თი წე­ლია ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თპარ­ტი­ულ სის­ტე­მა­ში ვართ. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გვჭირ­დე­ბა, რე­ა­ლუ­რი კო­ა­ლი­ცი­ით, პრო­ევ­რო­პუ­ლი ფრონ­ტით“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ რო­დის ჰქონ­და ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცია ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, სამი წე­ლია მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გარ­და, სხვა სა­უ­ბა­რი მას­თან არას­დროს მქო­ნია. რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან დავ­ბრუნ­დი, მი­ვე­დი ჩემი მო­საზ­რე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, თუ რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ეს უფრო მო­ნო­ლო­გი იყო, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი. არა­ვინ იცის, ის რას ფიქ­რობს".

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და და ამა­ში „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წარ­მა­ტე­ბის­თვის რომ მი­ეღ­წია, "უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი როლი ექ­ნე­ბო­და ევ­რო­პულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე“.

"მან [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა] ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ჩემი, რო­გორც პრო­ევ­რო­პუ­ლის, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნა­ში [2018 წელს], თუმ­ცა არ უთა­მა­შია და­დე­ბი­თი როლი ევ­რო­კავ­ში­რი­სა­კენ ჩვე­ნი გზის დაჩ­ქა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ წა­მო­ი­წყო. შე­საძ­ლოა, მან უარ­ყო­ფი­თი როლი ითა­მა­შა, თუ ჩავ­თვლით, რომ ის შთა­ა­გო­ნებს მმარ­თველ პი­რებს, რო­დე­საც ისი­ნი ცუდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ჩემი იმ­პიჩ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და და ამა­ში წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის რომ მი­ეღ­წი­ათ, მას უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი როლი ექ­ნე­ბო­და ევ­რო­პულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე“,- აცხა­დებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით მო­ვი­და და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზუ­რა­ბიშ­ვილს, პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი, ალ­ბათ, იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ მის ხელ­ში არაა.

„დო­მი­ნან­ტი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ნა­თე­ლია, რომ რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს არ მქონ­და ბერ­კე­ტე­ბი, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი არ­ჩე­უ­ლი. რა­შიც მა­და­ნა­შა­უ­ლებს, ალ­ბათ ისაა, რომ მის ხელ­ში არ ვარ, რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი მმარ­თვე­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სა­ა­კაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ხედ­ვის პროგ­რა­მა­ში აცხა­დებს, რომ "ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვისი ქო­ნე­ბაც აღე­მა­ტე­ბა მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკ­რძა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მნა ან/და პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ან/და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უნდა მო­ვახ­დი­ნოთ დი­დძა­ლი ფუ­ლის და პო­ლი­ტი­კის გან­ქორ­წი­ნე­ბა“. ნეტავ მანიფესტში რა ეწერება? არ გამომაპაროთ, დღეს უკვე 22-ა და არ აქვეყნებს ?! 

ალექს
0

ოლიგარქი ის მდიდარია, რომელიც თავადაა მთავრობა, მხოლოდ გავლენას კი არ ახდენს , თვითონ, თვითონაა მთავრობა ! ჩვენ ორასი ოლიგარქი გვყავს ! ამერიკას არ ყავს ოლიგარქები , შესაბამისად ოლიგარქია იქ არ არის და პირიქით ! მდიდარი ამერიკელი ცხადია ბიზნესიდან მოდის და მათ აქვთ ოქროს წესი-პირადად არ შევიდნენ პოლიტიკურ თანამდებობაზე , მაგრამ ახლოს იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებთან !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება" - რას ამბობს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია?

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება" - რას ამბობს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

როგორც ზურაბიშვილმა, le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, "ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება".

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის „წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია "დეოლიგარქიზაციაზე", სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და "პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“.

"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.

პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია ყოფილ პრემიერთან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

"ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს".

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში „ქართულ ოცნებას“ წარმატებისთვის რომ მიეღწია, "უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“.

"მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპულის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კითხვაზე - ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი, ალბათ, იმაში ადანაშაულებს, რომ მის ხელში არაა.

„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.