პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად სასაცილოა... ეს ქვეყანა კი არა, წამების ოთახია" - რუსი მხატვრისთვის მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და ბოლო სიტყვა სასამართლოზე
"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად სასაცილოა... ეს ქვეყანა კი არა, წამების ოთახია" -  რუსი მხატვრისთვის მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და ბოლო სიტყვა სასამართლოზე

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მხატ­ვარ საშა სკო­ჩი­ლენ­კოს შვი­დი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ქალს ბრა­ლად ედე­ბო­და რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­სა­ხებ "ყალ­ბი ამ­ბე­ბის“ გავ­რცე­ლე­ბა. საშა 2022 წლის მარ­ტში და­ა­კა­ვეს, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან ერთ თვე­ში. მი­ზე­ზი მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სის ეტი­კე­ტის ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლო­ზუნ­გე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა გახ­და.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ვა­სი­ლე­ოს­ტროვ­სკის სა­სა­მარ­თლომ მხატ­ვა­რი დამ­ნა­შა­ვედ ცნო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 207.3 მუხ­ლით (შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ შეგ­ნე­ბუ­ლად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა) და მი­ე­სა­ჯა შვი­დი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა სა­ერ­თო რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში.

საშა სკო­ჩი­ლენ­კოს საქ­მე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, მას არ ჰქონ­და სა­ჭი­რო საკ­ვე­ბი და სა­მე­ცი­დი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე სკო­ჩი­ლენ­კოს არ აძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას დარ­ბაზ­ში მი­ე­ღო საკ­ვე­ბი, წყა­ლი ან წა­მა­ლი. დაც­ვის მხა­რემ პრო­ცეს­ზე არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ქალი სა­სა­მარ­თლო­ში დი­ლით ადრე მი­იყ­ვა­ნეს და ამის გამო მთე­ლი დღე ვე­რა­ფერს ჭამ­და.

"სა­შას რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს. მას სჭირ­დე­ბა შეს­ვე­ნე­ბე­ბი წყლის და­სა­ლე­ვად, წამ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, საჭ­მე­ლად, ტუ­ა­ლეტ­ში გა­სას­ვლე­ლად და კარ­დი­ოს­ტი­მუ­ლა­ტო­რის ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­საც­ვლე­ლად“, - ამ­ბობ­და სკო­ჩი­ლენ­კოს დამ­ცვე­ლი.

საშა რამ­დე­ნი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მას ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებს ცე­ლი­ა­კია - გლუ­ტე­ნის აუ­ტან­ლო­ბა, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტა სჭირ­დე­ბა, რა­საც სის­ტე­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. სკო­ჩი­ლენ­კოს ასე­ვე აქვს გუ­ლის დე­ფექ­ტი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მისი სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, სა­სა­მარ­თლო უარს ამ­ბობს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში სკო­ჩი­ლენ­კოს გა­დაყ­ვა­ნა­ზე იმ სა­ბა­ბით, რომ მისი ნა­თე­სა­ვე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ და შე­უძ­ლია მათ­თან გა­იქ­ცეს.

  • იგი­ვე ბრალ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა სას­ჯე­ლი

სკო­ჩი­ლენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა 72 წლის პენ­სი­ო­ნერ­მა შე­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც "უკი­დუ­რე­სად აღ­შფო­თე­ბუ­ლი" იყო მხატ­ვრის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რით "რუ­სე­თის არ­მი­ამ და­ბომ­ბა სკო­ლის შე­ნო­ბა".

სკო­ჩი­ლენ­კო არ არის ერ­თა­დერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი "ყალ­ბი ამ­ბე­ბის" გავ­რცე­ლე­ბა­ში, ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს სმო­ლენ­სკელ ბიზ­ნეს­მენს ვლა­დი­მერ ზა­ვი­ა­ლოვს, რო­მელ­მაც ასე­ვე შეც­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე ფა­სის ნი­შა­ნი მა­ღა­ზი­ა­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წარ­წე­რით. თუმ­ცა იგი­ვე ბრალ­დე­ბა­ზე კაც­მა ექ­ვსი თვე ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მის წი­ნა­აღ­მდეგ ექ­ვსი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ ზა­ვი­ა­ლოვ­მა რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვა გა­ნა­ჩე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შეძ­ლო.

სკო­ჩი­ლენ­კო პირ­ვე­ლი იყო, ვინც მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. ამის შემ­დეგ, ეკა­ტე­რინ­ბურ­გში, ტუ­ლა­სა და ყა­ზან­ში ასე­ვე და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვინც ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წარ­წე­რე­ბით მა­ღა­ზი­ებ­ში ფა­სე­ბი შეც­ვა­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა ამ შემ­თხვე­ვებ­შიც "დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი“ ჯა­რი­მე­ბით გა­დარ­ჩნენ.

  • სკო­ჩი­ლენ­კოს ბოლო სი­ტყვა სა­სა­მარ­თლო­ზე

"ჩემი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იმ­დე­ნად უც­ნა­უ­რი და სა­სა­ცი­ლოა, რომ ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბა: შე­ვალ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და ცი­დან უცებ და­ეშ­ვე­ბა კონ­ფე­ტე­ბის წვი­მა, ყვე­ლა ფეხ­ზე წა­მოდ­გე­ბა და იყ­ვი­რებს: ეს ხუმ­რო­ბაა, ეს არის ხუმ­რო­ბა!"

"ჩემი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის წყა­ლო­ბით, ჩემს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ მი­აღ­წია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნამ­დე რუ­სეთ­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მე რომ არ და­გე­პა­ტიმ­რე­ბი­ნეთ, ერთი ბე­ბია, მო­ლა­რე და მა­ღა­ზია "პე­რეკ­რი­ოს­ტო­კის" დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ი­გებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას".

სკო­ჩი­ლენ­კომ გა­იხ­სე­ნა, რომ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აჯან­ყე­ბის საქ­მე და­ი­ხუ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "უზარ­მა­ზა­რი ზი­ა­ნი" მი­ად­გა ქვე­ყა­ნას. "ჩემი ქმე­დე­ბით არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია, პა­ტიმ­რო­ბა­ში ვარ - მკვლე­ლებ­თან, ქურ­დებ­თან, არას­რულ­წლო­ვან­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან და პროს­ტი­ტუ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ერ­თად. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, თით­ქოს ჩემს მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი შე­ედ­რე­ბა ამ და­ნა­შა­უ­ლებს...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გი­სო­სებს მიღ­მა ვარ, შენ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. მე შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რა­საც ვფიქ­რობ, შე­მიძ­ლია და­ვა­ნე­ბო სამ­სა­ხურს თავი. მე არ მყავს მტე­რი, არ მე­ში­ნია ფუ­ლის ან თუნ­დაც სახ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის“, - მი­მარ­თა მან მო­სა­მარ­თლეს და სთხო­ვა, გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ბე­დის გა­და­წყვე­ტი­სას.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით123
76

 მსგავსი რამ აშშ-ში გააკეთეთ აბა და ვნახოთ როგორ მოიქცევა დემოკრატის შუქურა აშშ

ZZ
11

ეს ქალბატონი გმირიააა!!!

ავტორი:

"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად სასაცილოა... ეს ქვეყანა კი არა, წამების ოთახია" - რუსი მხატვრისთვის მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და ბოლო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად სასაცილოა... ეს ქვეყანა კი არა, წამების ოთახია" -  რუსი მხატვრისთვის მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და ბოლო სიტყვა სასამართლოზე

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მხატვარ საშა სკოჩილენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალს ბრალად ედებოდა რუსული არმიის შესახებ "ყალბი ამბების“ გავრცელება. საშა 2022 წლის მარტში დააკავეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში. მიზეზი მაღაზიაში პროდუქტებზე ფასის ეტიკეტის ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით ჩანაცვლება გახდა.

სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის სასამართლომ მხატვარი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით (შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება) და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

საშა სკოჩილენკოს საქმე წელიწადნახევარი გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, მას არ ჰქონდა საჭირო საკვები და სამეციდინო მომსახურება.

სასამართლო სხდომებზე სკოჩილენკოს არ აძლევდნენ უფლებას დარბაზში მიეღო საკვები, წყალი ან წამალი. დაცვის მხარემ პროცესზე არაერთხელ განაცხადა, რომ ქალი სასამართლოში დილით ადრე მიიყვანეს და ამის გამო მთელი დღე ვერაფერს ჭამდა.

"საშას რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება აქვს. მას სჭირდება შესვენებები წყლის დასალევად, წამლების მისაღებად, საჭმელად, ტუალეტში გასასვლელად და კარდიოსტიმულატორის ელემენტების გამოსაცვლელად“, - ამბობდა სკოჩილენკოს დამცველი.

საშა რამდენიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მას ბავშვობიდან აწუხებს ცელიაკია - გლუტენის აუტანლობა, წინასწარი დაკავების იზოლატორში კი სპეციალური დიეტა სჭირდება, რასაც სისტემა ვერ უზრუნველყოფს. სკოჩილენკოს ასევე აქვს გულის დეფექტი, რამაც შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სასამართლო უარს ამბობს შინაპატიმრობაში სკოჩილენკოს გადაყვანაზე იმ საბაბით, რომ მისი ნათესავები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და შეუძლია მათთან გაიქცეს.

  • იგივე ბრალდება და სხვადასხვა სასჯელი

სკოჩილენკოს წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება 72 წლის პენსიონერმა შეიტანა, რომელიც "უკიდურესად აღშფოთებული" იყო მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერით "რუსეთის არმიამ დაბომბა სკოლის შენობა".

სკოჩილენკო არ არის ერთადერთი ბრალდებული "ყალბი ამბების" გავრცელებაში, ანალოგიური ბრალდება წაუყენეს სმოლენსკელ ბიზნესმენს ვლადიმერ ზავიალოვს, რომელმაც ასევე შეცვალა რამდენიმე ფასის ნიშანი მაღაზიაში ომის საწინააღმდეგო წარწერით. თუმცა იგივე ბრალდებაზე კაცმა ექვსი თვე შინაპატიმრობაში გაატარა. პროკურატურამ მის წინააღმდეგ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მაგრამ ზავიალოვმა რუსეთიდან გაქცევა განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე შეძლო.

სკოჩილენკო პირველი იყო, ვინც მსგავსი ქმედებებისთვის დააკავეს. ამის შემდეგ, ეკატერინბურგში, ტულასა და ყაზანში ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, ვინც ომის საწინააღმდეგო წარწერებით მაღაზიებში ფასები შეცვალა, მაგრამ ყველა ამ შემთხვევებშიც "დამნაშავეები“ ჯარიმებით გადარჩნენ.

  • სკოჩილენკოს ბოლო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად უცნაური და სასაცილოა, რომ ხანდახან მეჩვენება: შევალ სასამართლო დარბაზში და ციდან უცებ დაეშვება კონფეტების წვიმა, ყველა ფეხზე წამოდგება და იყვირებს: ეს ხუმრობაა, ეს არის ხუმრობა!"

"ჩემი გამომძიებლებისა და პროკურორების წყალობით, ჩემს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მიაღწია ათასობით ადამიანამდე რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. მე რომ არ დაგეპატიმრებინეთ, ერთი ბებია, მოლარე და მაღაზია "პერეკრიოსტოკის" დაცვის თანამშრომელი გაიგებდა ამ ინფორმაციას".

სკოჩილენკომ გაიხსენა, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აჯანყების საქმე დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ "უზარმაზარი ზიანი" მიადგა ქვეყანას. "ჩემი ქმედებით არავინ დაშავებულა და წელიწადნახევარზე მეტია, პატიმრობაში ვარ - მკვლელებთან, ქურდებთან, არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის ბრალდებულებთან და პროსტიტუციის ორგანიზატორებთან ერთად. ეგრეთ წოდებული ზიანი, თითქოს ჩემს მიერ მიყენებული ზარალი შეედრება ამ დანაშაულებს...

მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმა ვარ, შენზე თავისუფალი ვარ. მე შემიძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ, შემიძლია დავანებო სამსახურს თავი. მე არ მყავს მტერი, არ მეშინია ფულის ან თუნდაც სახლის გარეშე დარჩენის“, - მიმართა მან მოსამართლეს და სთხოვა, გონივრულად გამოეყენებინა თავისი ძალაუფლება ადამიანის ბედის გადაწყვეტისას.

წყარო