მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი მსახიობი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრზე იქორწინა და "პრინცესა" გახდა - ლეილა ყიფიანის როლები, კარიერა და პირადი ცხოვრება
ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი მსახიობი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრზე იქორწინა და "პრინცესა" გახდა - ლეილა ყიფიანის როლები, კარიერა და პირადი ცხოვრება

საკ­მა­რი­სია, ახ­სე­ნო ხა­ტია ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბი­დან "მე ვხე­დავ მზეს", ყვე­ლას თვალ­წინ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი წარ­მო­უდ­გე­ბა.ის ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ ასე­უ­ლო­ბით კან­დი­დატს შო­რის გა­მო­არ­ჩია და ამ პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ანდო. პირ­ვე­ლი­ვე როლ­მა უსა­ზღვრო პო­პუ­ლა­რო­ბა და ულა­მა­ზეს ქარ­თველ ქალ­თა სი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მო­უ­ტა­ნა.

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი 1947 წლის 16 ივ­ლისს, ლან­ჩხუთ­ში და­ი­ბა­და. მამა, გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი იყო. დედა, ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - დი­ა­სახ­ლი­სი. 9 წლის ასაკ­ში მშობ­ლებ­მა ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მომ­დევ­ნო ხუთი წელი სწავ­ლობ­და.

ცეკ­ვა კი­ნო­თი ჩა­ა­ნაც­ვლა - ჯერ "მე ვხე­დავ მზე­ში" გა­მოჩ­ნდა, შემ­დეგ "ღი­მი­ლის ბი­წებ­ში" და "ლონ­დრე­ში".

"მე და ლე­ი­ლა ყი­ფი­ანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და გა­და­ღე­ბი­სა­საც და მე­რეც. ეგე­თი საყ­ვა­რე­ლი გოგო არა მგო­ნია, კი­დევ და­ი­ბა­დოს. სულ პირმ­ცი­ნა­რი, თბი­ლი და ლა­მა­ზი იყო. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია... იმ­ხა­ნად ყმაწ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, ასეთ ლა­მაზ და კარგ გო­გო­ნას­თან რომ გა­თა­მა­შებ­დნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ შეგ­ყვა­რე­ბო­და. ჰოდა, მეც შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ლე­ი­ლას არ ვუყ­ვარ­დი. გა­და­ღე­ბი­სას გა­მო­ვუ­ტყდი სიყ­ვა­რულ­ში და იმ­დე­ნი იცი­ნა, მე­წყი­ნა და გა­ვე­ბუ­ტე - ნა­ხე­ვა­რი ფილ­მი ისე გა­და­ვი­ღეთ, ხმა არ გა­მი­ცია, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი არა­ვის გა­უ­გია. მერე მოს­კოვ­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე შევ­რიგ­დით... ახ­ლაც მე­რი­დე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნი ხნის წინ იყო!..." - იხ­სე­ნებ­და "მე ვხე­დავ მზე­ში" სო­სო­ი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გელა ჭი­ჭი­ნა­ძე ლე­ი­ლა ყი­ფი­ანს.

კი­ნომ შე­ახ­ვედ­რა მის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, რე­ჟი­სორ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის, პოეტ პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ვაჟს, რო­მე­ლიც ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო შტოს შთა­მო­მა­ვა­ლია - ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდნენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

ყველაზე ლამაზი მედიკო მებურიშვილი იყო, 16 წლის ასაკში 

ტოტო
6

როცა უყურებ დადებით ემოციას გადმოგცემს.მარტო ნიჭიერი არ არის მომხიბვლელია და თან სიკეთეს გრძნობ მისი გამოხედვიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი მსახიობი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრზე იქორწინა და "პრინცესა" გახდა - ლეილა ყიფიანის როლები, კარიერა და პირადი ცხოვრება

ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი მსახიობი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრზე იქორწინა და "პრინცესა" გახდა - ლეილა ყიფიანის როლები, კარიერა და პირადი ცხოვრება

საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება.ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.

ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი ქალი, ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. მამა, გიორგი ყიფიანი, ცნობილი ქირურგი იყო. დედა, ნინო ჯავახიშვილი - დიასახლისი. 9 წლის ასაკში მშობლებმა ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მომდევნო ხუთი წელი სწავლობდა.

ცეკვა კინოთი ჩაანაცვლა - ჯერ "მე ვხედავ მზეში" გამოჩნდა, შემდეგ "ღიმილის ბიწებში" და "ლონდრეში".

"მე და ლეილა ყიფიანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა გადაღებისასაც და მერეც. ეგეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. სულ პირმცინარი, თბილი და ლამაზი იყო. ძალიან საყვარელი ადამიანია... იმხანად ყმაწვილი ვიყავი, ასეთ ლამაზ და კარგ გოგონასთან რომ გათამაშებდნენ, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით... ახლაც მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო!..." - იხსენებდა "მე ვხედავ მზეში" სოსოიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე ლეილა ყიფიანს.

კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს, რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია - ისინი ერთმანეთს ღიმილის ბიჭების" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. განაგრძეთ კითხვა