პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი ორი საშვილოსნოთი და ორივეთი ორსულად - უნიკალური მოვლენა, რომელიც 50 მილიონში ერთხელ ხდება
ქალი ორი საშვილოსნოთი და ორივეთი ორსულად - უნიკალური მოვლენა, რომელიც 50 მილიონში ერთხელ ხდება

32 წლის კელსი ჰეტ­ჩე­რი სამი შვი­ლის დე­დაა და ცენ­ტრა­ლურ ალა­ბა­მა­ში ცხოვ­რობს. უჩ­ვე­უ­ლო მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლია, ქალი ორი საშ­ვი­ლოს­ნო­თი და­ი­ბა­და. ამ­ჯე­რად კელ­სი კი­დევ ორ შვილს ელო­დე­ბა და ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნო­თი ორ­სუ­ლად არის.

ამ იშ­ვი­ათ­მა მოვ­ლე­ნამ ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

კელ­სი­სა და მის მე­უღ­ლეს, კა­ლებ ჰეტ­ჩერს დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ. ორი­ვე მუ­შა­ობს და ჰყავთ სამი შვი­ლი - 7, 4 და 2 წლის.

ოჯა­ხი კი­დევ ერთ შვილ­ზე აღარ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ გა­ზა­ფხულ­ზე ქალ­მა გა­ი­გო, რომ ორ­სუ­ლად იყო. პირ­ველ ექოს­კო­პი­ა­ზე წყვი­ლი შოკ­ში ჩა­ვარ­და, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ კი­დევ ორ შვილს ელოდ­ნენ.

მაგ­რამ ექი­მი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა არა ტყუ­პი ნა­ყო­ფით, არა­მედ ქა­ლის ორი­ვე მოქ­მედ საშ­ვი­ლოს­ნო­ში თითო ნა­ყო­ფის ნახ­ვით.

შემ­თხვე­ვა იმი­თა­ცაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნოს სა­კუ­თა­რი საშ­ვი­ლოს­ნოს ყელი აქვს.

ქა­ლის მე­ა­ნი, შვე­ტა პა­ტე­ლი ამ­ბობს, რომ ეს ისე­თი იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, რომ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და მსგავს ორ­სულს თუ ნა­ხავ­და.

კელ­სი ჰეტ­ჩე­რი ამ­ბობს, რომ მან დიდი ხა­ნია იცის თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი უც­ნა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნო­თი ორ­სუ­ლო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სას­წა­უ­ლია. მარ­თლაც, ეს 50 მი­ლი­ონ­ში შე­იძ­ლე­ბა ერთხელ მოხ­დეს.

ქალი გა­ოგ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბით და ამ­ბობს, რომ არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა.

ექი­მის თქმით, დიდი შან­სია, რომ თი­თო­ე­ულ­მა საშ­ვი­ლოს­ნომ სხვა­დას­ხვა დროს და­ი­წყოს შე­კუმ­შვა და გო­გო­ნე­ბი და­ი­ბად­ნონ სა­ა­თე­ბის, დღე­ე­ბის ან კვი­რე­ბის ინ­ტერ­ვა­ლით.

რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ჰეტ­ჩე­რებს რვა წლამ­დე ასა­კის ხუთი შვი­ლი ეყო­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))))))
5

იმას ვინც ეგ დააფეხმძიმა ეტყობა ორლულიანი თოფი ჰქონდა

შოთა
0

საღოლ ჰეტჩერ!

ავტორი:

ქალი ორი საშვილოსნოთი და ორივეთი ორსულად - უნიკალური მოვლენა, რომელიც 50 მილიონში ერთხელ ხდება

ქალი ორი საშვილოსნოთი და ორივეთი ორსულად - უნიკალური მოვლენა, რომელიც 50 მილიონში ერთხელ ხდება

32 წლის კელსი ჰეტჩერი სამი შვილის დედაა და ცენტრალურ ალაბამაში ცხოვრობს. უჩვეულო მის ცხოვრებაში არაფერი იქნებოდა, რომ არა თანდაყოლილი ანომალია, ქალი ორი საშვილოსნოთი დაიბადა. ამჯერად კელსი კიდევ ორ შვილს ელოდება და ორივე საშვილოსნოთი ორსულად არის.

ამ იშვიათმა მოვლენამ ადგილობრივი ექიმები შოკში ჩააგდო.

კელსისა და მის მეუღლეს, კალებ ჰეტჩერს დატვირთული ცხოვრება აქვთ. ორივე მუშაობს და ჰყავთ სამი შვილი - 7, 4 და 2 წლის.

ოჯახი კიდევ ერთ შვილზე აღარ ფიქრობდა, მაგრამ გაზაფხულზე ქალმა გაიგო, რომ ორსულად იყო. პირველ ექოსკოპიაზე წყვილი შოკში ჩავარდა, როდესაც გაიგეს, რომ კიდევ ორ შვილს ელოდნენ.

მაგრამ ექიმი გაოგნებული დარჩა არა ტყუპი ნაყოფით, არამედ ქალის ორივე მოქმედ საშვილოსნოში თითო ნაყოფის ნახვით.

შემთხვევა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ორივე საშვილოსნოს საკუთარი საშვილოსნოს ყელი აქვს.

ქალის მეანი, შვეტა პატელი ამბობს, რომ ეს ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა მსგავს ორსულს თუ ნახავდა.

კელსი ჰეტჩერი ამბობს, რომ მან დიდი ხანია იცის თავისი ფიზიკური უცნაურობის შესახებ, მაგრამ ორივე საშვილოსნოთი ორსულობა სამედიცინო სასწაულია. მართლაც, ეს 50 მილიონში შეიძლება ერთხელ მოხდეს.

ქალი გაოგნებულია საზოგადოების ამხელა ყურადღებით და ამბობს, რომ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ექიმის თქმით, დიდი შანსია, რომ თითოეულმა საშვილოსნომ სხვადასხვა დროს დაიწყოს შეკუმშვა და გოგონები დაიბადნონ საათების, დღეების ან კვირების ინტერვალით.

რამდენიმე კვირაში ჰეტჩერებს რვა წლამდე ასაკის ხუთი შვილი ეყოლება.