პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქი უნივერსი - ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე
არქი უნივერსი - ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე

14 ნო­ემ­ბერს ლი­დერ­მა დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია არ­ქიმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი პრე­მი­უმ კლა­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი „არქი უნი­ვერ­სი“ წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლებს უპა­სუ­ხებს და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად უბან სა­ბურ­თა­ლო­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე გა­მორ­ჩე­ულ გა­რე­მოს შექ­მნის. პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბას არ­ქის პარტნი­ო­რე­ბი, სამ­თავ­რო­ბო და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ არ­ქის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ილია წუ­ლა­ია, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ან­დრია ბა­სი­ლა­ია და თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, გოგა თხე­ლი­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბა კაფ­სუ­ლის ჩაგ­დე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლით დას­რულ­და.

„არქი არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მუ­დამ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად. რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის დრო ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვექ­მნა პრე­მი­უმ კლა­სის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც ჩვენს მა­ცხოვ­რებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უ­ზო­გავს დროს. პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტი­ცია 120 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს, რაც იმის კი­დევ ერთი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ „არქი უნი­ვერ­სი“ ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პლექ­სი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ეს კი არ­ქე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შე ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ.“ - არ­ქის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ილია წუ­ლა­ია.

26-სარ­თუ­ლი­ა­ნი „არქი უნი­ვერ­სი“ 257 ბი­ნას აერ­თი­ა­ნებს და ისეა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, რომ მა­ცხოვ­რებ­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გა­უ­მარ­ტი­ვოს. კომ­პლექ­სის ორ სა­ცხოვ­რე­ბელ ბლოკს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი აკავ­ში­რებს, სა­დაც ერთ სივ­რცე­ში ყვე­ლა­ფე­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც არ­ქე­ლებს კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის დას­ჭირ­დე­ბათ: ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი და ღია აუზი, ლობი და კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბი, კა­ფე­ე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტი, აფ­თი­ა­ქი და სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ კერ­ძო სექ­ტო­რიც ერ­თვე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ზო­გა­დად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტო­რი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კის 20%-ია და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რიც არ­ქია ამ დარ­გს ან­ვი­თა­რე­ბენ და სულ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს გვთა­ვა­ზო­ბენ.“ - თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ან­დრია ბა­სი­ლა­ია.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი შენ­დე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად უბან სა­ბურ­თა­ლო­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე, გამ­წვა­ნე­ბულ გა­რე­მო­ში. ბი­ნე­ბი­დან პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა და პრო­ექ­ტის წინ შენ­დე­ბა ბა­გებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­მან­ქა­ნო ხიდი, რაც „არქი უნი­ვერ­სის“ მა­ცხოვ­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს სა­ბურ­თა­ლო­დან შე­მოვ­ლი­თი გზის გა­რე­შე, პირ­და­პირ ბა­გებ­ში და წყნეთ­ში გა­და­ად­გილ­დნენ.

„არ­ქის დიდი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, ვა­შე­ნებთ გა­მორ­ჩე­ულ კომ­პლექსს, სა­დაც არ­ქე­ლე­ბი არა მხო­ლოდ იცხოვ­რე­ბენ, არა­მედ შე­ეძ­ლე­ბათ გა­ნიტ­ვირ­თონ, ჯან­სა­ღად იცხოვ­რონ, ერ­თად დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რონ და ერ­თმა­ნე­თი უკეთ გა­იც­ნონ. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლია არ­ქე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და თი­თო­ე­ულ პრო­ექტს ისე ვქმნით, რომ ჩვენ­მა არ­ქე­ლებ­მა თავი დიდი ოჯა­ხის წევ­რე­ბად იგ­რძნონ და ღი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ.“ - არ­ქის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი.

გარ­და იმი­სა, რომ „არქი უნი­ვერ­სი“ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია და სრუ­ლად არის მორ­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე და დახ­ვე­წი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის­გან აშე­ნე­ბუ­ლი პრე­მი­უმ კლა­სის კომ­პლექ­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ურ­ბა­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. „არქი უნი­ვერ­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გერ­მა­ნუ­ლი, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კი „იტონ­გი“, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ბლოკ­თან შე­და­რე­ბით 6-ჯერ ნაკ­ლე­ბად თბო­გამ­ტა­რია. კომ­პლექ­სის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბას ასე­ვე ხელს უწყობს ალუ­მი­ნის კარ-ფან­ჯრებ­ში ჩას­მუ­ლი და­ბა­ლე­მი­სი­უ­რი მი­ნე­ბიც.

არქი უნი­ვერ­სის ექ­სტე­რი­ერს დახ­ვე­წილს ხდის მი­ნის მო­ა­ჯი­რე­ბი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­ფა­სა­დე მა­სა­ლა ტე­რა­კო­ტა, რომ­ლის წარ­მო­ე­ბაც გერ­მა­ნი­ი­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის ქარ­ხნებ­ში ხდე­ბა. ტე­რა­კო­ტა ინარ­ჩუ­ნებს იერ­სა­ხეს დიდი ხნის მან­ძილ­ზე, ხან­ძარ­გამ­ძლეა და გათ­ვლი­ლია უძ­ლი­ე­რე­სი ქა­რის დატ­ვირ­თვა­ზე, რაც ხდის მას სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლად მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად.

„არ­ქის­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს და დღე­ვან­დე­ლი პრო­ექ­ტი არის ამ პარტნი­ო­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის კარ­გი მა­გა­ლი­თი. რო­გორც არ­ქის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ისა­უბ­რეს პრო­ექ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია, რო­გორც დი­ზა­ი­ნით და მდე­ბა­რე­ო­ბით, ისე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. გვი­ხა­რია, რომ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­ქის მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ამ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.“ - თი­ბი­სი ბან­კის თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გოგა თხე­ლი­ძე.

„არქი უნი­ვერ­სი“ იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი სა­ბურ­თა­ლო­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი­თა და უნი­კა­ლუ­რი ექ­სტე­რი­ე­რით კომ­ფორ­ტულ და ეს­თე­ტი­კურ გა­რე­მოს შექ­მნის.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

ემიგრანტი უნდა იყო ან პარლამენტარი ან ბუტკა გქონდეს ელიავაზე ამ ქვეყანაში სახლის შეძენა რო შეძლო!

დგ
0

გაბანძდა საბურთალო

ავტორი:

არქი უნივერსი - ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე

არქი უნივერსი - ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე

14 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „არქი უნივერსი“ წარუდგინა, რომელიც თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გოგა თხელიძე. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.

„არქი არის კომპანია, რომელიც მუდამ განვითარებაზეა ორიენტირებული და ყველაფერს აკეთებს მაცხოვრებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად. რადგან თანამედროვე ადამიანისთვის დრო ძალიან ღირებულია გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალურად დაუზოგავს დროს. პროექტის ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, რაც იმის კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ „არქი უნივერსი“ ყველაფრით უზრუნველყოფილი და თანამედროვე კომპლექსი იქნება. ჩვენი კომერციული პარტნიორები წამყვანი ბრენდები იქნებიან, ეს კი არქელებს შესაძლებლობას მისცემს პროექტის დატოვების გარეშე ყოველდღიურად საჭირო მომსახურებებით ისარგებლონ.“ - არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

26-სართულიანი „არქი უნივერსი“ 257 ბინას აერთიანებს და ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. კომპლექსის ორ საცხოვრებელ ბლოკს კომერციული ფართი აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში ყველაფერია განთავსებული, რაც არქელებს კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებათ: ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, საოფისე ფართები, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქში მსგავსი პროექტების არსებობა და მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორიც ერთვება უნივერსიტეტის ქუჩის განვითარებაში. ზოგადად, უძრავი ქონების სექტორი ჩვენი დედაქალაქის ეკონომიკის 20%-ია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც არქია ამ დარგს ანვითარებენ და სულ უფრო საინტერესო პროექტებს გვთავაზობენ.“ - თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

საცხოვრებელი კომპლექსი შენდება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, გამწვანებულ გარემოში. ბინებიდან პანორამული ხედები იშლება და პროექტის წინ შენდება ბაგებთან დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი, რაც „არქი უნივერსის“ მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს საბურთალოდან შემოვლითი გზის გარეშე, პირდაპირ ბაგებში და წყნეთში გადაადგილდნენ.

„არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვაშენებთ გამორჩეულ კომპლექსს, სადაც არქელები არა მხოლოდ იცხოვრებენ, არამედ შეეძლებათ განიტვირთონ, ჯანსაღად იცხოვრონ, ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ და ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ჩვენთვის ძალიან ფასეულია არქელების ურთიერთობები და თითოეულ პროექტს ისე ვქმნით, რომ ჩვენმა არქელებმა თავი დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ და ღირებული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ.“ - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

გარდა იმისა, რომ „არქი უნივერსი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია და სრულად არის მორგებული ადამიანის საჭიროებებზე, გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურით. ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალებისგან აშენებული პრემიუმ კლასის კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს. „არქი უნივერსის“ მშენებლობაში გამოიყენება გერმანული, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი „იტონგი“, რომელიც ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. კომპლექსის ენერგოეფექტურობას ასევე ხელს უწყობს ალუმინის კარ-ფანჯრებში ჩასმული დაბალემისიური მინებიც.

არქი უნივერსის ექსტერიერს დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები და უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტა, რომლის წარმოებაც გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში ხდება. ტერაკოტა ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია უძლიერესი ქარის დატვირთვაზე, რაც ხდის მას საუკეთესო მასალად მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებლად.

„არქისთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და დღევანდელი პროექტი არის ამ პარტნიორობის გაგრძელების კარგი მაგალითი. როგორც არქის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტი გამორჩეულია, როგორც დიზაინით და მდებარეობით, ისე მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა არქის მხარი დავუჭიროთ ამ მრავალფეროვანი პროექტის განხორციელებაში.“ - თიბისი ბანკის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე.

„არქი უნივერსი“ იქნება ახალი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და უნიკალური ექსტერიერით კომფორტულ და ესთეტიკურ გარემოს შექმნის.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Farchi.ge%2Fvideos%2F698454781991312%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R