სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?
"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

მას მერე, რაც ბი­ან­კა ცენ­სო­რი ავ­სტრა­ლი­ა­ში რე­პე­რი მე­უღ­ლის ქა­ნიე უეს­ტის გა­რე­შე დაბ­რუნ­და, ტაბ­ლო­ი­დე­ბი სულ უფრო მეტს წე­რენ იმა­ზე, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი რე­პე­რი მე­უღ­ლის წნეხ­შია და უეს­ტი მის კონ­ტროლს ცდი­ლობს. ქა­ნიე უეს­ტის ტან­საც­მლის ბრენ­დის, Yeezy-ს არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რი რე­პერ­ზე 2022 წელს და­ქორ­წინ­და.

28 წლის ბი­ან­კა ცენ­სო­რი სულ ახ­ლა­ხან გა­ემ­გზავ­რა მშობ­ლი­ურ ავ­სტრა­ლი­ა­ში, სა­დაც მე­გობ­რებს შეხ­ვდა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი და ქა­ნი­ეს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა, - იტყო­ბი­ნე­ბა Daily Mail-ი. თურ­მე, როცა მე­გობ­რებ­მა ბი­ან­კას უთხრეს, რომ მათი ვა­რა­უ­დით, ქა­ნიე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ვერ­სი­ად მის ქცე­ვას ცდი­ლობ­და, დი­ზა­ი­ნერ­მა ისი­ნი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თუმ­ცა წყა­როს თქმით, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მას ესა­უბ­რა, ბი­ან­კა ახლა გარე პერ­სპექ­ტი­ვი­დან ცდი­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბას.

"ყვე­ლას უხა­რია, რომ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შეძ­ლეს ბი­ან­კას­თან გუ­ლახ­დი­ლად სა­უ­ბა­რი. მე­გობ­რებ­მა დაწ­ვრი­ლე­ბით აუხ­სნეს, რო­გორ გრძნობ­დნენ თავს და უთხრეს, რომ დროა, გონს მო­ე­გოს". წყა­რო ასე­ვე დას­ძენს: "ის ბევ­რს ფიქ­რობს იმა­ზე, რომ ბოლო ხანს ყვე­ლა ახ­ლო­ბელს ჩა­მო­შორ­და და თა­ვის ქორ­წი­ნე­ბა­საც ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან აფა­სებს".

მას შემ­დეგ, რაც მათ იქორ­წი­ნეს, ორი­ვე "მომ­თა­ბა­რე" ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა და დრო­ის დიდ ნა­წილს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ატა­რებს - უკვე იყ­ვნენ ია­პო­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, ინ­გლის­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. ევ­რო­პა­ში ყოფ­ნი­სას ბი­ან­კას ჩაც­მუ­ლო­ბას ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი აკ­რი­ტი­კებ­და და მას უხამსს და შე­უ­ფე­რე­ბელს უწო­დებ­და.

ქა­ნი­ე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ ბი­ან­კას გა­რეგ­ნო­ბა და სტი­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. წერ­დნენ, რომ რე­პე­რი მას აკონ­ტრო­ლებ­და, რა­საც რამ­დე­ნი­მე წყა­რო ადას­ტუ­რებ­და. მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ნი­ემ ბი­ან­კას მკაც­რი წე­სე­ბი და­უ­წე­სა, რო­მე­ლიც 28 წლის გო­გო­ნას უნდა და­ეც­ვა. მათი თქმით, ქა­ნიე ცდი­ლობ­და ბი­ან­კა თა­ვის ყო­ფილ ცოლს დამ­სგავ­სე­ბო­და.

კი­დევ ერთი წყა­როს თქმით, ბი­ან­კას სა­კუ­თა­რი აზრი აღარ გა­აჩ­ნდა და უბ­რა­ლოდ, ქმარს ემორ­ჩი­ლე­ბო­და:

"ქა­ნი­ეს ბი­ან­კას­თვის რამ­დე­ნი­მე წესი აქვს. პირ­ვე­ლია, რომ მან ხმა არ უნდა ამო­ი­ღოს და მე­ო­რე, ის ჩა­იც­ვას, რაც ქა­ნი­ეს სურს. მას ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბის ჭამა და ვარ­ჯი­ში მო­ე­თხო­ვე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად ქა­ნიე არ ვარ­ჯი­შობს".

მე­დი­ის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქა­ნი­ეს იტა­ლი­ა­ში დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო გუნ­დი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ბი­ან­კას­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ქმნი­და სა­მოსს და სწო­რედ ამი­ტომ და­დი­ო­და ის იტა­ლი­ის ქუ­ჩებ­ში თით­ქმის შიშ­ვე­ლი.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

ჯერ ამ ქანიეს რომ გაყვები, მერე ასეთის ჭკუაზე ივლი და ვერ შეაფასებ ამბავს! საწყალს, თუ წამლებითაც აშტერებს!

???
2

და ეს თავ-პირი რომ შავი სახვევთ აქვს შეხვეული რა მოდააა?? თვალი არ ეცეს მაგის ეშინია???? მეხი მაგას დაეცეს!!!!! 1,55 ვარ სიმაღლეში, და უკვე არც თუ ისე პაწაწა, მაგრამ ქანიე რომ მაჩუქოს ვინმემ ისიც არ მინდა, ასეთი ქმრის ყოლას ისევ მარტო მირცევნია!!1 დედააააააა!!! რა არის, მაგ გოგოს თავმოუვარეობა საერთოდ არა აქვს?????? ქუჩაში როგორ დაატარებს და ვინ იცის სახლში კიდე რას უკეთებს??/!! სამარცხვინოები ორივე!!!!!

ავტორი:

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

მას მერე, რაც ბიანკა ცენსორი ავსტრალიაში რეპერი მეუღლის ქანიე უესტის გარეშე დაბრუნდა, ტაბლოიდები სულ უფრო მეტს წერენ იმაზე, რომ ახალგაზრდა ქალი რეპერი მეუღლის წნეხშია და უესტი მის კონტროლს ცდილობს. ქანიე უესტის ტანსაცმლის ბრენდის, Yeezy-ს არქიტექტორ-დიზაინერი რეპერზე 2022 წელს დაქორწინდა.

28 წლის ბიანკა ცენსორი სულ ახლახან გაემგზავრა მშობლიურ ავსტრალიაში, სადაც მეგობრებს შეხვდა და როგორც ამბობენ, მისი და ქანიეს ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა, - იტყობინება Daily Mail-ი. თურმე, როცა მეგობრებმა ბიანკას უთხრეს, რომ მათი ვარაუდით, ქანიე ყოფილი მეუღლის ვერსიად მის ქცევას ცდილობდა, დიზაინერმა ისინი ეჭვიანობაში დაადანაშაულა. თუმცა წყაროს თქმით, რომელიც გამოცემას ესაუბრა, ბიანკა ახლა გარე პერსპექტივიდან ცდილობს სიტუაციის შეფასებას.

"ყველას უხარია, რომ საბოლოოდ მაინც შეძლეს ბიანკასთან გულახდილად საუბარი. მეგობრებმა დაწვრილებით აუხსნეს, როგორ გრძნობდნენ თავს და უთხრეს, რომ დროა, გონს მოეგოს". წყარო ასევე დასძენს: "ის ბევრს ფიქრობს იმაზე, რომ ბოლო ხანს ყველა ახლობელს ჩამოშორდა და თავის ქორწინებასაც ახალი პერსპექტივიდან აფასებს".

მას შემდეგ, რაც მათ იქორწინეს, ორივე "მომთაბარე" ცხოვრებას ეწევა და დროის დიდ ნაწილს მოგზაურობაში ატარებს - უკვე იყვნენ იაპონიაში, იტალიაში, ინგლისსა და გერმანიაში. ევროპაში ყოფნისას ბიანკას ჩაცმულობას ბევრი ადგილობრივი აკრიტიკებდა და მას უხამსს და შეუფერებელს უწოდებდა.

ქანიეზე დაქორწინების შემდეგ, თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ ბიანკას გარეგნობა და სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. წერდნენ, რომ რეპერი მას აკონტროლებდა, რასაც რამდენიმე წყარო ადასტურებდა. მათთან დაახლოებული პირების თანახმად, ქანიემ ბიანკას მკაცრი წესები დაუწესა, რომელიც 28 წლის გოგონას უნდა დაეცვა. მათი თქმით, ქანიე ცდილობდა ბიანკა თავის ყოფილ ცოლს დამსგავსებოდა.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ბიანკას საკუთარი აზრი აღარ გააჩნდა და უბრალოდ, ქმარს ემორჩილებოდა:

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე, ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს. მას ასევე გარკვეული საკვების ჭამა და ვარჯიში მოეთხოვება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქანიე არ ვარჯიშობს".

მედიისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ქანიეს იტალიაში დიზაინერების საიდუმლო გუნდი ჰყავდა, რომელიც ბიანკასთვის სპეციალურად ქმნიდა სამოსს და სწორედ ამიტომ დადიოდა ის იტალიის ქუჩებში თითქმის შიშველი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა