პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებენ
თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებენ

თბი­ლი­სის მე­რია უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო ნო­ბა­თის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, უფა­სო სა­სა­დი­ლოს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ­ცერ­თი ოჯა­ხი, რო­გორც წინა წლებ­ში, ნო­ბა­თის გა­რე­შე არც ამ­ჯე­რად დარ­ჩე­ბა.

„გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს თბი­ლი­სის მე­რია სა­ა­ხალ­წლო ნო­ბა­თის გა­რე­შე ტო­ვებს თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი არი­ან.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ უფა­სო სა­სა­დი­ლოს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ­ცერ­თი ოჯა­ხი, რო­გორც წინა წლებ­ში, არც ამ­ჯე­რად დარ­ჩე­ბა ნო­ბა­თის გა­რე­შე.

სა­ა­ხალ­წლო ნო­ბა­თე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლია ოჯა­ხე­ბის­თვის და გა­ი­ცე­მა სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, 2-3-სუ­ლი­ან ოჯახს გა­და­ე­ცე­მა 2 კა­ლა­თი, 4-5-სუ­ლი­ან ოჯახს - 3 კა­ლა­თი,

6-7-სუ­ლი­ან ოჯახს - 4 კა­ლა­თი და ა.შ. სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით ნო­ბა­თე­ბის გა­ცე­მის პრაქ­ტი­კა მოქ­მე­დებს უკვე არა­ერ­თი წე­ლია.

ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­ა­ხალ­წლო კა­ლა­თე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, გახ­და გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად გა­ი­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტი.

კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, უფა­სო სა­სა­დი­ლოს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ოჯა­ხე­ბი სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით მი­ი­ღე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის მქო­ნე რამ­დე­ნი­მე ნო­ბათს. პრო­დუქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია ისე, რომ მისი მოხ­მა­რე­ბა შეძ­ლოს არა ერ­თმა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა. შე­სა­ბა­მი­სად, მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს თბი­ლი­სის მე­რია თან­ხებს ზო­გავს და სოც­და­უც­ველ ოჯა­ხებს სა­ა­ხალ­წლოდ ნო­ბა­თე­ბის გა­რე­შე ტო­ვებს, არის სრუ­ლი სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tasi
1

აბა თუ მიხვდებით ვინ გაავრცელა ეს ცრუ ინფორმაციაააააა??????

ირინა
0

და სოფელში სოცდაუცველ ხალხს აწყენდათ საახალწლო ნობათი? თუმცა ისინი ტელევიზიებთან ქებადიდებას ვერ ახერხებენ

ავტორი:

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებენ

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებენ

თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათის გადაცემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც მერიაში აცხადებენ, უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, ნობათის გარეშე არც ამჯერად დარჩება.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება ნობათის გარეშე.

საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. მაგალითად, 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა 2 კალათი, 4-5-სულიან ოჯახს - 3 კალათი,

6-7-სულიან ოჯახს - 4 კალათი და ა.შ. სულადობის მიხედვით ნობათების გაცემის პრაქტიკა მოქმედებს უკვე არაერთი წელია.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, გახდა გაცილებით მრავალფეროვანი, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ აღნიშნული შემადგენლობის მქონე რამდენიმე ნობათს. პროდუქტების რაოდენობა განსაზღვრულია ისე, რომ მისი მოხმარება შეძლოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანმა. შესაბამისად, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია თანხებს ზოგავს და სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.