მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ იმიტომ ვერ პოულობთ, რომ დათვებმა შეჭამეს" - აფხაზეთში მთელი ღამე "დივერსანტებს" ეძებდნენ: როგორ "დატროლა" სოლოვიოვმა ფეიკით აფხაზეთის ფეიკი "ხელისუფლება" და რას წერენ აფხაზები?
"ალბათ იმიტომ ვერ პოულობთ, რომ დათვებმა შეჭამეს" - აფხაზეთში მთელი ღამე "დივერსანტებს" ეძებდნენ: როგორ "დატროლა" სოლოვიოვმა ფეიკით აფხაზეთის ფეიკი "ხელისუფლება" და რას წერენ აფხაზები?

აფხა­ზეთ­ში წუ­ხელ "რთუ­ლი ღამე" ჰქონ­დათ. ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­მა "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე "სკან­და­ლუ­რი" ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სო­ლო­ვი­ო­ვი წერ­და, რომ "აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 50-კა­ცი­ა­ნი დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფი გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის აე­რო­პორტზე ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და".

ეს ის აე­რო­პორ­ტია, რო­მე­ლიც 1993 წლის შემ­დეგ აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ოკუ­პან­ტი სო­ლო­ვი­ო­ვის ვერ­სი­ით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­სულ ჯგუფს აქ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბა სურ­და.

რა თქმა უნდა, ამ­ბა­ვი აქ არ დას­რულ­და, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სას­წრა­ფოდ შექ­მნეს ე.წ. ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბი, თუმ­ცა რო­გორც "ტე­ლეგ­რამ­ში", აფხა­ზურ არ­ხებ­ზე წერ­დნენ, ე.წ. პრე­ზი­დენტს, ას­ლან ბჟა­ნი­ას ვერ­სად პო­უ­ლობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ თურ­მე ბჟა­ნია მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­მოწ­ვე­ვა კი­დევ უფრო გარ­თულ­და. "მთავ­რო­ბა" ფაქ­ტობ­რი­ვად, "პრე­ზი­დენ­ტის" გა­რე­შე უნდა გამ­კლა­ვე­ბო­და "დი­ვერ­სან­ტებს" და აღეკ­ვე­თა "ტე­რო­რიზ­მი".

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ დი­ვერ­სან­ტე­ბის ჯგუ­ფი არა 50-კა­ცი­ა­ნი, არა­მედ 7-კა­ცი­ა­ნი იყო. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრმა, რო­ბერტ კი­უ­ტიმ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს ეძებ­დნენ მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ნა­დი­რე­ებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს.

კი­უტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ნა­დი­რე­ე­ბის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს რამე სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნე­ბი არ გა­აჩ­ნდა.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრი

“ისი­ნი უცხო­უ­რი ია­რა­ღით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, სა­ვა­და­უ­დოდ М-4 შაშ­ხა­ნე­ბით, შავ ფორ­მა­ში, ნიღ­ბე­ბით, ჩა­ფხუ­ტე­ბით, კარ­გად ეკი­პი­რე­ბულ­ნი. მათ ასე­ვე დრო­ნი გა­აჩ­ნდათ, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაფ­რი­ნავ­და”, - გა­ნა­ცხა­და კი­უტ­მა. მისი გან­ცხა­დე­ბა აფხა­ზურ­მა "სპუტ­ნიკ­მა" გა­ავ­რცე­ლა. კი­უტ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სო­ხუ­მამ­დე ყვე­ლა მი­სას­ვლე­ლი გა­და­კე­ტი­ლია.

ცოტა ხან­ში ამ­ბა­ვი კი­დევ უფრო კო­მი­კუ­რი გახ­და. საქ­მე­ში უკვე ტე­ლეგ­რამ­ზე "სამ­ხრეთ ოსე­თის" არ­ხე­ბი ჩა­ერ­თნენ - წერ­დნენ, რომ "მათი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით" აფხა­ზეთ­ში 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს.

ახლა უკვე ამ­ბის ფი­ნა­ლის­კენ მივ­დი­ვართ:

  • კვლავ "სპუტ­ნიკ­მა" აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით და­წე­რა, რომ ინ­ფორ­მა­ცია აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ვერ­სან­ტე­ბის შეღ­წე­ვის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი ამ ამ­ბავ­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მათი უმე­ტე­სო­ბის­თვის ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ცინ­ვის სა­ბა­ბად იქცა.

  • გთა­ვა­ზობთ "ტე­ლეგ­რამ­ში" აფხა­ზე­ბის მიერ და­წე­რილ ზო­გი­ერთ კო­მენ­ტარს:

"ბა­ლა­ხი ცუ­დია ხან­და­ხან, მი­თუ­მე­ტეს როცა ნა­დი­რობ".

"არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ალ­ბათ იმი­ტომ ვერ პო­უ­ლობთ, რომ დათ­ვებ­მა შე­ჭა­მეს".

"ბჟა­ნია ყო­ველ­თვის მოს­კოვ­ში რო­გორ არის? ხალ­ხო, იქ­ნებ მოს­კო­ვის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და?".

ზო­გი­ერ­თის ვერ­სი­ით, ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი უბ­რა­ლოდ პო­პუ­ლა­რულ თა­მაშს "ეარ­სოფტს" თა­მა­შობ­და და აფხა­ზეთ­ში დი­ვერ­სან­ტე­ბი ეგო­ნათ.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­მა­შის ია­რა­ღი და ეკი­პი­რე­ბა

  • და ბო­ლოს, ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­მა "მცი­რე აჟი­ო­ტა­ჟის" მო­წყო­ბის შემ­დეგ "სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია" წა­შა­ლა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suxumchanin
2

ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს ამდენი კრეტინი საიდან მოხვედით, როდის იყო ძალით წართმეულს ლაქუცით აბრუნებდნენ? რეებს ბოდავთ ხალხო ტყიდან ჩამოსული ჩემს სახლში რომ დასახლდა ზღვის პირას ქალაქის ცენტრში, უკვე შვილიშვილს ზრდის მანდ რას გავა მოფერებით? თუ მე ავალ მაგის ქოხში? სულ კიდია აფსუას შენი ევროკავშირი იმიტომ რომ ყოველთვის მოინახება რუსი რომელიც მანდ ჩავა და აფხაზეთს მეტი ტურისტი ყავს ბევრად ვიდრე დანარჩენ საქართველოს. უკეთესადაც ცხოვრობენ ვიდრე აქ ბიუჯეტიჭამია ჩინოვნიკები და თავს ნუ იტყუებთ

თემო
5

მაგარი ანეკდოტია.ჩვენი ხელისუფლება ყველა სიტყვას წონის, აქაოდა რუსეთს არ ვაწყენინოთო და თურმე დივერსიული ჯგუფი გაუგზავნიათ აფხაზეთში.აფხაზებმა თუ მართლა დაიჯერეს ეგ,იმაზე მეტი სულელები ყოფილან ვინემ მეგონა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ალბათ იმიტომ ვერ პოულობთ, რომ დათვებმა შეჭამეს" - აფხაზეთში მთელი ღამე "დივერსანტებს" ეძებდნენ: როგორ "დატროლა" სოლოვიოვმა ფეიკით აფხაზეთის ფეიკი "ხელისუფლება" და რას წერენ აფხაზები?

"ალბათ იმიტომ ვერ პოულობთ, რომ დათვებმა შეჭამეს" - აფხაზეთში მთელი ღამე "დივერსანტებს" ეძებდნენ: როგორ "დატროლა" სოლოვიოვმა ფეიკით აფხაზეთის ფეიკი "ხელისუფლება" და რას წერენ აფხაზები?

აფხაზეთში წუხელ "რთული ღამე" ჰქონდათ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა "ტელეგრამის" არხზე "სკანდალური" ინფორმაცია გამოაქვეყნა. სოლოვიოვი წერდა, რომ "აფხაზეთში საქართველოდან 50-კაციანი დივერსიული ჯგუფი გადავიდა, რომელიც სოხუმის აეროპორტზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა".

ეს ის აეროპორტია, რომელიც 1993 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს და ასე გამოიყურება.

ოკუპანტი სოლოვიოვის ვერსიით, ჩვენი ქვეყნის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადასულ ჯგუფს აქ ტერორისტული აქტის მოწყობა სურდა.

რა თქმა უნდა, ამბავი აქ არ დასრულდა, ოკუპირებულ აფხაზეთში სასწრაფოდ შექმნეს ე.წ. ოპერატიული შტაბი, თუმცა როგორც "ტელეგრამში", აფხაზურ არხებზე წერდნენ, ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ვერსად პოულობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისთვის გამოწვევა კიდევ უფრო გართულდა. "მთავრობა" ფაქტობრივად, "პრეზიდენტის" გარეშე უნდა გამკლავებოდა "დივერსანტებს" და აღეკვეთა "ტერორიზმი".

  • მოგვიანებით განაცხადეს, რომ დივერსანტების ჯგუფი არა 50-კაციანი, არამედ 7-კაციანი იყო. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტიმ გააკეთა. მისი თქმით, გულრიფშის რაიონში აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებდნენ მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

კიუტმა აღნიშნა, რომ მონადირეების ცნობით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდა.

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი

“ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავადაუდოდ М-4 შაშხანებით, შავ ფორმაში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად ეკიპირებულნი. მათ ასევე დრონი გააჩნდათ, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა”, - განაცხადა კიუტმა. მისი განცხადება აფხაზურმა "სპუტნიკმა" გაავრცელა. კიუტმა ასევე აღნიშნა, რომ სოხუმამდე ყველა მისასვლელი გადაკეტილია.

ცოტა ხანში ამბავი კიდევ უფრო კომიკური გახდა. საქმეში უკვე ტელეგრამზე "სამხრეთ ოსეთის" არხები ჩაერთნენ - წერდნენ, რომ "მათი წყაროს ინფორმაციით" აფხაზეთში 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს.

ახლა უკვე ამბის ფინალისკენ მივდივართ:

  • კვლავ "სპუტნიკმა" აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ დადასტურებული არ არის.

აღსანიშნავია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების რეაქციები ამ ამბავზე. სოციალურ ქსელებში გამოხატული რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, მათი უმეტესობისთვის ეს ინფორმაცია არასერიოზული აღმოჩნდა და ე.წ. ხელისუფლების დაცინვის საბაბად იქცა.

  • გთავაზობთ "ტელეგრამში" აფხაზების მიერ დაწერილ ზოგიერთ კომენტარს:

"ბალახი ცუდია ხანდახან, მითუმეტეს როცა ნადირობ".

"არ ინერვიულოთ, ალბათ იმიტომ ვერ პოულობთ, რომ დათვებმა შეჭამეს".

"ბჟანია ყოველთვის მოსკოვში როგორ არის? ხალხო, იქნებ მოსკოვის პრეზიდენტი გახდა?".

ზოგიერთის ვერსიით, ადამიანთა ჯგუფი უბრალოდ პოპულარულ თამაშს "ეარსოფტს" თამაშობდა და აფხაზეთში დივერსანტები ეგონათ.

ასე გამოიყურება პოპულარული თამაშის იარაღი და ეკიპირება

  • და ბოლოს, ვლადიმერ სოლოვიოვმა "მცირე აჟიოტაჟის" მოწყობის შემდეგ "სკანდალური ინფორმაცია" წაშალა.

ნახეთ ასევე: