სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადამიანის სიკვდილით გახარებული პოლიტიკოსები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას... ღირსების თემაა" - გია ვოლსკი
"ამ ადამიანის სიკვდილით გახარებული პოლიტიკოსები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას... ღირსების თემაა" - გია ვოლსკი

(სა­ო­კუ­პა­ციო) ხა­ზის გად­მო­წე­ვა მო­გო­ნი­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც „ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ შე­მოგ­ვა­პა­რა - დღეს ამ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა არის და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნა თქვენ­მა ბე­ლად­მა (სა­ა­კაშ­ვილ­მა), - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე - სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სეთს ოკუ­პა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და „სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი გა­უვ­ლო", როცა 2007 წელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი და­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ ბლოკ- პოს­ტე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­კითხს, ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თველ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა "შე­იძ­ლე­ბა, თავი ვერ შე­ი­კა­ვოს," თუ ოკუ­პან­ტი ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ.

"მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და, ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. მო­ქა­ლა­ქე მოგ­ვიკ­ლეს. ოკუ­პა­ცია იყო დაშ­ვე­ბუ­ლი და თვი­თონ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზე­ბი გავ­ლე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ. ეს ეკ­ლე­სია აღ­მოჩ­ნდა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს იქით და სულ ახ­ლა­ხან ახა­ლი პრო­ვო­კა­ცია ვი­ხი­ლეთ მლე­თის მი­სად­გო­მებ­თან, ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბით.

ის რე­სურ­სი გაგ­ვაჩ­ნია, რომ რუ­სეთ­ზე იყოს საკ­მა­ოდ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც ისე­დაც საკ­მა­რი­სია მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ბლოკ პოს­ტებს, სა­დაც იდ­გე­ბა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია შე­იძ­ლე­ბა თავი ვერ შე­ი­კა­ვოს, როცა უკა­ნო­ნოდ მყო­ფი რუსი ოკუ­პან­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს და გა­ე­კი­დოს, ან ძალა იხ­მა­როს ქარ­თვე­ლის მი­მართ. ამან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრო­ცე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მელ­საც ელო­დე­ბა ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც.

სა­ერ­თოდ, (სა­ო­კუ­პა­ციო) ხა­ზის გად­მო­წე­ვა მო­გო­ნი­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" შე­მოგ­ვა­პა­რა და ზო­გი­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ცხა­დე­ბებ­შიც გა­ვი­გეთ. არის ტე­რი­ტო­რია შე­მო­ხა­ზუ­ლი ბე­ლად სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ, სა­დაც და­ნიშ­ნუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცია, ვი­საც უნდა ემარ­თა ეს ტე­რი­ტო­რია. მოხ­და ომი და და­ი­პყრეს ზუს­ტად ის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც შე­მო­უ­ხა­ზა ბე­ლად­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2007 წლის 10 მა­ი­სის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით. დღეს ამ ხაზს მიყ­ვე­ბი­ან და აკე­თე­ბენ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი არის და­ნა­შა­უ­ლი თვი­თონ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბამ­დე ქვე­ყა­ნა მი­ვი­და მა­შინ, როცა უარი თქვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რო­ბით წაყ­ვა­ნილ პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევ­და პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტას ამ პრობ­ლე­მის. 2006 წლის ივ­ლი­სი­დან 2008 წლის ივ­ლი­სამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ად­გი­ლი ჰქონ­და მუდ­მი­ვად იმ ფორ­მა­ტე­ბის დაშ­ლას, რო­მე­ლიც მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი ევ­რო­კავ­შირს, აშშ- ს.

ყვე­ლამ იცის, რომ საფრ­თხეს ქმნის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი და სა­ო­კუ­პა­ციო პატ­რუ­ლი, რო­მე­ლიც იქ და­დის. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­მნე­ბა, როცა სა­ფიქ­რა­ლი გვაქვს, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი რომ იქ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ე­ქო­მა­გე­ბო­და ქარ­თველს თუ არ გა­მო­ე­ქო­მა­გე­ბო­და. ეს თე­მაა სა­ფიქ­რა­ლი,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, "მოხ­და სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა, გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რად წაყ­ვა­ნი­ლი, წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლე­ბი, ათო­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო პირი ჩა­ა­ბა­რეს და მო­აკ­ვლე­ვი­ნეს ოკუ­პანტს (წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ) და ამ თე­მა­ზე არას­დროს არა­ვის ხმა არ ამო­უ­ღია".

"დღეს ამ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა არის და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნა თქვენ­მა ბე­ლად­მა. სწო­რედ ეგ არის და­ნა­შა­უ­ლი, რომ რუ­სეთს მი­ე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა ოკუ­პა­ცი­ის, რუ­სეთს გა­უვ­ლე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ტო­ვე იმ ზო­ნა­ში, სა­დაც იცო­დი, რომ და­ხო­ცავ­დნენ და და­ა­ხო­ცი­ნე, აი ეს არის და­ნა­შა­უ­ლი. ერ­თმა­ნეთს არ ვა­და­რებ, ერთი ტა­ნის ორი ხე­ლია,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბას, 8 ნო­ემ­ბე­რის შეკ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"რაღა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი და რაღა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. აქ­ცი­აც უნდა ჩა­ტარ­დეს, ხალ­ხიც უნდა გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლით გა­ხა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ შო­რის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, არ ეკად­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას. ღირ­სე­ბის თე­მაა, რომ ცოტა ხანს მა­ინც გა­ჩუმ­დეს, ეს ღირ­სე­ბაც არ გა­აჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა ვოლ­სკიმ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1

ისეთი სისულელეები ილაპარაკა ამ დალოცვილმა ოჯახში თუ არავინ ჰყავს რომ ჭკუა დაარიგოს ამხელა ქართულ ოცნებაში არავი გამოჩნდა რომ ცოტა ჭკუა დაარიგოს. მარაზმშია კაცი

კონსტანტინე ტაოელ-გოგორიშვილი
6

 თუ არ არიან ადამიანის სიკვდილით გახარებულები, შეაფასონ თავიანთი თანაპარტიელის ქმედება, რომელთა მიერ ჩადენილმა პროვოკაციამ, ეკლესიაზე დროშის აღმართვამ (ჯერ ეკლესიაზე დროშას რა უნდა) გამოიწვია ოკუპანტების მიერ მისასვლელის ჩაკეტვა, ჩაკეტილზე გადასვლან კი ტრაგედია!

არა, უკეთეს შემთხვევაში რას ელოდნენ დროშის აღმართვით? რუსი შეშინდებოდა და გაიქცეოდა? როცა დამპყრობს ვერ იშორებ, მანამდე ისე უნდა მოიქცე, რომ უარესობა არ გამოიწვიო!

 თუ ასეთები ხართ, აიღეთ იარაღი, გადადით და იომეთ! აარა, მაშინ ვინ აიღოს იუსაიდის დაფინანსება :))

ავტორი:

"ამ ადამიანის სიკვდილით გახარებული პოლიტიკოსები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას... ღირსების თემაა" - გია ვოლსკი

"ამ ადამიანის სიკვდილით გახარებული პოლიტიკოსები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას... ღირსების თემაა" - გია ვოლსკი

(საოკუპაციო) ხაზის გადმოწევა მოგონილი თემაა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ შემოგვაპარა - დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა (სააკაშვილმა), - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ რუსეთს ოკუპაციის საშუალება მისცა და „საოკუპაციო ხაზი გაუვლო", როცა 2007 წელს ადმინისტრაციული საზღვრები დაადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივთა უსაფრთხოების მიზნით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბლოკ- პოსტების განთავსების საკითხს, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ქართველმა პოლიციელმა "შეიძლება, თავი ვერ შეიკავოს," თუ ოკუპანტი ძალას გამოიყენებს საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ.

"მძიმე ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს. მოქალაქე მოგვიკლეს. ოკუპაცია იყო დაშვებული და თვითონ საოკუპაციო ხაზები გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ეს ეკლესია აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზს იქით და სულ ახლახან ახალი პროვოკაცია ვიხილეთ მლეთის მისადგომებთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიმართებით.

ის რესურსი გაგვაჩნია, რომ რუსეთზე იყოს საკმაოდ გაძლიერებული შეტევა, რომელიც ისედაც საკმარისია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რაც შეეხება ბლოკ პოსტებს, სადაც იდგება ქართველი პოლიციელი, რასაკვირველია შეიძლება თავი ვერ შეიკავოს, როცა უკანონოდ მყოფი რუსი ოკუპანტი შეიძლება გამოჩნდეს და გაეკიდოს, ან ძალა იხმაროს ქართველის მიმართ. ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომელსაც ელოდება ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შიგნითაც და გარეთაც.

საერთოდ, (საოკუპაციო) ხაზის გადმოწევა მოგონილი თემაა, რომელიც "ნაცმოძრაობამ" შემოგვაპარა და ზოგიერთ საერთაშორისო განცხადებებშიც გავიგეთ. არის ტერიტორია შემოხაზული ბელად სააკაშვილის მიერ, სადაც დანიშნულია ადმინისტრაცია, ვისაც უნდა ემართა ეს ტერიტორია. მოხდა ომი და დაიპყრეს ზუსტად ის ტერიტორია, რომელიც შემოუხაზა ბელადმა სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით. დღეს ამ ხაზს მიყვებიან და აკეთებენ საოკუპაციო ხაზს. საოკუპაციო ხაზი არის დანაშაული თვითონ რასაკვირველია, მაგრამ ამ დანაშაულებამდე ქვეყანა მივიდა მაშინ, როცა უარი თქვეს საერთაშორისო ლიდერობით წაყვანილ პროცესზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა პოლიტიკურ გადაწყვეტას ამ პრობლემის. 2006 წლის ივლისიდან 2008 წლის ივლისამდე სააკაშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მუდმივად იმ ფორმატების დაშლას, რომელიც მოსალაპარაკებლად ჰქონდათ შექმნილი ევროკავშირს, აშშ- ს.

ყველამ იცის, რომ საფრთხეს ქმნის საოკუპაციო ჯარი და საოკუპაციო პატრული, რომელიც იქ დადის. ასეთი მდგომარეობა იქმნება, როცა საფიქრალი გვაქვს, ქართველი პოლიციელი რომ იქ ყოფილიყო, აუცილებლად გამოექომაგებოდა ქართველს თუ არ გამოექომაგებოდა. ეს თემაა საფიქრალი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, "მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გადასული ადამიანი მოკლეს, მაგრამ სპეციალურად წაყვანილი, წამებით მოკლულები, ათობით სამოქალაქო პირი ჩააბარეს და მოაკვლევინეს ოკუპანტს (წინა ხელისუფლებამ) და ამ თემაზე არასდროს არავის ხმა არ ამოუღია".

"დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რუსეთს გაუვლე საოკუპაციო ხაზი, ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე, აი ეს არის დანაშაული. ერთმანეთს არ ვადარებ, ერთი ტანის ორი ხელია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მოწოდებას, 8 ნოემბერის შეკრებასთან დაკავშირებით:

"რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, მაგრამ ამ ადამიანის სიკვდილით გახარებული პოლიტიკოსები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, ეს ღირსებაც არ გააჩნია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

წაიკითხეთ ასევე: