სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"
ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (სუს-ი) ცნო­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, რუ­სულ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 1 მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს, 1 კი - და­ა­კა­ვეს.

"2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, ერთი მო­ქა­ლა­ქე კი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს". - წე­რია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სუს-ის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.

  • Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რი.

დგი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გა­ტა­ცე­ბუ­ლია კირ­ბა­ლის მკვიდ­რი ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არის კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე არ ჩანს, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

კირ­ბა­ლე­ლე­ბის ვერ­სი­ით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მათ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყვეს, შემ­დეგ და­ე­დევ­ნენ და გა­ჩე­რე­ბა უბ­რძა­ნეს. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ, რის შემ­დე­გაც, ოკუ­პან­ტებ­მა მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თმა მათ­გან­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, სრო­ლის შე­დე­გად ერთი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა.

სო­ფელ კირ­ბა­ლის შე­სას­ვლელს ამ­ჟა­მად პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს და სო­ფელ­ში შეს­ვლა-გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

არ­სე­ბუ­ლი ინფრო­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტოპ
2

მარადიული ნათელი გარდაცვლილი კაცის სულს . იმ დროს როდესაც ჯერ კიდევ გაურკვეველია საზღვრები და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს დაპყრობელს , რაღას ეჯინებით ხალხო და იკლავთ თავს , ამიტომ შეეშვით პირადი სურვილების დაკმაყოფილებას და დაელოდეთ ხელისუფლებისგან სიტუაციის დალაგებას , ხომ ხედავთ , რომ სხვა გზა არ არის და ნუ ახოცინებთ თავებს იმ კაცის მკვლელებს . . 

ვახტანგი -71
6

გამოქვეყნებული ინფორმაციებით იკვეთება, რომ ინციდენტი საქართველოს ორ მოქალაქესა და რუს მესაზღვრეებს შორის მოხდა საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გამყოფ ხაზთან არსებულ ქართული სოფლის კირბალთან მდებარე ეკლესიის ტერიტორიასთან.

ინციდენტი, რომელსაც მოყვა რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის დაღუპვა სავარაუდოდ გამოწვეული იქნებოდა მესაზღვრეების აზრით გამყოფი ხაზის უკანონო გადაკვეთის გამო.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად გასარკვევი და დასადგენია ეკლესიის ტერიტორია ფაქტიურად თუ ვის საზღვრებშია მოქცეული.

ეს გამორიცხავს მომავალში ანალოგიურ ტრაგედიებს...

ჩემი ღრმა რწმენით ეკლესია უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სოფელ კირბალს, ვინაიდან მის ახლომახლო ოსური სოფელი არ არის.

პ.ს. ამ სოფელში ორი ეკლესია ყოფილა:

- კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია;

- კირბალის წმინდა გიორგის ეკლესია.

ავტორი:

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი - დააკავეს.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთი მოქალაქე კი უკანონოდ დააკავეს". - წერია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

  • Ambebi.ge-ს ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად მოკლულია 60 წელს გადაცილებული თამაზ გინტური.

დგილობრივების თქმით, გატაცებულია კირბალის მკვიდრი ლევან დოთიაშვილი. ისინი ვარაუდობენ, რომ არის კიდევ ერთი გატაცებული, მამაკაცი ამ დრომდე არ ჩანს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კირბალელების ვერსიით, ეს ადამიანები ეკლესიაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩასაფრება მოუწყვეს, შემდეგ დაედევნენ და გაჩერება უბრძანეს. ქართველი მამაკაცები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც გვეუბნებიან, ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, სროლის შედეგად ერთი სასიკვდილოდ დაიჭრა.

სოფელ კირბალის შესასვლელს ამჟამად პოლიცია აკონტროლებს და სოფელში შესვლა-გადაადგილება აკრძალულია.

არსებული ინფრომაციით, მოკლული თამაზ გინტური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.