პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სარგებელს ელოდება ჩინეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლობით?
რა სარგებელს ელოდება ჩინეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლობით?

ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს" შო­რის და­წყე­ბუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში ჩი­ნე­თი ცდი­ლობს შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში შუ­ა­მავ­ლის როლი შე­ას­რუ­ლოს. თუმ­ცა, მისი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვრო არ არის.

  • შა­ბათ-კვი­რას ჩი­ნე­თის უმაღ­ლეს­მა დიპ­ლო­მატ­მა ვანგ იიმ ომის ეს­კა­ლა­ცია ვა­შინგტო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან გა­ნი­ხი­ლა. ისი­ნი მსოფ­ლი­ოს ბევრ ლი­დერ­თან ერ­თად ში­შო­ბენ, რომ კონ­ფლიქ­ტი მთელ რე­გი­ონ­ში გავ­რცელ­დე­ბა.

ვანგ ი ასე­ვე ესა­უბ­რა თა­ვის კო­ლე­გებს ის­რა­ელ­ში და პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც მისი მო­ად­გი­ლე, ჩი­ნე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ჟაი ჯუნი, რე­გი­ონ­ში გაფ­რინ­და არაბ ლი­დე­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად. გა­ე­რო­ში პე­კინ­მა არა­ერ­თხელ და­უ­ჭი­რა მხა­რი ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტას.

არ­სე­ბობს იმე­დი, რომ ჩი­ნე­თი შეძ­ლებს გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ირან­თან, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ჰა­მასს ღა­ზა­ში და ჰეზ­ბო­ლას ლი­ბან­ში, რათა და­არ­წმუ­ნოს თე­ი­რა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ა­ში. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი Financial Times იტყო­ბი­ნე­ბა, რომ აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მო­უ­წო­დეს ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, მო­უ­წო­დოს ირა­ნე­ლებს "მშვი­დო­ბის­კენ".

ჩი­ნე­თი ირა­ნის უმ­სხვი­ლე­სი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. წლის და­სა­წყის­ში პე­კი­ნი შუ­ა­მა­ვა­ლი იყო ირან­სა და სა­უ­დის არა­ბეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნა­წი­ლობ­რივ ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში, რაც უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მა­ტე­ბა იყო მის­თვის. თე­ი­რან­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის გა­აძ­ლი­ე­როს კონ­ტაქ­ტე­ბი ჩი­ნეთ­თან ღა­ზას სექ­ტორ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პე­კი­ნი ინარ­ჩუ­ნებს ბა­ლანსს კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა მხა­რეს­თან, მას შე­უძ­ლია გარ­კვე­ულ­წი­ლად შუ­ა­მავ­ლის როლი ითა­მა­შოს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ამ­ბობს დონ მერ­ფი, აშშ-ს თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ომის ეროვ­ნუ­ლი კო­ლე­ჯის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს ჩი­ნე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას.

მისი თქმით, ჩი­ნეთს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­თან, არა­ბულ ქვეყ­ნებ­თან, თურ­ქეთ­თან და ირან­თან. „შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ერ­თად, რო­მელ­საც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ის­რა­ელ­თან, მათ შე­უძ­ლი­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან ყვე­ლა მო­თა­მა­შე დას­ვან“, - თქვა მან.

პე­კი­ნი ის­ტო­რი­უ­ლად მხარს უჭერ­და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს, ძი­რი­თა­დად იმი­ტომ, რომ აშშ მხარს უჭერ­და ის­რა­ელს

თუმ­ცა, სხვა დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჩი­ნე­თი, მი­უ­ხე­და­ვად მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, ამ­ჟა­მად უმ­ნიშ­ვნე­ლო მო­თა­მა­შედ რჩე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

„ჩი­ნე­თი არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­თა­მა­შე ამ სფე­რო­ში. მე ვე­სა­უბ­რე ხალ­ხს რე­გი­ო­ნის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და არა­ვინ ელის, რომ ჩი­ნე­თი შეძ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში“, - ამ­ბობს ჯო­ნა­თან ფულ­ტო­ნი, ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

და­სა­წყი­სის­თვის, ჩი­ნე­თის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ არ მო­ე­წო­ნა ის­რა­ელს, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავ­და „ღრმა იმედ­გაც­რუ­ე­ბას“ იმის გამო, რომ ჩი­ნეთ­მა არ დაგ­მო "ჰა­მა­სი" და არ ახ­სე­ნა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა.

ვანგ იიმ უთხრა ის­რა­ელს, რომ „ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა“, მაგ­რამ ამა­ვე დროს, გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბე­ბი „თავ­დაც­ვას სცდე­ბო­და“. ჩი­ნეთს მა­ნევ­რი­რე­ბა უწევს, რად­გან სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ იგი ღიად თა­ნა­უგ­რძნობს პა­ლეს­ტი­ნას.

ამ სიმ­პა­ტი­ებს მივ­ყა­ვართ ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ, მაო ძე­დუ­ნამ­დე, რო­მე­ლიც პა­ლეს­ტი­ნე­ლებს ია­რაღს აწ­ვდი­და, რო­გორც მათი მხარ­და­ჭე­რი. მაომ ერთხელ ის­რა­ე­ლი ტა­ი­ვანს (ორი­ვეს მხარს უჭერს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი) შე­ა­და­რა და მათ და­სავ­ლუ­რი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის ბა­ზე­ბი უწო­და.

მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლებ­ში ჩი­ნეთ­მა ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და დღეს ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბა მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რით იზო­მე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, პე­კი­ნი აგ­რძე­ლებს პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას. ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ჩი­ნე­თის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, მათ შო­რის თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი, ხაზს უს­ვამს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს ჩი­ნეთს?

ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს არის პე­კი­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რო­მე­ლიც საფრ­თხეს შე­უქ­მნის მათ ეკო­ნო­მი­კას, თუ მიმ­დი­ნა­რე ომი მთელ რე­გი­ონ­ში გავ­რცელ­დე­ბა.

ჩი­ნე­თი დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის იმ­პორტზე და ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სის შე­ფა­სე­ბით, ამ იმ­პორ­ტის ნა­ხე­ვა­რი მო­დის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ზე. გარ­და ამი­სა, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ ჩი­ნე­თის პრო­ექ­ტში, შექ­მნას ახა­ლი სა­ვაჭ­რო გზე­ბი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ი­დან ევ­რო­პა­ში, რაც მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ქვა­კუ­თხე­დია.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მი­ზე­ზი. საქ­მე იმა­შია, რომ ამ კონ­ფლიქ­ტში შუ­ა­მავ­ლის როლი პე­კინს აძ­ლევს შე­სა­ნიშ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს რე­პუ­ტა­ცია.

ამ დრო­ის­თვის, ჩი­ნე­თი ცდი­ლობს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის პოსტზე, ვიდ­რე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. წლის და­სა­წყი­სი­დან პე­კი­ნი მხარს უჭრს მსოფ­ლიო წეს­რი­გის ახა­ლი ხედ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და ამა­ვე დროს აკ­რი­ტი­კებს აშშ-ს „ჰე­გე­მო­ნი­ურ“ მმარ­თვე­ლო­ბას.

ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­ზი­დენტ მაჰ­მუდ აბას­თან 2017 წელს

ჩი­ნურ­მა სამ­ხედ­რო გა­ზეთ­მა PLA Daily-მ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა „ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმა­ში“. ფაქ­ტობ­რი­ვად, პე­კინ­მა ზუს­ტად იგი­ვე რი­ტო­რი­კა გა­მო­ი­ყე­ნა, რო­დე­საც აკ­რი­ტი­კებ­და ვა­შინგტონს უკ­რა­ი­ნის რუ­სეთ­თან ომში დახ­მა­რე­ბის გამო. ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გა­ზეთ­მა The Global Times-მა კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ანი­მა­ცია, რო­მელ­შიც ძია სემი სის­ხლი­ა­ნი ხე­ლე­ბით იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის აზ­რით, პე­კი­ნი თა­ვის პო­ზი­ცი­ას უპი­რის­პი­რებს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, რათა შე­ამ­ცი­როს და­სავ­ლე­ლი კონ­კუ­რენ­ტის გლო­ბა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი. მაგ­რამ ჰა­მა­სის ღიად არ დაგ­მო­ბით, ჩი­ნე­თი ასე­ვე რის­კავს, რათა შე­საძ­ლოა ამით პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ე­ლა­ხოს.

ჩი­ნე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის მიღ­წე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვა დგას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი გა­მო­ხა­ტავს სო­ლი­და­რო­ბას მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ის­რა­ე­ლის მიერ პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას, პე­კი­ნი აგ­რძე­ლებს სა­კუ­თა­რი მუს­ლი­მუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის, უი­ღუ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ბრალს სდე­ბენ გე­ნო­ციდ­ში. ამა­ვე სი­ა­ში შე­დის ტი­ბე­ტის მოდსახ­ლე­ო­ბის იძუ­ლე­ბი­თი ასი­მი­ლა­ცია.

თუმ­ცა, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი თვლი­ან, რომ არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვალს ხუ­ჭავს ამა­ზე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩი­ნეთ­მა შეძ­ლო მათ­თან და­ემ­ყა­რე­ბი­ნა მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა.

ჩი­ნეთს ეს­მის, რომ თუნ­დაც ღიად და­უ­ჭი­როს მხა­რი პა­ლეს­ტი­ნას, ეს არ მო­უ­ტანს ქუ­ლებს ყვე­ლა არა­ბულ ქვე­ყა­ნას­თან. რად­გან, ჯო­ნა­თან ფულ­ტო­ნის თქმით, „არა­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის არ არ­სე­ბობს კონ­სენ­სუ­სი სა­კი­თხზე“.

ვანგ იიმ თქვა, რომ ჩი­ნე­თი მხო­ლოდ მშვი­დო­ბას ეძებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და „არ აქვს ეგო­ის­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი პა­ლეს­ტი­ნის სა­კი­თხში“.

თუმ­ცა, გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა და­ნარ­ჩენ­მა მსოფ­ლი­ო­მაც და­ი­ჯე­როს ეს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბლინკენმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზა არის ორი სახელმწიფოს არსებობა, ანუ ისრაელის და პალესტინის.

კვირას ის ქალაქ რამალაში შეხვდა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს (დე იურე), რა დროსაც მან ხაზი გაუსვა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყოს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

როგორც იქნა საღმა აზრმა გაიმარჯვა!

დიდება აშშ-ს!!!

პ.ს. ამდენი უდანაშაულო ადამიანების სისხლი უნდა დაღვრილიყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ?

 

ამათ უყურე
29

აშშ თვითონ კარგად კონტაქტობს ჩინეთთან და ჩვენი კონტაქტი ჩინეთთან არ მოსწონთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა სარგებელს ელოდება ჩინეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლობით?

რა სარგებელს ელოდება ჩინეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლობით?

ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაწყებული ომის პირობებში ჩინეთი ცდილობს შუა აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში შუამავლის როლი შეასრულოს. თუმცა, მისი რეალური შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის.

  • შაბათ-კვირას ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა ვანგ იიმ ომის ესკალაცია ვაშინგტონის ოფიციალურ პირებთან განიხილა. ისინი მსოფლიოს ბევრ ლიდერთან ერთად შიშობენ, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონში გავრცელდება.

ვანგ ი ასევე ესაუბრა თავის კოლეგებს ისრაელში და პალესტინის ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჟაი ჯუნი, რეგიონში გაფრინდა არაბ ლიდერებთან შესახვედრად. გაეროში პეკინმა არაერთხელ დაუჭირა მხარი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

არსებობს იმედი, რომ ჩინეთი შეძლებს გამოიყენოს თავისი მჭიდრო ურთიერთობა ირანთან, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს ღაზაში და ჰეზბოლას ლიბანში, რათა დაარწმუნოს თეირანი დაძაბულობის დეესკალაციაში. ბრიტანული გაზეთი Financial Times იტყობინება, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოუწოდოს ირანელებს "მშვიდობისკენ".

ჩინეთი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. წლის დასაწყისში პეკინი შუამავალი იყო ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნაწილობრივ ნორმალიზებაში, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იყო მისთვის. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის გააძლიეროს კონტაქტები ჩინეთთან ღაზას სექტორში სიტუაციის მოსაგვარებლად.

ვინაიდან ოფიციალური პეკინი ინარჩუნებს ბალანსს კონფლიქტის ყველა მხარესთან, მას შეუძლია გარკვეულწილად შუამავლის როლი ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს დონ მერფი, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ომის ეროვნული კოლეჯის ასისტენტ-პროფესორი, რომელიც სწავლობს ჩინეთის საგარეო პოლიტიკას.

მისი თქმით, ჩინეთს კარგი ურთიერთობა აქვს პალესტინელებთან, არაბულ ქვეყნებთან, თურქეთთან და ირანთან. „შეერთებულ შტატებთან ერთად, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან, მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა მოთამაშე დასვან“, - თქვა მან.

პეკინი ისტორიულად მხარს უჭერდა პალესტინელებს, ძირითადად იმიტომ, რომ აშშ მხარს უჭერდა ისრაელს

თუმცა, სხვა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი, მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, ამჟამად უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება ახლო აღმოსავლეთში.

„ჩინეთი არ არის სერიოზული მოთამაშე ამ სფეროში. მე ვესაუბრე ხალხს რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან და არავინ ელის, რომ ჩინეთი შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ საკითხის მოგვარებაში“, - ამბობს ჯონათან ფულტონი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი თანამშრომელი.

დასაწყისისთვის, ჩინეთის პირველი განცხადება კონფლიქტის შესახებ არ მოეწონა ისრაელს, რომელიც გამოხატავდა „ღრმა იმედგაცრუებას“ იმის გამო, რომ ჩინეთმა არ დაგმო "ჰამასი" და არ ახსენა ისრაელის თავდაცვის უფლება.

ვანგ იიმ უთხრა ისრაელს, რომ „ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება“, მაგრამ ამავე დროს, განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები „თავდაცვას სცდებოდა“. ჩინეთს მანევრირება უწევს, რადგან საიდუმლო არ არის, რომ იგი ღიად თანაუგრძნობს პალესტინას.

ამ სიმპატიებს მივყავართ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელ, მაო ძედუნამდე, რომელიც პალესტინელებს იარაღს აწვდიდა, როგორც მათი მხარდაჭერი. მაომ ერთხელ ისრაელი ტაივანს (ორივეს მხარს უჭერს შეერთებული შტატები) შეადარა და მათ დასავლური იმპერიალიზმის ბაზები უწოდა.

მომდევნო ათწლეულებში ჩინეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა და დღეს ორმხრივი ვაჭრობა მილიარდობით დოლარით იზომება.

ამავდროულად, პეკინი აგრძელებს პალესტინელების მხარდაჭერას. ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ყველა ოფიციალური პირი, მათ შორის თავად პრეზიდენტი სი ძინპინი, ხაზს უსვამს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას.

რა ინტერესები აქვს ჩინეთს?

ერთ-ერთი მიზეზი ეს არის პეკინის ეკონომიკური ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ ეკონომიკას, თუ მიმდინარე ომი მთელ რეგიონში გავრცელდება.

ჩინეთი დიდად არის დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე და ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ამ იმპორტის ნახევარი მოდის ყურის ქვეყნებზე. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩინეთის პროექტში, შექმნას ახალი სავაჭრო გზები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპაში, რაც მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ კონფლიქტში შუამავლის როლი პეკინს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გაიუმჯობესოს რეპუტაცია.

ამ დროისთვის, ჩინეთი ცდილობს პოზიციონირებას გლობალური მშვიდობისმყოფელის პოსტზე, ვიდრე შეერთებული შტატები. წლის დასაწყისიდან პეკინი მხარს უჭრს მსოფლიო წესრიგის ახალი ხედვის პოპულარიზაციას მისი ხელმძღვანელობით და ამავე დროს აკრიტიკებს აშშ-ს „ჰეგემონიურ“ მმართველობას.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან 2017 წელს

ჩინურმა სამხედრო გაზეთმა PLA Daily-მ შეერთებულმა შტატები დაადანაშაულა „ცეცხლზე ნავთის დასხმაში“. ფაქტობრივად, პეკინმა ზუსტად იგივე რიტორიკა გამოიყენა, როდესაც აკრიტიკებდა ვაშინგტონს უკრაინის რუსეთთან ომში დახმარების გამო. ხოლო სახელმწიფო ინგლისურენოვან გაზეთმა The Global Times-მა კი გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელშიც ძია სემი სისხლიანი ხელებით იყო გამოსახული.

დამკვირვებლების აზრით, პეკინი თავის პოზიციას უპირისპირებს შეერთებულ შტატებს, რათა შეამციროს დასავლელი კონკურენტის გლობალური ავტორიტეტი. მაგრამ ჰამასის ღიად არ დაგმობით, ჩინეთი ასევე რისკავს, რათა შესაძლოა ამით პოზიციები შეელახოს.

ჩინეთის სტრატეგიული ამბიციების მიღწევაში რამდენიმე გამოწვევა დგას.

მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოხატავს სოლიდარობას მუსულმანური ქვეყნების მიმართ და ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციას, პეკინი აგრძელებს საკუთარი მუსლიმური მოსახლეობის, უიღურების უფლებების დარღვევას, რომელთა მიმართაც ბრალს სდებენ გენოციდში. ამავე სიაში შედის ტიბეტის მოდსახლეობის იძულებითი ასიმილაცია.

თუმცა, დამკვირვებლები თვლიან, რომ არაბული სამყარო, სავარაუდოდ, თვალს ხუჭავს ამაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა შეძლო მათთან დაემყარებინა მჭიდრო ურთიერთობა.

ჩინეთს ესმის, რომ თუნდაც ღიად დაუჭიროს მხარი პალესტინას, ეს არ მოუტანს ქულებს ყველა არაბულ ქვეყანასთან. რადგან, ჯონათან ფულტონის თქმით, „არაბულ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსენსუსი საკითხზე“.

ვანგ იიმ თქვა, რომ ჩინეთი მხოლოდ მშვიდობას ეძებს ახლო აღმოსავლეთში და „არ აქვს ეგოისტური ინტერესები პალესტინის საკითხში“.

თუმცა, გამოწვევა იქნება დანარჩენმა მსოფლიომაც დაიჯეროს ეს.

წყარო