Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ფსკერზე: წიგნი, რომელიც ქალების შესახებ დაიწერა
რა ხდება ფსკერზე: წიგნი, რომელიც ქალების შესახებ დაიწერა

ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­ბე­და მწერ­ლე­ბის სიას კი­დევ ერთი, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი შე­ე­მა­ტა. ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ 2023-ის ფარ­გლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი „ფსკერ­ზე“ უკვე „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­შია. რო­გორც თა­ვად ავ­ტო­რი ამ­ბობს, თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წიგ­ნია და ამ რო­მა­ნით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლად ყოფ­ნის სევ­დის მკი­თხვე­ლამ­დე მი­ტა­ნა სურ­და.

„ფსკერ­ზე“ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის ამ­ბა­ვია - მძი­მე, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი. ის­ტო­რი­ას, რო­მელ­საც დღი­უ­რის სა­ხით გა­ეც­ნო­ბით, უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი­სა და ში­შის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა ქალი გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი სხვა ქა­ლის სა­ხეს წარ­მო­ად­გენს და ნათ­ლად გვა­ნა­ხებს იმას, თუ რას გრძნო­ბენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი, რო­გო­რია მათი ფსი­ქო­ლო­გია, რამ­დე­ნად დიდი წნე­ხის ქვეშ უწევთ ცხოვ­რე­ბა და რა­ტომ უჭირთ ყვე­ლა­ზე მე­ტად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა.

ნა­წარ­მო­ებს თან გას­დევს სამ­ყა­როს შექ­მნის ბიბ­ლი­უ­რი ხაზი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის პა­ტა­რა, სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­როს შექ­მნა­ზე მი­უ­თი­თებს. მკი­თხვე­ლი კი ანას თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი, მტან­ჯვე­ლი და სის­ხლი­ა­ნი ღა­მე­ე­ბის მეგ­ზუ­რი ხდე­ბა.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი:

- რა­ტომ სევ­და? იმი­ტომ რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დღე­საც ვცხოვ­რობთ იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც სულ პა­წა­წი­ნა გო­გო­ნებ­საც კი გა­დარ­ჩე­ნის­თვის უწევთ ბრძო­ლა... რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყრუ და უსი­ნათ­ლოა მა­შინ, რო­დე­საც მე­ზობ­ლის სახ­ლი­დან გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი ის­მის... რო­დე­საც სამი შვი­ლის დე­დას ხალ­ხით სავ­სე ავ­ტო­ბუს­ში კლა­ვენ... ეს წიგ­ნი არის ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად არ­სე­ბობ­და ჩემ­ში და მი­ხა­რია, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ხმა­მაღ­ლა მე­სა­უბ­რა ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე.

რო­გო­რია პირ­ვე­ლი წიგ­ნის მო­ლო­დი­ნე­ბი? თუ გქონ­დათ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და რო­გო­რი?

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნე­ბი მაქვს, რად­გან მჯე­რა, რომ მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა წიგ­ნი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­დან და თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. პირ­ვე­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი უკვე იყო და ვა­ღი­ა­რებ, რომ ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერც ერთი წა­ვი­კი­თხე. სრუ­ლი­დან უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მწე­რენ, რომ თით­ქოს ეს წიგ­ნი მათ­ზეა და­წე­რი­ლი და ეს არის სა­უ­კე­თე­სო შეგ­რძნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა, რომ ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ცა­დო.

რა გახ­და ინ­სპი­რა­ცია ამ ჟან­რის და თე­მის ასარ­ჩე­ვად?

ამ თე­მი­სა და ჟან­რის ინ­სპი­რა­ცია, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ის რე­ა­ლო­ბა გახ­და, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ. ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ არ­სე­ბობს სუფ­რა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს გა­რე­შე, სავ­სეა ამა­ვე ქა­ლე­ბის სის­ხლი­ა­ნი ის­ტო­რი­ე­ბით. პა­რა­დოქ­სია, თუმ­ცა ეს ასეა და ძა­ლი­ან მინ­დო­და, რომ ეს წიგ­ნი ყო­ფი­ლი­ყო სწო­რედ ის ნუ­გე­ში, რომლსაც შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი ხი­დის მო­ა­ჯი­რი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნოს, ყულ­ფი­დან თავი გა­მო­ა­ყო­ფი­ნოს... სი­ტყვა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­და­გარ­ჩი­ნოს და ნა­პირ­ზე გა­მო­გიყ­ვა­ნოს. არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვი­და, თუმ­ცა იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ასეა...

რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე თქვენს წიგნს ხე­დავთ?

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში სა­კუ­თა­რი ავ­ტო­რო­ბით წიგ­ნის ხილ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბას ჯერ ვერ შე­ვეჩ­ვიე და გული ისევ ისე მიჩ­ქარ­დე­ბა, რო­გორც პირ­ვე­ლად... არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა ამ შეგ­რძნე­ბას. გზად თუ მი­წევს ხოლ­მე მა­ღა­ზი­ებ­თან გავ­ლა, ცდუ­ნე­ბას ვერ ვუძ­ლებ და ყო­ველ ჯერ­ზე შევ­დი­ვარ. ეს ემო­ცია იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლია, ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ.

აპი­რებთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კუ­თხით საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ამ ეტაპ­ზე ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია და იმე­დი მაქვს, რომ შევ­ძლებ მკი­თხვე­ლის­თვის თა­ვის შეყ­ვა­რე­ბას.

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ძა­ლა­დის ფსი­ქო­ტი­პი? წიგნ­ში შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად ნამ­დვი­ლი პა­სუ­ხე­ბი გე­ლო­დე­ბათ. და მა­ინც, ვინ არის ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის? ზოგ­ჯერ ის სა­ში­ნელ, მტან­ჯველ, და­უს­რუ­ლე­ბელ ღა­მედ შე­იძ­ლე­ბა გვექ­ცეს, ზოგ­ჯერ კი მზეა, რომ­ლის სხი­ვე­ბი ფსკერ­საც ჩას­წვდე­ბა და გა­ა­ნა­თებს. სა­დაც მსხვერ­პლია, იქ­ვეა მო­ძა­ლა­დეც - ეს ორი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს - და ამ­დე­ნად, ეს ამ­ბა­ვი მო­ძა­ლა­დე­ზე­ცაა. ოღონდ ეს ერ­თო­ბა მსხვერ­პლის­თვის ფსკე­რია, მო­ძა­ლა­დის­თვის?...

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რა ხდება ფსკერზე: წიგნი, რომელიც ქალების შესახებ დაიწერა

რა ხდება ფსკერზე: წიგნი, რომელიც ქალების შესახებ დაიწერა

ქართველი თანამედროვე ახალბედა მწერლების სიას კიდევ ერთი, საინტერესო ავტორი შეემატა. ანი ბალიაშვილი გამომცელობა „პალიტრა L“-მა ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023-ის ფარგლებში აღმოაჩინა. ანი ბალიაშვილის სადებიუტო რომანი „ფსკერზე“ უკვე „ბიბლუსის“ ქსელშია. როგორც თავად ავტორი ამბობს, თავისი პირველი წიგნი ქალების შესახებ დაწერილი წიგნია და ამ რომანით, ჩვენს ქვეყანაში ქალად ყოფნის სევდის მკითხველამდე მიტანა სურდა.

„ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია - მძიმე, ამაღელვებელი და დამაფიქრებელი. ისტორიას, რომელსაც დღიურის სახით გაეცნობით, უდიდესი ტკივილისა და შიშის მქონე ახალგაზრდა ქალი გვიამბობს, რომელიც დღევანდელობაში უამრავი სხვა ქალის სახეს წარმოადგენს და ნათლად გვანახებს იმას, თუ რას გრძნობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორია მათი ფსიქოლოგია, რამდენად დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება და რატომ უჭირთ ყველაზე მეტად პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ნაწარმოებს თან გასდევს სამყაროს შექმნის ბიბლიური ხაზი, რომელიც მთავარი პერსონაჟის პატარა, სრულიად ახალი სამყაროს შექმნაზე მიუთითებს. მკითხველი კი ანას თეთრად გათენებული, მტანჯველი და სისხლიანი ღამეების მეგზური ხდება.

ანი ბალიაშვილი:

- რატომ სევდა? იმიტომ რომ სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც სულ პაწაწინა გოგონებსაც კი გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა... რეალობაში, სადაც საზოგადოება ყრუ და უსინათლოა მაშინ, როდესაც მეზობლის სახლიდან განწირული ყვირილი ისმის... როდესაც სამი შვილის დედას ხალხით სავსე ავტობუსში კლავენ... ეს წიგნი არის ერთგვარი პროტესტი, რომელიც მუდმივად არსებობდა ჩემში და მიხარია, რომ მომეცა საშუალება ხმამაღლა მესაუბრა ასეთ მნიშვნელოვან თემაზე.

როგორია პირველი წიგნის მოლოდინები? თუ გქონდათ გამოხმაურება და როგორი?

სიმართლე რომ გითხრათ, უდიდესი მოლოდინები მაქვს, რადგან მჯერა, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება წიგნი თავისი შინაარსიდან და თემის აქტუალურობიდან გამომდინარე. პირველი გამოხმაურებები უკვე იყო და ვაღიარებ, რომ ცრემლების გარეშე ვერც ერთი წავიკითხე. სრულიდან უცხო ადამიანები მწერენ, რომ თითქოს ეს წიგნი მათზეა დაწერილი და ეს არის საუკეთესო შეგრძნება, რაც შეიძლება, რომ ამ ეტაპზე გამოვცადო.

რა გახდა ინსპირაცია ამ ჟანრის და თემის ასარჩევად?

ამ თემისა და ჟანრის ინსპირაცია, როგორც უკვე გითხარით, ის რეალობა გახდა, რომელშიც ვცხოვრობთ. ქვეყანა, სადაც არ არსებობს სუფრა ქართველი ქალების სადღეგრძელოს გარეშე, სავსეა ამავე ქალების სისხლიანი ისტორიებით. პარადოქსია, თუმცა ეს ასეა და ძალიან მინდოდა, რომ ეს წიგნი ყოფილიყო სწორედ ის ნუგეში, რომლსაც შეუძლია ადამიანი ხიდის მოაჯირიდან ჩამოიყვანოს, ყულფიდან თავი გამოაყოფინოს... სიტყვა, რომელსაც შეუძლია გადაგარჩინოს და ნაპირზე გამოგიყვანოს. არ ვიცი, ეს რამდენად გამომივიდა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ასეა...

როგორი შეგრძნებაა, როცა წიგნის მაღაზიის თაროზე თქვენს წიგნს ხედავთ?

წიგნის მაღაზიაში საკუთარი ავტორობით წიგნის ხილვის სიამოვნებას ჯერ ვერ შევეჩვიე და გული ისევ ისე მიჩქარდება, როგორც პირველად... არ ვიცი, რა დავარქვა ამ შეგრძნებას. გზად თუ მიწევს ხოლმე მაღაზიებთან გავლა, ცდუნებას ვერ ვუძლებ და ყოველ ჯერზე შევდივარ. ეს ემოცია იმდენად გულწრფელია, ვერაფერს ვუხერხებ.

აპირებთ ლიტერატურულ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელებას?

რაც შეეხება ლიტერატურული კუთხით საქმიანობის გაგრძელებას, ამ ეტაპზე ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია და იმედი მაქვს, რომ შევძლებ მკითხველისთვის თავის შეყვარებას.

როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც - ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს - და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?...

R