მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტი და მოხერხდება თუ არა მედიაგარემოს რეალურად გაუმჯობესება?
12:01 / 02-11-2023
როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტი და მოხერხდება თუ არა მედიაგარემოს რეალურად გაუმჯობესება?
12:01 / 02-11-2023

2022 წლის ივ­ნის­ში, ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცა 12 პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის მე-7 პუნ­ქტი თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ეფექ­ტი­ან გა­მო­ძი­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ეს პუნ­ქტი შემ­დეგს გუ­ლის­ხმობს:

  • "უფრო ძლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი, პლუ­რა­ლის­ტუ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­სათ­ვის, რომ მე­დი­ის მფლო­ბელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს უმაღ­ლეს იუ­რი­დი­ულ სტან­დარ­ტებს და ჩა­ტარ­დეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის სხვა მუ­შაკ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მუ­ქა­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე“.

ამ და­ვა­ლე­ბის მი­ღე­ბი­დან უკვე წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და და ფი­ნიშს უახ­ლოვ­დე­ბა ის ვადა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ამ 12 პუნ­ქტის შე­სას­რუ­ლებ­ლად მის­ცეს. რა ხდე­ბო­და მე-7 პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამ რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­მუ­შაო ჯგუ­ფი არ შე­უქ­მნია.

"პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო­ო­ბას ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და ჯერ კი­დევ 2022 წლის 1-ლ ივ­ლისს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

გა­და­წყდა ასე­ვე, რომ 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ევ­რო­კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად გან­სა­ზღვრუ­ლი 12 პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ა­ფა­სებ­და "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის“ ლი­დე­რო­ბით, 8 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი - სტა­ტუს­მეტ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სა­მო­მავ­ლოდ გან­სა­ზღვრუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის თა­ო­ბა­ზე ან­გა­რი­შე­ბი დრო­დად­რო ქვეყ­ნდე­ბო­და.

  • 2023 წლის 21 ივ­ნი­სი: მე-7 პუნ­ქტი სრუ­ლად შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის მსურ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის შუ­ა­ლე­დუ­რი მოხ­სე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ა.წ. 21 ივ­ნისს გავ­რცელ­და. ამის შემ­დეგ სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ­მა ოლი­ვერ ვარ­ჰე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ დრო­ის­თვის EU-ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლად 3 ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი - გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას­თან, ქალ­თა ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და­ნიშ­ვნა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ გან­ხილ­ვი­სას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

ევ­რო­კო­მი­სა­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლობ­რი­ვი პროგ­რე­სი ჰქონ­და 7 სფე­რო­ში, ესე­ნია:

● პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა

● სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სრუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­რან­ტია და სა­არ­ჩევ­ნო ჩარ­ჩოს და­მა­ტე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

● გამჭვირ­ვა­ლე სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სტრა­ტე­გი­ის მი­ღე­ბა, და­ნერგვა

● ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს გაძ­ლი­ე­რე­ბა

● ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა

● მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა

● გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა

რო­გორც ვხე­დავთ, არც შეს­რუ­ლე­ბულ და არც ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია არ მოხ­ვდა.

ოლი­ვერ ვარ­ჰეი

"მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მი­სა და მე­დი­ის მფლო­ბელ­თა მი­მართ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბე­ბის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰქო­ნია პროგ­რე­სი, იმის­თვის რათა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ეს პრი­ო­რი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლომ მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში უნდა შე­ი­ტა­ნოს ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან იქ­ნე­ბა თან­ხვედ­რა­ში. ასე­ვე უნდა გა­ი­ზარ­დოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დაც­ვის სტან­დარ­ტე­ბი, ასე­ვე და­ცუ­ლი უნდა იყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ი­სა და მე­დი­ამ­ფლო­ბე­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი,”- გა­ნა­ცხა­და ოლი­ვერ ვარ­ჰე­იმ იმ­ჟა­მად.

  • გვა­რა­მი­ას საქ­მე

ოპო­ზი­ცი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­თვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და მათ შო­რის - "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას პა­ტიმ­რო­ბის სა­კი­თხის მოხ­სნა იყო. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, მისი შე­წყა­ლე­ბით, სა­კი­თხის სწრა­ფად გა­და­წყვე­ტა შე­ეძ­ლო, რაც მოხ­და კი­დეც.

2023 წლის 22 ივ­ნისს, პრე­ზი­დენ­ტმა "მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 2022 წლის 16 მა­ისს ნიკა გვა­რა­მი­ას 3 წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის საქ­მე­ზე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მა­შინ გა­მო­ა­ცხა­და, როცა სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. მე­დია, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სა­უბ­რობ­დნენ, რომ გვა­რა­მი­ას საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

  • ვერ­ბა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე

კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის პრობ­ლე­მე­ბი, რა თქმა უნდა, ამით არ მთავ­რდე­ბა. ბოლო წლებ­ში დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის, მათი აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის არა­ერ­თი ფაქ­ტი მოხ­და, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის. პრობ­ლე­მად რჩე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხიც.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას ვერ­ბა­ლუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი მი­ა­ყე­ნონ მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

მა­გა­ლი­თად, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს, რო­დე­საც კუ­რორ­ტი შოვი მე­წყერ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნად­გუ­რა, რა­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი, სტი­ქი­ის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ად­გი­ლი­დან ვი­თა­რე­ბას აშუ­ქებ­და ვებ­გა­მო­ცე­მა "მთის ამ­ბე­ბი”. იმის გამო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ მო­ე­წო­ნათ პორ­ტა­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა და დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი, მის რე­დაქ­ტორს გელა მთივ­ლიშ­ვილს ლა­მის ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დეს.

ის არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს­მა პი­რებ­მაც. მა­გა­ლი­თად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მრა­ვალ­გზის ისა­უბ­რა ამ თე­მა­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, აგ­რე­სი­უ­ლად მო­იხ­სე­ნია რე­დაქ­ტო­რი გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი და მას “თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი” უწო­და. გელა მთივ­ლიშ­ვილ­მა იმ­ჟა­მად გა­ნა­ცხა­და, რომ არ აპი­რებ­და პო­ლი­ტი­კო­სებ­თან დის­კუ­სი­ა­ში შეს­ვლას, თუმ­ცა მისი თქმით, "შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სხვა ლი­დე­რე­ბის ყო­ვე­ლი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა აუ­ა­რე­სებს მე­დი­ის სა­მუ­შაო გა­რე­მოს და მას უფრო მე­ტად სა­შიშს ხდის”.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­მიზ­ნე­ში აღ­მოჩ­ნდა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­აჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა მე­დი­აც“, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ და­აბ­რა­ლეს, რომ თით­ქოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ ფი­ნანსდე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მისი სა­ტე­ლი­ტი პარ­ტი­ე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ამით და­ი­წყო ღია და და­უ­ფა­რა­ვი კამ­პა­ნია, რომ­ლის მი­ზა­ნი გახ­ლდათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი იმ ჯგუ­ფის დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­მე­ლიც არ არის პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“.

2023 წელს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მე­დი­ა­ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით პირ­და­პირ ახა­ლი­სებს რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე სი­ტყვი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბის­თვის.

  • მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი:

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ ამოქ­მე­დე­ბი­დან დღემ­დე, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტებ­ზე 16 პირი ამ­ხი­ლა, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ამ საქ­მე­ებ­ზე და დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

2023 წლის 27 ივ­ნისს თავს და­ესხნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას” თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს მიშა მშვილ­და­ძეს.

12 სექ­ტემ­ბერს, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა და საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­უგ­ზავ­ნა. არა­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას­ზე თავ­დას­ხმა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო და მას­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­ტურ­დე­ბა, რომ მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმა წარ­მო­ად­გენ­და ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი”, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტის­მეტ­რის ბოლო ან­გა­რიშ­ში.

2023 წლის 1-ლ სექ­ტემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვა და ოპე­რა­ტო­რი გაგა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში",დე­ლი­სის“ მეტ­რო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის პრო­ცესს იღებ­დნენ, რა დრო­საც მათ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით და თავ­დას­ხმით პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლეს. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მომ­ხდარ­ში 2 არას­რულ­წლო­ვანს წა­რუდ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის.

2023 წლის 26 აგ­ვის­ტოს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ემა გო­გო­ხია და ოპე­რა­ტო­რი ნიკა გვა­ლია მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­იშ­ში მდე­ბა­რე ხე-ტყის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ერთ-ერთი სა­ამ­ქროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რა დრო­საც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მთა­ვა­რი არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და­ე­მუქრნენ და ჟურ­ნა­ლისტზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, 2 პირი ამ­ხი­ლა.

გა­მოწ­ვე­ვაა ასე­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ე­ბის­თვის რეკ­ლა­მაც, რად­გან ბიზ­ნე­სი მა­თი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერი­დე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას მე­დი­ა­ში, სა­დაც ხში­რად ის­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა.

ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­მეტრმაბოლო კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ა.წ. სექ­ტემ­ბერ­ში და ეს მო­ი­ცავს 2023 წლის 16 იან­ვრი­დან 8 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდს. ამ ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, მე-7 პუნ­ქტი ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბუ­ლად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის გარ­და, მე­დი­ის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში პარ­ლა­მენ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ თე­ბერ­ვალ­ში გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის ნა­წი­ლიც სტა­ტუს­მეტ­რის შე­ფა­სე­ბით, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას და არ­ღვევს პარ­ლა­მენ­ტში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბას. ამ ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ან პარ­ლა­მენ­ტში სტუმ­რად მყო­ფი პი­რის მიერ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­წყვი­ტოს ინ­ტერ­ვიუ, ანუ თუ რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტატს ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა არა­სა­სურ­ვე­ლად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა და არ მო­ე­წო­ნე­ბა, მას შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტის აკ­რე­დი­ტა­ცია შე­უ­ჩე­რონ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2023 წლის 6 აპ­რილს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია შე­უ­ჩე­რა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის “ფორ­მუ­ლას”, “ტვ პირ­ვე­ლი­სა” და “მთა­ვა­რი არ­ხის” სამ ჟურ­ნა­ლისტსა და ორ ოპე­რა­ტორს. პარ­ლა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე 2023 წლის 11 მა­ისს აკ­რე­დი­ტა­ცია ასე­ვე შე­უ­ჩე­რა "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლისტს და ოპე­რა­ტორს. ჯამ­ში პარ­ლა­მენ­ტის მიერ ხსე­ნე­ბუ­ლი წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით 7 ჟურ­ნა­ლისტს/ოპე­რა­ტორს შე­უ­ჩერ­და აკ­რე­დი­ტა­ცია.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მე­დი­ას ხელი ეშ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ახა­ლი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბრძა­ნე­ბის შე­დე­გად“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტუს­მეტ­რის ან­გა­რიშ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა ა.წ. 19 ოქ­ტომ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტმა “მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მე­სა­მე მოს­მე­ნი­თაც მი­ი­ღო. პარ­ლა­მენ­ტის მიერ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სი­ძულ­ვი­ლის ენი­სა და ტე­რო­რიზ­მის­კენ მო­წო­დე­ბის შემ­ცვე­ლი პროგ­რა­მა და რეკ­ლა­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში ექ­ცე­ვა. აღ­ნიშ­ნულ დარ­ღვე­ვა­ზე მა­უ­წყებ­ლის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ორ­გა­ნოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში გა­სა­ჩივ­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში პრო­ექ­ტის პირ­ვან­დე­ლი ვა­რი­ან­ტი და­კო­რექ­ტირ­და და უხამ­სო­ბაც თვით­რე­გუ­ლი­რე­ბი­დან რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში გა­და­ვი­და. ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბა მხო­ლოდ მე­დი­ა­მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, “კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ღე­ბა ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი 12 პრი­ო­რი­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბას, რა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი“, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რო­ბენ მე­დი­ა­ში".

მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ლაშა ტუ­ღუ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­მარ­ტე­ბე­ბი, რო­მე­ლიც კა­ნონ­შია მო­ცე­მუ­ლი, "ძა­ლი­ან ფარ­თო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას“ იძ­ლე­ვა.

"რო­დე­საც ეს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბი­დან რე­გუ­ლი­რე­ბა­ში გა­და­ვა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ რის­კებს შე­ი­ცავს. საფრ­თხის გან­ცდა, რო­მე­ლიც დღეს გა­უჩ­ნდა მე­დი­ის ძა­ლი­ან ბევრ წარ­მო­მად­გე­ნელს, არა მარ­ტო მე­დი­ის, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია. ამი­ტო­მაც არის პრო­ტეს­ტის გან­ცდა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

00:00 / 00:00

ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, არა­ნა­ი­რად არ მუ­შა­ობს არც სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე და არც დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "მი­ზა­ნი არის მარ­ტი­ვი - რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს უჭირთ ხოლ­მე, ისი­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას იწყე­ბენ და ცდი­ლო­ბენ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით რა­ღაც­ნა­ი­რად გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გან­წყო­ბებ­ზე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ცენ­ზუ­რის დამ­ყა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს არა­ნა­ი­რად არ მუ­შა­ობს არც სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე და არც დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე. ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ისე გა­ა­უ­ა­რე­სოს ვი­თა­რე­ბა, რომ ჩვენ სტა­ტუ­სი არ მოგ­ვცენ, სხვა ახ­სნა და მო­ტი­ვი ამას არ აქვს. ცენ­ზუ­რის დამ­ყა­რე­ბა კი "ოც­ნე­ბას“ იმის­თვის უნდა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ამ გზით ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს“, - ამ­ბობს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

სტა­ტუს­მეტ­რის შე­ფა­სე­ბი­თაც, სი­ძულ­ვი­ლის ენის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბი შე­ი­ცავს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რი შე­ზღუდ­ვის სე­რი­ო­ზულ რისკს, რო­გორც სი­ძულ­ვი­ლის ენის დე­ფი­ნი­ცი­ის, ისე რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის პრობ­ლე­მუ­რო­ბის გამო.

ან­გა­რიშ­შის თა­ნახ­მად პრობ­ლე­მად არის მი­იჩ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ “მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ” სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში 2023 წლის 3 ივ­ლისს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც, რომ­ლი­თაც გა­ა­უქ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო. საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ფუნ­ქცი­ებ­ში გა­და­ვი­და. ამ უკა­ნას­კნე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა 9-დან 11-მდე გა­ი­ზარ­და, სა­ი­და­ნაც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის საბ­ჭო ერ­თის ნაც­ვლად სამ წევ­რს წა­რად­გენს.

"მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს გა­უქ­მე­ბას არ ჰქონ­და რა­ი­მე ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. მისი გა­უქ­მე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თვის შე­ერ­თე­ბა აძ­ლი­ე­რებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გავ­ლე­ნებს მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნელ ორ­გა­ნო­ში“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტუს­მეტ­რის ან­გა­რიშ­ში.

  • ამის გარ­და, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს 2021 წლის 5 ივ­ლისს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლა­ვაც ამ­ტკი­ცებს, რომ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლის დრო­საც მე­დი­ის არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­შა­ვა­და, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არ ჰყავ­და. ეს მა­შინ, რო­დე­საც არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, 5 ივ­ლი­სის საქ­მე­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დას­ტურ­დე­ბა.

ერთ - ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სტა­ტუს­მეტ­რის ფარ­გლებ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბა, GRASS-ია, მისი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მე-7 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა­ზეა სა­უბ­რი­სას სა­კი­თხი ასე უნდა და­ის­ვას: უფრო მე­ტად და­ცუ­ლია თუ არა მე­დია დღეს?

00:00 / 00:00

დას­კვნის­თვის:

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი, რაც ამ პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­და­იდ­გა, ეს გახ­ლავთ "მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ორაზ­რო­ვა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი.

მმარ­თვე­ლი ძალა" აცხა­დებს, რომ ამით ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვა შე­ას­რუ­ლა, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბი­ან მე­დია, ექ­სპერ­ტე­ბი და ოპო­ზი­ცია. თუმ­ცა "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ნა­წი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოში პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ.

პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი

"სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამავდრო­უ­ლად, სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­რექ­ტი­ვა სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ახ­ლა­ხან მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი აკ­მა­ყო­ფი­ლებს აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­რექ­ტი­ვის პი­რო­ბებს”, - გა­ნა­ცხა­და მან და აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ დი­რექ­ტი­ვა­ში შე­სა­ტა­ნია ცვლი­ლე­ბე­ბი იმ სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, მე­დი­ი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვა­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის პრე­ვენ­ცი­ის შო­რის ხა­ზის გავ­ლე­ბას ეხე­ბა.

პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი:

  • "რე­ა­ლუ­რად, ეს ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია, თუ სად უნდა მოხ­დეს ხა­ზის გავ­ლე­ბა მე­დი­ას, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მცი­რე­წლოვ­ნე­ბის დაც­ვა­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის პრე­ვენ­ცი­ას შო­რის. ეს აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი დი­რექ­ტი­ვა აწე­სებს სტან­დარტს, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს აქვთ მოქ­ნი­ლო­ბა ამ სტან­დარ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მის ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, რათა დაგ­ვე­ახ­ლო­ე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ დი­რექ­ტი­ვას­თან და ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან დამ­ტკიც­და, აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის დი­რექ­ტი­ვის სტან­დარ­ტებს. ამავდრო­უ­ლად, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სხვა სა­კი­თხებ­ზეც, რო­მე­ლიც პირ­და­პირ არ არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ამ დი­რექ­ტი­ვით, რაც, რო­გორც წესი, რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ. მა­გა­ლი­თად, უხამ­სო­ბის სა­კი­თხი. რა თქმა უნდა, შეს­რუ­ლე­ბა მთა­ვა­რია და სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ ეროვ­ნულ მა­რუ­გუ­ლი­რე­ბელ­თან ერ­თად, რათა დავ­რწმუნ­დეთ, რომ ეს ორ­გა­ნო არის სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­მა­შობს მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს“.

სპე­ცპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­დნენ: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი, ნა­თია დო­ლი­ძე, თეა ინა­სა­რი­ძე, სან­დრო შუღ­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ილიას დაბადების დღეა , რა ენაზე მეტყველებთ , რა არის ეს, სავსე იყო ქართული ენა რუსული ბარბარიზმებით, ახლა წალეკილია ინგლისური ჟარგონით, სლენგით და საჭიროა არ არის საჭირო , აკვეხებთ და თავიც მოგწონთ ?! საბა ბრუნავს საფლავში, ასეთი ევროკავშირის ენა არ არსებობს ჩვენ რომ ვმეტყველებთ, ესპერანტოა , რა ?! ეს უცხო ენის ცოდნაზე კი არა , სწორედ მის უცოდინრობაზე მიუთითებს!

ალექს
0

მიშასებური ამჩატებულ მოფუქსავატო სტილი სახელმწიფო საქმეებში , ბიზნესსა და ყოფაცხოვრებაში ევროსტილთან შეუთავსებელია , სადა ნახეთ გუთნისდედა ტიკტოკზე ამზეურებდეს საცვლებს, ჰა ?! აქეთ ხრმალი, იქით გრდემლი და ურო , კისერზე ჯვარი , მძიმე !

ავტორი:

როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტი და მოხერხდება თუ არა მედიაგარემოს რეალურად გაუმჯობესება?

როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტი და მოხერხდება თუ არა მედიაგარემოს რეალურად გაუმჯობესება?

2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მისცა 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია, რომლის მე-7 პუნქტი თავისუფალ მედიას, ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას შეეხება. უფრო კონკრეტულად, ეს პუნქტი შემდეგს გულისხმობს:

  • "უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე“.

ამ დავალების მიღებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და ფინიშს უახლოვდება ის ვადა, რაც საქართველოს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად მისცეს. რა ხდებოდა მე-7 პუნქტთან დაკავშირებით ამ დროის განმავლობაში.

ამ რეკომენდაციის შესასრულებლად "ქართულ ოცნებას“ სამუშაო ჯგუფი არ შეუქმნია.

"პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“, - განაცხადა ჯერ კიდევ 2022 წლის 1-ლ ივლისს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

გადაწყდა ასევე, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას შეაფასებდა "ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი - სტატუსმეტრი. შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის, არსებული მდგომარეობისა და სამომავლოდ განსაზღვრული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშები დროდადრო ქვეყნდებოდა.

  • 2023 წლის 21 ივნისი: მე-7 პუნქტი სრულად შეუსრულებელი

ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნების შესახებ ევროკომისიის შუალედური მოხსენების შესახებ ინფორმაცია ა.წ. 21 ივნისს გავრცელდა. ამის შემდეგ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ იმ დროისთვის EU-ის 12 რეკომენდაციიდან საქართველოს სრულად 3 ჰქონდა შესრულებული - გენდერულ თანასწორობასთან, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება.

ევროკომისარის თქმით, საქართველოს ნაწილობრივი პროგრესი ჰქონდა 7 სფეროში, ესენია:

● პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება

● სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების გარანტია და საარჩევნო ჩარჩოს დამატებით გაუმჯობესება

● გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება, დანერგვა

● ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება

● ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება

● მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება

● გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა

როგორც ვხედავთ, არც შესრულებულ და არც ნაწილობრივ შესრულებულ პუნქტებში მედიასთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ მოხვდა.

ოლივერ ვარჰეი

"მედიაპლურალიზმისა და მედიის მფლობელთა მიმართ დაწყებული გამოძიებების მხრივ, საქართველოს არ ჰქონია პროგრესი, იმისთვის რათა შესრულებულიყო ეს პრიორიტეტი, საქართველომ მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შეიტანოს ცვლილებები, რაც ევროპული საბჭოს რეკომენდაციებთან იქნება თანხვედრაში. ასევე უნდა გაიზარდოს ჟურნალისტების პროფესიული დაცვის სტანდარტები, ასევე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტებისა და მედიისა და მედიამფლობელების თავისუფლებები,”- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ იმჟამად.

  • გვარამიას საქმე

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვის ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი მედიამენეჯერების სამართლებრივი დევნის და მათ შორის - "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხის მოხსნა იყო. თავიდანვე ყველა მიანიშნებდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მისი შეწყალებით, საკითხის სწრაფად გადაწყვეტა შეეძლო, რაც მოხდა კიდეც.

2023 წლის 22 ივნისს, პრეზიდენტმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მედია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი პირველივე დღიდან საუბრობდნენ, რომ გვარამიას საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

  • ვერბალური და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე

კრიტიკული მედიის პრობლემები, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება. ბოლო წლებში დემონსტრაციებისას ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი აპარატურის დაზიანებისა და საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთა დიდი ნაწილიც სათანადოდ გამოძიებული არ არის. პრობლემად რჩება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხიც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აძლევენ თავს უფლებას ვერბალურად დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფაც კი მიაყენონ მათთვის არასასურველი მედიის წარმომადგენლებს.

მაგალითად, 3 აგვისტოს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის დროს, როდესაც კურორტი შოვი მეწყერმა, ფაქტობრივად, გაანადგურა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, სტიქიის პირველივე წუთებიდან ადგილიდან ვითარებას აშუქებდა ვებგამოცემა "მთის ამბები”. იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოეწონათ პორტალის საქმიანობა და დასმული კითხვები, მის რედაქტორს გელა მთივლიშვილს ლამის ბრძოლა გამოუცხადეს.

ის არაერთხელ გააკრიტიკეს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმაც. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მრავალგზის ისაუბრა ამ თემაზე, ფაქტობრივად, აგრესიულად მოიხსენია რედაქტორი გელა მთივლიშვილი და მას “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა. გელა მთივლიშვილმა იმჟამად განაცხადა, რომ არ აპირებდა პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლას, თუმცა მისი თქმით, "შალვა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”.

მმართველი პარტიის სამიზნეში აღმოჩნდა დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგი "პალიტრა მედიაც“, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ დააბრალეს, რომ თითქოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდებოდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, ამით დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი გახლდათ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე“.

2023 წელს ჟურნალისტები და მედიაექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება თავისი აგრესიული რიტორიკით პირდაპირ ახალისებს რიგით მოქალაქეებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმებისთვის.

  • მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის რამდენიმე მაგალითი:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოქმედებიდან დღემდე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16 პირი ამხილა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, დაზარალებულები და ამ საქმეებზე და დამკვირვებელი ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ გამოძიების შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

2023 წლის 27 ივნისს თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს.

12 სექტემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოიკვეთა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა. არადა, დაზარალებულის განცხადებით, მასზე თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო და მასში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. "ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილი გარემოებებით, ფაქტობრივად, დასტურდება, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა წარმოადგენდა ორგანიზებულ დანაშაულს, რომელშიც სავარაუდოდ, ჩართულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები”, - ვკითხულობთ სტატისმეტრის ბოლო ანგარიშში.

2023 წლის 1-ლ სექტემბერს, ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, ,,დელისის“ მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც მათ მოქალაქეებმა აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარში 2 არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები მთავარი არხის თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა.

გამოწვევაა ასევე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიებისთვის რეკლამაც, რადგან ბიზნესი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ერიდება ინვესტიციის ჩადებას მედიაში, სადაც ხშირად ისმის ხელისუფლების კრიტიკა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმეტრმა ბოლო კვლევა გამოაქვეყნა ა.წ. სექტემბერში და ეს მოიცავს 2023 წლის 16 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს. ამ ანგარიშის მიხედვით, მე-7 პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად არის შეფასებული.

ანგარიშის თანახმად, საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გარდა, მედიის ახალი გამოწვევა ბოლო პერიოდში პარლამენტში განხორციელებული ცვლილებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თებერვალში გამოსცა ბრძანება პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე, რომლის ნაწილიც სტატუსმეტრის შეფასებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არღვევს პარლამენტში მედიის თავისუფლად საქმიანობის უფლებას. ამ ბრძანების თანახმად, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ, ანუ თუ რომელიმე დეპუტატს ჟურნალისტის კითხვა არასასურველად მოეჩვენება და არ მოეწონება, მას შესაძლოა, პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერონ.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 6 აპრილს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე პარლამენტში საქმიანობის აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს. პარლამენტმა აღნიშნული წესის საფუძველზე 2023 წლის 11 მაისს აკრედიტაცია ასევე შეუჩერა "ფორმულას“ ჟურნალისტს და ოპერატორს. ჯამში პარლამენტის მიერ ხსენებული წესის გამოყენებით 7 ჟურნალისტს/ოპერატორს შეუჩერდა აკრედიტაცია.

"საქართველოს პარლამენტში მედიას ხელი ეშლება თავისუფლად საქმიანობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ახალი არაკონსტიტუციური ბრძანების შედეგად“, - ვკითხულობთ სტატუსმეტრის ანგარიშში.

მიუხედავად მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ოპოზიციის წინააღმდეგობისა ა.წ. 19 ოქტომბერს, პარლამენტმა “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღო. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“, თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ მედიაში".

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ განმარტებები, რომელიც კანონშია მოცემული, "ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“ იძლევა.

"როდესაც ეს თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადავა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. საფრთხის განცდა, რომელიც დღეს გაუჩნდა მედიის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, არა მარტო მედიის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, აბსოლუტურად საფუძვლიანია. ამიტომაც არის პროტესტის განცდა“, - განაცხადა მან.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილება მედიასაშუალებებზე ცენზურის დაწესების წინაპირობაა, არანაირად არ მუშაობს არც სიძულვილის ენაზე და არც დეპოლარიზაციის შემცირებაზე, საბოლოოდ კი ის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. "მიზანი არის მარტივი - როდესაც ხელისუფლებებს უჭირთ ხოლმე, ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას იწყებენ და ცდილობენ, რომ კანონმდებლობის საშუალებით რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზე.

ეს ყველაფერი მედიასაშუალებებზე ცენზურის დამყარებას ემსახურება, ეს არანაირად არ მუშაობს არც სიძულვილის ენაზე და არც დეპოლარიზაციის შემცირებაზე. ასევე, ხელისუფლება ცდილობს ისე გააუარესოს ვითარება, რომ ჩვენ სტატუსი არ მოგვცენ, სხვა ახსნა და მოტივი ამას არ აქვს. ცენზურის დამყარება კი "ოცნებას“ იმისთვის უნდა, რომ საბოლოოდ, ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

სტატუსმეტრის შეფასებითაც, სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები შეიცავს მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის სერიოზულ რისკს, როგორც სიძულვილის ენის დეფინიციის, ისე რეგულირების მექანიზმის პრობლემურობის გამო.

ანგარიშშის თანახმად პრობლემად არის მიიჩნეული საქართველოს პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში 2023 წლის 3 ივლისს შეტანილი ცვლილებებიც, რომლითაც გააუქმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. საბჭოს უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში გადავიდა. ამ უკანასკნელის შემადგენლობა 9-დან 11-მდე გაიზარდა, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭო ერთის ნაცვლად სამ წევრს წარადგენს.

"მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას არ ჰქონდა რაიმე ლეგიტიმური მიზანი. მისი გაუქმება და ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის შეერთება აძლიერებს მმართველი პარტიის გავლენებს მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოში“, - ვკითხულობთ სტატუსმეტრის ანგარიშში.

  • ამის გარდა, არასამთავრობო სექტორი აუცილებლად მიიჩნევს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების ორგანიზატორების გასამართლებას, თუმცა ხელისუფლება კვლავაც ამტკიცებს, რომ მოვლენებს, რომლის დროსაც მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავადა, ორგანიზატორები არ ჰყავდა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ორგანიზაციის შეფასებით, 5 ივლისის საქმეზე ორგანიზატორების პასუხისმგებლობა დასტურდება.

ერთ - ერთი ორგანიზაცია, რომელიც სტატუსმეტრის ფარგლებში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას აკვირდება, GRASS-ია, მისი დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მე-7 პუნქტის შესრულებაზეა საუბრისას საკითხი ასე უნდა დაისვას: უფრო მეტად დაცულია თუ არა მედია დღეს?

დასკვნისთვის:

შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ნაბიჯი, რაც ამ პუნქტის შესრულებისთვის გადაიდგა, ეს გახლავთ "მთავარი არხის" ყოფილი გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას შეწყალება და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება. ორაზროვანია ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.

მმართველი ძალა" აცხადებს, რომ ამით ევროკავშირის დირექტივა შეასრულა, ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან მედია, ექსპერტები და ოპოზიცია. თუმცა "მაუწყებლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე საუბრისას ნაწილობრივ ხელისუფლების პოზიცია გაიზიარა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ევროკავშირისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების დაწესება არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის მიზნით. უკვე რამდენიმე წელია, რაც აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივა სწორედ ამას ემსახურება. ახლახან მიღებული კანონპროექტი აკმაყოფილებს აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის პირობებს”, - განაცხადა მან და აღნიშნა ისიც, რომ დირექტივაში შესატანია ცვლილებები იმ სენსიტიური საკითხების შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, არასრულწლოვანთა დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციის შორის ხაზის გავლებას ეხება.

პაველ ჰერჩინსკი:

  • "რეალურად, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, თუ სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში, კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის გაფართოების გეგმის ქვეყანა. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვეახლოებინა საქართველოს კანონმდებლობა ამ დირექტივასთან და ეს კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს. ამავდროულად, ფოკუსირებულია სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ არ არის რეგულირებული ამ დირექტივით, რაც, როგორც წესი, რეგულირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი. რა თქმა უნდა, შესრულება მთავარია და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნულ მარუგულირებელთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ორგანო არის სრულიად დამოუკიდებელი და თამაშობს მნიშვნელოვან როლს“.

სპეცპროექტზე მუშაობდნენ: თიკო გურაშვილი, ნათია დოლიძე, თეა ინასარიძე, სანდრო შუღლაძე