პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ" - თეონა აქუბარდია
"ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ" - თეონა აქუბარდია

მისი [ირაკ­ლი ბე­რა­ი­ას] ცალყბად გა­კე­თე­ბუ­ლი ბო­დი­ში არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა -კო­მი­ტე­ტი­დან არ წა­ვალ, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, მე მას ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მი­ვა­ნი­ჭებ , - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მმარ­თვე­ლი გუნ­დი "სა­სა­ცი­ლო და სა­ცო­და­ვი პა­სუ­ხე­ბით ცდი­ლობს ქა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას“.

„ნამ­დვი­ლად რბი­ლი შე­ფა­სე­ბაა „პა­ტა­რა კა­ცე­ბი“ იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მან დღეს იკად­რა. მე ამით არა­ფე­რი და­მაკ­ლო. სა­კუ­თარ თავს ავნო, ისე რო­გორც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. მისი ცალყბად გა­კე­თე­ბუ­ლი ბო­დი­ში არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. ეს კი­დევ აჩ­ვე­ნებს, რომ მათ ქა­ლე­ბის ეში­ნი­ათ, სწო­რედ ასე­თი სა­სა­ცი­ლო, სა­ცო­და­ვი პა­სუ­ხე­ბით ცდი­ლო­ბენ ქა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ვერ გა­მა­ჩუ­მე­ბენ, გა­ვაგ­რძე­ლებ იმას, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დე, სა­უ­ბა­რია დე­ო­კუ­პა­ცი­ა­ზე, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის სა­პა­სუ­ხო ზო­მებ­ზე, თავ­დაც­ვი­სა­და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. თუ პა­სუ­ხი არ აქვს ბე­რა­ი­ას, ან სხვას, გა­მო­ვიდ­ნენ და პა­სუ­ხი გამ­ცენ, იკა­ცონ და გა­ბე­დონ, რომ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი იყო და არა ის, რაც მათ იკად­რეს“, - აღ­ნიშ­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ბე­რა­ია ემო­ცი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლია.

„ბე­რა­ი­ამ თა­ვი­სი გა­მოს­ვლა და­ას­რუ­ლა იმით, რომ მე არ ვიმ­სა­ხუ­რებ არც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბას და არც კო­მი­ტე­ტის წევ­რო­ბას. ბე­რა­ი­ას­თან არა­ფე­რი პი­რა­დი არ მაქვს. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ის, რომ ემო­ცი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლია კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ეს ხომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. გახ­სოვთ, რო­გორ გა­მაგ­დო კო­მი­ტე­ტი­დან ჩემი კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო და არა იმის გამო, რომ ბოთ­ლი ვეს­რო­ლე, ან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. ამ­ბობს, რომ აქუ­ბარ­დია მა­ტყუ­ა­რაა. მე რო­დე­საც ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს და პო­ზი­ცი­ას, ცი­ტი­რე­ბებს ვკი­თხუ­ლობ. თუ არ მოს­წონს, ის რა­საც ამ­ბობს და ვახ­მო­ვა­ნებ, მისი პრობ­ლე­მაა. ფაქ­ტია, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ა­ზე და ოჩამ­ჩი­რის პორ­ტში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არ გვაქვს, ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა ჩემი. რა თქმა უნდა, პი­რა­დად ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, რო­დე­საც მა­ტყუ­ა­რა მე­ძა­ხა, ახლა სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­და. ეს არ ცვლის იმას, რომ ის ემო­ცი­უ­რად არ არის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, კო­მი­ტეტს არ უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს. მე კო­მი­ტე­ტი­დან არ წა­ვალ, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, მე მას ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მი­ვა­ნი­ჭებ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი იცო­დეს ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა, მათ შო­რის იქ, სა­დაც ის და­დის ხოლ­მე. მათ შო­რის იცოდ­ნენ, თუ რა მე­თო­დე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბა სა­კუ­თარ მო­ად­გი­ლეს კო­მი­ტეტ­ში“,- აღ­ნიშ­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. გარ­და ამი­სა, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­სა და ანა წით­ლი­ძეს შო­რი­საც. წით­ლი­ძემ ღუ­დუ­შა­ურს „დე­ბი­ლი", "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ წევ­რს "ბან­ძი" უწო­და: „შენ ხარ ბან­ძი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბან­ძი ქალი ხარ”, - მი­მარ­თა ღუ­დუ­შა­ურ­მა წით­ლი­ძეს.

ამას­თან, შემ­დგომ, ირაკ­ლი ბე­რა­ია თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

წა­ი­კი­თხეთ:"ვა­ღი­ა­რებ, რომ ეს იყო ემო­ცი­უ­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი" - ირაკ­ლი ბე­რა­ია თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დიშს იხ­დის

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!
0

ფემინიზმი მატრიარქტი არაა!!!!!!

118a
2

ეს უნამუსოები ნახეთ, რა! თურმე უცხოეთში რომ დადიან, იქაც აცდენენ სხდომებს და ბაირამობენ! აქ ხომ სანახევროდ ჩავარდნილია საპარლამენტო მუშაობა და იქაცო, კაცო, იქაც, ბიუჯეტის ფულით დაფრინავენ და გულაობენ.. და ეს როგორ წამოაძახეს და გაუბედეს აქუს.. მე რომ ეგრე ვაცდინო სამსახური , მგონი 100 როზგი დამკრან, და ეს დედააფრიალებულები ტყუილად იჯიბავენ ჩემს წონა ჯამაგირს.. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ" - თეონა აქუბარდია

"ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ" - თეონა აქუბარდია

მისი [ირაკლი ბერაიას] ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება -კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი "სასაცილო და საცოდავი პასუხებით ცდილობს ქალების დისკრედიტაციას“.

„ნამდვილად რბილი შეფასებაა „პატარა კაცები“ იმასთან შედარებით, რაც მან დღეს იკადრა. მე ამით არაფერი დამაკლო. საკუთარ თავს ავნო, ისე როგორც „ქართულ ოცნებას“. მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება. ეს კიდევ აჩვენებს, რომ მათ ქალების ეშინიათ, სწორედ ასეთი სასაცილო, საცოდავი პასუხებით ცდილობენ ქალების დისკრედიტაციას. ვერ გამაჩუმებენ, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდე, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომებზე, თავდაცვისადა უსაფრთხოებაზე. თუ პასუხი არ აქვს ბერაიას, ან სხვას, გამოვიდნენ და პასუხი გამცენ, იკაცონ და გაბედონ, რომ არგუმენტირებული პასუხი იყო და არა ის, რაც მათ იკადრეს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია ემოციურად გაუწონასწორებელია.

„ბერაიამ თავისი გამოსვლა დაასრულა იმით, რომ მე არ ვიმსახურებ არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობას და არც კომიტეტის წევრობას. ბერაიასთან არაფერი პირადი არ მაქვს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ემოციურად გაუწონასწორებელია კომიტეტის თავმჯდომარე, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ, როგორ გამაგდო კომიტეტიდან ჩემი კრიტიკული პოზიციის გამო და არა იმის გამო, რომ ბოთლი ვესროლე, ან შეურაცხყოფა მივაყენე. ამბობს, რომ აქუბარდია მატყუარაა. მე როდესაც ვაკეთებ კომენტარს და პოზიციას, ციტირებებს ვკითხულობ. თუ არ მოსწონს, ის რასაც ამბობს და ვახმოვანებ, მისი პრობლემაა. ფაქტია, რომ დეოკუპაციაზე და ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და არა ჩემი. რა თქმა უნდა, პირადად ბოდიში მომიხადა, როდესაც მატყუარა მეძახა, ახლა საჯაროდ მოიხადა. ეს არ ცვლის იმას, რომ ის ემოციურად არ არის გაწონასწორებული პიროვნება, კომიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მე კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი განცხადებები იცოდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის იქ, სადაც ის დადის ხოლმე. მათ შორის იცოდნენ, თუ რა მეთოდებით უპირისპირდება საკუთარ მოადგილეს კომიტეტში“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

წაიკითხეთ: "ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული" - ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის