მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის "ნათელი კავშირები" არსებობს" - ბლინკენი
"ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის "ნათელი კავშირები" არსებობს" - ბლინკენი

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტებს შო­რის “ნა­თე­ლი კავ­ში­რე­ბი” არ­სე­ბობს. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა სე­ნატ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ის­რა­ელ­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფა­ზე სა­უბ­რი­სას ბლინ­კენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ “ირა­ნის დახ­მა­რე­ბით რუ­სე­თის­თვის გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა გა­ამ­ხნე­ვებს მოს­კოვ­საც და თე­ი­რან­საც.”

“მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის­თვის მისი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­მა­რა­გე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გავ­წყვი­ტეთ, ის სულ უფრო და უფრო მი­მარ­თავს ირანს დახ­მა­რე­ბის­თვის. სა­ნაც­ვლოდ, მოს­კოვ­მა ირანს უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მი­ა­წო­და, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას,” - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­რა­ე­ლის­თვი­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის ერთი პა­კე­ტით დამ­ტკი­ცე­ბა, რათა რუ­სეთ­მა და ჩი­ნეთ­მა არ და­ი­ნა­ხონ, რომ გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კითხს აშშ შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით არ უდ­გე­ბა.

“ამ დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­წი­ლე­ბის მო­შო­რე­ბას თუ და­ვი­წყებთ, ისი­ნი და­ი­ნა­ხა­ვენ ამას, გა­ი­გე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით ვუდ­გე­ბით, მა­შინ რო­დე­საც ისი­ნი სულ უფრო მზარ­დად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და უფრო დიდ საფრ­თხეს შე­უქ­მნი­ან ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
9

ეგ რომ სხვისკენ გაიშვერს ხელს უკრაინის თემაზე განსაკუთრებით, რატო ღმერთს არ გაეცინება ამაზე...?? მოვა დრო და ჰოლივუდი გადაიღებს ფილმს, რას აკეტებდა ამერიკა უკრაინაში ფერადი რევოლუციიდან დაწყებული ომით დამთავრებული და ამით იამაყებენ კიდეც... 

გიორგი
7

ხოოო! ნამდვილად კავშირშია და ეს ორივე ომი ერთი სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს. ნეტავ რომელის....?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის "ნათელი კავშირები" არსებობს" - ბლინკენი

"ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის "ნათელი კავშირები" არსებობს" - ბლინკენი

ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისრაელსა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ “ირანის დახმარებით რუსეთისთვის გამარჯვების საშუალების მიცემა გაამხნევებს მოსკოვსაც და თეირანსაც.”

“მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის მისი სამხედროების მომარაგების ტრადიციული საშუალებები გავწყვიტეთ, ის სულ უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს უფრო განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდა, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას,” - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთი პაკეტით დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება.

“ამ დახმარებისთვის ნაწილების მოშორებას თუ დავიწყებთ, ისინი დაინახავენ ამას, გაიგებენ, რომ შემთხვევითობის პრინციპით ვუდგებით, მაშინ როდესაც ისინი სულ უფრო მზარდად თანამშრომლობენ და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას”, - განაცხადა ბლინკენმა.