იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფება სამხრეთ ისრაელზე სარაკეტო დარტყმებისთვის იღებს პასუხისმგებლობას. ამის შესახებ „ჰუსიტების“ მოძრაობის სპიკერმა იაჰია სრიამ განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო დარტყმა, რომელიც დრონებისგან, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისგან შედგებოდა, განხორციელდა ღაზას ხალხის წინაშე “რელიგიური, მორალური, ჰუმანიტარული და ეროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაბული სამყაროს სისუსტისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ისრაელთან შეთქმულების ფონზე.”
მისი თქმით, აღნიშნული დარტყმების განხორციელება მათ “იემენის ხალხის მოთხოვნამ” აიძულა.
„ჰუსიტების“ სპიკერმა აღნიშნა, რომ ომის დასაწყისიდან დაჯგუფების მიერ ისრაელის წინააღმდეგ ეს უკვე მესამე განხორციელებული დარტყმაა, და მომავალში რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ისრაელის წინააღმდეგ დარტყმები კიდევ განხორციელდება.
სულ გაარაბებულები არიან! იზრაელს დიდი ხვნა თესვა მოუწევს!