საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძლიერი ქარიშხალი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით - დაღუპული და დაკარგული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - აკაპულკოში ამბობენ, რომ ასეთი რამ არ ახსოვს (ფოტოები)
ყველაზე ძლიერი ქარიშხალი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით - დაღუპული და დაკარგული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - აკაპულკოში ამბობენ, რომ ასეთი რამ არ ახსოვს (ფოტოები)

მექ­სი­კის ქა­ლაქ აკა­პულ­კო­ში ქა­რიშ­ხა­ლი ოტი­სის შე­დე­გად სულ მცი­რე 48 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ექ­ვსი კი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

ქა­რიშ­ხალ­მა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე და­ტო­ვა თით­ქმის 900 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, და­ა­ზი­ა­ნა 270 ათას­ზე მეტი სახ­ლი და 600-მდე სას­ტუმ­რო, გა­ნად­გურ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მხო­ლოდ და­ზღვე­ულ­თა ზა­რა­ლი 15 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ოტის­მა აკა­პულ­კოს 266 კმ/სთ სიჩ­ქა­რით გა­და­უ­ა­რა. ის არის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით, რაც კი მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რა. სი­ნოპ­ტი­კო­სებ­მა ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ვერ შეძ­ლეს.

"გვპირ­დე­ბი­ან, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას სამ­შა­ბა­თამ­დე აღად­გე­ნენ, ხოლო იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ზღვე­უ­ლი არ არის, იაფი სეს­ხე­ბის გა­ცე­მას და­პირ­დნენ", - აცხა­დებს მო­ქა­ლა­ქე მე­დი­ას­თან.

აკა­პულ­კოს მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბას არა­საკ­მა­რის დახ­მა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში წყლის, საკ­ვე­ბი­სა და საწ­ვა­ვის მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა, რა­მაც კრი­მი­ნა­ლი გა­ზარ­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ და­ახ­ლო­ე­ბით 17 000 ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნეს და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში წეს­რი­გის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და ტო­ნო­ბით საკ­ვე­ბის გა­სა­ნა­წი­ლებ­ლად.

Associated Press-ის მიერ გა­მო­კი­თხულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ზუს­ტად არ იცი­ან, რა­ტომ მო­ი­მა­ტა ქა­რიშ­ხალ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი წყა­ლის გათ­ბო­ბა უნდა იყოს.

მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ე­ბის წყა­ლი თბე­ბა ნა­წი­ლობ­რივ ელ-ნი­ნი­ოს ფე­ნო­მე­ნის გამო და ნა­წი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნის მავ­ნე აქ­ტი­ვო­ბე­ბის გამო, რაც ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ოკე­ა­ნე­ე­ბი უფრო და უფრო მეტ სით­ბოს შთან­თქა­ვენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
2

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ბუნების კაპრიზებს ვერავინ გათვლის და სტიქიურ უბედურებებს ვერ შეაჩერებს :(

ბრიყვი ჯაფარა
25

გადაგეს კალაძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ყველაზე ძლიერი ქარიშხალი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით - დაღუპული და დაკარგული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - აკაპულკოში ამბობენ, რომ ასეთი რამ არ ახსოვს (ფოტოები)

ყველაზე ძლიერი ქარიშხალი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით - დაღუპული და დაკარგული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - აკაპულკოში ამბობენ, რომ ასეთი რამ არ ახსოვს (ფოტოები)

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ქარიშხალი ოტისის შედეგად სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.

ქარიშხალმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა თითქმის 900 ათასი ადამიანი, დააზიანა 270 ათასზე მეტი სახლი და 600-მდე სასტუმრო, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

მხოლოდ დაზღვეულთა ზარალი 15 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ოტისმა აკაპულკოს 266 კმ/სთ სიჩქარით გადაუარა. ის არის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით, რაც კი მასზე დაკვირვების განმავლობაში მომხდარა. სინოპტიკოსებმა ამის პროგნოზირება ვერ შეძლეს.

"გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას სამშაბათამდე აღადგენენ, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზღვეული არ არის, იაფი სესხების გაცემას დაპირდნენ", - აცხადებს მოქალაქე მედიასთან.

აკაპულკოს მოსახლეობა მთავრობას არასაკმარის დახმარებაში ადანაშაულებს. ქარიშხლის შემდეგ ქალაქში წყლის, საკვებისა და საწვავის მარაგი ამოიწურა, რამაც კრიმინალი გაზარდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ დაახლოებით 17 000 ჯარისკაცი გაგზავნეს დაზარალებულ რეგიონში წესრიგის შესანარჩუნებლად და ტონობით საკვების გასანაწილებლად.

Associated Press-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა ზუსტად არ იციან, რატომ მოიმატა ქარიშხალმა მოულოდნელად, მაგრამ ამბობენ, რომ მთავარი ფაქტორი წყალის გათბობა უნდა იყოს.

მსოფლიო ოკეანეების წყალი თბება ნაწილობრივ ელ-ნინიოს ფენომენის გამო და ნაწილობრივ ადამიანის მავნე აქტივობების გამო, რაც ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ოკეანეები უფრო და უფრო მეტ სითბოს შთანთქავენ.

იხილეთ ასევე: