პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ორივე ომში გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია" - ექსპერტი
"ამ ორივე ომში გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია" - ექსპერტი

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვი­თა­რე­ბა სულ უფრო მე­ტად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა. 27 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, ანკლავ­ში, სა­ი­და­ნაც 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბი და­ესხნენ თავს და 1400-მდე კაცი მოკ­ლეს, 220-ზე მეტი კი გა­ი­ტა­ცეს, სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყო, თუმ­ცა, რო­გორც ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, ეს არ არის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცია. 27 ოქ­ტომ­ბერსვე გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ მხა­რი და­უ­ჭი­რა 22 არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნურ რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მასს" შო­რის ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვს. რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტი, რო­მე­ლიც არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით იორ­და­ნი­ამ წა­რად­გი­ნა, მო­ი­თხოვს "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ხან­გრძლივ და მდგრად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რო­მელ­საც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა უნდა მოჰ­ყვეს". დო­კუ­მენტს მხა­რი 120-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა. წი­ნა­აღ­მდეგ ხმა მის­ცა 14-მა ქვე­ყა­ნამ, 45-მა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ, თავი შე­ი­კა­ვა. ის­რა­ელ­მა რე­ზო­ლუ­ცია უარ­ყო და პი­რო­ბა დადო, რომ თა­ვის დაც­ვას გა­აგ­რძე­ლებს. ის­რა­ე­ლელ­თა აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ის, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში "ჰა­მა­სი" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და ასე­ვე არ არის ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი 7 ოქ­ტომ­ბრის ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმა­ზე. "ბნე­ლი დღე გა­ე­რო­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის", - ასე და­ა­ხა­სი­ა­თა რე­ზო­ლუ­ცია გა­ე­რო­ში ის­რა­ე­ლის ელჩმა გი­ლად ერ­დან­მა და პი­რო­ბა დადო, რომ მისი ქვე­ყა­ნა გა­მო­ი­ყე­ნებს "ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას" "ჰა­მას­თან" საბ­რძოლ­ვე­ლად. სწო­რედ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეს­თან:

- რა­საც დღეს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვუ­ყუ­რებთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ვი­ხი­ლოთ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად. ამ ორი ომით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა ცხა­დად აჩ­ვე­ნებს, რომ არ­სე­ბულ­მა მსოფ­ლიო წეს­რიგ­მა სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მოქ­მე­დი არ­ქი­ტექ­ტუ­რით დად­გე­ნი­ლი ბერ­კე­ტე­ბი­სა და წე­სე­ბის ჩათ­ვლით. ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მსოფ­ლიო დგას დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე, რად­გან ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ზღვრებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, და­სავ­ლეთ­ში მშვი­დო­ბას იცავ­და, ნელ-ნელა, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმოქ­მე­დო ხდე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ გა­ე­რო­ზე, ამ კონ­ფლიქ­ტებ­მა, ერთი მხრივ, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ და მე­ო­რე მხრივ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დღეს შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სრუ­ლი­ად კას­ტრი­რე­ბუ­ლია...

ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ გვინ­და თუ არა, სამ­ყა­რო დგას ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­საც დას­ჭირ­დე­ბა ახა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ ომს - გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ხედ­რო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რა­მაც ომი ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს დღემ­დე არ შე­უ­მუ­შა­ვე­ბია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ისი­ნი ასე მას­შტა­ბუ­რად აქამ­დე არც გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. აქ ლა­პა­რა­კია, მა­გა­ლი­თად, რო­გორც კოს­მო­სურ დაზ­ვერ­ვა­სა ან დრო­ნებ­ზე, ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო-დი­ვერ­სი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­ცი­ლე­ბით უფრო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის მიღ­წე­ვე­ბი. სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის მე­თო­დე­ბი, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ისე სწრა­ფად იხ­ვე­წე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის და შე­კა­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პრე­ვენ­ცი­ა­ზე, მას ვე­ღარ ეწე­ვა. ამი­ტო­მაც ეს პრო­ცე­სე­ბი, ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვან­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბე­ბამ­დე. გლო­ბა­ლუ­რი წეს­რი­გი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე რომ დგას, ეს აჩ­ვე­ნა კავ­კა­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პრო­ცე­სებ­მაც. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­იბ­რუ­ნა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს რე­გი­ონ­ში პო­ზი­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გის რე­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით რომ არ გაგ­რძელ­დეს, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ომე­ბის დამ­თავ­რე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და გლო­ბა­ლუ­რი წეს­რი­გი­სა და სა­მარ­თლის ახა­ლი პრინ­ცი­პე­ბის დად­გე­ნა. მე არა მგო­ნია, რომ გა­ე­რო შეძ­ლებს რე­ფორ­მი­რე­ბას. საქ­მე ისაა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ეფექ­ტი­ან მე­ქა­ნიზმს უკვე აღარ ფლობს. გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ვე­ტოს უფ­ლე­ბა აქვთ იმ ავ­ტო­რი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რომ­ლე­ბიც დიდ­წი­ლად არი­ან არ­სე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბი და ინ­სპი­რა­ტო­რე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ე­როს რე­ფორ­მი­რე­ბა ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლის­ტუ­რი მგო­ნია. რო­გორც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს დად­გა დღის წეს­რიგ­ში ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შექ­მნი­სა და მათი რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, იგი­ვე პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და ჩვენ ვი­ხი­ლავთ გა­ე­როს ალ­ტერ­ნა­ტი­ვად უფრო რე­ა­ლურ და ქმე­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მსხვილ რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რებს.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღეს ჩვენ თვალს ვა­დევ­ნებთ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა ომს, რო­დე­საც ორი სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის სამ­ყა­რო უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს, ეს ჩანს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­შიც და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­შიც...

- გე­თან­ხმე­ბით, ეს არის ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ომე­ბი და ვე­რაფ­რით ვი­ლა­პა­რა­კებთ ამ შემ­თხვე­ვებ­ში რე­ლი­გი­ა­თა და­პი­რის­პი­რე­ბებ­ზე, თუნ­დაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ერ­თმა­ნეთს ერთი აღმსა­რებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ეო­მე­ბი­ან. რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე ის­რა­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი შე­ჯა­ხე­ბა. ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იყო ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი ირა­ნი­სა და "ჰა­მა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა. ის­რა­ე­ლის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რუ­სე­თის ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჩარ­თვი­სას პირ­და­პირ დას­დო ბრა­ლი რუ­სეთს იმ ხოც­ვა-ჟლე­ტის მხარ­და­ჭე­რა­ში, რაც 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სმა" ის­რა­ელ­ში გა­მარ­თა. ეს გა­მოს­ვლაც რომ არა, ირან-"ჰა­მა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მას­პინ­ძლო­ბით რუ­სეთ­მა პირ­და­პირ აღი­ა­რა, რომ ის ირა­ნი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რად გვევ­ლი­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვაა, რო­გორ მი­ვი­ღოთ მყა­რი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­თა სა­ზღვრე­ბის ურ­ღვე­ო­ბა­სა და ხან­გრძლივ მშვი­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს? ამის­თვის არ­სე­ბობს ერთი გზა - ამ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის კბი­ლე­ბის მომტვრე­ვა, მაგ­რამ ამას რო­გორ, რა დრო­სა და ვა­და­ში მო­ა­ხერ­ხებს და­სავ­ლე­თი, ამა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. გაგ­რძე­ლე­ბა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
4

ეს კიდე ექსპერტობს. მასეთი ექსპერტები ბალი ორი შაურია ხარაგოულში.

გიორგი - 11
4

ლაგაზიძე კიდე ექსპერტია?

ავტორი:

"ამ ორივე ომში გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია" - ექსპერტი

"ამ ორივე ომში გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია" - ექსპერტი

ახლო აღმოსავლეთში ვითარება სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი ხდება. 27 ოქტომბერს ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების გაფართოების თაობაზე განაცხადა, ანკლავში, საიდანაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებს "ჰამასის" ტერორისტები დაესხნენ თავს და 1400-მდე კაცი მოკლეს, 220-ზე მეტი კი გაიტაცეს, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, თუმცა, როგორც ისრაელი აცხადებს, ეს არ არის სრულმასშტაბიანი ოპერაცია. 27 ოქტომბერსვე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა, მოითხოვს "დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს". დოკუმენტს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, 45-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. ისრაელმა რეზოლუცია უარყო და პირობა დადო, რომ თავის დაცვას გააგრძელებს. ისრაელელთა აღშფოთებას იწვევს ის, რომ რეზოლუციაში "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არ არის მოხსენიებული და ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაზე. "ბნელი დღე გაეროსა და კაცობრიობისთვის", - ასე დაახასიათა რეზოლუცია გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს "ყველა საშუალებას" "ჰამასთან" საბრძოლველად. სწორედ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- რასაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ვუყურებთ, შეუძლებელია განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომისგან დამოუკიდებლად. ამ ორი ომით შექმნილი ვითარება ცხადად აჩვენებს, რომ არსებულმა მსოფლიო წესრიგმა საკუთარი თავი ამოწურა, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების მოქმედი არქიტექტურით დადგენილი ბერკეტებისა და წესების ჩათვლით. ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო დგას დიდი საშიშროების წინაშე, რადგან ის მექანიზმები, რაც სახელმწიფოების საზღვრებს და განსაკუთრებით, დასავლეთში მშვიდობას იცავდა, ნელ-ნელა, ფაქტობრივად, უმოქმედო ხდება. აღარაფერს ვამბობ გაეროზე, ამ კონფლიქტებმა, ერთი მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში დღეს შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია სრულიად კასტრირებულია...

ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ გვინდა თუ არა, სამყარო დგას ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობის წინაშე, რომელსაც დასჭირდება ახალი სამართლებრივი მექანიზმები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ ომს - გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რამაც ომი ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ამ ტექნოლოგიების რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ასე მასშტაბურად აქამდე არც გამოუყენებიათ. აქ ლაპარაკია, მაგალითად, როგორც კოსმოსურ დაზვერვასა ან დრონებზე, ასევე საინფორმაციო-დივერსიულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სამხედრო შეიარაღების მიღწევები. საინფორმაციო ომის მეთოდები, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ისე სწრაფად იხვეწება და ვითარდება, რომ რეგულირების და შეკავების მექანიზმები, აღარაფერს ვამბობ პრევენციაზე, მას ვეღარ ეწევა. ამიტომაც ეს პროცესები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიგვიყვანდა ამ დაპირისპირებებამდე. გლობალური წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე რომ დგას, ეს აჩვენა კავკასიაში განვითარებულმა პროცესებმაც. თუმცა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიები დაიბრუნა და საბედნიეროდ, ჩვენს რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის რეალური ნიშნები გაჩნდა, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი დომინოს პრინციპით რომ არ გაგრძელდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ომების დამთავრება, სამართლიანობის აღდგენა და გლობალური წესრიგისა და სამართლის ახალი პრინციპების დადგენა. მე არა მგონია, რომ გაერო შეძლებს რეფორმირებას. საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან მექანიზმს უკვე აღარ ფლობს. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ იმ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც დიდწილად არიან არსებული გლობალური დაპირისპირებების ავტორები და ინსპირატორები. აქედან გამომდინარე, გაეროს რეფორმირება ნაკლებად რეალისტური მგონია. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს დადგა დღის წესრიგში ახალი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისა და მათი რეალური ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობა, იგივე პროცესი დაიწყება რამდენიმე წელიწადში და ჩვენ ვიხილავთ გაეროს ალტერნატივად უფრო რეალურ და ქმედით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსხვილ რეგიონული აქტორებს.

- შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ცივილიზაციათა ომს, როდესაც ორი სხვადასხვა ღირებულებითი სისტემის სამყარო უპირისპირდება ერთმანეთს, ეს ჩანს რუსეთ-უკრაინის ომშიც და ახლო აღმოსავლეთშიც...

- გეთანხმებით, ეს არის ნამდვილად ღირებულებითი ომები და ვერაფრით ვილაპარაკებთ ამ შემთხვევებში რელიგიათა დაპირისპირებებზე, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში ერთმანეთს ერთი აღმსარებლობის სახელმწიფოები ეომებიან. როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის შემთხვევაში აშკარად იკვეთება ავტორიტარული და დემოკრატიული სისტემის ცივილიზაციური შეჯახება. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართული ირანისა და "ჰამასის" წარმომადგენლების შეხვედრა. ისრაელის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩართვისას პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს იმ ხოცვა-ჟლეტის მხარდაჭერაში, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელში გამართა. ეს გამოსვლაც რომ არა, ირან-"ჰამასის" წარმომადგენლების მასპინძლობით რუსეთმა პირდაპირ აღიარა, რომ ის ირანისა და ტერორისტების მხარდამჭერად გვევლინება. აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ მივიღოთ მყარი და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს? ამისთვის არსებობს ერთი გზა - ამ ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის კბილების მომტვრევა, მაგრამ ამას როგორ, რა დროსა და ვადაში მოახერხებს დასავლეთი, ამაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. გაგრძელება