მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ ბუბა აზერბაიჯანში დიალიზს იკეთებდა, კართან ქალი იდგა და ტიროდა, რუსულად ვკითხე, მაგრამ ქართულად მიპასუხა..." - ლეგენდარული მომღერლის უცნობი ამბები ადამიანისგან, რომელმაც მის გვერდით 22 წელი გაატარა
"ერთხელ ბუბა აზერბაიჯანში დიალიზს იკეთებდა, კართან ქალი იდგა და ტიროდა, რუსულად ვკითხე, მაგრამ ქართულად მიპასუხა..." - ლეგენდარული მომღერლის უცნობი ამბები ადამიანისგან, რომელმაც მის გვერდით 22 წელი გაატარა

"მინ­და და ვა­პი­რებ ბუ­ბას შე­სა­ხებ წიგ­ნი დავ­წე­რო. ვი­ტყვი ბევრ ისეთს, რაც მას­ზე ხალ­ხმა არ იცის... 22 წელი ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ვი­მუ­შა­ვე, ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო" - გვე­უბ­ნე­ბა პრო­დი­უ­სე­რი სოსო აბ­ზი­ა­ნი­ძე, რო­მელ­მაც ორ ათწლე­ულ­ზე მეტი ბუბა კი­კა­ბი­ძის გვერ­დით გა­ა­ტა­რა. რა იყო ეს წლე­ბი მის­თვის, რო­გორ გახ­და მისი პრო­დი­უ­სე­რი და რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ბუ­ბას გა­რე­შე, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

სოსო აბ­ზი­ა­ნი­ძე:

- თა­ვი­დან „ორე­რას“ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. 5 წლის დაშ­ლი­ლი და უმოქ­მე­დო ან­სამ­ბლი გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და მო­ბი­ლუ­რი გავ­ხა­დე. იყო ბევ­რი კონ­ცერ­ტი... ერთხელ მოს­კოვ­ში ჩა­წე­რა­ზე ვი­ყა­ვით და იქ შემ­თხვე­ვით ბუბა მო­ვი­და. პი­რის­პირ პირ­ვე­ლად შევხდი... მერე ბე­ლო­რუს­ში, პო­პუ­ლა­რულ შლა­გერ­ზე „სლო­ვი­ანსკი ბა­ზა­რი“ „ორე­რა“ მყავ­და ჩაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ბუბა მოს­კო­ვი­დან თა­ვის პრო­დი­უ­სერ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა იქაც მოხ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ესტრო რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. იმ დროს ბუბა თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი და­ა­ფა­სა და კო­ლე­გის­თვის პა­ტი­ვი რომ ეცა, ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა. დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გვინ­დო­და, რომ დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო და მა­შინ­დელ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან, სე­სი­ლი გო­გი­ბე­რი­ძეს­თან თხოვ­ნით ბუბა, ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე და მე მი­ვე­დით. პან­თე­ო­ნი და­ხუ­რუ­ლი­აო - ქალ­ბა­ტონ­მა სე­სი­ლიმ, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ად­გი­ლი გა­მო­ი­ძებ­ნაო... მერე ბუ­ბას ოპე­რა­ში სამი კონ­ცერ­ტი შევ­თა­ვა­ზე. 15 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ და რის­კია, გა­გი­ჭირ­დე­ბაო. ავი­ღებ ჩემს თავ­ზე-მეთ­ქი. სა­მი­ვე კონ­ცერ­ტი ანშლა­გით ჩა­ტარ­და. ხალ­ხს ბუბა მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. ერთი კვი­რის შემ­დეგ სა­დღაც სუფ­რას­თან მოვ­ხვდით და იქ მი­თხრა, - ბიჭო (მა­შინ ბიჭი ვი­ყა­ვი) მოდი, იყა­ვი ჩემ­თან. წე­სი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხარ... სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი... ჰოდა, წა­ვი­და და წა­ვი­და კონ­ცერ­ტე­ბი.

- ბუბა კი­კა­ბი­ძე ვარ­სკვლა­ვი იყო. თით­ქმის ყვე­ლა თა­ო­ბის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი. რა ვარ­სკვლა­ვუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და მას პრო­დი­უ­სერ­თან?

- ვარ­სკვლა­ვი ხარო, რომ ვე­ტყო­დი, არ მოს­წონ­და - "მე, ბიჭო, ეგე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მინ­და“. არ უყ­ვარ­და დაც­ვით სი­ა­რუ­ლი, გა­ცი­ლე­ბა, გა­მო­ცი­ლე­ბა... აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბით რომ ხვდე­ბოდ­ნენ, არც ეს სი­ა­მოვ­ნებ­და. ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი იყო... ერთხელ კი­ში­ნი­ოვ­ში კონ­ცერ­ტი გვქონ­და, სცე­ნა რა­ღაც­ნა­ი­რად ცა­რი­ე­ლი იყო. მი­თხრა, მუ­შე­ბი შე­ი­გუ­ლე, იქ­ნებ რამე ძვე­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი ჰქონ­დეთ, სცე­ნა გა­ა­წყო­ნო. მი­ვე­დი მათ ხელ­მძღვა­ნელ­თან... რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­წყო, მზად არის-მეთ­ქი? - ვუ­თხა­რი. ჰოო? წამო, ვნა­ხო­თო. ვნა­ხეთ. მო­ე­წო­ნა. „ბიჭო, წადი მა­ღა­ზი­ა­ში, 3-4 ბოთ­ლი არა­ყი იყი­დე, თა­ვის ყვე­ლაფ­რით და ბი­ჭებს მი­უ­ტა­ნეო“. ვი­ყი­დე, შე­ვუ­ტა­ნე, გა­უ­ხარ­დათ. მათ­თან ოთახ­ში ბუ­ბაც შე­ვი­და. ყვე­ლას ხელი ჩა­მო­არ­თვა და აბა, და­ას­ხით და და­მის­ხი­თო. და­ას­ხეს, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და... ერთი პი­როვ­ნე­ბა, ტე­ლე­ფო­ნით ხელ­ში, სამი მეტ­რის მო­შო­რე­ბით ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, ყუ­რა­დღე­ბას არ გვაქ­ცევ­და. ჩვენ­თან რა­ტომ არ მო­დი­ხა­რო, შე­ეხ­მი­ა­ნა. მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ბუ­ბას­თან დად­გა. რა ხდე­ბაო? მა­მა­ჩემს ვე­უბ­ნე­ბი, რომ აქ ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეა და არ მი­ჯე­რებ­სო. მო­იყ­ვა­ნე მა­მა­შე­ნიო. არ შე­უძ­ლია, ლო­გი­ნი­დან ვერ დგე­ბაო. მო­მე­ცი ტე­ლე­ფო­ნიო. მერე იმ კაცს 15 წუთი ელა­პა­რა­კა... ასე­თი და მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბევ­რი ყო­ფი­ლა. მოლ­და­ვე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი რომ ჩა­მო­დი­ან, დაც­ვა ახ­ლავთ და ახ­ლოს არ გვი­კა­რე­ბენ, ვახ­ტანგ კონ­სტან­ტი­ნო­ვი­ჩი რო­გო­რი უბ­რა­ლო­აო.

ბუბა და სოსო

- ბოლო დროს ავად­მყო­ფობ­და, მაგ­რამ სცე­ნას მა­ინც არ ღა­ლა­ტობ­და...

- კი, ორ­შა­ბა­თი, ოთხშა­ბა­თი, პა­რას­კე­ვი დი­ა­ლიზ­ზე იყო. სა­კონ­ცერ­ტოდ ამ დღე­ებს არ ვნიშ­ნავ­დი... საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი იყო, უცხო­ე­თი­დან თვე­ში - 2-3 მოწ­ვე­ვა გვქონ­და. პრი­ვა­ტუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი, ევ­რო­პი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ჰქონ­და. უკ­რა­ი­ნა­ში გას­ტრო­ლებს უწყვეტ რე­ჟიმ­ში მარ­თავ­და... უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი მას­თან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობ­და. იუშ­ჩენ­კომ სახ­ლში და­პა­ტი­ჟა, კი­ე­ვის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც სა­კუ­თა­რი ტბა ჰქონ­და. ითევ­ზა­ვა და რომ მი­ვე­დით, იმ თევ­ზით ბუ­ბას სა­კუ­თა­რი ხე­ლით უხა მო­უ­ხარ­შა. ასე მას­თან არა­ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მოქ­ცე­უ­ლა... მიშა სა­ა­კაშ­ვილ­თან რომ მე­გობ­რობ­და, ეს ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია. ერთხე­ლაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში ბუბა დი­ა­ლიზს იკე­თებ­და. რომ გა­ი­გეს, ბუბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო, სა­ნა­ხა­ვად ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­ვი­და. მერე და­ვი­ნა­ხე, კარ­თან ვი­ღაც ქალი იდგა და ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და. რუ­სუ­ლად ვკი­თხე, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად მი­პა­სუ­ხა, - ინ­გი­ლო ვარო. რა­ტომ ტი­რით-მეთ­ქი? 14 წლის გოგო მო­ვიყ­ვა­ნე, დღეს დი­ა­ლიზს პირ­ვე­ლად უკე­თე­ბენ, ტი­რის და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს. ბუ­ბას ნახ­ვა მინ­დაო. შე­ვე­დი, ვუ­თხა­რი ეს ამ­ბა­ვი. - ბიჭო, წა­მიყ­ვა­ნე, შე­ვალ ბავ­შვის პა­ლა­ტა­შიო. შე­ვი­და და­ა­წყნა­რა, მო­ე­ფე­რა. მე ბე­ბე­რი კაცი ვარ, შენ - 14 წლის გო­გო­ნა. 2-3 წე­ლი­წად­ში ისეთ რა­ღა­ცას გა­მო­ი­გო­ნე­ბენ, თირკმე­ლიც არ დაგ­ჭირ­დე­ბაო... იქვე ექიმს უთხრა, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლო­თო... სხვა­თა შო­რის, კონ­ცერ­ტმა აცო­ცხლა... დი­ა­ლიზს ვინც იკე­თებს, ცოტა დეპ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა, გა­რეთ გა­მოს­ვლა არ უნდა და ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. ბუბა დი­ა­ლი­ზის შემ­დეგ სცე­ნა­ზე რომ ავი­დო­და, თით­ქოს სხვა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბო­და. ვერ იტყო­დი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მის­თვის სცე­ნა სი­ცო­ცხლე იყო.

- რა ის­წავ­ლეთ მის­გან?

- ბუბა კა­ცო­ბის აკა­დე­მია იყო. არა­ფე­რი ეშ­ლე­ბო­და. ერ­თმა­ნეთს კარ­გად გა­ვუ­გეთ... არ გვი­კა­მა­თია. თუ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი, მა­შინ­ვე არა და 10 წუთ­ში და­მე­თან­ხმე­ბო­და - კარ­გი, ასე იყო­სო. კონ­ცერ­ტი სა­ა­თი და 20 წუ­თიც საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ მისი კონ­ცერ­ტე­ბი თუ დარ­ბაზ­ში იყო, 2 საათ-ნა­ხე­ვა­რი მი­დი­ო­და. მე კუ­ლი­სებ­ში ვი­ჯე­ქი და ვა­ნიშ­ნებ­დი, ვთხოვ­დი, და­ას­რუ­ლე, გა­მო­დი-მეთ­ქი. "მა­ი­ცა, ბიჭო, ხალ­ხს ხომ არ მი­ვა­ტო­ვებ“ - მე­ტყო­და. პრი­ვა­ტულ, კერ­ძო კონ­ცერ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ კარ­გად გიხ­დი­ან. ჩვე­უ­ლებ­რივ კონ­ცერ­ტზე სამ­ჯერ ნაკ­ლებს. მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი ერ­ჩივ­ნა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბი აეღო, ვიდ­რე კერ­ძო. ტაში და ხალ­ხით სავ­სე დარ­ბა­ზი მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. კე­თი­ლი და სი­კე­თით სავ­სე კაცი იყო. „ნა­ნუ­კას შოუს“ 30 000 ლარი გა­უგ­ზავ­ნა. 5-6 მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი აარ­ჩი­ეთ და ყვე­ლას მი­ე­ცით 5-5 ათა­სიო... ფუ­ლის მი­მართ არ ჰქონ­და ლტოლ­ვა. სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­ცერ­ტე­ბის დროს ვი­ღა­ცებს გვერ­დით გა­ვუყ­ვა­ნი­ვარ, ალ­ბათ, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბი­დან იყ­ვნენ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, შე­მო­იყ­ვა­ნე ბუბა რუ­სეთ­ში და დიდი თან­ხას გვპირ­დე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ მას 2008 წლის მერე იქ ჩას­ვლა­ზე უარი რომ თქვა, იქით არც გა­უ­ხე­დავს. თუმ­ცა ერთხელ ჭო­რიც მო­უ­გო­ნეს, პე­ტერ­ბურ­გში იყო ჩა­სუ­ლიო... ერ­თმა მდი­დარ­მა კაც­მა უთხრა, მი­ლი­ონ დო­ლარს გად­მო­გი­რი­ცხა­ვო, მა­შინ ევ­რო­პა­ში გახ­ლდით. მე­ო­რე­ჯერ ამის მსგავსს მე­ტყვი და შენ­თან სუფ­რას­თან აღარ დავ­ჯდე­ბიო - ბუ­ბამ... იმ კაც­მა, ბუბა 80 წლის რომ ხდე­ბო­და, და­მი­რე­კა, რა გა­მო­ვუგ­ზავ­ნოო? 8 წე­ლია, ძვე­ლი მან­ქა­ნით და­დის-მეთ­ქი. რო­მე­ლი მოს­წონ­სო? მე რო­მე­ლიც მომ­წონ­და, ის ვუ­თხა­რი. 2 კვი­რა­ში მან­ქა­ნა ად­გილ­ზე იყო. ბუ­ბამ თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღე­ბი მე მომ­ცა, ეს შენი იყო­სო... მისი მან­ქა­ნით ახლა მე დავ­დი­ვარ.

- ისე ცნო­ბი­ლია, რომ კონ­ცერ­ტის წამ­ყვა­ნი არა­სო­დეს ჰყო­ლია, თა­ვად უძღვე­ბო­და თა­ვის კონ­ცერტს...

- ასე იყო, კონ­ფე­რან­სიე არ ჰყო­ლია... მა­ყუ­რე­ბელს შუ­ა­ლე­დებ­ში ანეკ­დო­ტებ­საც უყ­ვე­ბო­და და ხალ­ხი სი­ცი­ლის­გან ბჟირ­დე­ბო­და... ბო­ლოს ის­რა­ელ­ში 5 კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, შემ­დეგ ვილ­ნი­უს­ში პრი­ვა­ტუ­ლი კონ­ცერ­ტი გვქონ­და... მის კონ­ცერ­ტებ­ზე ანშლა­გე­ბი იყო. ყვა­ვი­ლე­ბით ავ­სებ­დნენ. მერე ყვა­ვი­ლე­ბი საგ­რი­მი­ო­რო­ში შემ­ქონ­და. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ბუ­ბა­საც იქ ვსვამ­დი, რომ მო­ეს­ვე­ნა. ამას ჩემი შვი­ლი, რატი აბ­ზი­ა­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რატი ბუ­ბას შვი­ლო­ბი­ლად ით­ვლე­ბო­და. მოკ­ლედ, მთელ დარ­ბაზს სურ­ვი­ლი ჰქონ­და ხოლ­მე, რომ საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო, დაც­ვა არ უშ­ვებ­და. ამი­ტომ დაც­ვას უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი, 20-30 პი­როვ­ნე­ბა აერ­ჩია, რომ­ლე­ბიც შე­მო­ვი­დოდ­ნენ, ბუ­ბას­თან ფო­ტოს გა­და­ი­ღებ­დნენ, ავ­ტოგ­რაფს ჩა­მო­არ­თმევ­დნენ. ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ასე ვა­კე­თებ­დი. იყო ხოლ­მე ჩა­წყო­ბე­ბი, რომ იქ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. ბო­ლოს კი იმ ყვა­ვი­ლებს საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­სუ­ლებს ვუბ­რუ­ნებ­დით, ვა­სა­ჩუქ­რებ­დით - აი, თქვენ ბუ­ბას­გან. ერთხელ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა, ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში, დე­და­ჩემს დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ბუბა ნა­ხო­სო. ისე­თი თვა­ლე­ბით მთხოვ­და, უარი ვერ ვუ­თხა­რი. დედა 80-82 წლის ქალი იყო. მი­ვე­დი, ბუ­ბას ვუ­თხა­რი, ქალ­ბა­ტონ­მა დედა უნდა, რომ მო­იყ­ვა­ნოს-თქო. კარ­გიო. გა­ირ­კვა, რომ მო­ხუ­ცი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე იყო. ბუბა მი­ე­სალ­მა, მი­ე­ფე­რა, ქალი ხმას არ იღებ­და, მხო­ლოდ რა­ღაც ბგე­რებს გა­მოს­ცემ­და. ინ­სულ­ტი აქვს, ვერ ლა­პა­რა­კობ­სო - შვილ­მა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბუ­ბა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა ბედ­ნი­ე­რია ახ­ლაო.

- მოკ­ლედ, გვერ­დი­დან არ სცილ­დე­ბო­დით...

- სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ - ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, მაგ­რამ რთუ­ლიც... ოჯახს ყუ­რა­დღე­ბას ვაკ­ლებ­დი და ბუ­ბა­ზე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი, მისი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. ბუბა ჩემ­თვის რო­გორც ოჯა­ხის წევ­რი, უფ­რო­სი ძმა, ისე იყო. ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მყავ­და.

- რო­გო­რია მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

- ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს, მე­ნატ­რე­ბა, ზოგ­ჯერ მეს­მის, რომ თით­ქოს მე­ლა­პა­რა­კე­ბა... თევ­ზა­ო­ბა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ალ­ბათ თევ­ზა­ო­ბა­ში რე­კორ­დი მაქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. სა­თევ­ზა­ოდ დავ­ყვე­ბო­დი და სა­ა­თო­ბით მის გვერ­დით ვი­ჯე­ქი. მისი სად­მე მი­ტო­ვე­ბა ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით არ შე­იძ­ლე­ბო­და. ვცდი­ლობ­დი, შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ის, რაც უნ­დო­და. ბოლო 22 წელი ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კაცი არა­ვინ ყო­ფი­ლა. ამას ბუ­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე კი­დევ მე­ტად მივ­ხვდი. და­ვა­ფა­სე... ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბო, იმ­დე­ნი ცნო­ბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­მაც­ნო და მაჩ­ვე­ნა, რომ ვერ და­ვუშ­ვებ­დი, თუ ოდეს­მე ვნა­ხავ­დი. მისი ფეს­ტი­ვა­ლი და­ვა­წე­სე, რო­მე­ლიც ყო­ველ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მისი სა­ხე­ლი და­ვი­წყე­ბას არას­დროს უნდა მი­ე­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
0

როგორი ღვაძლიანები ვართ.ვერ ვეგუებით როდესაც ადამიანზე კარგს წერენ და ამბობენ.ვეძებთ რაღაცეებს ოგონდ რაიმე საპირისპირო და ცუდი ვთქვათ.ასეთ ადამიანებს რომ ვერ დააფასებთ გმერთი არასოდეს გვაპატიებს.გცხვენოდეთ იმათ ვისაც ღვაძლი გადმოგდით და უარყოფითი კომენტარები დაწერეთ თქვენ ხომ ესე გვაცნობთ თავს.

დავითი
1

ბუბას რაც არ ეპატიება კიტოვანთან იოსელიანთან ერთად ავტომატით დგომა იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერთხელ ბუბა აზერბაიჯანში დიალიზს იკეთებდა, კართან ქალი იდგა და ტიროდა, რუსულად ვკითხე, მაგრამ ქართულად მიპასუხა..." - ლეგენდარული მომღერლის უცნობი ამბები ადამიანისგან, რომელმაც მის გვერდით 22 წელი გაატარა

"ერთხელ ბუბა აზერბაიჯანში დიალიზს იკეთებდა, კართან ქალი იდგა და ტიროდა, რუსულად ვკითხე, მაგრამ ქართულად მიპასუხა..." - ლეგენდარული მომღერლის უცნობი ამბები ადამიანისგან, რომელმაც მის გვერდით 22 წელი გაატარა

"მინდა და ვაპირებ ბუბას შესახებ წიგნი დავწერო. ვიტყვი ბევრ ისეთს, რაც მასზე ხალხმა არ იცის... 22 წელი ამ ადამიანის გვერდით ვიმუშავე, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო" - გვეუბნება პროდიუსერი სოსო აბზიანიძე, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი ბუბა კიკაბიძის გვერდით გაატარა. რა იყო ეს წლები მისთვის, როგორ გახდა მისი პროდიუსერი და როგორია ცხოვრება ბუბას გარეშე, ამ თემაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

სოსო აბზიანიძე:

- თავიდან „ორერას“ ვხელმძღვანელობდი. 5 წლის დაშლილი და უმოქმედო ანსამბლი გავაერთიანე და მობილური გავხადე. იყო ბევრი კონცერტი... ერთხელ მოსკოვში ჩაწერაზე ვიყავით და იქ შემთხვევით ბუბა მოვიდა. პირისპირ პირველად შევხდი... მერე ბელორუსში, პოპულარულ შლაგერზე „სლოვიანსკი ბაზარი“ „ორერა“ მყავდა ჩაყვანილი, სადაც ბუბა მოსკოვიდან თავის პროდიუსერთან ერთად ჩამოვიდა, ჩვენი შეხვედრა იქაც მოხდა... მოგვიანებით მაესტრო რობერტ ბარძიმაშვილი გარდაიცვალა. მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. იმ დროს ბუბა თბილისში იმყოფებოდა, ბატონი რობერტი დააფასა და კოლეგისთვის პატივი რომ ეცა, ბევრი რამ გააკეთა. დიდუბის პანთეონში გვინდოდა, რომ დაკრძალულიყო და მაშინდელ კულტურის მინისტრთან, სესილი გოგიბერიძესთან თხოვნით ბუბა, ნუგზარ ერგემლიძე და მე მივედით. პანთეონი დახურულიაო - ქალბატონმა სესილიმ, მაგრამ მოგვიანებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ადგილი გამოიძებნაო... მერე ბუბას ოპერაში სამი კონცერტი შევთავაზე. 15 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და რისკია, გაგიჭირდებაო. ავიღებ ჩემს თავზე-მეთქი. სამივე კონცერტი ანშლაგით ჩატარდა. ხალხს ბუბა მონატრებული ჰყავდა. ერთი კვირის შემდეგ სადღაც სუფრასთან მოვხვდით და იქ მითხრა, - ბიჭო (მაშინ ბიჭი ვიყავი) მოდი, იყავი ჩემთან. წესიერი და ჭკვიანი ადამიანი ხარ... სიამოვნებით დავთანხმდი... ჰოდა, წავიდა და წავიდა კონცერტები.

- ბუბა კიკაბიძე ვარსკვლავი იყო. თითქმის ყველა თაობის საყვარელი მომღერალი. რა ვარსკვლავური მოთხოვნები ჰქონდა მას პროდიუსერთან?

- ვარსკვლავი ხარო, რომ ვეტყოდი, არ მოსწონდა - "მე, ბიჭო, ეგეთი რაღაცები არ მინდა“. არ უყვარდა დაცვით სიარული, გაცილება, გამოცილება... აეროპორტში ყვავილებით რომ ხვდებოდნენ, არც ეს სიამოვნებდა. ძალიან უბრალო ადამიანი იყო... ერთხელ კიშინიოვში კონცერტი გვქონდა, სცენა რაღაცნაირად ცარიელი იყო. მითხრა, მუშები შეიგულე, იქნებ რამე ძველი დეკორაციები ჰქონდეთ, სცენა გააწყონო. მივედი მათ ხელმძღვანელთან... როდესაც ყველაფერი გაეწყო, მზად არის-მეთქი? - ვუთხარი. ჰოო? წამო, ვნახოთო. ვნახეთ. მოეწონა. „ბიჭო, წადი მაღაზიაში, 3-4 ბოთლი არაყი იყიდე, თავის ყველაფრით და ბიჭებს მიუტანეო“. ვიყიდე, შევუტანე, გაუხარდათ. მათთან ოთახში ბუბაც შევიდა. ყველას ხელი ჩამოართვა და აბა, დაასხით და დამისხითო. დაასხეს, მადლობა გადაუხადა... ერთი პიროვნება, ტელეფონით ხელში, სამი მეტრის მოშორებით ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყურადღებას არ გვაქცევდა. ჩვენთან რატომ არ მოდიხარო, შეეხმიანა. მან ბოდიში მოიხადა და ბუბასთან დადგა. რა ხდებაო? მამაჩემს ვეუბნები, რომ აქ ვახტანგ კიკაბიძეა და არ მიჯერებსო. მოიყვანე მამაშენიო. არ შეუძლია, ლოგინიდან ვერ დგებაო. მომეცი ტელეფონიო. მერე იმ კაცს 15 წუთი ელაპარაკა... ასეთი და მსგავსი შემთხვევა ბევრი ყოფილა. მოლდაველები მეუბნებოდნენ, სხვა ვარსკვლავები რომ ჩამოდიან, დაცვა ახლავთ და ახლოს არ გვიკარებენ, ვახტანგ კონსტანტინოვიჩი როგორი უბრალოაო.

ბუბა და სოსო

- ბოლო დროს ავადმყოფობდა, მაგრამ სცენას მაინც არ ღალატობდა...

- კი, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი დიალიზზე იყო. საკონცერტოდ ამ დღეებს არ ვნიშნავდი... საკმაოდ მოთხოვნადი იყო, უცხოეთიდან თვეში - 2-3 მოწვევა გვქონდა. პრივატული კონცერტები, ევროპიდან დაწყებული, ბევრ ქვეყანაში ჰქონდა. უკრაინაში გასტროლებს უწყვეტ რეჟიმში მართავდა... უკრაინის ყველა პრეზიდენტი მასთან დაახლოებას ცდილობდა. იუშჩენკომ სახლში დაპატიჟა, კიევის სიახლოვეს, სადაც საკუთარი ტბა ჰქონდა. ითევზავა და რომ მივედით, იმ თევზით ბუბას საკუთარი ხელით უხა მოუხარშა. ასე მასთან არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი მოქცეულა... მიშა სააკაშვილთან რომ მეგობრობდა, ეს ცნობილი ამბავია. ერთხელაც აზერბაიჯანის ერთ-ერთ ქალაქში ბუბა დიალიზს იკეთებდა. რომ გაიგეს, ბუბა საავადმყოფოში წევსო, სანახავად ლამის მთელი ქალაქი მოვიდა. მერე დავინახე, კართან ვიღაც ქალი იდგა და ცრემლები მოსდიოდა. რუსულად ვკითხე, მაგრამ ქართულად მიპასუხა, - ინგილო ვარო. რატომ ტირით-მეთქი? 14 წლის გოგო მოვიყვანე, დღეს დიალიზს პირველად უკეთებენ, ტირის და ძალიან ნერვიულობს. ბუბას ნახვა მინდაო. შევედი, ვუთხარი ეს ამბავი. - ბიჭო, წამიყვანე, შევალ ბავშვის პალატაშიო. შევიდა დააწყნარა, მოეფერა. მე ბებერი კაცი ვარ, შენ - 14 წლის გოგონა. 2-3 წელიწადში ისეთ რაღაცას გამოიგონებენ, თირკმელიც არ დაგჭირდებაო... იქვე ექიმს უთხრა, ყურადღება არ მოაკლოთო... სხვათა შორის, კონცერტმა აცოცხლა... დიალიზს ვინც იკეთებს, ცოტა დეპრესიული ხდება, გარეთ გამოსვლა არ უნდა და ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. ბუბა დიალიზის შემდეგ სცენაზე რომ ავიდოდა, თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა. ვერ იტყოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მისთვის სცენა სიცოცხლე იყო.

- რა ისწავლეთ მისგან?

- ბუბა კაცობის აკადემია იყო. არაფერი ეშლებოდა. ერთმანეთს კარგად გავუგეთ... არ გვიკამათია. თუ მართალი ვიყავი, მაშინვე არა და 10 წუთში დამეთანხმებოდა - კარგი, ასე იყოსო. კონცერტი საათი და 20 წუთიც საკმარისია, მაგრამ მისი კონცერტები თუ დარბაზში იყო, 2 საათ-ნახევარი მიდიოდა. მე კულისებში ვიჯექი და ვანიშნებდი, ვთხოვდი, დაასრულე, გამოდი-მეთქი. "მაიცა, ბიჭო, ხალხს ხომ არ მივატოვებ“ - მეტყოდა. პრივატულ, კერძო კონცერტებზე საკმაოდ კარგად გიხდიან. ჩვეულებრივ კონცერტზე სამჯერ ნაკლებს. მას ჩვეულებრივი კონცერტი ერჩივნა ჩაეტარებინა და სამჯერ ნაკლები აეღო, ვიდრე კერძო. ტაში და ხალხით სავსე დარბაზი მისთვის ყველაფერი იყო. კეთილი და სიკეთით სავსე კაცი იყო. „ნანუკას შოუს“ 30 000 ლარი გაუგზავნა. 5-6 მრავალშვილიანი ოჯახი აარჩიეთ და ყველას მიეცით 5-5 ათასიო... ფულის მიმართ არ ჰქონდა ლტოლვა. საზღვარგარეთ კონცერტების დროს ვიღაცებს გვერდით გავუყვანივარ, ალბათ, რუსეთის უშიშროებიდან იყვნენ, შემოთავაზება იყო, შემოიყვანე ბუბა რუსეთში და დიდი თანხას გვპირდებოდნენ. მაგრამ მას 2008 წლის მერე იქ ჩასვლაზე უარი რომ თქვა, იქით არც გაუხედავს. თუმცა ერთხელ ჭორიც მოუგონეს, პეტერბურგში იყო ჩასულიო... ერთმა მდიდარმა კაცმა უთხრა, მილიონ დოლარს გადმოგირიცხავო, მაშინ ევროპაში გახლდით. მეორეჯერ ამის მსგავსს მეტყვი და შენთან სუფრასთან აღარ დავჯდებიო - ბუბამ... იმ კაცმა, ბუბა 80 წლის რომ ხდებოდა, დამირეკა, რა გამოვუგზავნოო? 8 წელია, ძველი მანქანით დადის-მეთქი. რომელი მოსწონსო? მე რომელიც მომწონდა, ის ვუთხარი. 2 კვირაში მანქანა ადგილზე იყო. ბუბამ თავისი ავტომობილის გასაღები მე მომცა, ეს შენი იყოსო... მისი მანქანით ახლა მე დავდივარ.

- ისე ცნობილია, რომ კონცერტის წამყვანი არასოდეს ჰყოლია, თავად უძღვებოდა თავის კონცერტს...

- ასე იყო, კონფერანსიე არ ჰყოლია... მაყურებელს შუალედებში ანეკდოტებსაც უყვებოდა და ხალხი სიცილისგან ბჟირდებოდა... ბოლოს ისრაელში 5 კონცერტი ჩავატარეთ, შემდეგ ვილნიუსში პრივატული კონცერტი გვქონდა... მის კონცერტებზე ანშლაგები იყო. ყვავილებით ავსებდნენ. მერე ყვავილები საგრიმიოროში შემქონდა. კონცერტის შემდეგ ბუბასაც იქ ვსვამდი, რომ მოესვენა. ამას ჩემი შვილი, რატი აბზიანიძე ხელმძღვანელობდა. რატი ბუბას შვილობილად ითვლებოდა. მოკლედ, მთელ დარბაზს სურვილი ჰქონდა ხოლმე, რომ საგრიმიოროში შემოსულიყო, დაცვა არ უშვებდა. ამიტომ დაცვას უფლებას ვაძლევდი, 20-30 პიროვნება აერჩია, რომლებიც შემოვიდოდნენ, ბუბასთან ფოტოს გადაიღებდნენ, ავტოგრაფს ჩამოართმევდნენ. ყველა ქალაქში ასე ვაკეთებდი. იყო ხოლმე ჩაწყობები, რომ იქ მოხვედრილიყვნენ. ბოლოს კი იმ ყვავილებს საგრიმიოროში შესულებს ვუბრუნებდით, ვასაჩუქრებდით - აი, თქვენ ბუბასგან. ერთხელ ერთი ქალბატონი მოვიდა და მეუბნება, ძალიან დიდი ბოდიში, დედაჩემს დიდი სურვილი აქვს, ბუბა ნახოსო. ისეთი თვალებით მთხოვდა, უარი ვერ ვუთხარი. დედა 80-82 წლის ქალი იყო. მივედი, ბუბას ვუთხარი, ქალბატონმა დედა უნდა, რომ მოიყვანოს-თქო. კარგიო. გაირკვა, რომ მოხუცი ეტლით მოსარგებლე იყო. ბუბა მიესალმა, მიეფერა, ქალი ხმას არ იღებდა, მხოლოდ რაღაც ბგერებს გამოსცემდა. ინსულტი აქვს, ვერ ლაპარაკობსო - შვილმა. მთელი ცხოვრება ბუბაზე იყო შეყვარებული. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ახლაო.

- მოკლედ, გვერდიდან არ სცილდებოდით...

- საოცარი პიროვნება გახლდათ - ძალიან მარტივი, მაგრამ რთულიც... ოჯახს ყურადღებას ვაკლებდი და ბუბაზე ვიყავი გადართული, მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ბუბა ჩემთვის როგორც ოჯახის წევრი, უფროსი ძმა, ისე იყო. ყოველთვის ყურადღების ქვეშ მყავდა.

- როგორია მის გარეშე ცხოვრება?

- ღამეები არ მძინავს, მენატრება, ზოგჯერ მესმის, რომ თითქოს მელაპარაკება... თევზაობა არ მიყვარს, მაგრამ ალბათ თევზაობაში რეკორდი მაქვს დამყარებული. სათევზაოდ დავყვებოდი და საათობით მის გვერდით ვიჯექი. მისი სადმე მიტოვება ბოლო წლებში განსაკუთრებით არ შეიძლებოდა. ვცდილობდი, შემესრულებინა ის, რაც უნდოდა. ბოლო 22 წელი ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ ყოფილა. ამას ბუბას გარდაცვალების მერე კიდევ მეტად მივხვდი. დავაფასე... ყველაფერს რომ თავი დავანებო, იმდენი ცნობილი და კარგი ადამიანი გამაცნო და მაჩვენა, რომ ვერ დავუშვებდი, თუ ოდესმე ვნახავდი. მისი ფესტივალი დავაწესე, რომელიც ყოველ მის დაბადების დღეზე გაიმართება. მისი სახელი დავიწყებას არასდროს უნდა მიეცეს.