სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანსაღი სასმელი კავკასიელი  ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი
ჯანსაღი სასმელი კავკასიელი  ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

ტრა­დი­ცი­უ­ლი აი­რა­ნი კე­ფი­რის მსგავ­სი ცივი სას­მე­ლია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის, წყლი­სა და მა­რი­ლის­გან. ზუს­ტად არა­ვინ იცის ვინ გა­მო­ი­გო­ნა ეს გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი, მაგ­რამ ით­ვლე­ბა, რომ აი­რა­ნის ფეს­ვე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქეთ­შია. აი­რა­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია რო­გორც ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­სა და კავ­კა­სი­ა­ში. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მეც­ნი­ე­რებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა იყო კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მი­ზე­ზი და მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო მაწ­ვნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რა­ზე და ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

აი­რა­ნის მომ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში აი­რანს თა­ვი­სი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლი აქვს. აი­რა­ნის და­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ვე­ბუ­ლი სა­ხი­თაც. მა­გა­ლი­თად, ზა­ფხულ­ში აი­რანს უმა­ტე­ბენ ყი­ნულს, პიტ­ნის ფოთ­ლებ­სა და კიტრს, რათა სას­მე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი გახ­დეს. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის“ აი­რა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბუ­ლია ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, რაც უფრო პი­კან­ტურ გე­მოს ანი­ჭებს პრო­დუქტს.

ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს. ისი­ნი აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რას, აჯე­რე­ბენ ორ­გა­ნიზმს სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით, აქვთ ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და აძ­ლი­ე­რე­ბენ იმუ­ნურ სის­ტე­მა­საც კი.

გთა­ვა­ზობთ 6 მი­ზეზს, რომ და­ა­გე­მოვ­ნოთ და შე­იყ­ვა­როთ აი­რა­ნი - სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე და რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­გო.

აი­რა­ნი მშვე­ნივ­რად კლავს წყურ­ვილს

თუ ერთხელ მა­ინც გა­სინ­ჯავთ აი­რანს, მის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­კან­ტურ გე­მოს ვე­ღარ და­ი­ვი­წყებთ. აი­რა­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რო­გორც ცალ­კე სას­მე­ლი - ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად კლავს წყურ­ვილს. უბ­რა­ლოდ გემ­რი­ე­ლი ლან­ჩის შემ­დეგ სცა­დეთ აი­რა­ნი - ის ეხ­მა­რე­ბა საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ბოსტნე­ულს, ხილ­სა და მწვა­ნილს. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის სას­მე­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ცივი სუ­პე­ბი („აკ­როშ­კა“), კოქ­ტე­ი­ლე­ბი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სმუ­ზი და სხვა.

აი­რა­ნი სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის

სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ძრო­ხის რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ისი­ნი შე­ი­ცავს პრო­ბი­ო­ტი­კებს, რომ­ლე­ბიც სა­სარ­გებ­ლოა ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის­თვის, ასე­ვე ვი­ტა­მი­ნებს, კალ­ცი­უმს, ფოს­ფორს და ბევრ სხვა სა­სარ­გებ­ლო მიკ­რო­ე­ლე­მენტს. აი­რა­ნი არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. უნი­კა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის წყა­ლო­ბით აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას და სა­სარ­გებ­ლოა გა­ცი­ე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, აძ­ლი­ე­რებს სის­ხლძარ­ღვებს და სა­სუნ­თქ სის­ტე­მას, აუმ­ჯო­ბე­სებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას და ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის მდგო­მა­რე­ო­ბას და გა­აჩ­ნია ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც კი. ერ­თა­დერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბა: ვი­საც აქვს მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა, სიფრ­თხი­ლით უნდა და­ლი­ოს აი­რა­ნი.

აი­რა­ნი გეხ­მა­რე­ბათ წო­ნის დაკ­ლე­ბა­ში

სხვა ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის სას­მე­ლე­ბის მსგავ­სად, აი­რა­ნი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის ტოქ­სი­ნე­ბის გაწ­მენ­დას და ნაწ­ლა­ვის "კარ­გი" მიკროფ­ლო­რის აღ­დგე­ნას, რაც თა­ვის­თა­ვად ხელს უწყობს წო­ნის კლე­ბას. გარ­და ამი­სა, აი­რანს აქვს ძა­ლი­ან ცოტა კა­ლო­რია და მის­გან წო­ნის მო­მა­ტე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ დი­ე­ტა­ზე ხართ, სცა­დეთ აი­რან­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სმუ­ზის გა­კე­თე­ბა: მა­გა­ლი­თად, ის­პა­ნა­ხით, ბრო­კო­ლით, მწვა­ნი­ლე­ბით (რე­ჰა­ნი, კამა, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, პიტ­ნა) ან ექ­სპე­რი­მენ­ტი ხი­ლით.

აი­რა­ნი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა

აი­რან­ში შე­მა­ვა­ლი ცი­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა (რძზე უკე­თე­სად). გარ­და ამი­სა, აი­რა­ნი შე­ი­ცავს ცი­ლო­ვან ნა­ერ­თებს, რომ­ლე­ბიც აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ კუ­ჭი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბას (კერ­ძოდ, აი­რა­ნი ხელს უწყობს კუ­ჭის წვე­ნი­სა და ნაღ­ვლის უფრო აქ­ტი­ურ სეკ­რე­ცი­ას). აი­რა­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად აღ­დგე­ბა ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რა, გა­მო­ი­ყო­ფა ტოქ­სი­ნე­ბი და ნარ­ჩე­ნე­ბი - ეს აუმ­ჯო­ბე­სებს ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას, ამაღ­ლებს იმუ­ნი­ტეტს, ამ­დიდ­რებს ორ­გა­ნიზმს ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით.

აი­რა­ნი გიშ­ვე­ლით ნა­ბა­ხუ­სევ­ზე

დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ აი­რა­ნი მოქ­მე­დებს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, თუ მას და­ლევთ ნა­ბა­ხუ­სევ­ზე. ეს ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის სას­მე­ლი ავ­სებს ქსო­ვი­ლებ­ში ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას და კარგ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

აი­რა­ნი დღეგ­რძე­ლო­ბის პრო­დუქ­ტია

ზო­გი­ერ­თი წყა­როს თა­ნახ­მად, აი­რა­ნი ცნო­ბი­ლი იყო ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე - ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­მოც­დი­ლი და დღეს სა­მარ­თლი­ა­ნად იკა­ვებს ად­გილს ძრო­ხის რძე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სას­მე­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა კე­ფი­რი, ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მომ­ცხვა­რი რძე, იო­გურ­ტი, მა­წო­ნი და სხვა.

აი­რა­ნის დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხე­ბო­და და ინ­დუსტრი­უ­ლი მას­შტა­ბით წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში და­ი­წყო. დღეს აი­რა­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ სუ­პერ­მარ­კეტ­ში. იგი იყი­დე­ბა სხვა­დას­ხვა შე­ფუთ­ვებ­ში.

ავტორი:

ჯანსაღი სასმელი კავკასიელი  ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

ჯანსაღი სასმელი კავკასიელი  ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

ტრადიციული აირანი კეფირის მსგავსი ცივი სასმელია, რომელიც შედგება ფერმენტირებული რძის, წყლისა და მარილისგან. ზუსტად არავინ იცის ვინ გამოიგონა ეს გამაგრილებელი სასმელი, მაგრამ ითვლება, რომ აირანის ფესვები ძირითადად თურქეთშია. აირანი ძალიან პოპულარული სასმელია როგორც ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში, ასევე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. მე-19 საუკუნეში მეცნიერებს აინტერესებდათ, რა იყო კავკასიელი ხალხების სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო მაწვნის შემცველი საკვები, რომელიც დადებით გავლენას ახდენდა ნაწლავის მიკროფლორაზე და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე.

აირანის მომზადების რეცეპტი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და თითოეულ რეგიონში აირანს თავისი ადგილობრივი სახელი აქვს. აირანის დალევა შეიძლება გაცივებული სახითაც. მაგალითად, ზაფხულში აირანს უმატებენ ყინულს, პიტნის ფოთლებსა და კიტრს, რათა სასმელი განსაკუთრებით გამაგრილებელი გახდეს. მაგალითად, ქართული კომპანიის „დღის“ აირანის შემადგენლობაში დამატებულია ნაღების კარაქი, რაც უფრო პიკანტურ გემოს ანიჭებს პროდუქტს.

ფერმენტირებული რძის პროდუქტებს ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. ისინი აუმჯობესებენ ნაწლავის მიკროფლორას, აჯერებენ ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, აქვთ ანტიმიკრობული თვისებები და აძლიერებენ იმუნურ სისტემასაც კი.

გთავაზობთ 6 მიზეზს, რომ დააგემოვნოთ და შეიყვაროთ აირანი - საოცრად გემრიელი სასმელი, რომელიც ცნობილი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე და რომელმაც მსოფლიოს მრავალი ადამიანის გული მოიგო.

აირანი მშვენივრად კლავს წყურვილს

თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ აირანს, მის განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს ვეღარ დაივიწყებთ. აირანი შესანიშნავია, როგორც ცალკე სასმელი - ის შესანიშნავად კლავს წყურვილს. უბრალოდ გემრიელი ლანჩის შემდეგ სცადეთ აირანი - ის ეხმარება საჭმლის მონელებას და ძალიან უხდება ბოსტნეულს, ხილსა და მწვანილს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფერმენტირებული რძის სასმელი ძალიან გემრიელი კერძების მოსამზადებლად, როგორიცაა ცივი სუპები („აკროშკა“), კოქტეილები, ორიგინალური სმუზი და სხვა.

აირანი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

საიდუმლო არ არის, რომ ძროხის რძისგან დამზადებული ფერმენტირებული რძის პროდუქტები კარგია ჯანმრთელობისთვის. ისინი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც სასარგებლოა ნაწლავის მიკროფლორისთვის, ასევე ვიტამინებს, კალციუმს, ფოსფორს და ბევრ სხვა სასარგებლო მიკროელემენტს. აირანი არ არის გამონაკლისი. უნიკალური შემადგენლობის წყალობით აძლიერებს იმუნურ სისტემას და სასარგებლოა გაციების პროფილაქტიკისთვის, აძლიერებს სისხლძარღვებს და სასუნთქ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას და გააჩნია ანტიმიკრობული თვისებებიც კი. ერთადერთი გაფრთხილება: ვისაც აქვს მაღალი მჟავიანობის პრობლემა, სიფრთხილით უნდა დალიოს აირანი.

აირანი გეხმარებათ წონის დაკლებაში

სხვა ფერმენტირებული რძის სასმელების მსგავსად, აირანი ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინების გაწმენდას და ნაწლავის "კარგი" მიკროფლორის აღდგენას, რაც თავისთავად ხელს უწყობს წონის კლებას. გარდა ამისა, აირანს აქვს ძალიან ცოტა კალორია და მისგან წონის მომატება თითქმის შეუძლებელია. თუ დიეტაზე ხართ, სცადეთ აირანზე დაფუძნებული სმუზის გაკეთება: მაგალითად, ისპანახით, ბროკოლით, მწვანილებით (რეჰანი, კამა, ქინძი, ოხრახუში, პიტნა) ან ექსპერიმენტი ხილით.

აირანი ძალიან კარგად შეიწოვება

აირანში შემავალი ცილები, ვიტამინები და მიკროელემენტები ძალიან კარგად შეიწოვება (რძზე უკეთესად). გარდა ამისა, აირანი შეიცავს ცილოვან ნაერთებს, რომლებიც აუმჯობესებენ კუჭისა და ნაწლავების მუშაობას (კერძოდ, აირანი ხელს უწყობს კუჭის წვენისა და ნაღვლის უფრო აქტიურ სეკრეციას). აირანის რეგულარული მოხმარების შედეგად აღდგება ნაწლავის მიკროფლორა, გამოიყოფა ტოქსინები და ნარჩენები - ეს აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, ამაღლებს იმუნიტეტს, ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

აირანი გიშველით ნაბახუსევზე

დიდი ხანია ცნობილია, რომ აირანი მოქმედებს კეთილდღეობაზე, თუ მას დალევთ ნაბახუსევზე. ეს ფერმენტირებული რძის სასმელი ავსებს ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას და კარგ გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

აირანი დღეგრძელობის პროდუქტია

ზოგიერთი წყაროს თანახმად, აირანი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე - ის საუკუნეების განმავლობაში იყო გამოცდილი და დღეს სამართლიანად იკავებს ადგილს ძროხის რძეზე დაფუძნებულ სასმელებში, როგორიცაა კეფირი, ფერმენტირებული გამომცხვარი რძე, იოგურტი, მაწონი და სხვა.

აირანის დამზადების რეცეპტი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა და ინდუსტრიული მასშტაბით წარმოება მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. დღეს აირანის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერ სუპერმარკეტში. იგი იყიდება სხვადასხვა შეფუთვებში.