პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა... შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა" - დათო ევგენიძე გადატანილ ოპერაციაზე
"მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა... შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა" - დათო ევგენიძე გადატანილ ოპერაციაზე

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ თურ­ქეთ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და,12 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და რო­გორც ქი­რურ­გმა აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ევ­გე­ნი­ძე სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

რო­გორც ამ­ბობს, ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი პრობ­ლე­მებს ქმნი­და, მათ შო­რის ფი­ნან­სე­ბი, რაც მუ­სი­კო­სის თქმით, პრე­მი­ერ­მა მო­აგ­ვა­რა. მან "იმე­დის" ეთერ­ში თქვა, რომ ოპე­რა­ცი­ის­თვის პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა.

"ყვე­ლა­ფე­რი სა­ჩუ­ქა­რია, მათ შო­რის გან­საც­დე­ლით, გი­ორ­გი რომ არა, არც წა­ვი­დო­დი თურ­ქეთ­ში, არც ვა­პი­რებ­დი გა­და­ნერგვას. ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბით ხდე­ბო­და. არც ფული არ მქონ­და. არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც პი­რა­დად და­მა­ფი­ნან­სა. სა­ხელ­მწი­ფომ კი არა, პი­რა­დად, არც მი­თხო­ვია. შემ­თხვე­ვით გა­უ­გია და თვი­თონ და­მი­რე­კა. თა­ვი­დან მე­გო­ნა ვი­ღაც მა­შა­ყი­რებ­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა.

"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მივ­დი­ო­დით ბი­ლე­თე­ბი აღე­ბუ­ლი იყო, შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უნდა მე­ნა­ხა. მე­ო­რე დღეს უმი­ზე­ზოდ ბი­ლე­თე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და იმ დროს, რო­დე­საც თვითმფრი­ნავ­ში უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი, ვა­რი­კო­ზუ­ლი სის­ხლდე­ნა და­მე­მარ­თა. თურ­ქეთ­ში რომ ჩა­ვე­დით, სის­ხლის ჯგუ­ფიც არ ვი­ცო­დი, აი, ასე ჩა­ვე­დით მე და გი­ორ­გი და სის­ხლის ჯგუ­ფიც კი და­ემ­თხვა ჩემი. გი­ორ­გის თვი­სე­ბა მე ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. ჩემი ღვიძ­ლი კა­ტე­თი რომ გა­და­ი­ღეს სრუ­ლი­ად დაშ­ლი­ლი დახ­ვდათ. გი­ორ­გი რომ გაჭ­რეს ზო­მა­ზე დიდი ღვიძ­ლი აღ­მო­აჩ­ნდა. ახლა ჩემი ღვიძ­ლი სა­ერ­თოდ აღარ მაქვს, მთლი­ა­ნად მისი გად­მო­მი­ნერ­გეს".

17 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მოხ­და. პირ­ვე­ლი გი­ორ­გი ვთქვი და მა­საც დათო უთ­ქვამს. ორი­ვე ერ­თმა­ნე­თის ფო­ტო­ებს ვი­თხოვ­დით, რომ ნამ­დვი­ლად ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით" - აღ­ნიშ­ნა ევ­გე­ნი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
14

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

(((
88

პირადად დაგაფინანსა? იმიტომაც აღარ შემორჩა ფული, შვილი სასწავლებლად რომ გაეშვა და ტარიელას პაპის პენსია შეეწირა ფრენას. თუ ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მადლობა უნდა უთხრა ხალხს და არა მხოლოდ მას.

ავტორი:

"მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა... შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა" - დათო ევგენიძე გადატანილ ოპერაციაზე

"მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა... შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა" - დათო ევგენიძე გადატანილ ოპერაციაზე

რამდენიმე თვის წინ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო. ოპერაცია 25 აპრილს ჩატარდა,12 საათი გაგრძელდა და როგორც ქირურგმა აღნიშნა, საკმაოდ რთული პროცესიც იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ევგენიძე სამშობლოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.

როგორც ამბობს, ოპერაციამდე გარკვეული საკითხები პრობლემებს ქმნიდა, მათ შორის ფინანსები, რაც მუსიკოსის თქმით, პრემიერმა მოაგვარა. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ ოპერაციისთვის პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა დააფინანსა.

"ყველაფერი საჩუქარია, მათ შორის განსაცდელით, გიორგი რომ არა, არც წავიდოდი თურქეთში, არც ვაპირებდი გადანერგვას. ყველაფერი უფლის ნებით ხდებოდა. არც ფული არ მქონდა. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა. სახელმწიფომ კი არა, პირადად, არც მითხოვია. შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა. თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა, ვერ წარმომედგინა.

"ევროვიზიაზე" მივდიოდით ბილეთები აღებული იყო, შვილი, შვილიშვილები უნდა მენახა. მეორე დღეს უმიზეზოდ ბილეთები ჩავაბარე და იმ დროს, როდესაც თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, ვარიკოზული სისხლდენა დამემართა. თურქეთში რომ ჩავედით, სისხლის ჯგუფიც არ ვიცოდი, აი, ასე ჩავედით მე და გიორგი და სისხლის ჯგუფიც კი დაემთხვა ჩემი. გიორგის თვისება მე ძალიან გამომადგა. ჩემი ღვიძლი კატეთი რომ გადაიღეს სრულიად დაშლილი დახვდათ. გიორგი რომ გაჭრეს ზომაზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა. ახლა ჩემი ღვიძლი საერთოდ აღარ მაქვს, მთლიანად მისი გადმომინერგეს".

17 საათიანი ოპერაცია ჩატარდა, თვალი რომ გავახილე ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. პირველი გიორგი ვთქვი და მასაც დათო უთქვამს. ორივე ერთმანეთის ფოტოებს ვითხოვდით, რომ ნამდვილად ცოცხლები ვიყავით" - აღნიშნა ევგენიძემ.

წაიკითხეთ ასევე: