მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ, თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც "პავლიკ მოროზოვი“, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე - მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა" - კობახიძე
"გუშინ, თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც "პავლიკ მოროზოვი“, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე - მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა" - კობახიძე

გუ­შინ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ თა­ვი­სი ტექ­სტით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მოგ­ვე­ცხა­და რო­გორც "პავ­ლიკ მო­რო­ზო­ვი", რო­მელ­მაც გა­ყი­და ნიკო ნი­კო­ლა­ძე, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის ჩაგ­დე­ბა­სა და მისი გა­მოს­ვლის ში­ნა­არს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, თუ პრე­ზი­დენ­ტი კვლავ წა­ვი­და ვი­ზი­ტით, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით, ეს იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­რი­გი უხე­ში დარ­ღვე­ვა.

"იმ­პიჩ­მენ­ტმა რა მო­ი­ტა­ნა? პირ­ველ რიგ­ში, დად­გინ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე პრე­ვენ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ ვი­ხი­ლეთ იმ ალი­ან­სის ლუსტრა­ცია, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას შო­რის. ასე­ვე, ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რომ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აღარ მი­იჩ­ნევს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ღირ­სად. გუ­შინ­დე­ლი დღი­დან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად. ის რჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრე­ზი­დენ­ტად. და­ახ­ლო­ე­ბით 50-მა "ნა­ცი­ო­ნალ­მა“ "აირ­ჩია“ ის გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტად. რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას, საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტი არის ხელ­შე­უ­ვა­ლი. რა­ტომ არ აფი­ნან­სებ­და ის ვი­ზი­ტებს ბი­უ­ჯე­ტი­დან? მას ეში­ნია პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის. შე­იძ­ლე­ბა ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მის მი­მართ ვერ აღიძ­რას საქ­მე, მაგ­რამ რო­გორ კი ამო­ე­წუ­რე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა, მა­შინ­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ასე­თი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი საქ­მის წა­მო­წყე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ გას­წევ­და ხარ­ჯებს ვი­ზი­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­მოს­ვლას, მისი გა­მოს­ვლის ტექ­სტი იყო არა­მარ­ტო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ, არა­მედ შე­ი­ცავ­და ისეთ პა­სა­ჟებს, რომ­ლე­ბიც გა­დი­ო­და ზრდი­ლო­ბის ზღვარს მიღ­მა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო ის პა­სა­ჟი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და შვი­ლე­ბის თე­მას და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რა იყო, ის ამას კი­თხუ­ლობ­და. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც წა­მოგცდეს, რო­გორც ანა ნაც­ვლიშ­ვილს წა­მოს­ცდა ორი­ო­დე დღის წინ, მაგ­რამ ეს იყო და­წე­რი­ლი ტექ­სტი. "პავ­ლიკ მო­რო­ზო­ვის" ტექ­სტი მას ჰქონ­და და­წე­რი­ლი ქა­ღალ­დზე და კი­თხუ­ლობ­და ამას. გუ­შინ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ თა­ვი­სი ტექ­სტით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მოგ­ვე­ცხა­და რო­გორც "პავ­ლიკ მო­რო­ზო­ვი", რო­მელ­მაც გა­ყი­და ნიკო ნი­კო­ლა­ძე. თუ კვლავ წა­ვი­და ვი­ზი­ტით, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, ეს იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­რი­გი უხე­ში დარ­ღვე­ვა. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბაც ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით და კა­ნონ­ში არ­სე­ბი­თად იგუ­ლის­ხმე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნიც. რაც შე­ე­ხე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის, ეს არის პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე ოპო­ზი­ცი­ის გვერ­დი­თაა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო­დაც ფორ­მა­ლუ­რა­დაც თუ გა­და­ი­ნაც­ვლებს და შე­უ­ერ­თდე­ბა თუ არა რო­მე­ლი­მეს არ ვიცი, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ. ის და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მოქ­მე­დებს. შე­იძ­ლე­ბა ამა­ზეც შე­თან­ხმდნენ, ერ­თი­ა­ნი პარ­ტი­ით, ვი­ღა­ცას­თან ერ­თად გა­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე.

თუმ­ცა, თქვენ იცით, მას არც ქა­რიზ­მა აქვს, არც პო­პუ­ლა­რო­ბა. სა­დაც აქვს მას მხარ­და­ჭე­რა, ესაა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რა­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, მას და­მო­უ­კი­დებ­ლად კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლია“, მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ობს“ მის­ცემს ხმას. ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, პი­რო­ბი­თად, პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, მაგ­რამ აქაც მხო­ლოდ და­აკ­ლებს მას და ვე­რა­ფერს მო­უ­მა­ტებს. თქვენ გახ­სოვთ რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბი გა­დაგ­ვხდა თავს არ­ჩევ­ნებ­ში, ვიდ­რე ბილ­ბორ­დებ­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი არ ჩა­ე­ნაც­ვლნენ, მა­ნამ­დე ხალ­ხს ხმა ვერ მი­ვა­ცე­მი­ნეთ. ასე­თი ალი­ან­სი გა­ხა­რი­ას­თან ან ვინ­მე სხვას­თან რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ იმ­სჯე­ლოთ“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოტოგრაფი
4

თევდორაძის ქართულს რომ დავცინოდით გახსოვთ? ჯაბას პატრიოტიზმზე რომ ქილიკობდით? ჰოდა ამ ქალთან შედარებით პირველი აკ შანიძეა, მეორე - ცოტნე დადიანი

grisha
1

იკუ ქაჯები კი არ მოდიან ქაჯები მიდიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გუშინ, თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც "პავლიკ მოროზოვი“, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე - მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა" - კობახიძე

"გუშინ, თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც "პავლიკ მოროზოვი“, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე - მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა" - კობახიძე

გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც "პავლიკ მოროზოვი", რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდებასა და მისი გამოსვლის შინაარს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა.

"იმპიჩმენტმა რა მოიტანა? პირველ რიგში, დადგინდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც მნიშვნელოვანია ასევე პრევენციული თვალსაზრისით. ჩვენ ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ასევე, ყველამ ვნახეთ, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად. ის რჩება "ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. დაახლოებით 50-მა "ნაციონალმა“ "აირჩია“ ის გუშინ პრეზიდენტად. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორ კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად.

რაც შეეხება მის გამოსვლას, მისი გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა და განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას და ყველაზე საინტერესო რა იყო, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე დღის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი. "პავლიკ მოროზოვის" ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და კითხულობდა ამას. გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც "პავლიკ მოროზოვი", რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე. რაც შეეხება მის გაერთიანებას რომელიმე პარტიასთან, სალომე ზურაბიშვილი უკვე ოპოზიციის გვერდითაა. წინასაარჩევნოდაც ფორმალურადაც თუ გადაინაცვლებს და შეუერთდება თუ არა რომელიმეს არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს. შეიძლება ამაზეც შეთანხმდნენ, ერთიანი პარტიით, ვიღაცასთან ერთად გავიდნენ არჩევნებზე.

თუმცა, თქვენ იცით, მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა. სადაც აქვს მას მხარდაჭერა, ესაა "ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გარკვეული ნაწილი, მას დამოუკიდებლად კამპანიის წარმოების საშუალება არ აქვს. ვინც "ნაციონალია“, მაინც "ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემს ხმას. ის შეიძლება გახდეს "ნაციონალური მოძრაობის“, პირობითად, პირველი ნომერი, მაგრამ აქაც მხოლოდ დააკლებს მას და ვერაფერს მოუმატებს. თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა თავს არჩევნებში, ვიდრე ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილს "ოცნების“ ლიდერები არ ჩაენაცვლნენ, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ. ასეთი ალიანსი გახარიასთან ან ვინმე სხვასთან რამდენად წარმატებული იქნება, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“,- განაცხადა კობახიძემ