მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს... აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - სერგეი შამბა
"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს... აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - სერგეი შამბა

"აფხა­ზე­თი რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლია" - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა, სერ­გეი შამ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­გრა, აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის გრძნო­ბე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს. აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სულ სამ­ყა­რო­ზე არის მორ­გე­ბუ­ლი. ჩვენ გვინ­და ვი­ყოთ და ვართ ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, "რია ნო­ვოს­ტის" ცნო­ბით, შამ­ბამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "რუ­სუ­ლი ენის წყა­ლო­ბით, აფხა­ზე­თი მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი გახ­და".

"დიდ­მა რუ­სულ­მა კულ­ტუ­რამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მრა­ვა­ლი ეროვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. აფხა­ზე­თი ყო­ველ­თვის იპყრობ­და რუსი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის - მწერ­ლე­ბის, მხატ­ვრე­ბის და მრა­ვა­ლი სხვის ყუ­რა­დღე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მან.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთი
0

აბხაზეთი საქართველოააა!!!!!!

გელა
0

საკუთარი დანაშაულების გადასაფარად კრიშა ჭირდებათ და იმიტომ ამბობენ ამას. ჩვეულებრივი ვირეშმაკობაა. ყარაბაღმა ძალიან შეაშინათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს... აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - სერგეი შამბა

"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს... აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - სერგეი შამბა

"აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროზე არის მორგებული. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა შამბამ.

რუსული სააგენტოს, "რია ნოვოსტის" ცნობით, შამბამ ასევე აღნიშნა, რომ "რუსული ენის წყალობით, აფხაზეთი მსოფლიო კულტურის ნაწილი გახდა".

"დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და მრავალი სხვის ყურადღებას“, - აღნიშნა მან.

წყარო