სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ... არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია" - გიორგი კვერენჩხილაძე
"გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ... არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია" - გიორგი კვერენჩხილაძე

ზო­გა­დად მე და­ვა­ლე­ბუ­ლი არა­ვის­გან ვარ, არ ვიცი, ვინ რას ამ­ბობს, პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს და არა­მო­სა­მარ­თლე­ებს უფრო ფარ­თო ფარ­გლე­ბი აქვთ მათი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის და და­ფიქ­სი­რე­ბის, - ამის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის გავ­ლე­ნის ქვეშ არას­დროს ყო­ფი­ლა და არც ახლა გრძნობს არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას.

"ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ი­დო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს და თა­ვად მიხ­ვდე­ბი­ან, თუ რას ეყ­რდნო­ბა ჩვე­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბულ აზრშია ჩა­მო­წე­რი­ლი.

არ და­ვე­თან­ხმე ძი­რი­თად დას­კვნას, სა­დაც წე­რია, რომ და­არ­ღვია [პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია]. ამის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და ის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რაც ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვაჩ­ნია სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. სამი მო­სა­მარ­თლე ვა­წერთ ამ გან­სხვა­ვე­ბულ აზრს ხელს.

არა­ნა­ი­რი ტე­რა­ინ­კოგ­ნი­ტა, მგო­ნი, ეს არ არის, მო­სა­მარ­თლეს ხან აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, ხან არ აქვს. ხან რა­ღაც ემ­თხვე­ვა, ხან არა. ყო­ფი­ლა უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­ებ­თან თან­ხვედ­რა, ყო­ფი­ლა უმ­ცი­რე­სო­ბის პო­ზი­ცი­ებ­თან თან­ხვედ­რა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­სა­მარ­თლეო ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვია.

ზო­გა­დად, და­ვა­ლე­ბუ­ლი არა­ვის­გან არა ვარ, არ ვიცი ვინ რას ამ­ბობს, პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს და არა­მო­სა­მარ­თლე­ებს უფრო ფარ­თო ფარ­გლე­ბი აქვთ მათი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის და და­ფიქ­სი­რე­ბის. მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ჩვე­ნი სა­მო­სა­მარ­თლეო ეს­თე­ტი­კით შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ და ამ­გვარ სა­კი­თხებ­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ ვე­რა­ნა­ი­რად.

მო­სა­მარ­თლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლა­საც უძ­ლებს, რა თქმა უნდა, და ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლოს კრი­ტი­კა და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, თუმ­ცა ეს გარ­კვე­ულ ზღვარს არ უნდა გას­ცდეს, არც ძი­რი­თა­დი აზ­რის ავ­ტო­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ და არც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხრი­დან, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­სა­მარ­თლეო პრო­ცე­სია ცხოვ­რე­ბის.

მე არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ მქონ­და, არას­დროს გავ­ლე­ნის ქვეშ არ ვყო­ფილ­ვარ და არც ახლა არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ვგრძნობ, ეს ჩემი პო­ზი­ცი­აა, რა­საც ახლა ხელს ვა­წერ. ადა­მი­ა­ნებს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ ისა­უბ­რონ, ის რაც მათ მი­აჩ­ნი­ათ მათ პო­ზი­ცი­ად და გა­მო­ხა­ტონ ეს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და 6 მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არის თუ არა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­ცხვი­ნო, კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ "არ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ამ­გვა­რი სა­უ­ბა­რი“.

"არ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ამ­გვა­რი სა­უ­ბა­რი იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძი­რი­თა­დი იქ­ნე­ბა თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი ეთი­კა არ­სე­ბობს და ეთან­ხმე­ბი ან არ ეთან­ხმე­ბი, კრი­ტი­კა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სხვა ტერ­მი­ნებ­ზე მე ვერ ვი­სა­უბ­რებ“, - აღ­ნიშ­ნა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ონორე
4

ესაო, ისაო, ეს კარგია, ეს ცუდიო .... მაგრამ პრეზიდენტმა კონსტიტუცია არ დაარღვიაო ვერ ამბობენ! 

როგორც ახლა გაჟღერდა, ზუსტად ამ სამეულს კიდევ ორ პოლიტიკური სურნელის საქმეზე დაუწერია განსხვავებული აზრი და სტრასბურგს ორივეჯერ მათი პოზიცია გაუმტყუნებია!

ამ სამთაგან ერთი - ქ-ნი პოლიციის გენერალია და იქ მარგველაშვილმა დანიშნა! კერენჩხილაძე - ფრანგულამ .... სწორად უთქვამს "ნოემბრიდან ნოემბრამდე" გვარამიას საკონსტუტუციო სასამართლოშო სამი ჩვენიანი გვყავსო :)) აბა თქვენ იცით:))

*
7

შე უნამუსო!

ავტორი:

"გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ... არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია" - გიორგი კვერენჩხილაძე

"გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ... არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია" - გიორგი კვერენჩხილაძე

ზოგადად მე დავალებული არავისგან ვარ, არ ვიცი, ვინ რას ამბობს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს უფრო ფართო ფარგლები აქვთ მათი პოზიციების გამოხატვის და დაფიქსირების, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გავლენის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც ახლა გრძნობს არანაირ გავლენას.

"ჩვენი განსხვავებული აზრი, რამდენიმე წუთის წინ დაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს და თავად მიხვდებიან, თუ რას ეყრდნობა ჩვენი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც განსხვავებულ აზრშია ჩამოწერილი.

არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ დაარღვია [პრეზიდენტმა კონსტიტუცია]. ამის საფუძველი გახდა ის სამართლებრივი შეხედულებები, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში გაგვაჩნია საკითხთან დაკავშირებით. სამი მოსამართლე ვაწერთ ამ განსხვავებულ აზრს ხელს.

არანაირი ტერაინკოგნიტა, მგონი, ეს არ არის, მოსამართლეს ხან აქვს განსხვავებული აზრი, ხან არ აქვს. ხან რაღაც ემთხვევა, ხან არა. ყოფილა უმრავლესობის პოზიციებთან თანხვედრა, ყოფილა უმცირესობის პოზიციებთან თანხვედრა. ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო ცხოვრების თანმდევია.

ზოგადად, დავალებული არავისგან არა ვარ, არ ვიცი ვინ რას ამბობს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს უფრო ფართო ფარგლები აქვთ მათი პოზიციების გამოხატვის და დაფიქსირების. მოსამართლეები ჩვენი სამოსამართლეო ესთეტიკით შეზღუდულები ვართ და ამგვარ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერანაირად.

მოსამართლე საზოგადოების ზეწოლასაც უძლებს, რა თქმა უნდა, და ზოგადად, სასამართლოს კრიტიკა დასაშვებ ფარგლებში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს გარკვეულ ზღვარს არ უნდა გასცდეს, არც ძირითადი აზრის ავტორი მოსამართლეების მიმართ და არც განსხვავებული ავტორი მოსამართლეების მხრიდან, ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო პროცესია ცხოვრების.

მე არანაირი საფრთხე არ მქონდა, არასდროს გავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ და არც ახლა არანაირ გავლენას არ ვგრძნობ, ეს ჩემი პოზიციაა, რასაც ახლა ხელს ვაწერ. ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ ისაუბრონ, ის რაც მათ მიაჩნიათ მათ პოზიციად და გამოხატონ ეს თავისი პოზიციები“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა 6 მოსამართლის გადაწყვეტილებას და არის თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება სამარცხვინო, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ "არ შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი“.

"არ შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი იმიტომ, რომ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი იქნება თუ განსხვავებული, გარკვეული ეთიკა არსებობს და ეთანხმები ან არ ეთანხმები, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სხვა ტერმინებზე მე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.