მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, გამვლელებს ცეცხლი სკუტერიდან გაუხსნა, ის ტუნისელია და... - რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი?
ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, გამვლელებს ცეცხლი სკუტერიდან გაუხსნა, ის ტუნისელია და... - რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი?

ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში, 16 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თავ­დამ­სხმე­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­უ­სე­ლის პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის პოვ­ნა დღეს, 17 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით შეძ­ლო და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი დაჭ­რი­ლია, თუ მკვდა­რი.

  • რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი კა­ფე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეს­რო­ლეს.

ბელ­გი­ე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი სრო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ჯერ არ შე­უძ­ლი­ათ და­დას­ტუ­რე­ბა, იყო თუ არა ეს მა­მა­კა­ცი ნამ­დვი­ლად ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც წუ­ხელ ბრი­უ­სელ­ში მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

"შე­საძ­ლოა, სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა", - აცხა­დებს ბელ­გი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანე­ლის ვერ­ლინ­დე­ნი. მი­სი­ვე ცნო­ბით, ამ ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა ზუს­ტად ის ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად, ტე­რო­რიზ­მი სა­ხელ­დე­ბა.

  • რო­გორ მოხ­და თავ­დას­ხმა?

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში სკუ­ტე­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც გამ­ვლე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, თან ყვი­რო­და: "ალაჰ აკბარ!". შე­დე­გად, შვე­დე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. და­შავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ტაქ­სის მძღო­ლი, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

  • სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც, სა­დაც ჩანს ნა­რინ­ჯის­ფერ ქურ­თუკ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დიდი ზო­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ის­ვრის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი სკუ­ტე­რით­ვე და­ტო­ვა.

ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩის დროს მოხ­და მატ­ჩი შვე­დეთ­სა და ბელ­გი­ას შო­რის, ჰე­ი­სე­ლის სტა­დი­ონ­ზე იმარ­თე­ბო­და, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

თა­მა­ში შე­ა­ჩე­რეს და სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ 35 000 გულ­შე­მატ­კი­ვარს ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნა ურ­ჩი­ეს, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ბელ­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დერ დე კრუმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე ტუ­ნი­სე­ლი მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც ბელ­გი­ა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რეს­მა სი­სას­ტი­კემ ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ნა­ად­რე­ვად იმ­სხვერ­პლა. ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი მსხვერ­პლებ­თან, მათ ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაა. მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ მომ­ხდა­რის გამო",- დას­ძი­ნა დე კრუმ.

პო­ლი­ცი­ის სპი­კერ­მა, ერიკ ვან დუ­ის­მა ასე­ვე თქვა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა "შე­საძ­ლო ტე­რო­რის­ტულ მო­ტივს" გა­ნი­ხი­ლავს, მას შემ­დეგ, რაც სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გა­ნაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი."

ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ თავ­დამ­სხმელს შვე­დი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლა სურ­და. მან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეს­რო­ლა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შვე­დე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მა ეც­ვათ.

ბელ­გი­ის ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ დე­და­ქა­ლა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი გან­გა­შის მე­ო­თხე დო­ნეა, რაც ნიშ­ნავს, რომ საფრ­თხე უკი­დუ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლია. მა­ნამ­დე ეს ნიშ­ნუ­ლი იყო - 2, რაც სა­შუ­ა­ლო დო­ნის საფრ­თხეს გუ­ლის­ხმობს.

წყა­რო: france24

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

"ბრი­უ­სე­ლის პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის პოვ­ნა დღეს, 17 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით შეძ­ლო და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი დაჭ­რი­ლია, თუ მკვდა­რი."

ნიკანდრო ქილია- მგონი მოვკალით, თქვენო ბრწყინვალებავ

123
6

გადადგეს ქართული ოცნების მთავრობა და კალაძე, ვერ იცავენ მოქალაქეებს. სად იყო ქართული პოლიცია ამ დროს? იმ დღეს საფრანგეთშიც რაღაცა მომხდარა, ვერსად ვერ აკონტროლებს ქართული პოლიცია სიტუაციას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, გამვლელებს ცეცხლი სკუტერიდან გაუხსნა, ის ტუნისელია და... - რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი?

ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, გამვლელებს ცეცხლი სკუტერიდან გაუხსნა, ის ტუნისელია და... - რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი?

ბრიუსელის ცენტრში, 16 ოქტომბერს, საღამოს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის პოლიციამ ეჭვმიტანილის პოვნა დღეს, 17 ოქტომბერს, დილით შეძლო და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა უცნობია, სავარაუდო თავდამსხმელი დაჭრილია, თუ მკვდარი.

  • როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი კაფეში იმყოფებოდა, როცა მას სამართალდამცველებმა ესროლეს.

ბელგიელი პროკურორები სროლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ჯერ არ შეუძლიათ დადასტურება, იყო თუ არა ეს მამაკაცი ნამდვილად ის ადამიანი, რომელმაც წუხელ ბრიუსელში მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

"შესაძლოა, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა", - აცხადებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანელის ვერლინდენი. მისივე ცნობით, ამ ადამიანს აღმოაჩნდა ზუსტად ის იარაღი, რომლითაც თავდასხმა განხორციელდა. სავარაუდო მოტივად, ტერორიზმი სახელდება.

  • როგორ მოხდა თავდასხმა?

შეიარაღებული პირი ბრიუსელის ცენტრში სკუტერით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, თან ყვიროდა: "ალაჰ აკბარ!". შედეგად, შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა ადგილობრივი ტაქსის მძღოლი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეოც, სადაც ჩანს ნარინჯისფერ ქურთუკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც დიდი ზომის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისვრის. გავრცელებული ინფორმაციით, მან დანაშაულის ადგილი სკუტერითვე დატოვა.

ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მოხდა მატჩი შვედეთსა და ბელგიას შორის, ჰეისელის სტადიონზე იმართებოდა, რომელიც ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

თამაში შეაჩერეს და სტადიონზე შეკრებილ 35 000 გულშემატკივარს ადგილზე დარჩენა ურჩიეს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამნაშავე ტუნისელი მამაკაცია, რომელიც ბელგიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

"ყველაზე უკიდურესმა სისასტიკემ ორი ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად იმსხვერპლა. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ახლობლებსა და ნათესავებთანაა. მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო",- დასძინა დე კრუმ.

პოლიციის სპიკერმა, ერიკ ვან დუისმა ასევე თქვა, რომ გამოძიება "შესაძლო ტერორისტულ მოტივს" განიხილავს, მას შემდეგ, რაც სავარაუდო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფოსგანაა შთაგონებული."

ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ თავდამსხმელს შვედი ეროვნების ადამიანების მოკვლა სურდა. მან მიზანმიმართულად ესროლა იმ ადამიანებს, რომლებსაც შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორმა ეცვათ.

ბელგიის ანტიტერორისტულმა ცენტრმა განაცხადა, რომ დედაქალაში ტერორისტული განგაშის მეოთხე დონეა, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე უკიდურესად სერიოზულია. მანამდე ეს ნიშნული იყო - 2, რაც საშუალო დონის საფრთხეს გულისხმობს.

წყარო: france24