პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე - დაინახე უსინათლო თანამოქალაქე
თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე - დაინახე უსინათლო თანამოქალაქე

ყო­ველ­წლი­უ­რად, 15 ოქ­ტომ­ბერს, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში თეთ­რი ხელ­ჯო­ხის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ, რო­მე­ლიც უსი­ნათ­ლო და მცი­რემ­ხედ­ველ ადა­მი­ან­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბი­სა და თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სიმ­ბო­ლოა. ეს დღე მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას ინ­კლუ­ზი­ი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 285 მი­ლი­ო­ნი მცი­რემ­ხედ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია. მათ შო­რის 40 მი­ლი­ო­ნი უსი­ნათ­ლოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 300 000-ზე მეტი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე მო­წყვლად სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფად რჩე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას გა­და­უ­ლა­ხავ დაბ­რკო­ლე­ბებს აწყდე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მით და­ახ­ლო­ე­ბით 35-40 000 მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, რო­მელ­თა­გა­ნაც 5-6 000 უსი­ნათ­ლოა.

ცოტა რამ თეთ­რი ხელ­ჯო­ხის მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ი­დან

თეთ­რი ხელ­ჯო­ხის დღის (International White Cane Safety Day) ის­ტო­რია მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან, 1921 წლი­დან იწყე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ ბრის­ტოლ­ში ცხოვ­რობ­და ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ჯე­იმს ბიგ­სი, რო­მელ­მაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა. მან ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა და ქა­ლაქ­ში სი­ა­რუ­ლი ხელ­ჯო­ხის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ მის შავ ხელ­ჯოხზე არც გამ­ვლე­ლე­ბი რე­ა­გი­რებ­დნენ და არც მძღო­ლე­ბი. ჯე­იმსმა ჯოხი თეთ­რად შე­ღე­ბა და ის შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და. ეს ინო­ვა­ცია სხვა უსი­ნათ­ლო­ებ­მაც აი­ტა­ცეს და მე­დი­აც და­ინ­ტე­რეს­და, არა მხო­ლოდ ინ­გლის­ში, არა­მედ მთელ ევ­რო­პა­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სხვა ქვეყ­ნებ­შიც.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლი­სა და გარ­კვე­ვის მიზ­ნით 1950-60-იან წლებ­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თო კამ­პა­ნია და­ი­წყო. შე­დე­გად, ამე­რი­კის კონ­გრეს­მა გა­და­წყვი­ტა 15 ოქ­ტომ­ბე­რი თეთ­რი ხელ­ჯო­ხის დღედ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში - 1964 წელს აღი­ნიშ­ნა. თეთ­რი ხელ­ჯო­ხი უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნის სიმ­ბო­ლოდ იქცა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. მე-20 სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან, თე­მი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და თეთ­რი ხელ­ჯო­ხის მოხ­მა­რე­ბის სის­ტე­მა და ტექ­ნი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბი.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი აქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებ­და ეღი­ა­რე­ბი­ნათ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბი. მას შემ­დეგ თეთ­რი ხელ­ჯო­ხის დღე ყო­ველ­წლი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბად იქცა, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ინ­კლუ­ზი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

თეთ­რი ხელ­ჯო­ხი უსი­ნათ­ლო­თა და მცი­რემ­ხედ­ველ­თა ცნო­ბა­დი ატ­რი­ბუ­ტი გახ­და. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

თეთ­რი ხელ­ჯო­ხის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში თეთ­რი ხელ­ჯო­ხის დღე 2011 წლი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა. 15 ოქ­ტომ­ბე­რი არ არის სა­ზე­ი­მო თა­რი­ღი, ეს არის დღე, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს ათე­უ­ლი ათა­სო­ბით უსი­ნათ­ლო და მცი­რემ­ხედ­ვე­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს.

გია ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი - მოძ­რა­ო­ბა "ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო":

- „სა­ქარ­თვე­ლო­ში უსი­ნათ­ლო­ე­ბამ­დე ცნე­ბა მო­ბი­ლო­ბა-ორი­ენ­ტა­ცია, ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ვი­და. უშუ­ა­ლოდ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში უსი­ნათ­ლო-მცი­რემ­ხედ­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს ფაქ­ტობ­რი­ვად გე­ტო­ებ­ში ასახ­ლებ­დნენ, რა თქმა უნდა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა არ მო­ი­აზ­რე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ არც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა მო­ბი­ლო­ბა-ორი­ენ­ტა­ცი­ის სკო­ლა. 2000 -ია­ნე­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო თეთ­რი ხელ­ჯო­ხის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს უხა­რის­ხო ხელ­ჯო­ხებს აწ­ვდი­და, ეს მავ­ნე პრაქ­ტი­კა 2010 - ია­ნე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და. დღემ­დე სა­ხელ­მწი­ფო უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნებს არ სთა­ვა­ზობს თეთ­რი ხელ­ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის შეს­წავ­ლას. ეს შშმ ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცისს, მათ შო­რის კა­ნო­ნის შშმ პი­რებ­ზე თუ უკვე მი­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სტან­დარ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფაა.

“15 ოქ­ტომ­ბერს - თეთ­რი ხელ­ჯო­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს” - თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში - უკვე ათწლე­უ­ლია ამ დღეს სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­კენ და სა­ხელ­მწი­ფოს მეტი მოქ­მე­დე­ბის­კენ, ფაქ­ტია რომ ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლია.

15 ოქ­ტომ­ბე­რი უსი­ნათ­ლო და მცი­რემ­ხედ­ველ პირ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბა­ში გა­დას­ვლი­სა და მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ყო­ფი­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. თეთ­რი ხელ­ჯო­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის მი­ზა­ნი უსი­ნათ­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდა და იმ წვლი­ლის აღ­ნიშ­ვნაა, რო­მე­ლიც მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­აქვთ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე - დაინახე უსინათლო თანამოქალაქე

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე - დაინახე უსინათლო თანამოქალაქე

ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს, ბევრ ქვეყანაში თეთრი ხელჯოხის დღეს აღნიშნავენ, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა დამოუკიდებლობის, თავდაჯერებულობისა და თანაბარი შესაძლებლობების სიმბოლოა. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიქცევას ინკლუზიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 285 მილიონი მცირემხედველი ადამიანია. მათ შორის 40 მილიონი უსინათლოა. საქართველოში, არაოფიციალური სტატისტიკით, 300 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც სამწუხაროდ, ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად რჩებიან და თავიანთი უფლებების რეალიზაციისას გადაულახავ დაბრკოლებებს აწყდებიან. საქართველოში შეზღუდული მხედველობის პრობლემით დაახლოებით 35-40 000 მოქალაქე ცხოვრობს, რომელთაგანაც 5-6 000 უსინათლოა.

ცოტა რამ თეთრი ხელჯოხის მსოფლიო ისტორიიდან

თეთრი ხელჯოხის დღის (International White Cane Safety Day) ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, 1921 წლიდან იწყება. ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ცხოვრობდა ახალგაზრდა პროფესიონალი ფოტოგრაფი ჯეიმს ბიგსი, რომელმაც უბედური შემთხვევის შემდეგ მხედველობა დაკარგა. მან ახალი ცხოვრების დაწყება და ქალაქში სიარული ხელჯოხის დახმარებით დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მის შავ ხელჯოხზე არც გამვლელები რეაგირებდნენ და არც მძღოლები. ჯეიმსმა ჯოხი თეთრად შეღება და ის შესამჩნევი გახდა. ეს ინოვაცია სხვა უსინათლოებმაც აიტაცეს და მედიაც დაინტერესდა, არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელ ევროპასა და მოგვიანებით, სხვა ქვეყნებშიც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისა და გარკვევის მიზნით 1950-60-იან წლებში მთელ მსოფლიოში ფართო კამპანია დაიწყო. შედეგად, ამერიკის კონგრესმა გადაწყვიტა 15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის დღედ გამოეცხადებინა, რომელიც პირველად ამერიკაში - 1964 წელს აღინიშნა. თეთრი ხელჯოხი უსინათლო ადამიანის სიმბოლოდ იქცა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან, თემისა და სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა თეთრი ხელჯოხის მოხმარების სისტემა და ტექნიკური სტანდარტები.

შეერთებულ შტატებში გამართული პირველი აქცია საზოგადოებას მოუწოდებდა ეღიარებინათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. მას შემდეგ თეთრი ხელჯოხის დღე ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებად იქცა, რომელიც გვახსენებს თანასწორობისა და ინკლუზიის მნიშვნელობას.

თეთრი ხელჯოხი უსინათლოთა და მცირემხედველთა ცნობადი ატრიბუტი გახდა. ბევრი ადამიანისთვის ის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა.

თეთრი ხელჯოხის დღე საქართველოში

საქართველოში თეთრი ხელჯოხის დღე 2011 წლიდან აღინიშნება. 15 ოქტომბერი არ არის საზეიმო თარიღი, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ათეული ათასობით უსინათლო და მცირემხედველი თანამოქალაქის პრობლემებსა და გამოწვევებს.

გია ჯვარშეიშვილი - მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო":

- „საქართველოში უსინათლოებამდე ცნება მობილობა-ორიენტაცია, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოვიდა. უშუალოდ, სპეციალისტების დამსახურებით. საბჭოთა პერიოდში უსინათლო-მცირემხედველ მოქალაქეებს ფაქტობრივად გეტოებში ასახლებდნენ, რა თქმა უნდა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა არ მოიაზრებოდა. სამწუხაროდ არც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში განვითარებულა მობილობა-ორიენტაციის სკოლა. 2000 -იანებიდან სახელმწიფო თეთრი ხელჯოხის საჭიროების მქონე მოქალაქეებს უხარისხო ხელჯოხებს აწვდიდა, ეს მავნე პრაქტიკა 2010 - იანების ბოლომდე გაგრძელდა. დღემდე სახელმწიფო უსინათლო ადამიანებს არ სთავაზობს თეთრი ხელჯოხის გამოყენების შესწავლას. ეს შშმ ადამიანთა უფლებების კონვენცისს, მათ შორის კანონის შშმ პირებზე თუ უკვე მიღებული სხვადასხვა სტანდარტის უგულებელყოფაა.

“15 ოქტომბერს - თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს” - თავისი ისტორია აქვს საქართველოში - უკვე ათწლეულია ამ დღეს სფეროში მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ და სახელმწიფოს მეტი მოქმედებისკენ, ფაქტია რომ ორივე მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია.

15 ოქტომბერი უსინათლო და მცირემხედველ პირთა დამოკიდებული ცხოვრებიდან დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლისა და მათი საზოგადოებაში სრულყოფილი ჩართულობის აღიარების სიმბოლური გამოხატულებაა. თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის მიზანი უსინათლობის შესახებ ცნობიერების გაზრდა და იმ წვლილის აღნიშვნაა, რომელიც მათ საზოგადოების განვითარებაში შეაქვთ.

R