კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პარიზის, ნიუ იორკის, ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულები, ფოტოები ბელა ჰადიდთან - ვინ არის 22 წლის მოდელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელმაც საერთაშორისო წარმატებას მიაღწია
ბელა ჰადიდთან ერთად ე.წ. ბექსთეიჯში, MIU MIU-ს ჩვენება
22 წლის ადიცას სამოდელო კარიერა წლების წინ დაიწყო, როცა "მის აფხაზეთის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ მისი მონაცემებით რუსეთში დაინტერესდნენ. 2021 წელს მისი ფოტო რუსული Elle-ს გარეკანზე დაბეჭდეს. ჟურნალისთვის გადაღებები გაგრაში იყო. მოდელი ამბობს, რომ სამოსი "მისი ადათების და ტრადიციების მიხედვით“ შეურჩიეს და ამიტომ, მადლობას უხდის გადამღებ ჯგუფს.
როგორც რუსული წყაროები წერენ, ადიცა თამამ სტილზე უარს ამბობს, რის გამოც, ხშირად უარის თქმა უწევს სხვადასხვა კამპანიებში მონაწილეობაზე.
ოკუპირებულ სოხუმში მცხოვრებ გოგონას "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. გატაცებულია კალათბურთით, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, ამ ჰობს დიდ დროს ვერ უთმობს.
"აფხაზეთის დედოფალი“
"ზოგადად, კონკურსში მონაწილეობას არ ვაპირებდი, მაგრამ მამიდაჩემმა, მზია ბერძენიამ, რომელიც ჯგუფ "დები ბერძენიების“ (მუსიკალური ჯგუფი) პროდიუსერია, მოტივაცია მომცა. კონკურსის შედეგად, "ვიცე მის აფხაზეთი“ გავხდი.
მოდელის პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ბევრ მოდელს ვაკვირდებოდი, ვუყურებდი შოუებს, ვკითხულობდი ჟურნალებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ინტერესი სხვა რამეში გადაიზარდა და გამიჩნდა მიზანი, რომ მეც მეცადა ძალები ამ საქმეში“, - ამბობს ადიცა.
ადიცას წარმატება ამის შემდეგ გაცილებით უფრო მასშტაბური გახდა.
ეს ფოტოები ნიუ იორკის მიმდინარე წლის შემოდგომის მოდის კვირეულზეა გადაღებული. ადიცამ Ralph Lauren-ის შოუში მიიღო მონაწილეობა და ბრენდის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
"ჩემი პირველი შოუ ნიუ-იორკში. ეს შესანიშნავი იყო. ყველაფერი ისეთი უჩვეულო, ელეგანტური და შთამბეჭდავია, აქ ყველაფერია, რაც მიყვარს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის“, - წერს მოდელი.
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ბერძენიასთვის Ralph Lauren-ი ერთადერთი ბრენდი არ ყოფილა, მან რამდენიმე მოდის სახლის კოლექცია წარადგინა და მათ შორის გამოვიდა Brandon Maxwell-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზეც.
გოგონა გამოვიდა მილანის და პარიზის მოდის კვირეულებზეც სხვადასხვა ბრენდებისთვის.
ადიცას, რომელსაც წითური ხვეული თმის გამო, ბევრი ჯულია რობერთსს ამსგავსებს, "ინსტაგრამზე" ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელთან, ბელა ჰადიდთან ერთად გადაღებული ფოტოებიც აქვს.
ფოტოები მილანში, დაახლოებით ერთი წლის წინაა გადაღებული.
"ბელა და მე ერთსა და იმავე პლატფორმაზე“, - წერს მოდელი. ადიცამ და ბელამ Jil Sander-ის კოლექციის ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა.

ადიცა ბერძენია ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მცხოვრები მოდელია, რომელმაც საერთაშორისო არენაზე მიაღწია წარმატებას და მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან კვირეულებზე, სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შოუებში მიიღო მონაწილეობა.
ბელა ჰადიდთან ერთად ე.წ. ბექსთეიჯში, MIU MIU-ს ჩვენება
22 წლის ადიცას სამოდელო კარიერა წლების წინ დაიწყო, როცა "მის აფხაზეთის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ მისი მონაცემებით რუსეთში დაინტერესდნენ. 2021 წელს მისი ფოტო რუსული Elle-ს გარეკანზე დაბეჭდეს. ჟურნალისთვის გადაღებები გაგრაში იყო. მოდელი ამბობს, რომ სამოსი "მისი ადათების და ტრადიციების მიხედვით“ შეურჩიეს და ამიტომ, მადლობას უხდის გადამღებ ჯგუფს.
როგორც რუსული წყაროები წერენ, ადიცა თამამ სტილზე უარს ამბობს, რის გამოც, ხშირად უარის თქმა უწევს სხვადასხვა კამპანიებში მონაწილეობაზე.
ოკუპირებულ სოხუმში მცხოვრებ გოგონას "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. გატაცებულია კალათბურთით, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, ამ ჰობს დიდ დროს ვერ უთმობს.
"აფხაზეთის დედოფალი“
"ზოგადად, კონკურსში მონაწილეობას არ ვაპირებდი, მაგრამ მამიდაჩემმა, მზია ბერძენიამ, რომელიც ჯგუფ "დები ბერძენიების“ (მუსიკალური ჯგუფი) პროდიუსერია, მოტივაცია მომცა. კონკურსის შედეგად, "ვიცე მის აფხაზეთი“ გავხდი.
მოდელის პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ბევრ მოდელს ვაკვირდებოდი, ვუყურებდი შოუებს, ვკითხულობდი ჟურნალებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ინტერესი სხვა რამეში გადაიზარდა და გამიჩნდა მიზანი, რომ მეც მეცადა ძალები ამ საქმეში“, - ამბობს ადიცა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები გოგონას თქმით, რუსული Elle-ს გარეკანზე სამოდელო სააგენტო “Avant”-ის წყალობით მოხვდა.
ადიცას წარმატება ამის შემდეგ გაცილებით უფრო მასშტაბური გახდა.
ეს ფოტოები ნიუ იორკის მიმდინარე წლის შემოდგომის მოდის კვირეულზეა გადაღებული. ადიცამ Ralph Lauren-ის შოუში მიიღო მონაწილეობა და ბრენდის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
"ჩემი პირველი შოუ ნიუ-იორკში. ეს შესანიშნავი იყო. ყველაფერი ისეთი უჩვეულო, ელეგანტური და შთამბეჭდავია, აქ ყველაფერია, რაც მიყვარს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის“, - წერს მოდელი.
ცნობილ ამერიკელ მოდელ, ემილი რატაკოვსკისთან ერთად. MIUMIU-ს ჩვენება
ადიცა გამოვიდა ლონდონის მოდის კვირეულზეც და ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ახალი კოლექციის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა ფოტოები "ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და დევიდ კომას მადლობა გადაუხადა.
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ბერძენიასთვის Ralph Lauren-ი ერთადერთი ბრენდი არ ყოფილა, მან რამდენიმე მოდის სახლის კოლექცია წარადგინა და მათ შორის გამოვიდა Brandon Maxwell-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზეც.
გოგონა გამოვიდა მილანის და პარიზის მოდის კვირეულებზეც სხვადასხვა ბრენდებისთვის.
ადიცას, რომელსაც წითური ხვეული თმის გამო, ბევრი ჯულია რობერთსს ამსგავსებს, "ინსტაგრამზე" ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელთან, ბელა ჰადიდთან ერთად გადაღებული ფოტოებიც აქვს.
ფოტოები მილანში, დაახლოებით ერთი წლის წინაა გადაღებული.
"ბელა და მე ერთსა და იმავე პლატფორმაზე“, - წერს მოდელი. ადიცამ და ბელამ Jil Sander-ის კოლექციის ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა.
აბა როგო, აბა როგო, ჰა...
100% ტრანსგენდერია, მაგრამ კესარია მილიონჯერ ჯობია გარეგნულად