სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
"თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
  • გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია: "თე­გე­ტა გა­რე­მოს­თვის“ და "თე­გე­ტა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის­თვის“
  • "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ ჯილ­დო მი­ი­ღო ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში: "მდგრა­დი მოხ­მა­რე­ბა და წარ­მო­ე­ბა“ და "ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა“

"კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ჯილ­დო 2023-ის“ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა უმას­პინ­ძლა. "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ჯილ­დო ექ­ვსი ნო­მი­ნა­ცი­ი­დან 2 კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა. კომ­პა­ნია ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და პრო­ექ­ტე­ბის­თვის - "თე­გე­ტა გა­რე­მოს­თვის“ და "თე­გე­ტა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის­თვის“.

კონ­კურ­სი გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, შვე­დე­თის მთავ­რო­ბი­სა და USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს უკვე მე­ექ­ვსედ ჩა­ტარ­და.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის­თვის“ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს ჩვენს მიდ­გო­მას სო­ცი­ა­ლუ­რი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი CSR სტრა­ტე­გი­ით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სა­დაც ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რედ გა­რე­მო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვაა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მა­გა­ლი­თად, მიმ­დი­ნა­რე წელს 20 მლნ ლა­რის მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­ვუშ­ვით, ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­თვის. უკვე ვმუ­შა­ობთ მწვა­ნე ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. ეს გა­მარ­ჯვე­ბა კი დას­ტუ­რია, რომ კომ­პა­ნი­ას აქვს მა­ღა­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. წინ კი­დევ დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს და ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩვენ­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გახ­დე­ბა“.

პრო­ექ­ტი "თე­გე­ტა გა­რე­მოს­თვის“ აერ­თი­ა­ნებს ჰოლ­დინ­გის კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის კუ­თხით და მო­ი­ცავს 2022-2023 წლებ­ში გა­დად­გმულ ყვე­ლა იმ მწვა­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­ექ­ტი 3 მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებ­და: მდგრა­დი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ნუ­ლო­ვა­ნი ემი­სი­ე­ბის მი­საღ­წე­ვად, ნარ­ჩე­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს "თე­გე­ტა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის­თვის“, ის აერ­თი­ა­ნებს ჰოლ­დინ­გის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო ბონო პრო­ექ­ტებს. "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ 2022 წლი­დან "სა­ქარ­თვე­ლოს პრო ბონო ქსე­ლის“ წევ­რია და სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ჰოლ­დინ­გი უზ­რუნ­ველ­ყოფს პლატ­ფორ­მა­ზე Tegeta care.

"კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ჯილ­დო 2023“ გან­კუთ­ვნი­ლია იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა პროგ­რე­სულ, თა­ნა­მედ­რო­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ბიზ­ნეს­მო­დე­ლებს ეყ­რდნო­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

--

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე, კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით "თე­გე­ტას“ 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. "თე­გე­ტა“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB და სხვე­ბი. "თე­გე­ტა“ მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ შო­რი­საა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვე­ბი. "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“, 3000-ამდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

(NS)

ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

"თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
  • გამარჯვებული პროექტებია: "თეგეტა გარემოსთვის“ და "თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“
  • "თეგეტა ჰოლდინგმა“ ჯილდო მიიღო ნომინაციებში: "მდგრადი მოხმარება და წარმოება“ და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“

"კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. "თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ექვსი ნომინაციიდან 2 კატეგორიაში მოიპოვა. კომპანია ჟიურის რჩეული გახდა პროექტებისთვის - "თეგეტა გარემოსთვის“ და "თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“.

კონკურსი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ვახტანგ კაჭარავა, "თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს ჩვენს მიდგომას სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით. "თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. მაგალითად, მიმდინარე წელს 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები გამოვუშვით, ექსკლუზიურად გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის. უკვე ვმუშაობთ მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების კუთხით. ეს გამარჯვება კი დასტურია, რომ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება“.

პროექტი "თეგეტა გარემოსთვის“ აერთიანებს ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით და მოიცავს 2022-2023 წლებში გადადგმულ ყველა იმ მწვანე ინიციატივას, რომელიც კომპანიამ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. პროექტი 3 მიმართულებას აერთიანებდა: მდგრადი ტრანსპორტირება ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

რაც შეეხება პროექტს "თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“, ის აერთიანებს ჰოლდინგის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ პრო ბონო პროექტებს. "თეგეტა ჰოლდინგი“ 2022 წლიდან "საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, თანამშრომლების ჩართულობით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების მხარდაჭერას ჰოლდინგი უზრუნველყოფს პლატფორმაზე Tegeta care.

"კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023“ განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. "თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. "თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. "თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

(NS)