Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?
რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ არ მი­აწ­ვდის წყალს, საკ­ვებს და საწ­ვავს ღა­ზას სექ­ტორს, სა­ნამ ჰა­მა­სის მებ­რძო­ლე­ბი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ მძევ­ლებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ ტყვედ აიყ­ვა­ნეს. ეს გან­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავს, რომ 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ პა­ლეს­ტი­ნელს ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბა.

ღა­ზას სექ­ტო­რი 40 კი­ლო­მეტრზე ცოტა მეტი სიგ­რძის ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­სა და ეგ­ვიპ­ტეს ესა­ზღვრე­ბა. აქ და­ახ­ლო­ე­ბით 2,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ღაზა თავ­და­პირ­ვე­ლად ეგ­ვიპ­ტის კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო, მაგ­რამ 1967 წელს ექ­ვსდღი­ა­ნი ომის დროს ის­რა­ელ­მა და­ი­პყრო. 2005 წელს ის­რა­ელ­მა ღა­ზა­დან თა­ვი­სი ჯა­რე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა.

რო­გორ მო­ვი­და "ჰა­მა­სი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში

ღა­ზას სექ­ტორს ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მა­სი" აკონ­ტრო­ლებს, რო­მელ­მაც 2007 წელს ბრძო­ლით პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის (ფა­ტაჰ) მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჩა­მო­აგ­დეს.

"ჰა­მა­სი" ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბად გა­მო­ა­ცხა­და არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის აშშ-მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა.

რა ხდე­ბა ღა­ზა­ში "ტო­ტა­ლუ­რი ბლო­კა­დის" შემ­დეგ?

ის­რა­ე­ლის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ნამ ჰა­მა­სის მებ­რძო­ლე­ბი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ შა­ბათ-კვი­რის თავ­დას­ხმის დროს მძევ­ლად აყ­ვა­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას, ის­რა­ე­ლი არ მოხ­სნის ღა­ზას სექ­ტო­რის ბლო­კა­დას. „არ ექ­ნე­ბათ ელექტრო­ე­ნერ­გია, საკ­ვე­ბი და საწ­ვა­ვი - ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ხუ­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ღა­ზას სექ­ტორს ის­რა­ელ­მა წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყვი­ტა. ამან კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა ისე­დაც მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ღა­ზა­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 80% სა­ჭი­რო­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბას. ღა­ზას ერ­თა­დერ­თი ელექტრო­სად­გუ­რი 11 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ხუ­რა, მას შემ­დეგ რაც საწ­ვა­ვი ამო­ი­წუ­რა.

ღა­ზა­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი სა­რე­ზერ­ვო გე­ნე­რა­ტო­რე­ბით მუ­შა­ობს. ზო­გი­ერთ მათ­გან­ში შე­ზღუ­დუ­ლი საწ­ვა­ვის მა­რა­გით, გე­ნე­რა­ტო­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე გაძ­ლოს.

ად­გილ­ზე 600 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სას­მე­ლი წყლის გა­რე­შე დარ­ჩა. საწ­ვა­ვის დე­ფი­ცი­ტის გამო, არ მუ­შა­ობს ად­გი­ლობ­რი­ვი წყლის ტუმ­ბო­ე­ბი და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბი. ღა­ზას სექ­ტორ­ში მა­ღა­ზი­ე­ბის მე­სა­მედ­ში პრო­დუქ­ტის დე­ფი­ცი­ტია. გა­ე­რო აცხა­დებს, რომ მალე მათ უმე­ტე­სო­ბას აღარ ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი.

ომის და­წყე­ბი­დან 400 000-ზე მეტ­მა პა­ლეს­ტი­ნელ­მა და­ტო­ვა სახ­ლე­ბი - ბევ­რი მათ­გა­ნი გა­ე­როს მიერ მარ­თულ სკო­ლებს აფა­რებს თავს.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა

ომის და­წყე­ბამ­დე ღაზა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­და. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 13 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და. ღა­ზას სექ­ტო­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ორ-მე­სა­მედს ის­რა­ე­ლის­გან ყი­დუ­ლობ­და - და­ნარ­ჩენს ღა­ზა­ში მდე­ბა­რე ერ­თა­დერ­თი ელექტრო­სად­გუ­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და.

რო­გორ შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს და­ტო­ვოს ღაზა?

ახლა ღა­ზას სექ­ტო­რის მო­სახ­ლე­ო­ბას წას­ვლი­სა და და­ბომბვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი აქვთ. ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ერე­ზის გა­და­სას­ვლე­ლი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით და­ხუ­რა. ეგ­ვიპ­ტის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი რა­ფა­ჰის სა­სა­ზღვრო გა­და­სას­ვლე­ლი სამ­ხრე­თით 9 და 10 ოქ­ტომ­ბერს და­ი­კე­ტა.

კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ამ­დე პა­ლეს­ტი­ნე­ლებს ღა­ზას სექ­ტო­რის და­ტო­ვე­ბა ის­რა­ე­ლის გავ­ლით მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლოთ. ეს ძი­რი­თა­დად ეხე­ბო­და სა­მუ­შა­ოდ მი­მა­ვალ ადა­მი­ა­ნებს და პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, აგ­ვის­ტო­ში ერე­ზის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის ნე­ბარ­თვა 58,6 ათას­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო - ეს 65%-ით მე­ტია 2022 წლის სა­შუ­ა­ლო თვი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

პა­ლეს­ტი­ნე­ლებს კი, რო­მელ­თაც სურთ რა­ფა­ჰის გავ­ლით ღა­ზას და­ტო­ვე­ბა, უნდა მი­მარ­თონ პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე და წა­რუდ­გი­ნონ გან­ცხა­დე­ბა ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს სა­ზღვარს. აგ­ვის­ტო­ში რა­ფა­ჰი 19600-მა ადა­მი­ან­მა გა­დაკ­ვე­თა, რაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ღა­ზას სექ­ტორ­ში?

ღა­ზას სექ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა. კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე სა­შუ­ა­ლოდ, 5700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ღა­ზას სექ­ტო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის 75%-ზე მეტი - და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი - რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ლტოლ­ვი­ლია. მათ­გან ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი მი­მო­ფან­ტუ­ლია ბა­ნა­კებ­ში..

პა­ლეს­ტი­ნელ ბო­ე­ვი­კებ­სა და ის­რა­ელს შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტებ­მა ბევ­რი პა­ლეს­ტი­ნე­ლი ღა­ზა­ში სა­ცხოვ­რებ­ლის გა­რე­შე და­ტო­ვა.

შე­ზღუდ­ვე­ბი მე­თევ­ზე­ო­ბა­სა და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა­ზე

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბულ საკ­ვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ის­რა­ე­ლის შე­ზღუდ­ვებ­მა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებ­ზე და მე­თევ­ზე­ო­ბა­ზე ად­გილ­ზე საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ამ­ცი­რა.

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ის­რა­ელ­მა და­ხუ­რა კე­რემ შა­ლო­მის საკ­ვე­ბის გა­და­სას­ვლე­ლი და აკ­რძა­ლა თევ­ზა­ო­ბა.

შე­ზღუდ­ვე­ბის გვერ­დის ავ­ლით, ჰა­მა­სმა აა­შე­ნა გვი­რა­ბე­ბის ქსე­ლი ეგ­ვიპ­ტი­დან საკ­ვე­ბის იმ­პორ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ასე­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბა მი­წის­ქვე­შა სა­მე­თა­უ­რო ცენ­ტრს. ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ გვი­რა­ბებს ბო­ე­ვი­კე­ბი იყე­ნე­ბენ ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დი­სა და სა­ი­დუმ­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის. ის­რა­ე­ლის არ­მია ხში­რად ახორ­ცი­ე­ლებს სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

წყლის დე­ფი­ცი­ტი

ღა­ზის მო­სახ­ლე­ო­ბის 95%-ს არ აქვს წვდო­მა სუფ­თა წყალ­ზე. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ, ერთ ადა­მი­ანს ყო­ველ­დღი­უ­რად 100 ლიტ­რი წყა­ლი სჭირ­დე­ბა (მომ­ზა­დე­ბი­სა და რე­ცხვის ჩათ­ვლით). ღა­ზა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 87 ლიტ­რია, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ 27 ლიტ­რი სუფ­თა წყა­ლია.

უმუ­შევ­რო­ბა

ღაზა ერთ-ერთი პირ­ვე­ლია უმუ­შევ­რო­ბის დო­ნით მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში. მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 65% 25 წლამ­დე ასა­კი­საა, რაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდად აქ­ცევს. ღა­ზას სექ­ტო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ზე მეტი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს - 2022 წელს აქ უმუ­შევ­რო­ბის დო­ნემ 45% შე­ად­გი­ნა.

ახალ­გაზ­რდე­ბის უმუ­შევ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, 19-დან 29 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის თით­ქმის 74% სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ან კო­ლე­ჯის დიპ­ლო­მით ვერ პო­უ­ლობს სა­მუ­შა­ოს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
5

ისრაელის მხრიდან ეს არაა თავდაცვა ესაა შურისძიება

შვედუნა
7

კი, თურქებს აქვთ ჩვენი მიწები ოკუპირებული! პროდასავლელებო ანუ ლიბერასტებო ეს რუსეთის ნარატივია არა? პუტინს კითხე აბა ერთი რას გეტყვის ვისია ტაოკლარჯეთი საქართველოსი არისო, ამას იტყვის გგონია? რუსეთი თუ ოკუპანტია იმას არ ნიშნავს რომ სხვა ქვეყანას ჩვენთვის არაფერი არ წაურთმევია მათ შორის ტერიტორიები. დავით გარეჯზეც გამოჩნდა რა მავნებლები ხართ , რუსეთი არ იყოს დანარჩენი კაცო ნებისმიერმა წაიღოს. ასეთი ლოგიკა აქვთ სხვასაც თუ დავაბრალეს ოკუპანტობას ამით რუსეთი ისარგებლებსო. თუ წაგართვა არ უნდა თქვა?! მხოლოდ იმიტომ რომ რუსები არ არიან და არიან მაგალითად თურქები ან აზერბაიჯანელები? ვიღაც თქვენნაირი მოღალატე რომ მოვიდეს და აფხაზეთი გაუფორმოს რუსეთს მორჩა მომავალმა თაობას ხმა აღარ უნდა ამოიღოს? ისე ამასაც გაიძახით რად გვინდა აფხაზეთი ნატოში უფრო ადვილად შევალთო და კიდეც რომ მოგცენ ასეთი არჩევანი აფხაზეთი თუ ნატო, ნატოს აირჩევთ ისეთი მავნებლები ხართ.

ავტორი:

რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

ისრაელი აცხადებს, რომ არ მიაწვდის წყალს, საკვებს და საწვავს ღაზას სექტორს, სანამ ჰამასის მებრძოლები არ გაათავისუფლებენ მძევლებს, რომლებიც ქვეყანაში შეჭრის შემდეგ ტყვედ აიყვანეს. ეს განცხადება ნიშნავს, რომ 2 მილიონზე მეტ პალესტინელს ძირითადი საჭიროებების გარეშე დარჩენა ემუქრება.

ღაზას სექტორი 40 კილომეტრზე ცოტა მეტი სიგრძის ტერიტორიაა, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეს ესაზღვრება. აქ დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ღაზა თავდაპირველად ეგვიპტის კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს ისრაელმა დაიპყრო. 2005 წელს ისრაელმა ღაზადან თავისი ჯარები გამოიყვანა.

როგორ მოვიდა "ჰამასი" ხელისუფლებაში

ღაზას სექტორს ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, რომელმაც 2007 წელს ბრძოლით პალესტინის ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის (ფატაჰ) მხარდამჭერები ჩამოაგდეს.

"ჰამასი" ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სანამ ჰამასის მებრძოლები არ გაათავისუფლებენ შაბათ-კვირის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ მოსახლეობას, ისრაელი არ მოხსნის ღაზას სექტორის ბლოკადას. „არ ექნებათ ელექტროენერგია, საკვები და საწვავი - ყველაფერი დაიხურება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღაზას სექტორს ისრაელმა წყალმომარაგება შეუწყვიტა. ამან კიდევ უფრო გააუარესა ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში, სადაც მოსახლეობის 80% საჭიროებს საერთაშორისო დახმარებას. ღაზას ერთადერთი ელექტროსადგური 11 ოქტომბერს დაიხურა, მას შემდეგ რაც საწვავი ამოიწურა.

ღაზაში გადატვირთული საავადმყოფოები სარეზერვო გენერატორებით მუშაობს. ზოგიერთ მათგანში შეზღუდული საწვავის მარაგით, გენერატორებმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლოს.

ადგილზე 600 ათასზე მეტი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. საწვავის დეფიციტის გამო, არ მუშაობს ადგილობრივი წყლის ტუმბოები და საკანალიზაციო სისტემები. ღაზას სექტორში მაღაზიების მესამედში პროდუქტის დეფიციტია. გაერო აცხადებს, რომ მალე მათ უმეტესობას აღარ ექნება მოსახლეობისთვის საკმარისი საკვები.

ომის დაწყებიდან 400 000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა სახლები - ბევრი მათგანი გაეროს მიერ მართულ სკოლებს აფარებს თავს.

ელექტროენერგიის გათიშვა

ომის დაწყებამდე ღაზა ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდიდა. გაეროს მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსები ელექტროენერგიას დღეში საშუალოდ 13 საათის განმავლობაში იღებდა. ღაზას სექტორი ელექტროენერგიის ორ-მესამედს ისრაელისგან ყიდულობდა - დანარჩენს ღაზაში მდებარე ერთადერთი ელექტროსადგური გამოიმუშავებდა.

როგორ შეუძლია მოქალაქეს დატოვოს ღაზა?

ახლა ღაზას სექტორის მოსახლეობას წასვლისა და დაბომბვის თავიდან აცილების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ერეზის გადასასვლელი განუსაზღვრელი ვადით დახურა. ეგვიპტის მიერ კონტროლირებადი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი სამხრეთით 9 და 10 ოქტომბერს დაიკეტა.

კონფლიქტის ესკალაციამდე პალესტინელებს ღაზას სექტორის დატოვება ისრაელის გავლით მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლოთ. ეს ძირითადად ეხებოდა სამუშაოდ მიმავალ ადამიანებს და პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

გაეროს მონაცემებით, აგვისტოში ერეზის საზღვრის გადაკვეთის ნებართვა 58,6 ათასმა ადამიანმა მიიღო - ეს 65%-ით მეტია 2022 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე.

პალესტინელებს კი, რომელთაც სურთ რაფაჰის გავლით ღაზას დატოვება, უნდა მიმართონ პალესტინის ხელისუფლებას საზღვრის გადაკვეთამდე რამდენიმე კვირით ადრე და წარუდგინონ განცხადება ეგვიპტის ხელისუფლებას, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საზღვარს. აგვისტოში რაფაჰი 19600-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

რამდენი ადამიანი ცხოვრობს ღაზას სექტორში?

ღაზას სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ, 5700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორის მოსახლეობის 75%-ზე მეტი - დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი - რეგისტრირებული ლტოლვილია. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი მიმოფანტულია ბანაკებში..

პალესტინელ ბოევიკებსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტებმა ბევრი პალესტინელი ღაზაში საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

შეზღუდვები მეთევზეობასა და მიწათმოქმედებაზე

გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორში დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი იმპორტირებულ საკვებზეა დამოკიდებული. ისრაელის შეზღუდვებმა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და მეთევზეობაზე ადგილზე საკვების რაოდენობა შეამცირა.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა დახურა კერემ შალომის საკვების გადასასვლელი და აკრძალა თევზაობა.

შეზღუდვების გვერდის ავლით, ჰამასმა ააშენა გვირაბების ქსელი ეგვიპტიდან საკვების იმპორტისთვის, რომელიც ასევე ემსახურება მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრს. ისრაელი აცხადებს, რომ გვირაბებს ბოევიკები იყენებენ იარაღის კონტრაბანდისა და საიდუმლო გადაადგილებისთვის. ისრაელის არმია ხშირად ახორციელებს საჰაერო იერიშებს მათ წინააღმდეგ.

წყლის დეფიციტი

ღაზის მოსახლეობის 95%-ს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალოდ, ერთ ადამიანს ყოველდღიურად 100 ლიტრი წყალი სჭირდება (მომზადებისა და რეცხვის ჩათვლით). ღაზაში ეს მაჩვენებელი 87 ლიტრია, საიდანაც მხოლოდ 27 ლიტრი სუფთა წყალია.

უმუშევრობა

ღაზა ერთ-ერთი პირველია უმუშევრობის დონით მსოფლიო რეიტინგში. მოსახლეობის თითქმის 65% 25 წლამდე ასაკისაა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდად აქცევს. ღაზას სექტორის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს - 2022 წელს აქ უმუშევრობის დონემ 45% შეადგინა.

ახალგაზრდების უმუშევრობა გაცილებით მაღალია, 19-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის 74% საშუალო სკოლის ან კოლეჯის დიპლომით ვერ პოულობს სამუშაოს.