სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?
“ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა იმ სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე წერს, სა­დაც სა­გა­რე­ჯო­ში მოკ­ლუ­ლი 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა სწავ­ლობ­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აი­თა­ჯის მამა მომ­ხდარ­ში სწო­რედ დი­რექ­ტორ­სა და გო­გო­ნას დე­დას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც სა­მი­რა წერს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არა­ერ­თი არას­რულ­წლო­ვა­ნის ნიშ­ნო­ბის ფაქტს მა­ლავ­და და როცა და­ნიშ­ნუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკო­ლა­ში არ და­დი­ოდ­ნენ, მათ­თვის ნი­შა­ნი მა­ინც იწე­რე­ბო­და.

"მო­დით ვი­სა­უბ­როთ აი­თა­ჯის სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე.

❗️სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გამ­ლეთ ის­მა­ი­ლო­ვი ამავდრო­უ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით დმა­ნი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია. „20. გამ­ლეტ ის­მა­ი­ლო­ვი - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”. ამ დღე­ებ­ში იმა­ვე სოფ­ლი­დან მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის შვი­ლის­თვის (არას­რულ­წლო­ვა­ნი) გა­და­ი­ხა­დეს ქორ­წი­ლი, ისიც ორი წე­ლია და­ნიშ­ნუ­ლი ყო­ფი­ლა და სკო­ლა­ში არ და­დი­ო­და.

❗️2015 წელს გამ­ლეტ­მა ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა 15 წლის აი­ტა­ნი (გვა­რი არ ვიცი). აი­ტა­ნი მისი მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა. მა­შინ თურ­მე სოფ­ლი­დან შსს-ს მი­მარ­თეს გამ­ლე­ტი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვინც არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­თან შექ­მნა ოჯა­ხი. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ გამ­ლე­ტის გარ­და ყვე­ლა და­ჯა­რი­მე­ბუ­ლა. გამ­ლე­ტის ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, შვი­ლი ჩა­წე­რეს მისი მე­უღ­ლეს სა­ხელ­ზე,(ჯა­რი­მის გამო) ამ წელს მის­მა შვილ­მა პირ­ველ კლას­ში და­ი­წყო სწავ­ლა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახლა მა­მა­მი­სის გვარ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არა­ერ­თი არას­რულ­წლო­ვა­ნის ნიშ­ნო­ბის ფაქტს მა­ლავ­და თურ­მე და და­ნიშ­ნუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკო­ლა­ში არ და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ იწე­რე­ბო­და ნი­შა­ნი.

❗️გამ­ლე­ტის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ეჭ­ვოა, მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კო­ლე­ჯი, მაგ­რამ მერე თა­ვის­თვის და მა­მა­მი­სის­თვის უყი­დია დიპ­ლო­მი :)

❗️რო­გორ და­ი­წყო სკო­ლა­ში დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ო­ბა? გამ­ლეტს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გა­მოც­და არ ჩა­უ­ბა­რე­ბია, უფრო სწო­რად - ვერა, ჩა­იჭ­რა. გამ­ლე­ტი 2018 წელს დმა­ნი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გი­ორ­გი ტა­ტუ­აშ­ვი­ლის და ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით გახ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

❗️რაც შე­ხე­ბა აი­თა­ჯის შემ­თხვე­ვას. აი­თა­ჯი და­უ­ნიშ­ნი­ათ 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში. აი­თა­ჯი სკო­ლა­ში მარ­ტო 2023 წლის ივ­ნისს, სულ ორი დღე მო­სუ­ლა. რომ და­ნიშ­ნეს, დე­და­მი­სი მო­სუ­ლა სკო­ლა­ში, დი­რექ­ტორ­თან ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­რექ­ტო­რი მარ­ტო აი­თა­ჯის­თვის კი არა, სხვა გო­გო­ნე­ბის­თვი­საც ზრუ­ნავ­და. ის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს სკო­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით არა­ერ­თხელ და­მუქ­რე­ბია. ისი­ნი კი მოს­წავ­ლე­ებს, ვინც არ და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში, უწერ­დნენ ნი­შანს.

❗️რაც შე­ხე­ბა აი­თა­ჯის მო­ტა­ცე­ბის საქ­მეს. ის არ ყო­ფი­ლა ბი­ჭის მხრი­დან იძუ­ლე­ბი­თი. აი­თა­ჯის დე­დამ, თურ­მე, აი­თა­ჯი წა­იყ­ვა­ნა მარ­ნე­ულ­ში, ვი­თომ რა­ღა­ცა საქ­მე აქვთ და აი­თა­ჯის­თვის ტან­საც­მლის ყიდ­ვა უნ­დო­და, მარ­ნე­ულ­ში აი­თაჯს და­მუქ­რე­ბია, რომ უნდა გაყ­ვეს მის მიერ შერ­ჩე­ულ და­ნიშ­ნულ ბიჭს. სრუ­ლად და­უც­ველ აი­თაჯს სხვა გზა არ დარ­ჩე­ნია. ის თურ­მე ამი­ტომ რჩე­ბო­და ორი თვე ბი­ჭის სახ­ლში, რად­გან დე­და­მი­სი უა­რე­სად ექ­ცე­ო­და მას.

ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი რომ გახ­და, სკო­ლის დი­რექ­ტორს მას­წავ­ლებ­ლე­ბი და აი­თა­ჯის კლა­სე­ლე­ბი და­უ­ბა­რე­ბია თა­ვის ოთახ­ში, ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუქ­რე­ბო­და. მას არა­ერ­თხელ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია, რომ მას ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დმა­ნი­სის რე­სურს ცენ­ტრში, საკ­რე­ბუ­ლო­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლი არი­ან, რომ რო­გორც სა­ჭი­როა, ისე ილა­პა­რა­კე­ბენ, ასე­ვე ილა­პა­რა­კე­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში.

აი­თა­ჯის მამა მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს მე­უღ­ლეს და სკო­ლის დი­რექ­ტორს.

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, და­ი­ცავთ მარ­თლა? ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 2015 წელს ამ დი­რექ­ტორს ბრა­ლი რა­ტომ არ წა­უ­ყე­ნეთ? რა­ტომ არ და­ა­ჯა­რი­მეთ?" - წერს სა­მი­რა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

ჩვეულებრივი პედოფილები არიან მაგ რეგიონში განსაკუთრებით.

ეს არაა არასწტულწლოვანთან ქორწინება. ესაა გაუპატიურება, ძალადობა და პედოფილია!

petrekupri
46

ისლამი არ უკრძალავს 14 წლისას გათხოვებას. ვთქვათ, სახელმწიფომ გაათავისუფლა სკოლის დირექტორი, რა მოხდება? პარლამენტარი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც მუფთი იყო, დაიგლეჯს ყველაფერს, რელიგიური ნიშნით გაათავისუფლესო, ერთი ტარიელის რჯულიც მე, მაგრამ რომ აჰყვებიან არასამთავრობოები და ჟურნალისტები? არის ერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით? არა .... 

ავტორი:

“ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?

“ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა იმ სკოლის დირექტორზე წერს, სადაც საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.

მისი ინფორმაციით, აითაჯის მამა მომხდარში სწორედ დირექტორსა და გოგონას დედას ადანაშაულებს.

როგორც სამირა წერს, სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა და როცა დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მათთვის ნიშანი მაინც იწერებოდა.

"მოდით ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე.

❗️სკოლის დირექტორი გამლეთ ისმაილოვი ამავდროულად პროპორციული სიით დმანისის საკრებულოს წევრია. „20. გამლეტ ისმაილოვი - “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ამ დღეებში იმავე სოფლიდან მაჟორიტარი დეპუტატის შვილისთვის (არასრულწლოვანი) გადაიხადეს ქორწილი, ისიც ორი წელია დანიშნული ყოფილა და სკოლაში არ დადიოდა.

❗️2015 წელს გამლეტმა ცოლად მოიყვანა 15 წლის აიტანი (გვარი არ ვიცი). აიტანი მისი მოსწავლე ყოფილა. მაშინ თურმე სოფლიდან შსს-ს მიმართეს გამლეტისა და სხვა ადამიანების შესახებ, ვინც არასრულწლოვან გოგონებთან შექმნა ოჯახი. გამოძიება დაწყებულა, მაგრამ გამლეტის გარდა ყველა დაჯარიმებულა. გამლეტის ბავშვი რომ დაიბადა, შვილი ჩაწერეს მისი მეუღლეს სახელზე,(ჯარიმის გამო) ამ წელს მისმა შვილმა პირველ კლასში დაიწყო სწავლა და ოფიციალურად ახლა მამამისის გვარზე გადაიყვანეს. სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა თურმე და დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მაგრამ იწერებოდა ნიშანი.

❗️გამლეტის უმაღლესი განათლება საეჭვოა, მას დამთავრებული აქვს კოლეჯი, მაგრამ მერე თავისთვის და მამამისისთვის უყიდია დიპლომი :)

❗️როგორ დაიწყო სკოლაში დირექტორად მუშაობა? გამლეტს სკოლის დირექტორის გამოცდა არ ჩაუბარებია, უფრო სწორად - ვერა, ჩაიჭრა. გამლეტი 2018 წელს დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის და ყოფილი პარლამენტის დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის დახმარებით გახდა სკოლის დირექტორი.

❗️რაც შეხება აითაჯის შემთხვევას. აითაჯი დაუნიშნიათ 2022 წლის დეკემბერში. აითაჯი სკოლაში მარტო 2023 წლის ივნისს, სულ ორი დღე მოსულა. რომ დანიშნეს, დედამისი მოსულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი, ამ წლების განმავლობაში დირექტორი მარტო აითაჯისთვის კი არა, სხვა გოგონებისთვისაც ზრუნავდა. ის სკოლის მასწავლებლებს სკოლიდან გათავისუფლებით არაერთხელ დამუქრებია. ისინი კი მოსწავლეებს, ვინც არ დადიოდნენ სკოლაში, უწერდნენ ნიშანს.

❗️რაც შეხება აითაჯის მოტაცების საქმეს. ის არ ყოფილა ბიჭის მხრიდან იძულებითი. აითაჯის დედამ, თურმე, აითაჯი წაიყვანა მარნეულში, ვითომ რაღაცა საქმე აქვთ და აითაჯისთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა, მარნეულში აითაჯს დამუქრებია, რომ უნდა გაყვეს მის მიერ შერჩეულ დანიშნულ ბიჭს. სრულად დაუცველ აითაჯს სხვა გზა არ დარჩენია. ის თურმე ამიტომ რჩებოდა ორი თვე ბიჭის სახლში, რადგან დედამისი უარესად ექცეოდა მას.

ეს ამბავი ყველასთვის ცნობილი რომ გახდა, სკოლის დირექტორს მასწავლებლები და აითაჯის კლასელები დაუბარებია თავის ოთახში, ორი საათის განმავლობაში ემუქრებოდა. მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები დმანისის რესურს ცენტრში, საკრებულოში, განათლების სამინისტროში. შესაბამისად, მასწავლებლები შეთანხმებული არიან, რომ როგორც საჭიროა, ისე ილაპარაკებენ, ასევე ილაპარაკებენ პოლიციაში.

აითაჯის მამა მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო, დაიცავთ მართლა? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 2015 წელს ამ დირექტორს ბრალი რატომ არ წაუყენეთ? რატომ არ დააჯარიმეთ?" - წერს სამირა.

წაიკითხეთ ასევე: