Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი მთავრობა ისრაელს არ ახსოვს" - როგორ აისახება ისრაელ - "ჰამასის" დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის ომზე და დგას თუ არა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების უკან რუსეთი?
"ასეთი მთავრობა ისრაელს არ ახსოვს" - როგორ აისახება ისრაელ - "ჰამასის" დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის ომზე და დგას თუ არა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების უკან რუსეთი?

7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 06:30 სა­ათ­ზე, ნე­გე­ვის უდაბ­ნო­ში, კი­ბუც რე-იმ­თან ახ­ლოს, ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის სუ­კო­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნო­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "ჰა­მა­სის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ის­რა­ელს და­ეს­ხა თავს.

უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 900-ს აჭარ­ბებს, ღა­ზა­ში - 560-ს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის და პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

დღეს ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ იმას, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მიზ­ნით, კონ­ფლიქ­ტის ინ­სპი­რა­ტო­რი რუ­სე­თი იყოს. ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­თი ირა­ნის მო­კავ­ში­რეა და მას გარ­კვე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში წვლი­ლიც შე­აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­ვე არის ვა­რა­უ­დი, რომ ის­რა­ე­ლის ომით უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თი­დან დახ­მა­რე­ბა შე­უმ­ცირ­დე­ბა, რისი მო­ლო­დი­ნიც არ აქვს ჯი­პას პრო­ფე­სორს გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძეს:

"ამ ეტაპ­ზე, ის­რა­ელ­ში და­წყე­ბულ ომს უკ­რა­ი­ნა­ზე ასე­თი დიდი ასახ­ვა და ცვლი­ლე­ბა არ მოჰ­ყვე­ბა. რა თქმა უნდა, ახლა ვა­შინგტო­ნის ფო­კუ­სი გა­და­ნა­წილ­დე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზეც, რად­გან ის­რა­ე­ლის დაც­ვის სა­კი­თხი მის­თვი­საც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გა­აჩ­ნია იმა­საც, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, თუკი ვნა­ხეთ, რომ ლი­ბა­ნი­დან იგი­ვე "ჰეზ­ბო­ლა" ჩა­ე­რია, ან ირა­ნის დახ­მა­რე­ბა უფრო ღია გახ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სი­ტუ­ა­ცია უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა და და­სავ­ლე­თის ფო­კუ­სიც უფრო აქეთ­კენ გად­მო­ნა­წილ­დე­ბა. არ გა­მო­ვა ისე, რომ უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა მო­აკ­ლდეს, ეს ხომ არ არის რა­ღაც ერთი ფორ­მის ჯგუ­ფი, ჩვენ სა­უ­ბა­რი გვაქვს უზარ­მა­ზარ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე და­სავ­ლეთ­ში, რო­მელ­საც შე­უძ­ლია აწარ­მო­ოს სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი, დახ­მა­რე­ბე­ბი, თუ აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ეს არ არის ერთი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მარ­ტო უკ­რა­ი­ნა­ზე მუ­შა­ობს და მერე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე გად­მო­ერ­თვე­ბა, ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს. ლენდლიზს რაც შე­ე­ხე­ბა, ახლა სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად დიდი სამ­ხედ­რო პა­კე­ტი გა­მო­ი­ყო­ფა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი და მას­ში ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა ათ­ვი­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იქ­ნე­ბა ამე­რი­კი­დან ას­მი­ლი­არ­დი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნად იქ­ნე­ბა სწო­რე­დაც ვა­შინგტო­ნის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, ეს დახ­მა­რე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იქ­ნას ათ­ვი­სე­ბუ­ლი ვა­შინგტო­ნის მიერ. ჩვენ ვი­ხი­ლეთ, რომ ლენდლი­ზით გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ათ­ვი­სე­ბა არ მომ­ხდა­რა და აშშ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თან­ხე­ბით და­ეხ­მა­რა უკ­რა­ი­ნას. რაც შე­ე­ხე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთს, აშშ ყო­ველ­წლი­უ­რად ისე­დაც ეხ­მა­რე­ბა ის­რა­ელს 3-დან 10 მი­ლი­არ­დამ­დე დო­ლა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის როლს, კონ­ფლიქ­ტი პირ­და­პირ რუ­სე­თის ინ­სპი­რა­ცია არ მგო­ნია, ამას თით­ქმის გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ ბევ­რჯერ ვი­ხი­ლეთ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბე­ბი, როცა საქ­მე იმა­ვე ღა­ზა­ზე, "ჰა­მას­ზე", ლი­ბან­სა და "ჰეზ­ბო­ლა­ზე" მიდ­გა. კარ­გად გვახ­სოვს, რომ სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომში რუ­სე­თი და "ჰეზ­ბო­ლა", პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთ მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და, ირა­ნი რუ­სე­თის უმ­თავ­რე­სი მო­კავ­ში­რეა, ხოლო რუ­სე­თი ახლა ირა­ნის პირ­და­პი­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი. რუ­სეთს ამ ომში არა­პირ­და­პი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა თქმა უნდა, აქვს. ჰი­პო­ტე­ტუ­რად რომ აღ­ვნიშ­ნოთ, რუ­სე­თი ირა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ სრუ­ლი­ად გვერ­დზე გად­გეს და მშვი­დად უყუ­როს მოვ­ლე­ნებს (ამას ვხე­დავთ კი­დეც), უკვე ნა­თე­ლია, რომ ის არა­პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე პირ­და­პი­რი და­გეგ­მვა-აღ­სრუ­ლე­ბა, მე პი­რა­დად, არ მგო­ნია. რუ­სეთს, რა თქმა უნდა, აწყობს ეს კონ­ფლიქ­ტი და სა­ერ­თოდ, რაც მეტი კონ­ფლიქ­ტი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მით უკე­თე­სი მის­თვის - არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნი­დან გა­და­ი­ტა­ნოს ყუ­რა­დღე­ბა, არა­მედ თვი­თო­ნაც აჩ­ვე­ნოს მსოფ­ლი­ოს, რომ რუ­სე­თი ერთ-ერთი მთა­ვა­რი წამ­ყვა­ნი ძა­ლაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის არე­ვა, ან პი­რი­ქით - დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა. ამით რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და თა­ვი­სი თა­ვის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას, რომ მას შე­უძ­ლია ომე­ბის და­წყე­ბა და ომე­ბის დას­რუ­ლე­ბა.

ის­რა­ე­ლის სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმა ღა­ზის სექ­ტორ­ზე

ჩემს პროგ­ნოზს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ის­რა­ელს დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს, მან ღა­ზის სექ­ტორ­ზე კონ­ტრო­ლი უნდა აი­ღოს ან "ჰა­მა­სი" გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს იმი­ტომ, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, მათ რამ­დე­ნი ომიც იო­მეს - 2014, 2021, ახლა 2023-ში, ყვე­ლა ომში ვხე­დავთ, რომ წარ­მა­ტე­ბა ის­რა­ე­ლის მხრი­და­ნაა იმი­ტი­რე­ბუ­ლი და ამ პრო­ცე­სის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტა ვერ მოხ­და. ახლა ის­რა­ელსთვის უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლია, რომ ეს სა­კი­თხი გა­და­წყვი­ტოს, მით უფრო, რომ ის­რა­ელს ჰყავს ძა­ლი­ან რე­ლი­გი­უ­რი და უკი­დუ­რე­სად მე­მარ­ჯვე­ნე მთავ­რო­ბა, რაც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა - ასე­თი მთა­ვა­რო­ბა ის­რა­ე­ლის არ ახ­სოვს. ამ რე­ლი­გი­ურ მთავ­რო­ბას ახლა აქვს ნება და სურ­ვი­ლი, ღა­ზის სექ­ტო­რის სა­კი­თხი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­დაჭ­რას. ამო­ცა­ნა ძალ­ზე რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ურ­ბა­ნუ­ლი ბრძო­ლა, ქვე­ი­თი ნა­წი­ლე­ბით შე­ტე­ვა იქ­ნე­ბა ურ­თუ­ლე­სი, ვი­ნა­ი­დან "ჰა­მასს" ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ჰყავს გა­ტა­ცე­ბუ­ლი და მათი უსაფრ­თხო­ე­ბა კი­დევ ცალ­კე სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს.

აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ირა­ნის სა­კი­თხიც, რო­მე­ლიც პირ­და­პირ არ ჩა­ერ­თვე­ბა ომში, მაგ­რამ შე­საძ­ლოა მისი ირი­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვი­ხი­ლოთ. ირანს ჰყავს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა - "ჰეზ­ბო­ლა" ლი­ბან­ში, რო­მელ­მაც ცე­ცხლი გა­უხ­სნა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფებს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ღა­ზას ოპე­რა­ცია თუ ქვე­ი­თი და­ნა­ყო­ფე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ამ პრო­ცეს­ში ჩრდი­ლო­ე­თი­დან, ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან "ჰეზ­ბო­ლა" ჩა­ერ­თოს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის­რა­ე­ლის არ­მი­ას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­უ­წევს ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა. ამას გარ­და, ჩვენ ისიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ "ჰეზ­ბო­ლას" აღ­ჭურ­ვა-მო­მა­რა­გე­ბა და შევ­სე­ბა, ისე­ვე, რო­გორც "ჰა­მა­სის", ხში­რად ირა­ნი­და­ნაც ხდე­ბა, ასე რომ, ირა­ნის სა­კი­თხი გან­ყე­ნე­ბუ­ლად არ დგას“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
0

იმ ლოგიკით, რითაც ისრაელი შეიქმნა, ჩვენც დაგვიბრუნეთ სოჭი ,საინგილო, ტაოკლარჯეთი, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე საუბარიც არაა, 2000 წელი არა, 120 წელია გასული რაც ეს მიწები წაგვართვეს, 6 მილიონი ლაზი ცხოვრობს თურქეთში,რომლებიც ქართულად საუბრობენ, ირანელი გიდები ყვებიან რომ საქართველო მათი ტერიტორიაა, და წარმოიდგინეთ ჩვენი საწყალი ქვეყანა.......

Loki
2

ახალი ფრონტები ერთი მეორის მიყოლებით იხსნება........ მსოფლიო შეიშალა. უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვას არავინ შემკავებელი არ ყავს...... იარაღით მომარაგების მოსურვე იცოცხლე, ყველა მოგამარაგებს ოღონდ ომი გააჩაღო.... მიშა როგორ არ გაგიმართლა ერთი 20 წლით გვიან უნდა დაბადებულიყავი, რეგიონში კონფლიქტების გაჩაღების და ახალი კერების შექმნაში ბადალი არ ეყოლებოდა გიჟს)) რაც შეეხება კობერიძეს, ხუხაშვილზე რომ დაამყნოთ ამისგან ექსპერტი მაინც არ გამოვა ......

ავტორი:

"ასეთი მთავრობა ისრაელს არ ახსოვს" - როგორ აისახება ისრაელ - "ჰამასის" დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის ომზე და დგას თუ არა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების უკან რუსეთი?

"ასეთი მთავრობა ისრაელს არ ახსოვს" - როგორ აისახება ისრაელ - "ჰამასის" დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის ომზე და დგას თუ არა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების უკან რუსეთი?

7 ოქტომბერს, დილის 06:30 საათზე, ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, "ჰამასის" შეიარაღებული დაჯგუფება ისრაელს დაესხა თავს.

უკანასკნელი ინფორმაციით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს, ღაზაში - 560-ს, - ინფორმაციას ისრაელის და პალესტინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

დღეს ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ და არ გამორიცხავენ იმას, რომ უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე მსოფლიოს ყურადღების გადატანის მიზნით, კონფლიქტის ინსპირატორი რუსეთი იყოს. ცნობილია, რომ რუსეთი ირანის მოკავშირეა და მას გარკვეული ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში წვლილიც შეაქვს. საზოგადოებაში ასევე არის ვარაუდი, რომ ისრაელის ომით უკრაინას დასავლეთიდან დახმარება შეუმცირდება, რისი მოლოდინიც არ აქვს ჯიპას პროფესორს გიორგი კობერიძეს:

"ამ ეტაპზე, ისრაელში დაწყებულ ომს უკრაინაზე ასეთი დიდი ასახვა და ცვლილება არ მოჰყვება. რა თქმა უნდა, ახლა ვაშინგტონის ფოკუსი გადანაწილდება ახლო აღმოსავლეთზეც, რადგან ისრაელის დაცვის საკითხი მისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გააჩნია იმასაც, როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი ვნახეთ, რომ ლიბანიდან იგივე "ჰეზბოლა" ჩაერია, ან ირანის დახმარება უფრო ღია გახდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და დასავლეთის ფოკუსიც უფრო აქეთკენ გადმონაწილდება. არ გამოვა ისე, რომ უკრაინას დახმარება მოაკლდეს, ეს ხომ არ არის რაღაც ერთი ფორმის ჯგუფი, ჩვენ საუბარი გვაქვს უზარმაზარ ინსტიტუციაზე დასავლეთში, რომელსაც შეუძლია აწარმოოს სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები, დახმარებები, თუ აქტივობები. ეს არ არის ერთი საზოგადოება და ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც მარტო უკრაინაზე მუშაობს და მერე ახლო აღმოსავლეთზე გადმოერთვება, ყველას თავისი საქმე აქვს. ლენდლიზს რაც შეეხება, ახლა საუბარია იმაზე, რომ უკრაინის მხარდასაჭერად დიდი სამხედრო პაკეტი გამოიყოფა, რომელიც იქნება ერთწლიანი და მასში ბოლომდე იქნება ათვისებული ყველანაირი დახმარება, რაც კი შეიძლება იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ამერიკიდან ასმილიარდიანი დახმარება, რომელიც ერთიანად იქნება სწორედაც ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი, ეს დახმარება ერთი წლის განმავლობაში უნდა იქნას ათვისებული ვაშინგტონის მიერ. ჩვენ ვიხილეთ, რომ ლენდლიზით გამოყოფილი თანხის ათვისება არ მომხდარა და აშშ დამოუკიდებელი თანხებით დაეხმარა უკრაინას. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აშშ ყოველწლიურად ისედაც ეხმარება ისრაელს 3-დან 10 მილიარდამდე დოლარის შეიარაღებით.

რაც შეეხება რუსეთის როლს, კონფლიქტი პირდაპირ რუსეთის ინსპირაცია არ მგონია, ამას თითქმის გამოვრიცხავ, მაგრამ ბევრჯერ ვიხილეთ ისრაელის წინააღმდეგ რუსეთის განცხადებები, როცა საქმე იმავე ღაზაზე, "ჰამასზე", ლიბანსა და "ჰეზბოლაზე" მიდგა. კარგად გვახსოვს, რომ სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი და "ჰეზბოლა", პრაქტიკულად, ერთ მხარეს წარმოადგენდა, ირანი რუსეთის უმთავრესი მოკავშირეა, ხოლო რუსეთი ახლა ირანის პირდაპირი დამფინანსებელი. რუსეთს ამ ომში არაპირდაპირი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, აქვს. ჰიპოტეტურად რომ აღვნიშნოთ, რუსეთი ირანის სასარგებლოდ სრულიად გვერდზე გადგეს და მშვიდად უყუროს მოვლენებს (ამას ვხედავთ კიდეც), უკვე ნათელია, რომ ის არაპირდაპირ მონაწილეობს, მაგრამ ამ ეტაპზე პირდაპირი დაგეგმვა-აღსრულება, მე პირადად, არ მგონია. რუსეთს, რა თქმა უნდა, აწყობს ეს კონფლიქტი და საერთოდ, რაც მეტი კონფლიქტი იქნება მსოფლიოში, მით უკეთესი მისთვის - არა მარტო უკრაინიდან გადაიტანოს ყურადღება, არამედ თვითონაც აჩვენოს მსოფლიოს, რომ რუსეთი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალაა, რომელსაც შეუძლია სიტუაციების არევა, ან პირიქით - დასტაბილურება. ამით რუსეთი ყოველთვის ცდილობდა თავისი თავის პოზიციონირებას, რომ მას შეუძლია ომების დაწყება და ომების დასრულება.

ისრაელის საპასუხო დარტყმა ღაზის სექტორზე

ჩემს პროგნოზს რაც შეეხება, საბოლოო ჯამში, ისრაელს დიდი არჩევანი არ აქვს, მან ღაზის სექტორზე კონტროლი უნდა აიღოს ან "ჰამასი" გაანეიტრალოს იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მათ რამდენი ომიც იომეს - 2014, 2021, ახლა 2023-ში, ყველა ომში ვხედავთ, რომ წარმატება ისრაელის მხრიდანაა იმიტირებული და ამ პროცესის საბოლოო გადაწყვეტა ვერ მოხდა. ახლა ისრაელსთვის უკიდურესად კრიტიკულია, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს, მით უფრო, რომ ისრაელს ჰყავს ძალიან რელიგიური და უკიდურესად მემარჯვენე მთავრობა, რაც პირველი შემთხვევაა - ასეთი მთავარობა ისრაელის არ ახსოვს. ამ რელიგიურ მთავრობას ახლა აქვს ნება და სურვილი, ღაზის სექტორის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. ამოცანა ძალზე რთული შესასრულებელი იქნება იმიტომ, რომ ურბანული ბრძოლა, ქვეითი ნაწილებით შეტევა იქნება ურთულესი, ვინაიდან "ჰამასს" ასეულობით ადამიანი ჰყავს გატაცებული და მათი უსაფრთხოება კიდევ ცალკე სირთულეს წარმოადგენს.

აქ მნიშვნელოვანია ირანის საკითხიც, რომელიც პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, მაგრამ შესაძლოა მისი ირიბი მონაწილეობა ვიხილოთ. ირანს ჰყავს თავისი წარმომადგენლობა - "ჰეზბოლა" ლიბანში, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ისრაელის სამხედრო დანაყოფებს და არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას ოპერაცია თუ ქვეითი დანაყოფებით განახორციელა, ამ პროცესში ჩრდილოეთიდან, ლიბანის ტერიტორიიდან "ჰეზბოლა" ჩაერთოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის არმიას ორი მიმართულებით მოუწევს ძალების გადასროლა. ამას გარდა, ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჰეზბოლას" აღჭურვა-მომარაგება და შევსება, ისევე, როგორც "ჰამასის", ხშირად ირანიდანაც ხდება, ასე რომ, ირანის საკითხი განყენებულად არ დგას“.

იხილეთ ასევე: