მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული..." - დევი ჭანკოტაძე ფინანსთა მინისტრს
"როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული..." - დევი ჭანკოტაძე ფინანსთა მინისტრს

რო­გორც კი ოკუ­პან­ტის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი ოჩამ­ჩი­რე­ში შევა, ჩათ­ვა­ლეთ, ომში ვართ გაბ­მუ­ლი - სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მეა, არა­ვის ვა­ში­ნებ, მაგ­რამ ომის წინ ვდგა­ვართ,- ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა დე­პუ­ტატ­მა, დევი ჭან­კო­ტა­ძემ, ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძე 2024 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს წა­რად­გენს.

ჭან­კო­ტა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, რაზე დაყ­რდნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრა თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტად 230 მლნ ლარი და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს საკ­მა­რი­სი არაა.

"მე­გო­ნა, ეს ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მეა. არა­ვის ვა­ში­ნებ, მაგ­რამ ომის წინ ვდგა­ვართ, და­მი­ჯე­რეთ. რო­გორც კი ოკუ­პან­ტი რუსი სამ­ხედ­როს ხო­მალ­დი ოჩამ­ჩი­რე­ში შევა, ჩათ­ვა­ლეთ, ომში ვართ გაბ­მუ­ლი. თუ ამას ვერ ხე­დავთ, მე ამას ვხე­დავ. ამი­ტომ, ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დავ­ლა­ხოთ ეს სი­ტუ­ა­ცია, ასე არ გა­მო­ვა. 230 მლნ ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა შე­ი­ძი­ნონ შე­ი­ა­რა­ღე­ბა. ვთვლი, ეს არ არის საკ­მა­რი­სი, ეს და­ახ­ლო­ე­ბით 85 მლნ დო­ლა­რია. მა­გა­ლი­თად, 85 მლნ დო­ლა­რად 1.5 ან­ტი­სა­ჰა­ე­რო ასე­უ­ლი შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ძი­ნოთ, სა­დაც 9 და­ნად­გა­რი შე­დის. თბი­ლი­სი რომ და­ვიც­ვათ, 7 ასე­ულ ასე­თი გვჭირ­დე­ბა. ვერ ხე­დავთ ამ საფრ­თხეს? მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხე­დავს ამ საფრ­თხეს, ჩვე­ნი მთავ­რო­ბა - ვერა. რა გა­მო­დის, ომის­თვის მზა­დე­ბა არ მი­დის. ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მოხ­დე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, ხე­დავთ, ჯერ და­ი­წყო მოლ­დო­ვა­ში - რაც არ უნდა ეფე­რო, მა­ინც აუ­რევს; მერე ყა­რა­ბაღ­ში ეცა­და სი­ტუ­ა­ცია აე­რია; ახლა ის­რა­ელ­ში. შემ­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვი­ყოთ და რა, მზად ვართ? არ ვართ მზად. ამ ბი­უ­ჯეტს რომ ვუ­ყუ­რებ, არ არის მზად. ამ წელს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დევი ჭან­კო­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლერი
0

დაასკვნა ცრუ წინასწარმეტყველმა. ☹️ უკრაინას ხომ გაამარჯვებინა უკვე თავისი ოპტიმიზმით.

Mia
0

რა ბედნიერები იქნებით უკვე წარმომიდგენია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული..." - დევი ჭანკოტაძე ფინანსთა მინისტრს

"როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული..." - დევი ჭანკოტაძე ფინანსთა მინისტრს

როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული - სიტუაცია ძალიან მძიმეა, არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ჭანკოტაძე დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით განისაზღვრა თავდაცვის ბიუჯეტად 230 მლნ ლარი და განაცხადა, რომ ეს საკმარისი არაა.

"მეგონა, ეს ბიუჯეტი განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა. არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ, დამიჯერეთ. როგორც კი ოკუპანტი რუსი სამხედროს ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული. თუ ამას ვერ ხედავთ, მე ამას ვხედავ. ამიტომ, ბიუჯეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადავლახოთ ეს სიტუაცია, ასე არ გამოვა. 230 მლნ ლარია გამოყოფილი, რომ თავდაცვის ძალებმა შეიძინონ შეიარაღება. ვთვლი, ეს არ არის საკმარისი, ეს დაახლოებით 85 მლნ დოლარია. მაგალითად, 85 მლნ დოლარად 1.5 ანტისაჰაერო ასეული შეგვიძლია შევიძინოთ, სადაც 9 დანადგარი შედის. თბილისი რომ დავიცვათ, 7 ასეულ ასეთი გვჭირდება. ვერ ხედავთ ამ საფრთხეს? მთელი საქართველო ხედავს ამ საფრთხეს, ჩვენი მთავრობა - ვერა. რა გამოდის, ომისთვის მზადება არ მიდის. ამას ვერ გავექცევით, დიდი ალბათობით, მოხდება. მითუმეტეს, ხედავთ, ჯერ დაიწყო მოლდოვაში - რაც არ უნდა ეფერო, მაინც აურევს; მერე ყარაბაღში ეცადა სიტუაცია აერია; ახლა ისრაელში. შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ და რა, მზად ვართ? არ ვართ მზად. ამ ბიუჯეტს რომ ვუყურებ, არ არის მზად. ამ წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.