სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი საშინელი ხმა იყო, იცით? მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე..." - რას გვიყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე და როგორია ვითარება ამ წუთებში
"როგორი საშინელი ხმა იყო, იცით?  მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე..." - რას გვიყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე და როგორია ვითარება ამ წუთებში

"ახლა სი­წყნა­რეა, ხალ­ხი უკვე სა­მუ­შა­ოდ გა­ვი­და, მეც წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში", - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-სთან ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი, თაკო ღლონ­ტი ამ­ბობს.

თაკო ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

"მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი სი­რე­ნა არ ჩარ­თუ­ლა. ჩემი მე­გობ­რის შვი­ლე­ბი არი­ან წა­სუ­ლე­ბი, ჯარ­ში არი­ან, იქე­დან და­რე­კეს და დე­და­მისს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ღა­ზა­ში ის­რა­ელ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.

იქი­დან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი გა­მოს­რო­ლაც აღარ ყო­ფი­ლა ის­რა­ე­ლის­კენ.

ბო­ლოს სი­რე­ნა ჩა­ირ­თო გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის ათ სა­ათ­ზე. რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი ხმა იყო იცით? მეთ­ქი მორ­ჩა, აქ და­ვას­რუ­ლე სი­ცო­ცხლე, იმი­ტომ რომ ზე­დი­ზედ ბევ­რი რა­კე­ტა ის­რო­ლეს, ეს გუმ­ბა­თი ვე­ღარ მო­ე­რია და ორი ჩა­მო­ვარ­და. ისე­თი ხმა იყო, ფან­ჯრე­ბი სულ ზან­ზა­რებ­და, კორ­პუს­მაც და­ი­ზან­ზა­რა, მეთ­ქი, მოვ­კვდით, და­ვი­ხო­ცეთ. ამის შემ­დეგ აღარ ყო­ფი­ლა მათი მხრი­დან არა­ფე­რი.

ახლა ერ­თა­დერ­თი დარ­ჩე­ნი­ლია, რომ შე­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ფე­ხით "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბი, ოღონდ სამ­ხრე­თის­კენ. არი­ან და­მა­ლუ­ლე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და ხო­ცა­ვენ ხალ­ხს რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, ზოგი და­ი­ჭი­რეს.

ამ ეტაპ­ზე სხვა ხმრივ, სი­წყნა­რეა. ხალ­ხი უკვე სა­მუ­შა­ო­ზე გა­ვი­და, მეც წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში", - ამ­ბობს თაკო ღლონ­ტი.

ცნო­ბის­თვის 7 ოქ­ტომ­ბერს პა­ლეს­ტი­ნურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მა­სმა“, რო­მე­ლიც ღა­ზის სექ­ტორს აკონ­ტრო­ლებს, ის­რა­ელ­ზე და­ი­წყო მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო და სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვა. "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბი ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ელ­ში, მო­სა­ზღვრე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გა­და­ვიდ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბის უმო­წყა­ლოდ ხოც­ვა და ასე­ვე მათი გა­ტა­ცე­ბა და­ი­წყეს. ის­რა­ელ­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სა­პა­სუ­ხოდ ის­რა­ელ­მა ავი­ა­ი­ე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ღა­ზას სექ­ტორ­ზე.

ავტორი:

"როგორი საშინელი ხმა იყო, იცით? მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე..." - რას გვიყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე და როგორია ვითარება ამ წუთებში

"როგორი საშინელი ხმა იყო, იცით?  მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე..." - რას გვიყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე და როგორია ვითარება ამ წუთებში

"ახლა სიწყნარეა, ხალხი უკვე სამუშაოდ გავიდა, მეც წამოვედი სამსახურში", - ამის შესახებ Ambebi.ge-სთან ისრაელში მცხოვრები ქართველი, თაკო ღლონტი ამბობს.

თაკო ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ გვიყვება:

"მთელი ღამის განმავლობაში არანაირი სირენა არ ჩართულა. ჩემი მეგობრის შვილები არიან წასულები, ჯარში არიან, იქედან დარეკეს და დედამისს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ღაზაში ისრაელმა ყველაფერი გაანადგურა.

იქიდან მთელი ღამის განმავლობაში ერთი გამოსროლაც აღარ ყოფილა ისრაელისკენ.

ბოლოს სირენა ჩაირთო გუშინ, დაახლოებით, ღამის ათ საათზე. როგორი საშინელი ხმა იყო იცით? მეთქი მორჩა, აქ დავასრულე სიცოცხლე, იმიტომ რომ ზედიზედ ბევრი რაკეტა ისროლეს, ეს გუმბათი ვეღარ მოერია და ორი ჩამოვარდა. ისეთი ხმა იყო, ფანჯრები სულ ზანზარებდა, კორპუსმაც დაიზანზარა, მეთქი, მოვკვდით, დავიხოცეთ. ამის შემდეგ აღარ ყოფილა მათი მხრიდან არაფერი.

ახლა ერთადერთი დარჩენილია, რომ შემოსულები არიან ფეხით "ჰამასის" წევრები, ოღონდ სამხრეთისკენ. არიან დამალულები, შეიარაღებულები და ხოცავენ ხალხს როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ზოგი დაიჭირეს.

ამ ეტაპზე სხვა ხმრივ, სიწყნარეა. ხალხი უკვე სამუშაოზე გავიდა, მეც წამოვედი სამსახურში", - ამბობს თაკო ღლონტი.

ცნობისთვის 7 ოქტომბერს პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე დაიწყო მასიური სარაკეტო და სახმელეთო შეტევა. "ჰამასის" წევრები ღაზას სექტორიდან ისრაელში, მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ და მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა და ასევე მათი გატაცება დაიწყეს. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა ღაზას სექტორზე.