პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალაკვაძის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს..." - თაკო ჩარკვიანი
"თალაკვაძის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს..." - თაკო ჩარკვიანი

ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ლახ­ვა. კო­მუ­ნიზ­მის პე­რი­ოდ­ში, სა­დღაც ად­რე­ულ კო­მუ­ნიზ­მში ვბრუნ­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბით. ძა­ლი­ან სირ­ცხვი­ლია! წყნა­რად, მშვი­დად, გა­იწ­ვი­ეთ ეს სი­სუ­ლე­ლე, უბე­დუ­რე­ბაა ეს, არაა კარ­გი, - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა მმარ­თველ გუნდს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც "შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად "აუტ­კი­ვე­ბე­ლი თა­ვის ატ­კი­ვე­ბა“.

"რაში გჭირ­დე­ბათ? ეს ამ­ბა­ვი ხომ ვერ გა­მო­ვა?! მეს­მის თა­ლაკ­ვა­ძეს არ უნდა, რომ ახ­სოვ­დეს ან ვერ უნდა, გუ­შინ სან­დრას ინ­ტერ­ვი­უს გა­დავ­ხე­დე და 2013 წელს მთლად "ნა­ცი­ო­ნა­ლი“ ყო­ფი­ლა ეს კაცი, ეს მე არ ვი­ცო­დი. არ ემახ­სოვ­რე­ბა, რა თქმა უნდა, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, გუ­შინ გი­თხა­რით ეს ამ­ბა­ვი, ჩვენ, ოპო­ზი­ცი­ას 3-4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­ვე­ბი გვედ­გა. ვის რა არაც­ნო­ბი­ე­რი აქვს ხომ იცით, ჩემი არაც­ნო­ბი­ე­რია "კა­რავ­ში სი­ცი­ვეა და ლე­ი­ბია სა­ჭი­რო“ და აი, თა­ლაკ­ვა­ძის არაც­ნო­ბი­ე­რი ეტყო­ბა სხვა არის, მის პო­ე­ზი­ას გა­დავ­ხე­დე და მივ­ხვდი, რომ ცოტა ერო­ტი­კუ­ლი არაც­ნო­ბი­ე­რი აქვს. ვერ ემახ­სოვ­რე­ბა მას, არ უნდა რომ ახ­სოვ­დეს, 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გმუ­ლი კარ­ვე­ბი. და­ვუშ­ვათ ოპო­ზი­ცი­ამ დად­გა კა­რა­ვი და რა ხდე­ბა? რა ში­შე­ბია? ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ. რუსი რომ შე­მო­ვა, არ მგო­ნია ერ­თად არ დავ­დგეთ. რუ­სე­ბის მხა­რეს ხომ არ დად­გე­ბით? 8 აგ­ვის­ტოს რუსი რომ შე­მო­ვი­და, მთე­ლი ოჯა­ხით ჯაჭვში ვი­დე­ქით. მა­მა­ჩე­მი ჯო­ხით, გა­ქა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ჯაჭვში ვი­დე­ქით. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ამ ტი­პის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა უხერ­ხუ­ლია. რო­გორ მოგ­დით ეგე­თი რა­ღაც თავ­ში?! ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ლახ­ვა. კო­მუ­ნიზ­მის პე­რი­ოდ­ში, სა­დღაც ად­რე­ულ კო­მუ­ნიზ­მში ვბრუნ­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბით. ძა­ლი­ან სირ­ცხვი­ლია! წყნა­რად, მშვი­დად, გა­იწ­ვი­ეთ ეს სი­სუ­ლე­ლე, უბე­დუ­რე­ბაა ეს, არაა კარ­გი“,- გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხურო
3

რაღა დროის შენი ეროტიკაა ბებო

Georgia
6

ბოდვები გაწუხებთ ყველას, თუ რა ჯანდაბაა ?!

ავტორი:

"თალაკვაძის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს..." - თაკო ჩარკვიანი

"თალაკვაძის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს..." - თაკო ჩარკვიანი

ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა. კომუნიზმის პერიოდში, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით. ძალიან სირცხვილია! წყნარად, მშვიდად, გაიწვიეთ ეს სისულელე, უბედურებაა ეს, არაა კარგი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ეს არის აბსოლუტურად "აუტკივებელი თავის ატკივება“.

"რაში გჭირდებათ? ეს ამბავი ხომ ვერ გამოვა?! მესმის თალაკვაძეს არ უნდა, რომ ახსოვდეს ან ვერ უნდა, გუშინ სანდრას ინტერვიუს გადავხედე და 2013 წელს მთლად "ნაციონალი“ ყოფილა ეს კაცი, ეს მე არ ვიცოდი. არ ემახსოვრება, რა თქმა უნდა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, გუშინ გითხარით ეს ამბავი, ჩვენ, ოპოზიციას 3-4 თვის განმავლობაში კარვები გვედგა. ვის რა არაცნობიერი აქვს ხომ იცით, ჩემი არაცნობიერია "კარავში სიცივეა და ლეიბია საჭირო“ და აი, თალაკვაძის არაცნობიერი ეტყობა სხვა არის, მის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს. ვერ ემახსოვრება მას, არ უნდა რომ ახსოვდეს, 4 თვის განმავლობაში დადგმული კარვები. დავუშვათ ოპოზიციამ დადგა კარავი და რა ხდება? რა შიშებია? ოკუპირებული ქვეყანა ვართ. რუსი რომ შემოვა, არ მგონია ერთად არ დავდგეთ. რუსების მხარეს ხომ არ დადგებით? 8 აგვისტოს რუსი რომ შემოვიდა, მთელი ოჯახით ჯაჭვში ვიდექით. მამაჩემი ჯოხით, გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ ჯაჭვში ვიდექით. 21-ე საუკუნეა, ამ ტიპის კანონის მიღება უხერხულია. როგორ მოგდით ეგეთი რაღაც თავში?! ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა. კომუნიზმის პერიოდში, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით. ძალიან სირცხვილია! წყნარად, მშვიდად, გაიწვიეთ ეს სისულელე, უბედურებაა ეს, არაა კარგი“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.